მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და­ა­კა­ვეს. ის უკვე 6 თვეა პა­ტიმ­რო­ბა­შია.

ვაჩ­ნა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­პა­ტიმ­რო­დან ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ყვე­ბა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. მისი თქმით, ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და საფ­რან­გეთს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძეს არა­ბი მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად. ამა­ვე საქ­მე­ზე კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც საფ­რან­გე­თი­დან პო­ლო­ნეთ­ში მი­დი­ო­და.

"ბრალ­დე­ბა არის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. საქ­მე ეხე­ბა ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში, ჩემი სახ­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში მომ­ხდარ ფაქტს, სა­დაც მოხ­და სრო­ლა. ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნე­ნო. ამ შემ­თხვე­ვი­დან სამი თვის შემ­დეგ და­მა­კა­ვეს.

თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ მსრო­ლე­ლის სი­მაღ­ლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტ­რი ვარ და არ ემ­თხვე­ვა არა­ფე­რი. მა­ღა­ზი­ა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია ვი­დე­ოთ­ვა­ლი და შე­უძ­ლი­ათ გახ­სნან. მო­სა­მარ­თლე მე­უბ­ნე­ბა, რომ ვი­ნა­ი­დან მე ვი­ყა­ვი აქ­ტი­უ­რი და საფ­რან­გეთ­ში ჩა­ვა­ტა­რე აქ­ცი­ე­ბი, შე­საძ­ლოა ხალ­ხს და­ვეხ­მა­რო მი­მალ­ვა­ში და ამ გა­უ­გე­ბა­რი მო­ტი­ვით ვიხ­დი სას­ჯელს.

მე არ ვარ მსრო­ლე­ლი, საფ­რან­გეთს ვთხოვ გა­ა­სა­ჯა­რო­ვოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და თუ დამ­ნა­შა­ვე ვარ გა­მა­სა­მარ­თლონ, თუ არ ვარ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ. ერთი წლის მან­ძილ­ზე ვცხოვ­რობ­დი საფ­რან­გეთ­ში, და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­მი­დე­ნია. ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი, ვეხ­მა­რე­ბო­დი ემიგ­რან­ტებს და სწო­რედ ეს არ აწყობ­დათ. ამი­ტომ საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბას ვა­და­ნა­შა­უ­ლებ დევ­ნა­ში“ - ამ­ბობს მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში და დახ­მა­რე­ბას სთხოვს რო­გორც ქარ­თულ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე 2019 წლის და­სა­წყის­ში გერ­მა­ნი­ა­ში ყოფ­ნის დრო­საც და­ა­კა­ვეს. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის მა­ღა­ზი­ა­ში მო­პა­რული ფეხ­საც­მლის გამო და­ა­კა­ვეს, რაც ვაჩ­ნა­ძემ უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი და­კა­ვე­ბა პას­პორ­ტის არ­ქო­ნას უკავ­შირ­დე­ბო­და და იზო­ლა­ტორ­ში სამი დღე გა­ა­ტა­რა.

AMBEBI.GE მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და:

"საფ­რან­გეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხუ­რი კავ­შირ­ზეა ბა­ტონ ვაჩ­ნა­ძეს­თან და მას სთა­ვა­ზობს დახ­მა­რე­ბას.

მე­ლორ ვაჩ­ნა­ძემ თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და სა­კონ­სუ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, და­ი­ცავს მე­ლორ ვაჩ­ნა­ძის უფ­ლე­ბებს" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს უწყე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
8

ამ ბიჭის გამკვირვებია რავა ყოველთვის თავს იმართლებს სადაც წავიდა დანაშაული ყველგან დაყვება ამაზეა ნათქვამი: ,,ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო"

sopio
20

ყელში ამოვიდა ეგ კაცირატო არ მოგცეს საქართველოში სამუდამო პატიმრობააააააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დააკავეს. ის უკვე 6 თვეა პატიმრობაშია.

ვაჩნაძემ რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ყვება მომხდარის შესახებ. მისი თქმით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საფრანგეთს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძეს არაბი მამაკაცის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ამავე საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით იმ დროს დააკავეს, როდესაც საფრანგეთიდან პოლონეთში მიდიოდა.

"ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება ქალაქ მონპელიეში, ჩემი სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, სადაც მოხდა სროლა. ამბობენ, ქართველები იყვნენო. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ დამაკავეს.

თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელის სიმაღლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტრი ვარ და არ ემთხვევა არაფერი. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და შეუძლიათ გახსნან. მოსამართლე მეუბნება, რომ ვინაიდან მე ვიყავი აქტიური და საფრანგეთში ჩავატარე აქციები, შესაძლოა ხალხს დავეხმარო მიმალვაში და ამ გაუგებარი მოტივით ვიხდი სასჯელს.

მე არ ვარ მსროლელი, საფრანგეთს ვთხოვ გაასაჯაროვოს მტკიცებულებები და თუ დამნაშავე ვარ გამასამართლონ, თუ არ ვარ გამათავისუფლონ. ერთი წლის მანძილზე ვცხოვრობდი საფრანგეთში, დანაშაული არ ჩამიდენია. ვიყავი პოლიტიკურად აქტიური, ვეხმარებოდი ემიგრანტებს და სწორედ ეს არ აწყობდათ. ამიტომ საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“ - ამბობს მელორ ვაჩნაძე ვიდეომიმართვაში და დახმარებას სთხოვს როგორც ქართულ არასამთავრობოებს, ასევე საზოგადოებას.

აღსანიშნავია რომ, მელორ ვაჩნაძე 2019 წლის დასაწყისში გერმანიაში ყოფნის დროსაც დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ის მაღაზიაში მოპარული ფეხსაცმლის გამო დააკავეს, რაც ვაჩნაძემ უარყო და განაცხადა, რომ მისი დაკავება პასპორტის არქონას უკავშირდებოდა და იზოლატორში სამი დღე გაატარა.

AMBEBI.GE მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა:

"საფრანგეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის, მელორ ვაჩნაძის საქმესთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური კავშირზეა ბატონ ვაჩნაძესთან და მას სთავაზობს დახმარებას.

მელორ ვაჩნაძემ თანხმობა განაცხადა საკონსულო მომსახურების მიღებაზე. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ, საკონსულო სამსახური კომპეტენციის ფარგლებში, დაიცავს მელორ ვაჩნაძის უფლებებს" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს უწყებაში.

რას ამბობენ მეუფე მელქისედეკი და მეუფე იოანე გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

სურამში 30 წლამდე ქალი ქმარმა ნაჯახით მოკლა

დაპირისპირება პროკურატურასთან - დაკავებულია ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი