საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვულკანის ამოფრქვევამ ქორწილი დაუვიწყარ სანახაობად აქცია - ექსტრემალური ფოტოები ცერემონიიდან
ვულკანის ამოფრქვევამ ქორწილი დაუვიწყარ სანახაობად აქცია - ექსტრემალური ფოტოები ცერემონიიდან

ფი­ლი­პი­ნებ­ში ვულ­კა­ნი „ტა­ა­ლი“ ამო­იფ­რქვა, რო­მე­ლიც BBC-ის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სი­დი­დით მე­ო­რე ვულ­კა­ნია. მო­სახ­ლე­ო­ბას წი­ნას­წარ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ვულ­კა­ნის შე­საძ­ლო ამოფრქვე­ვის შე­სა­ხებ, ამი­ტო­მაც, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვულ­კა­ნი­დან 14 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

ვულ­კა­ნის შე­საძ­ლო ამოფრქვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ამ ვერ შე­ა­ში­ნა ფი­ლი­პი­ნე­ლი წყვი­ლი, რო­მელ­საც სა­ში­ში ზო­ნი­დან 10 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში ქორ­წი­ლი ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. ჩინო ვაფ­ლორ­მა და კეტ ბა­უ­ტის­ტა პა­ლო­მარ­მა ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია არ გა­და­დეს.

ვულ­კა­ნი კი სწო­რედ სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ის დროს ამო­იფ­რქვა, მაგ­რამ არც სტუმ­რებ­მა და არც ნეფე-დე­დო­ფალ­მა ამას ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს და ცე­რე­მო­ნია გა­აგ­რძე­ლეს.

ვულ­კა­ნის ფერ­ფლი კი­ლო­მეტ­რო­ბით მან­ძილ­ზე გავ­რცელ­და და ცე­რე­მო­ნი­ის ად­გი­ლამ­დეც მი­აღ­წია.

ქორ­წი­ლის ფო­ტოგ­რა­ფი, რენ­დოლფ ევა­ნი BBC-ის უყ­ვე­ბა, რომ ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და მსგავს შემ­თხვე­ვას თუ შე­ეს­წრე­ბო­და და რაც მთა­ვა­რია, აღ­ბეჭ­დავ­და.

"თეთ­რი ბოლი შევ­ნიშ­ნეთ, რო­მე­ლიც ტა­ა­ლის მხა­რეს მოს­ჩან­და და მივ­ხვდით, რომ ის მოხ­და, რის შე­სა­ხე­ბაც ბოლო დღე­ე­ბია სა­უბ­რო­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, თავს უსაფრ­თხოდ ვგრძნობ­დით, რად­გა­ნაც ამ ად­გილს ისე­თი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს, რომ რა­ი­მე პრობ­ლე­მე­ბი არ უნდა შეგვქმნო­და.

ქორ­წი­ნე­ბის შემ­დგომ­მა წვე­უ­ლე­ბა­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­ი­ა­რა, მარ­თა­ლია სა­მო­სი დაგ­ვეს­ვა­რა და ყვე­ლა­ფე­რი ფერ­ფლით იყო სავ­სე, მაგ­რამ პა­ნი­კა­ში არ ჩავ­ვარ­დნილ­ვართ. სა­ო­ცა­რია, რომ ყვე­ლა მშვი­დად იყო. ქორ­წი­ლის სტუმ­რე­ბი ძი­რი­თა­დად წყვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და არც ერთ მათ­განს ცე­რე­მო­ნია არ და­უ­ტო­ვე­ბია“, - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

რენ­დოლფ ევა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფო­ტოგ­რა­ფია და 8 წე­ლია ქორ­წი­ლებს იღებს, ამ­ბობს, რომ მსგავს სა­ინ­ტე­რე­სო ქორ­წილ­ში არას­დროს ყო­ფი­ლა და ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი ფო­ტო­ე­ბი არას­დროს გა­და­უ­ღია.

"ეს იყო ქორ­წი­ლი, რო­მელ­ზეც ბევ­რს და დიდ­ხანს ისა­უბ­რე­ბენ“, - ამ­ბობს ევა­ნი.

ფი­ლი­პი­ნებ­ზე ვულ­კა­ნი ტა­ა­ლი ამო­იფ­რქვა. სე­ის­მო­ლო­გებ­მა გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 75-მდე ვულ­კა­ნუ­რი მი­წის­ქვე­შა ბიძ­გი და­ა­ფიქ­სი­რეს. ტა­ა­ლი­დან 14 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვამ­დე გა­იყ­ვა­ნეს.

gaga
1

და მოწამლულ ფილტვებს რაღა ეშველება, ვულკანური ფერფლის გავრცელების არიალში მომწამვლელი აირები ვრცელდება და ამ ხალხმა რის გამო მოიწამლა თავი გაურკვეველია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ვულკანის ამოფრქვევამ ქორწილი დაუვიწყარ სანახაობად აქცია - ექსტრემალური ფოტოები ცერემონიიდან

ვულკანის ამოფრქვევამ ქორწილი დაუვიწყარ სანახაობად აქცია - ექსტრემალური ფოტოები ცერემონიიდან

ფილიპინებში ვულკანი „ტაალი“ ამოიფრქვა, რომელიც BBC-ის ცნობით, ქვეყანაში სიდიდით მეორე ვულკანია. მოსახლეობას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ვულკანის შესაძლო ამოფრქვევის შესახებ, ამიტომაც, ხელისუფლებამ ვულკანიდან 14 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ ადამიანებს საცხოვრებელი დაატოვებინა.

ვულკანის შესაძლო ამოფრქვევის შესახებ ინფორმაციამ ვერ შეაშინა ფილიპინელი წყვილი, რომელსაც საშიში ზონიდან 10 კილომეტრის რადიუსში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი. ჩინო ვაფლორმა და კეტ ბაუტისტა პალომარმა ქორწილის ცერემონია არ გადადეს.

ვულკანი კი სწორედ საქორწინო ცერემონიის დროს ამოიფრქვა, მაგრამ არც სტუმრებმა და არც ნეფე-დედოფალმა ამას ყურადღება არ მიაქციეს და ცერემონია გააგრძელეს.

ვულკანის ფერფლი კილომეტრობით მანძილზე გავრცელდა და ცერემონიის ადგილამდეც მიაღწია.

ქორწილის ფოტოგრაფი, რენდოლფ ევანი BBC-ის უყვება, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა მსგავს შემთხვევას თუ შეესწრებოდა და რაც მთავარია, აღბეჭდავდა.

"თეთრი ბოლი შევნიშნეთ, რომელიც ტაალის მხარეს მოსჩანდა და მივხვდით, რომ ის მოხდა, რის შესახებაც ბოლო დღეებია საუბრობენ. მიუხედავად ყველაფრისა, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით, რადგანაც ამ ადგილს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ რაიმე პრობლემები არ უნდა შეგვქმნოდა.

ქორწინების შემდგომმა წვეულებამაც შესანიშნავად ჩაიარა, მართალია სამოსი დაგვესვარა და ყველაფერი ფერფლით იყო სავსე, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. საოცარია, რომ ყველა მშვიდად იყო. ქორწილის სტუმრები ძირითადად წყვილის ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ და არც ერთ მათგანს ცერემონია არ დაუტოვებია“, - ამბობს ფოტოგრაფი.

რენდოლფ ევანი პროფესიონალი ფოტოგრაფია და 8 წელია ქორწილებს იღებს, ამბობს, რომ მსგავს საინტერესო ქორწილში არასდროს ყოფილა და ასეთი შთამბეჭდავი ფოტოები არასდროს გადაუღია.

"ეს იყო ქორწილი, რომელზეც ბევრს და დიდხანს ისაუბრებენ“, - ამბობს ევანი.

ფილიპინებზე ვულკანი ტაალი ამოიფრქვა. სეისმოლოგებმა გასული ღამის განმავლობაში 75-მდე ვულკანური მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს. ტაალიდან 14 კილომეტრის რადიუსში ადამიანები ვულკანის ამოფრქვევამდე გაიყვანეს.

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?