მთის სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, თიანეთელი გიორგი ჩიტაური მძიმე დაავადებას ებრძვის. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ სოციალურ ქსელში.
რამდენიმე დღის წინ, თავად მომღერალმაც დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომ თვეზე მეტია საავადმყოფოში წევს და მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდება.
"მეგობრებო! პირველ რიგში გააზიარეთ... არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს - ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მომღერალს გიორგი ჩიტაურს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა.
არის უკიდურეს მდგომარეობაში,. 6 თვეზე მეტია გადის მკურნალობის კურსს. სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა, რაც თანხებთან არის დაკავშირებული. ყველა ერთად დავუდგეთ გვერდში და გადავარჩინოთ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე. რაც არაერთხელ გაგვიკეთებია. გავაზიაროთ, რათა ბევრმა ნახოს და დავეხმაროთ!
ანგარიშის ნომრები:
თიბისი ბანკი:
GE52TB7744745061100057
საქართველოს ბანკი:
GE41BG0000000131366881
მიმღები: პავლე ჩიტაური
პ/ნ: 16001030946"
გიორგი ჩიტაურის შემოქმედებას, ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. მის სიმღერებს youtube-ზე ათობით ათასი ნახვა აქვს. ჩიტაური 2012 წელს "ნიჭიერის" მონაწილეც იყო და შოუს ნახევარფინალშიც გავიდა.