პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"
16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ლო­ზა­ნა­ში ზამ­თრის ახალ­გაზ­რდუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში მო­ცეკ­ვა­ვე­თა წყვი­ლე­ბი და გო­გო­ნე­ბი მოკ­ლე პროგ­რა­მით გა­მო­ვიდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლო ორი­ვე დის­ციპ­ლი­ნა­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუმ­ცა ქარ­თვე­ლებ­მა გა­ცი­ლე­ბით უკეთ იას­პა­რე­ზეს ერ­თე­უ­ლებ­ში.

16 წლის ალი­ნა ურუ­შა­ძემ მოკ­ლე პროგ­რა­მა­ში 63.10 ქულა მი­ი­ღო და მე­ხუ­თე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

კო­მენ­ტა­ტო­რებ­მა მის გა­მოს­ვლას ბრწყინ­ვა­ლე უწო­დეს და გო­გო­ნას დიდი მო­მა­ვა­ლი უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლეს.

ურუ­შა­ძის გა­მოს­ვლა ქარ­თველ­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მა­ლე­ვე აი­ტა­ცეს:

"რა გოგო გვყავს ხალ­ხო, ნა­ხეთ!"

"ფაქ­ტი­უ­რად, უშეც­დო­მოდ შე­ას­რუ­ლა ურ­თუ­ლე­სი პროგ­რა­მა"

"და­ი­მახ­სოვ­რეთ, ეს გოგო მსოფ­ლი­ოს აა­ლა­პა­რა­კებს"

"გა­მა­ო­ცა ამ გო­გომ! რო­გო­რი ენერ­გე­ტი­კა აქვს! თუ შრო­მას არ შე­წყვეტს, მას ბევ­რის მიღ­წე­ვის შან­სი ექ­ნე­ბა კი­დევ! ბრა­ვო!"

"ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ალი­ნამ! ჩანს, რომ კი­დევ მეტი შე­უძ­ლია. წარ­მა­ტე­ბე­ბი ევ­რო­პა­ზე!" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

ალი­ნა ურუ­შა­ძე დე­დას­თან ერ­თად
ალი­ნა ურუ­შა­ძე მა­მას­თან ერ­თად

ალი­ნა ურუ­შა­ძეს ახ­ლა­ხანს შე­უს­რულ­და 16 წელი. გო­გო­ნა ქარ­თვე­ლი მა­მი­სა და ლატ­ვი­ე­ლი დე­დის ოჯახ­ში, რი­გა­ში და­ი­ბა­და. 2018 წლამ­დე ის ლატ­ვი­ის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და, ბოლო ორი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­გუ­რუ­ლი ცი­გუ­რა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მაკა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი დიდ­ხანს აწარ­მო­ებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბას ალი­ნას ოჯახ­თან, მო­ცი­გუ­რა­ვეს­თან და მის მწვრთნელ­თან. სა­ბო­ლო­ოდ, ურუ­შა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზო­ბა და­ი­წყო და რო­გორც გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ამ­ბობს, სპორ­ტსმე­ნი ამით ძა­ლი­ან ამა­ყობს.

ალი­ნა ურუ­შა­ძის ოჯა­ხი

ალი­ნას ჰყავს უფ­რო­სი ძმა და უმ­ცრო­სი და.

რო­გორც 16 წლის სპორ­ტსმე­ნის "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ვარ­კვევთ, ურუ­შა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს.

გო­გო­ნა მოს­კოვ­ში გა­დის მომ­ზა­დე­ბას მწვრთნელ სვეტ­ლა­ნა სო­კო­ლოვ­სკა­ი­ას­თან, ალი­ნას ოჯა­ხი კი ლატ­ვი­ა­ში ცხოვ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარკი
0

კი ბატონო ყველას გაუმარჯოს,მაგრამ საქართველო არაა ყინულის სპორტის ქვეყანა და თუ ვინმე მის ფარგლებს გარეთ დაოსტატებული ჩვენი სახელით გამოვა/გასაგებია რატომ გამოდის რსფსრ სანქციების შემდეგ უმთავრესად/სასახელოა მაგრამ ეიფორიაში ჩავარდნას აღფრთოვანებას ჩვენ მაინცდამაინც ნუ მივიწერთ.მასში ჩვენი შრომა ხომ ფაქტიურად არაა განივთებული?

გიორგი
0

წარმატებები ყველა ქართველს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

16 წლის ქართველმა მოციგურავემ ყინულზე ცეცხლი დაანთო - "დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს.

ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავეთა წყვილები და გოგონები მოკლე პროგრამით გამოვიდნენ. საქართველო ორივე დისციპლინაში იყო წარმოდგენილი, თუმცა ქართველებმა გაცილებით უკეთ იასპარეზეს ერთეულებში.

16 წლის ალინა ურუშაძემ მოკლე პროგრამაში 63.10 ქულა მიიღო და მეხუთე ადგილი დაიკავა.

კომენტატორებმა მის გამოსვლას ბრწყინვალე უწოდეს და გოგონას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს.

ურუშაძის გამოსვლა ქართველმა ინტერნეტმომხმარებლებმა მალევე აიტაცეს:

"რა გოგო გვყავს ხალხო, ნახეთ!"

"ფაქტიურად, უშეცდომოდ შეასრულა ურთულესი პროგრამა"

"დაიმახსოვრეთ, ეს გოგო მსოფლიოს აალაპარაკებს"

"გამაოცა ამ გოგომ! როგორი ენერგეტიკა აქვს! თუ შრომას არ შეწყვეტს, მას ბევრის მიღწევის შანსი ექნება კიდევ! ბრავო!"

"ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ალინამ! ჩანს, რომ კიდევ მეტი შეუძლია. წარმატებები ევროპაზე!" - წერენ სოციალურ ქსელში ქართველი ინტერნეტმომხმარებლები.

ალინა ურუშაძე დედასთან ერთად
ალინა ურუშაძე მამასთან ერთად

ალინა ურუშაძეს ახლახანს შეუსრულდა 16 წელი. გოგონა ქართველი მამისა და ლატვიელი დედის ოჯახში, რიგაში დაიბადა. 2018 წლამდე ის ლატვიის სახელით გამოდიოდა, ბოლო ორი წელია საქართველოს სახელით ასპარეზობს ფიგურულ სრიალში.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი დიდხანს აწარმოებდა მოლაპარაკებას ალინას ოჯახთან, მოციგურავესთან და მის მწვრთნელთან. საბოლოოდ, ურუშაძემ საქართველოს სახელით ასპარეზობა დაიწყო და როგორც გიორგობიანი ამბობს, სპორტსმენი ამით ძალიან ამაყობს.

ალინა ურუშაძის ოჯახი

ალინას ჰყავს უფროსი ძმა და უმცროსი და.

როგორც 16 წლის სპორტსმენის "ინსტაგრამის" გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვარკვევთ, ურუშაძეების ოჯახი ხშირად მოგზაურობს.

გოგონა მოსკოვში გადის მომზადებას მწვრთნელ სვეტლანა სოკოლოვსკაიასთან, ალინას ოჯახი კი ლატვიაში ცხოვრობს.