პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას კი ვალერი ბგანბა შეასრულებს
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას კი ვალერი ბგანბა შეასრულებს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია იყ­რის კენ­ჭს. აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ თა­ვად ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ცოტა ხნის წინ, აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ას­ლან ბარ­ციც­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რაულ ხა­ჯიმ­ბა მომ­დევ­ნო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­კუ­თარ კან­დი­და­ტუ­რას აღარ წა­მო­ა­ყე­ნებს.

ცნო­ბის­თვის, 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნებ­ში, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია „ამ­ცა­ხა­რას“ ლი­დე­რი, ალ­ხას კვი­ცი­ნია მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­შინ ე.წ. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ას­ლან ბჟა­ნი­ას უნდა მი­ე­ღო, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, რა­საც მისი მომ­ხრე­ე­ბი მო­წამ­ვლას უკავ­ში­რე­ბენ, ბჟა­ნია რუ­სეთ­ში ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ო­და. ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი სო­ხუმ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 9 იან­ვარს დაბ­რუნ­და.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტმა რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ე.წ. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის დად­გე­ნი­ლე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ე­რი ვა­ლე­რი ბგან­ბა შე­ას­რუ­ლებს. გა­დამ­დგარ­მა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა რაულ ხა­ჯიმ­ბამ ე.წ. პარ­ლა­მენტს 12 იან­ვარს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა, რომ შე­წყვე­ტი­ლი­ყო მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რა­საც წინ უძღო­და ე.წ. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ბა­თი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ“.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ცნო­ბით, დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი 22 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა.

ავტორი:

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას კი ვალერი ბგანბა შეასრულებს

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი ასლან ბჟანია იქნება, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას კი ვალერი ბგანბა შეასრულებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის კენჭს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად ბჟანიამ განაცხადა.

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.

ცნობისთვის, 2019 წლის სექტემბერში გამართულ არჩევნებში, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერი, ალხას კვიცინია მონაწილეობდა. მაშინ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ასლან ბჟანიას უნდა მიეღო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, რასაც მისი მომხრეები მოწამვლას უკავშირებენ, ბჟანია რუსეთში ხანგრძლივ მკურნალობას გადიოდა. ოპოზიციის ლიდერი სოხუმში რამდენიმე დღის წინ, 9 იანვარს დაბრუნდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რაულ ხაჯიმბას გადადგომას მხარი დაუჭირა. ე.წ. ნაციონალური ასამბლეის დადგენილებით, პრეზიდენტის მოვალეობას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერი ვალერი ბგანბა შეასრულებს. გადამდგარმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს 12 იანვარს განცხადებით მიმართა, რომ შეწყვეტილიყო მისი უფლებამოსილება, რასაც წინ უძღოდა ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად გამოცხადების შესახებ“.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

რაულ ხაჯიმბას "ადმინისტრაცია" განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მიიღებს თუ არა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ასლან ბჟანია - ოპოზიციის ლიდერის კომენტარი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება