პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც "ბასიანთან" სამი ადამიანი დაჭრა და რა დანაშაულისთვის იხდიდა წლების წინ სასჯელს
ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც "ბასიანთან" სამი ადამიანი დაჭრა და რა დანაშაულისთვის იხდიდა წლების წინ სასჯელს

12 იან­ვარს, გამ­თე­ნი­ი­სას, თბი­ლის­ში, კლუბ "ბა­სი­ან­თან" დამ­ნა­შა­ვემ 18-ჯერ გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც 3 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. დაჭ­რი­ლე­ბი "ბა­სი­ა­ნის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. ისი­ნი სას­წრა­ფოდ ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ორ მათ­განს ტყვია ფეხ­ში მოხ­ვდა და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­დათ, ერთი ახალ­გაზ­რდა კი ზურ­გის არე­ში შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად იყო დაჭ­რი­ლი და სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ იმა­ვე დღეს სახ­ლში გა­წე­რეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და ვა­კე­ში, თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან, სამი ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, 39 წლის ბი­ძი­ნა ჩა­ჩხი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მას ასე­ვე წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჩა­ჩხი­ა­ნი იმ დღეს კლუბ­ში იყო და კლუ­ბის დი­ჯე­ის­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოუხ და, ამ ინ­ცი­დენ­ტის გამო დაც­ვამ ჩა­ჩხი­ანს კლუ­ბის ტე­რი­ტო­რია და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. თუმ­ცა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი გარ­კვე­ულ ხან­ში "ბა­სი­ან­ში" შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა.

"სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი იყო, აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და და დაც­ვამ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა იქა­უ­რო­ბა. მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი­დან ალ­ბათ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში დაბ­რუნ­და კლუბ­თან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და სრო­ლა ატე­ხა. დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ია­რა­ღი ჰქონ­და და იყ­ვი­რა, ჩქა­რა გა­ი­ქე­ცი­თო. მო­ვას­წა­რით კლუ­ბის კა­რის ჩა­კეტ­ვა. კლუ­ბის კარ­საც ეს­რო­და, ნა­ტყვი­ა­რი ეტყო­ბა კარ­საც", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლის­გან პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც სა­ვა­რა­უ­დოდ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, ასე­ვე 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზ­ნა. ახლა ჩა­ჩხი­ანს სა­სა­მარ­თლო­ში მო­უ­წევს იმის ახ­სნა, თუ რა­ტომ იმე­ტებ­და ამ ადა­მი­ა­ნებს სა­სიკ­ვდი­ლოდ, რა­ტომ გა­ის­რო­ლა ამ­დე­ნი ტყვია და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მის ხელ­ში 6 დანა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბულს 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ვინ არის ბი­ძი­ნა ჩა­ჩხი­ა­ნი?

ბრალ­დე­ბუ­ლი ვა­კე­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჩა­ჩხი­ა­ნი მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა სხვას მე­ტყვე­ლებს მომ­ხდა­რი. და­კა­ვე­ბულს ბრალს 13 იან­ვარს წა­უ­ყე­ნე­ბენ და მის ინ­ტე­რე­სებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი და­ი­ცავს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჩა­ჩხი­ა­ნი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო. თურ­მე 2010 წელს, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სრო­ლა ერთ-ერთ აფ­თი­აქთან მას შემ­დეგ ატე­ხა, როცა აფ­თი­აქ­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ მის­ცეს. მა­შინ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა, თუმ­ცა და­ზი­ან­და იქვე მდე­ბა­რე ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის ინ­ვენ­ტა­რი. ჩა­ჩხი­ა­ნი მა­ში­ნაც და­ა­კა­ვა პო­ლი­ცი­ამ და ბრა­ლი სამი მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს, ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვის და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ჩხი­ან­მა ციხე და­ტო­ვა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც "ბასიანთან" სამი ადამიანი დაჭრა და რა დანაშაულისთვის იხდიდა წლების წინ სასჯელს

ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელმაც "ბასიანთან" სამი ადამიანი დაჭრა და რა დანაშაულისთვის იხდიდა წლების წინ სასჯელს

12 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, კლუბ "ბასიანთან" დამნაშავემ 18-ჯერ გაისროლა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილები "ბასიანის" თანამშრომლები არიან. ისინი სასწრაფოდ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ორ მათგანს ტყვია ფეხში მოხვდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, ერთი ახალგაზრდა კი ზურგის არეში შედარებით მსუბუქად იყო დაჭრილი და სათანადო დახმარების გაწევის შემდეგ იმავე დღეს სახლში გაწერეს.

სამართალდამცავებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და ვაკეში, თავის საცხოვრებელ სახლთან, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი დააკავეს. მას ასევე წაუყენეს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. როგორც ირკვევა, ჩაჩხიანი იმ დღეს კლუბში იყო და კლუბის დიჯეისთან შელაპარაკება მოუხ და, ამ ინციდენტის გამო დაცვამ ჩაჩხიანს კლუბის ტერიტორია დაატოვებინა. თუმცა განაწყენებული გარკვეულ ხანში "ბასიანში" შეიარაღებული დაბრუნდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

"სავარაუდოდ, ნასვამი იყო, აგრესიულად იქცეოდა და დაცვამ დაატოვებინა იქაურობა. მომხდარი ინციდენტიდან ალბათ ნახევარ საათში დაბრუნდა კლუბთან შეიარაღებული და სროლა ატეხა. დაცვის თანამშრომელმა დაინახა, რომ იარაღი ჰქონდა და იყვირა, ჩქარა გაიქეცითო. მოვასწარით კლუბის კარის ჩაკეტვა. კლუბის კარსაც ესროდა, ნატყვიარი ეტყობა კარსაც", - ამბობს თვითმხილველი.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულისგან პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, ასევე 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა. ახლა ჩაჩხიანს სასამართლოში მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ იმეტებდა ამ ადამიანებს სასიკვდილოდ, რატომ გაისროლა ამდენი ტყვია და როგორ აღმოჩნდა მის ხელში 6 დანა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ვინ არის ბიძინა ჩაჩხიანი?

ბრალდებული ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს. მეზობლები ამბობენ, რომ ჩაჩხიანი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია, თუმცა სხვას მეტყველებს მომხდარი. დაკავებულს ბრალს 13 იანვარს წაუყენებენ და მის ინტერესებს, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი ადვოკატი დაიცავს. როგორც ირკვევა, ჩაჩხიანი ადრე ნასამართლევი იყო. თურმე 2010 წელს, ფალიაშვილის ქუჩაზე სროლა ერთ-ერთ აფთიაქთან მას შემდეგ ატეხა, როცა აფთიაქში ფსიქოტროპული მედიკამენტები არ მისცეს. მაშინ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა იქვე მდებარე ტურისტული კომპანიის ინვენტარი. ჩაჩხიანი მაშინაც დააკავა პოლიციამ და ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ხულიგნობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის.

სასამართლომ ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით შეწყალების საფუძველზე ჩაჩხიანმა ციხე დატოვა. წაიკითხეთ სრულად

"თამთა თოდაძე "პახმელიაზე" არ იყო?" - ილია ჯიშკარიანი გამომძიებელს

"დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია" - პროკურორი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულზე

"არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე...ბავშვებს ბოდიშს მოვუხდი" - "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებული