საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს
მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას შე­ის­წავ­ლის. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, 20-21 ივ­ნისს, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 315-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ამ­ბო­ხე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბი­სა და ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია, ასე­ვე 225-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

გუ­შინ, ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ეთერ­ში ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც - „2019 წლის 20 ივ­ნისს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წკიპ­ზე იყო. ცო­ტაც და ეს რე­ჟი­მი და­ემ­ხო­ბო­და. მა­შინ, ჩემი აზ­რით, მო­მენ­ტი გაშ­ვე­ბუ­ლი იქნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს საკ­მა­რის სა­ფუძ­ველს ვა­რა­უ­დი­სათ­ვის, რომ 2019 წლის 20 ივ­ნისს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით დამ­ხო­ბის აშ­კა­რა მცდე­ლო­ბა.

ამ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რის შემ­დე­გაც იგი შე­ჯე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან და მი­ე­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა „მთა­ვარ აქ­ცენ­ტებ­ში“ ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნა­ცხა­და, რომ 20 ივ­ნისს ოპო­ზი­ცი­ამ მო­მენ­ტი ხე­ლი­დან გა­უშ­ვა.

"ჩემი აზ­რით, მო­მენ­ტი გაშ­ვე­ბულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვინ­მეს შეთ­ქმუ­ლე­ბა ჰქონ­და. უბ­რა­ლოდ, თა­ვის თავს თა­ვად ამ­ბო­ხებ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. თა­ვი­სი თავ­ხე­დო­ბით მო­ახ­დი­ნა ხალ­ხის რე­აქ­ცი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბა. ახლა მივ­ხვდით, რომ უკან და­სა­ხე­ვი გზა აღარ არ­სე­ბობს, უკან ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბას.

დღეს ოპო­ზი­ცია ყვე­ლაფ­რის­თვის მზად არის. მე პი­რა­დად ვარ მზად, თავი შევ­წი­რო ბო­ლომ­დე ჩემი სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე. წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან ივა­ნიშ­ვილს გა­ვა­ცი­ლებთ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­მოგ­ვყვე­ბა უკან, როცა და­ი­ნა­ხავს, რომ ლი­დე­რე­ბი ბო­ლომ­დე წი­რა­ვენ თავს. ჩვენ გყვავს ლი­დე­რე­ბი, მათ შო­რის თქვენ. ნიკა მე­ლი­ამ აჩ­ვე­ნა სა­ო­ცა­რი გამ­ბე­და­ო­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, იგი­ვე ჟო­რი­კა რუ­რუ­ამ აჩ­ვე­ნა ეს მა­გა­ლი­თი. ჩვენ გყვავს ხალ­ხი, ვინც აჩ­ვე­ნებს ამ მა­გა­ლი­თებს“, – გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
188

მთელი ოცნება მიშას ჩრდილადაც არ ღირს. 

მშვიდად და წყნარად
174

სომხეთი, აფხაზეთი, უკვე ირანიც!

ბიძოსტანის საქმე წასულია!

დრომოჭმული რეჟიმები მიდიან - ეს ბუნების კანონია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს

მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ივნისთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეისწავლის. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ასევე 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

გუშინ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც - „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, - აღნიშნული განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისათვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც იგი შეჯერებული იქნება სხვა მტკიცებულებებთან და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 20 ივნისს ოპოზიციამ მომენტი ხელიდან გაუშვა.

"ჩემი აზრით, მომენტი გაშვებულ იქნა. ეს არ იყო ის, რომ ვინმეს შეთქმულება ჰქონდა. უბრალოდ, თავის თავს თავად ამბოხებდა ბიძინა ივანიშვილი. თავისი თავხედობით მოახდინა ხალხის რეაქციის პროვოცირება. ახლა მივხვდით, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, უკან ნიშნავს საქართველოს განადგურებას.

დღეს ოპოზიცია ყველაფრისთვის მზად არის. მე პირადად ვარ მზად, თავი შევწირო ბოლომდე ჩემი სისხლის ბოლო წვეთამდე. წელს საქართველოდან ივანიშვილს გავაცილებთ. ქართველი ხალხი გამოგვყვება უკან, როცა დაინახავს, რომ ლიდერები ბოლომდე წირავენ თავს. ჩვენ გყვავს ლიდერები, მათ შორის თქვენ. ნიკა მელიამ აჩვენა საოცარი გამბედაობის მაგალითები, იგივე ჟორიკა რურუამ აჩვენა ეს მაგალითი. ჩვენ გყვავს ხალხი, ვინც აჩვენებს ამ მაგალითებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თუ რეკომენდაციები შესრულდება, მაისიდან, შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას - არჩილ თალაკვაძე

კორონავირუსით ექიმის ინფიცირების წყარო უცნობია - ეკატერინე ტიკარაძე

რას წერს The Guardian-ი კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ