მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ყვება ოჯახურ ცხოვრებაზე
"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ყვება ოჯახურ ცხოვრებაზე

სე­რი­ალ­ში „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ გა­სულ შა­ბათ-კვი­რას „მის სა­ქარ­თვე­ლო 2003“ ირი­ნა ონაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, ის აგენტ ქალს თა­მა­შობს, რო­მე­ლიც ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟის­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობს. ირი­ნას გა­მო­ჩე­ნას ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის მე­თექ­ვსმე­ტე სე­ზონ­ზე დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მისი და ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟის ის­ტო­რია, ასე­ვე კომ­პლი­მენ­ტებ­საც არ იშუ­რე­ბენ ირი­ნას მი­მართ. AMBEBI.E ირი­ნა ონაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ირი­ნა, რო­გორ მოხ­ვდით სე­რი­ალ­ში „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“?

- „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ სტა­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა როცა და­მი­ბა­რა კას­ტინგზე, გა­მე­ცი­ნა. რად­გან სხვა­ნა­ი­რი ლინ­კე­ბი მაქვს ამ სე­რი­ალ­თან, დიდი ხა­ნია ვუ­ყუ­რებ, ბევრ მსა­ხი­ობ­თან ვმე­გობ­რობ კი­დეც და ძა­ლი­ან მიყ­ვარს მთე­ლი გუნ­დი. მე პა­რო­დი­ებს ვა­კე­თებ და სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მა­გა­რი ნიჭი გაქვს და კარ­გი იქ­ნე­ბა სე­რი­ალ­ში თუ მოხ­ვდე­ბიო. ეს არ არის სე­რი­ა­ლი, სა­დაც ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის სცა­ლი­ათ, შენი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე შენ უნდა გა­ა­კე­თო, მაგ­რამ ვცა­დე. გარ­და­სახ­ვა დამ­ჭირ­და და ეს რთუ­ლი იყო. გა­და­ღე­ბე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ კი­ნო­გა­და­ღე­ბა სულ სხვა რამე ყო­ფი­ლა. მინ­და ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო მთე­ლი გუნ­დის მი­მართ. გა­რე­დან მარ­ტი­ვად ჩანს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა რთულ ეტა­პებს გა­დი­ან სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბი­სას.

- ელო­დით ასეთ რე­ზო­ნან­სულ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას სე­რი­ა­ლის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ?

- ვე­ლო­დი დიდ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, რად­გან სე­რი­ალს დიდი რე­ი­ტინ­გი აქვს. როცა ასეთ პლატ­ფორ­მას შე­ე­ხე­ბა საქ­მე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც დი­დია. სხვა პრო­ექ­ტებ­შიც მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბულ ამ­პლუ­ა­ში წარვსდე­ქი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, ვარ აგენ­ტი ქალი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ხერ­ხე­ბით ცდი­ლობს ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ჟის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას და ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ცინცვლას.

- რა სა­ერ­თო გაქვთ თქვენს პერ­სო­ნაჟ­თან მე­დე­ას­თან?

- არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ გვაქვს, არც კი ვიცი რო­გორ უნდა მოვ­ხიბ­ლო ასე­თი ტექ­სტე­ბით ადა­მი­ა­ნი.

- სა­უბ­რი­სას თქვით, რომ პა­რო­დი­ის ნიჭი გაქვთ, გან­წყო­ბა გჭირ­დე­ბათ ამის­თვის?

- გან­წყო­ბა არ მჭირ­დე­ბა, თუ ადა­მი­ანს აქვს რა­ღაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ტემ­ბრი, მოძ­რა­ო­ბა და ა.შ თა­ვი­სუფ­ლად ვა­კე­თებ მის პა­რო­დი­ას. სე­რი­ალ­ში რამ­დე­ნად გა­მო­მად­გა ეს ნიჭი არ ვიცი, რად­გან სულ სხვა პერ­სო­ნა­ჟი შევ­ქმე­ნი. თავ­და­პირ­ვე­ლად ვი­ფიქ­რე, ვინ­მეს ხომ არ მივ­ბა­ძო-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­თხრეს, წარ­მო­იდ­გი­ნე რო­გო­რია აგენ­ტი ქალი და ისე ითა­მა­შეო, ასე რომ არა­ვის ვბა­ძავ. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ცდი­ლობს და­ზუ­თხუ­ლი ტექ­სტე­ბით ითა­მა­შოს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქალი და ასე გა­ა­კე­თოს საქ­მე.

- ასეთ ქა­ლებს იც­ნობთ?

- მე არ მქო­ნია ამ ტი­პის ქა­ლებ­თან შე­ხე­ბა. „ტრო­ლებს“ რაც შე­ე­ხე­ბა, „ტრო­ლე­ბი“, რა თქმა უნდა, აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა და ამას ყვე­ლა ამ­ჩნევს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით მარ­ტი­ვი და­სად­გე­ნია ვინ ვინ არის.

- სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ასე­ვე არა­ვის გა­მორ­ჩე­ნია ის ფაქ­ტი, რომ სა­ოც­რად გამ­ხდა­რი ხართ, რო­გორ და­ი­კე­ლით წო­ნა­ში?

- ბევ­რი საქ­მე მაქვს და ვი­ნა­ი­დან სულ მი­წევს საქ­მე­ზე ფიქ­რი, და­ვი­კე­ლი კი­დეც. ჩემი თავი ყვე­ლა­ზე მე­ტად გამ­ხდა­რი მომ­წონს, ახლა ისეთ ფორ­მა­ში ვარ, მე­ტად მე­მა­ტე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. სამი წლის წინ გა­ვა­ჩი­ნე მე­ო­რე შვი­ლი, მო­მა­ტე­ბუ­ლი მქონ­და 25 კი­ლოგ­რა­მი და ამ სამ წე­ლი­წად­ში და­ვი­კე­ლი ეს წონა. იდე­ა­ლურ წო­ნამ­დე მაკ­ლდა 5 კი­ლოგ­რა­მი და ახლა ჩემი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო, ეს ხუთი კი­ლოგ­რა­მიც და­ვი­კე­ლი.

- სე­რი­ა­ლის გარ­და რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გში ჩა­ვერ­თე. კომ­პა­ნია შევ­ქმე­ნით enfluencer.ge, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ ინფლუ­ენ­სერ მარ­კე­ტინ­გის აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც მო­ი­ტა­ნა. ვინც ამ კუ­თხით არ მუ­შა­ობს ახლა, იმ კომ­პა­ნი­ას მუ­შა­ო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ უკვე ამ კუ­თხით და წინ დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს. მე, რო­გორც ინფლუ­ენ­სერს ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბაც მი­წევს, მაგ­რამ სა­ნამ გა­ვა­კე­თებ რეკ­ლა­მას, მა­ნამ­დე მე თვი­თონ ვა­მოწ­მებ პრო­დუქ­ცი­ას, ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო ყვე­ლა­ფერს რეკ­ლა­მას ვერ გა­ვუ­კე­თებ. ასე მუ­შა­ობს ჩვე­ნი კომ­პა­ნი­აც.

- რო­გორ ახერ­ხებთ ოჯახს და საქ­მეს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოთ?

- რთუ­ლია ოჯა­ხი და ამ­დე­ნი საქ­მე, ყვე­ლა­ფე­რი დიდ დროს მო­ი­თხოვს, მაგ­რამ მე პა­ტა­რა ასა­კი­დან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბას ვარ მიჩ­ვე­უ­ლი და თუ მო­დუ­ნე­ბუ­ლი ვიჯ­დე­ბი, ცუ­დად ვიგ­რძნობ თავს. არის პე­რი­ო­დე­ბი, როცა მინ­და ფილ­მს ვუ­ყუ­რო და წიგ­ნი წა­ვი­კი­თხო, თუმ­ცა ამის­თვის ნაკ­ლე­ბი დრო მრჩე­ბა, რა­საც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ, დამ­ხმა­რე ქალ­მა გა­გ­ქურ­დათ და ამ კუ­თხით, მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ, ამ­ჯე­რად ვინ გეხ­მა­რე­ბათ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში?

- რთუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს ამ კუ­თხით და ცოტა და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ უკვე მყავს დამ­ხმა­რე ქალი, რო­მე­ლიც მეხ­მა­რე­ბა.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე, ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად გეხ­მა­რე­ბათ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში?

- ლადო ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყობს. ახლა ბა­კუ­რი­ან­ში როცა ვი­ყა­ვი გა­და­ღე­ბებ­ზე, ლადო და ძიძა იყ­ვნენ ბავ­შვებ­თან. ლა­დოს მხრივ დიდი კომ­ფორ­ტი მაქვს, ის მუდ­მი­ვად მიდ­გას გვერ­დით და ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა.

- ვვა­რა­უ­დობ, რომ დიდ­ხანს დარ­ჩე­ბით სე­რი­ალ­ში, ასეა?

- არ ვიცი რა იქ­ნე­ბა. ბა­კუ­რი­ა­ნი­დან ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ სულ ამა­ზე ვფიქ­რობ. სა­კუ­თა­რი საქ­მე ადა­მი­ანს გი­ჟი­ვით უნდა გიყ­ვარ­დეს, ისე რო­გორც „ჩცდ“-ს მსა­ხი­ო­ბებს უყ­ვართ. ისი­ნი დღე და ღამე მუ­შა­ო­ბენ, ეს კი ად­ვი­ლი არ არის. სე­რი­ა­ლის გარ­და, მე ბევ­რგან ვმუ­შა­ობ და შე­სა­ბა­მი­სად, დრო­ის შე­თან­ხმე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. ამ­დე­ნი მსა­ხი­ო­ბი ჩემი გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით ხომ ვერ იმუ­შა­ვებს?!

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
42

როლს კარგად ასრულებს

ლანა
10

ირინამ-ბევრგან ვმუშაობო. ხალხი კიდევ უმუშევრობაზე ჩივის.

ავტორი:

"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ყვება ოჯახურ ცხოვრებაზე

"ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ყველაფერში მეხმარება" - როგორ მოხვდა "ჩცდ"-ში ირინა ონაშვილი და რას ყვება ოჯახურ ცხოვრებაზე

სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ გასულ შაბათ-კვირას „მის საქართველო 2003“ ირინა ონაშვილი გამოჩნდა, ის აგენტ ქალს თამაშობს, რომელიც ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟისგან ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ირინას გამოჩენას ყველაზე პოპულარული სერიალის მეთექვსმეტე სეზონზე დიდი რეზონანსი მოჰყვა, საზოგადოებას აინტერესებს როგორ განვითარდება მისი და ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის ისტორია, ასევე კომპლიმენტებსაც არ იშურებენ ირინას მიმართ. AMBEBI.E ირინა ონაშვილს ესაუბრა.

- ირინა, როგორ მოხვდით სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“?

- „ჩემი ცოლის დაქალების“ სტაფის ერთ-ერთმა წევრმა როცა დამიბარა კასტინგზე, გამეცინა. რადგან სხვანაირი ლინკები მაქვს ამ სერიალთან, დიდი ხანია ვუყურებ, ბევრ მსახიობთან ვმეგობრობ კიდეც და ძალიან მიყვარს მთელი გუნდი. მე პაროდიებს ვაკეთებ და სულ მეუბნებოდნენ, მაგარი ნიჭი გაქვს და კარგი იქნება სერიალში თუ მოხვდებიო. ეს არ არის სერიალი, სადაც ექსპერიმენტებისთვის სცალიათ, შენი გასაკეთებელი საქმე შენ უნდა გააკეთო, მაგრამ ვცადე. გარდასახვა დამჭირდა და ეს რთული იყო. გადაღებების გამოცდილება მაქვს, მაგრამ კინოგადაღება სულ სხვა რამე ყოფილა. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო მთელი გუნდის მიმართ. გარედან მარტივად ჩანს ყველაფერი, თუმცა რთულ ეტაპებს გადიან სერიალის გადაღებისას.

- ელოდით ასეთ რეზონანსულ გამოხმაურებას სერიალის ეთერში გასვლის შემდეგ?

- ველოდი დიდ გამოხმაურებას, რადგან სერიალს დიდი რეიტინგი აქვს. როცა ასეთ პლატფორმას შეეხება საქმე, საზოგადოების გამოხმაურებაც დიდია. სხვა პროექტებშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ასეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩემგან განსხვავებულ ამპლუაში წარვსდექი მაყურებლის წინაშე, ვარ აგენტი ქალი, რომელიც თავისი ხერხებით ცდილობს ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟის ყურადღების მიქცევას და ინფორმაციის გამოცინცვლას.

- რა საერთო გაქვთ თქვენს პერსონაჟთან მედეასთან?

- არანაირი საერთო არ გვაქვს, არც კი ვიცი როგორ უნდა მოვხიბლო ასეთი ტექსტებით ადამიანი.

- საუბრისას თქვით, რომ პაროდიის ნიჭი გაქვთ, განწყობა გჭირდებათ ამისთვის?

- განწყობა არ მჭირდება, თუ ადამიანს აქვს რაღაც დამახასიათებელი, ტემბრი, მოძრაობა და ა.შ თავისუფლად ვაკეთებ მის პაროდიას. სერიალში რამდენად გამომადგა ეს ნიჭი არ ვიცი, რადგან სულ სხვა პერსონაჟი შევქმენი. თავდაპირველად ვიფიქრე, ვინმეს ხომ არ მივბაძო-მეთქი, მაგრამ მითხრეს, წარმოიდგინე როგორია აგენტი ქალი და ისე ითამაშეო, ასე რომ არავის ვბაძავ. ჩემი პერსონაჟი ცდილობს დაზუთხული ტექსტებით ითამაშოს განათლებული ქალი და ასე გააკეთოს საქმე.

- ასეთ ქალებს იცნობთ?

- მე არ მქონია ამ ტიპის ქალებთან შეხება. „ტროლებს“ რაც შეეხება, „ტროლები“, რა თქმა უნდა, აქტუალური თემაა და ამას ყველა ამჩნევს. სოციალური ქსელით მარტივი დასადგენია ვინ ვინ არის.

- სერიალში გამოჩენის შემდეგ, ასევე არავის გამორჩენია ის ფაქტი, რომ საოცრად გამხდარი ხართ, როგორ დაიკელით წონაში?

- ბევრი საქმე მაქვს და ვინაიდან სულ მიწევს საქმეზე ფიქრი, დავიკელი კიდეც. ჩემი თავი ყველაზე მეტად გამხდარი მომწონს, ახლა ისეთ ფორმაში ვარ, მეტად მემატება თავდაჯერებულობა. სამი წლის წინ გავაჩინე მეორე შვილი, მომატებული მქონდა 25 კილოგრამი და ამ სამ წელიწადში დავიკელი ეს წონა. იდეალურ წონამდე მაკლდა 5 კილოგრამი და ახლა ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ეს ხუთი კილოგრამიც დავიკელი.

- სერიალის გარდა რას საქმიანობთ?

- ინფლუენსერ მარკეტინგში ჩავერთე. კომპანია შევქმენით enfluencer.ge, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ინფლუენსერ მარკეტინგის აუცილებლობაც მოიტანა. ვინც ამ კუთხით არ მუშაობს ახლა, იმ კომპანიას მუშაობა გაუჭირდება. რამდენიმე კომპანიასთან ვითანამშრომლეთ უკვე ამ კუთხით და წინ დიდი გეგმები გვაქვს. მე, როგორც ინფლუენსერს ამ კუთხით მუშაობაც მიწევს, მაგრამ სანამ გავაკეთებ რეკლამას, მანამდე მე თვითონ ვამოწმებ პროდუქციას, ანაზღაურების გამო ყველაფერს რეკლამას ვერ გავუკეთებ. ასე მუშაობს ჩვენი კომპანიაც.

- როგორ ახერხებთ ოჯახს და საქმეს სათანადო ყურადღება დაუთმოთ?

- რთულია ოჯახი და ამდენი საქმე, ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ მე პატარა ასაკიდან აქტიურად მუშაობას ვარ მიჩვეული და თუ მოდუნებული ვიჯდები, ცუდად ვიგრძნობ თავს. არის პერიოდები, როცა მინდა ფილმს ვუყურო და წიგნი წავიკითხო, თუმცა ამისთვის ნაკლები დრო მრჩება, რასაც ძალიან განვიცდი.

- რამდენიმე თვის წინ, დამხმარე ქალმა გაგქურდათ და ამ კუთხით, მძიმე გამოცდილება გაქვთ, ამჯერად ვინ გეხმარებათ საოჯახო საქმეებში?

- რთული გამოცდილება მაქვს ამ კუთხით და ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ უკვე მყავს დამხმარე ქალი, რომელიც მეხმარება.

- თქვენი მეუღლე, ლადო ვარძელაშვილი აქტიურად გეხმარებათ ბავშვების აღზრდაში?

- ლადო ყველაფერში ხელს მიწყობს. ახლა ბაკურიანში როცა ვიყავი გადაღებებზე, ლადო და ძიძა იყვნენ ბავშვებთან. ლადოს მხრივ დიდი კომფორტი მაქვს, ის მუდმივად მიდგას გვერდით და ყველაფერში მეხმარება.

- ვვარაუდობ, რომ დიდხანს დარჩებით სერიალში, ასეა?

- არ ვიცი რა იქნება. ბაკურიანიდან ჩამოსვლის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ. საკუთარი საქმე ადამიანს გიჟივით უნდა გიყვარდეს, ისე როგორც „ჩცდ“-ს მსახიობებს უყვართ. ისინი დღე და ღამე მუშაობენ, ეს კი ადვილი არ არის. სერიალის გარდა, მე ბევრგან ვმუშაობ და შესაბამისად, დროის შეთანხმება გამიჭირდება. ამდენი მსახიობი ჩემი გრაფიკის მიხედვით ხომ ვერ იმუშავებს?!

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

ირინა შეიკი პუტინის წიგნით ხელში - ფოტო, რომლის გამოც რუს მოდელს ქართველებმა ონლაინ-თავდასხმა მოუწყვეს

რიჩარდ გირს 70 წლის ასაკში შვილი შეეძინა - ჰოლივუდის ვარსკვლავისა და მისი 37 წლის ცოლის ოჯახური პორტრეტი (ფოტოები)