სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე
ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე

ცა­ცხვს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იყე­ნებ­დნენ ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნა­ში, რად­გან ხის ყვე­ლა ნა­წი­ლი სა­სარ­გებ­ლო და სამ­კურ­ნა­ლოა - ყვა­ვი­ლიც, ფო­თო­ლიც, ქერ­ქიც და კვირ­ტე­ბიც.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად, კავ­კა­სი­უ­რი ცა­ცხვია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ­ლის სი­მაღ­ლემ შე­საძ­ლოა, 25 მეტრს მი­აღ­წი­ოს. სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია ცა­ცხვი ყვა­ვი­ლო­ბის ჟამს: მისი ყვა­ვი­ლი მო­თეთ­როა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ სურ­ნელს აფ­რქვევს.

ცა­ცხვი ზა­ფხულ­ში, ივ­ნის­ში ყვა­ვი­ლობს, თუმ­ცა პრო­ცე­სი შე­საძ­ლოა მა­ი­სის თვი­დან და­ი­წყოს. ყვა­ვი­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა ორი კვი­რაა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვა­ვი­ლე­ბი მშრალ ამინ­დში შეგ­როვ­დეს, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. ყვა­ვი­ლე­ბი ჩრდილ­ში უნდა გა­აშ­როთ, რად­გან მზე­ზე ის სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს კარ­გავს.

ვირუ­სე­ბის სე­ზონ­ზე ცა­ცხვის ჩაი უე­ბა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ის კე­რა­მი­კულ ჭურ­ჭელ­ში უნდა მო­ამ­ზა­დოთ. ჭურ­ჭელს ჯერ მდუ­ღა­რე წყა­ლი გა­მო­ავ­ლეთ, შემ­დეგ ჩა­ყა­რეთ ცა­ცხვის ყვა­ვი­ლი და და­ას­ხით მდუ­ღა­რე წყა­ლი, ოღონდ პირ­და­პირ ცე­ცხლი­დან გად­მოდ­გმუ­ლი არა - ადუ­ღე­ბულ წყალს 2 წუთი აცა­დეთ, რომ 90 გრა­დუ­სამ­დე ჩა­მო­ვი­დეს და შემ­დეგ და­ას­ხით ცა­ცხვის ყვა­ვილს.

ნა­რე­ვი პირ­სა­ხოც­ში შე­ფუ­თეთ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ და­ლი­ეთ. თუმ­ცა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: სის­ტე­მა­ტუ­რად ცა­ცხვის ჩაის და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. ოპ­ტი­მა­ლუ­რია, ეს ნა­ყე­ნი ადა­მი­ან­მა სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ირ­თვას, 10-დღი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ კი ისევ მი­უბ­რუნ­დეს.

გა­ცი­ვე­ბა, ბრონ­ქი­ტი, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა - ამ და­ვა­დე­ბე­ბის დროს ცა­ცხვი უე­ბა­რი მკურ­ნა­ლია. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ცა­ცხვის ჩაის და­ლე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის დროს! ასე­ვე, სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბის, ას­თმის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. დიდი ოდე­ნო­ბით ცა­ცხვის ნა­ყე­ნის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, რად­გან შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას გულ­სა და მხედ­ვე­ლო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ცა­ცხვის ქერ­ქს - ის შე­ი­ცავს ტრი­ტერ­პე­ნულ შე­ნა­ერ­თებს და 8%-მდე ეთერ­ზე­თებს. ქერ­ქს ზამ­თარ­ში იღე­ბენ, აშ­რო­ბენ, ახ­მო­ბენ, აქუც­მა­ცე­ბენ ან ფქვა­ვენ. იყე­ნე­ბენ ნა­ყე­ნის ან ნა­ხარ­შის და­სამ­ზა­დებ­ლად. აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­თხე­ე­ბი აძ­ლი­ე­რებს ნაღ­ვლის დე­ნას. ნორ­ჩი ცა­ცხვის ქერ­ქი მო­ხარ­შვი­სას გა­მო­ყოფს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ლორ­წოს­მაგ­ვარ ნივ­თი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რია პო­დაგ­რის, ბუ­ა­სი­ლი­სა და დამ­წვრო­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსიკო
2

 ძალიან მიშველა,მართლაც უებარია.

keti
1

visac alergia akvs kronikuli is unda moeridos maishi scored cacxvis surnels bunebrivi kargia kvelaperi magram kvelapershi mainc siprtxile gvmartebs cacxvis surnelma sheidzleba ceminebac gamoicvios xmis casvlac shegrdzneba titkos gaciebuli xar cxviridan sivele gamoedineba kuradgebit unda vikot mcenareebis migebis dros sheidzleba ertma organizma kargad miigos da meores uarkopiti reakciis gamocveva mouxdes vinc ras gvetkvis ar vigebt ekimis daukitxavad mitumetes tuki janmrteloba sherkeulia sicxis camalic ar unda mivigot

ავტორი:

ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე

ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით "ექიმი ხის" სამკურნალო თვისებებზე

ცაცხვს ჩვენი წინაპრები უძველესი დროიდან იყენებდნენ ხალხურ მედიცინაში, რადგან ხის ყველა ნაწილი სასარგებლო და სამკურნალოა - ყვავილიც, ფოთოლიც, ქერქიც და კვირტებიც.

საქართველოში ძირითადად, კავკასიური ცაცხვია გავრცელებული, რომლის სიმაღლემ შესაძლოა, 25 მეტრს მიაღწიოს. საოცარი სანახავია ცაცხვი ყვავილობის ჟამს: მისი ყვავილი მოთეთროა და განუმეორებელ სურნელს აფრქვევს.

ცაცხვი ზაფხულში, ივნისში ყვავილობს, თუმცა პროცესი შესაძლოა მაისის თვიდან დაიწყოს. ყვავილობის ხანგრძლივობა ორი კვირაა, აუცილებელია ყვავილები მშრალ ამინდში შეგროვდეს, დღის პირველ ნახევარში. ყვავილები ჩრდილში უნდა გააშროთ, რადგან მზეზე ის სასარგებლო ნივთიერებებს კარგავს.

ვირუსების სეზონზე ცაცხვის ჩაი უებარი საშუალებაა. ის კერამიკულ ჭურჭელში უნდა მოამზადოთ. ჭურჭელს ჯერ მდუღარე წყალი გამოავლეთ, შემდეგ ჩაყარეთ ცაცხვის ყვავილი და დაასხით მდუღარე წყალი, ოღონდ პირდაპირ ცეცხლიდან გადმოდგმული არა - ადუღებულ წყალს 2 წუთი აცადეთ, რომ 90 გრადუსამდე ჩამოვიდეს და შემდეგ დაასხით ცაცხვის ყვავილს.

ნარევი პირსახოცში შეფუთეთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ დალიეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ: სისტემატურად ცაცხვის ჩაის დალევა არ შეიძლება. ოპტიმალურია, ეს ნაყენი ადამიანმა სამი კვირის განმავლობაში მიირთვას, 10-დღიანი შესვენების შემდეგ კი ისევ მიუბრუნდეს.

გაცივება, ბრონქიტი, ფილტვების ანთება - ამ დავადებების დროს ცაცხვი უებარი მკურნალია. გაითვალისწინეთ, ცაცხვის ჩაის დალევა არ შეიძლება გულის უკმარისობის დროს! ასევე, სუნთქვის პრობლემების, ასთმის მქონე ადამიანებისთვის. დიდი ოდენობით ცაცხვის ნაყენის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას გულსა და მხედველობას.

რაც შეეხება ცაცხვის ქერქს - ის შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს და 8%-მდე ეთერზეთებს. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ. იყენებენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად. აღნიშნული სითხეები აძლიერებს ნაღვლის დენას. ნორჩი ცაცხვის ქერქი მოხარშვისას გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოსმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ეფექტურია პოდაგრის, ბუასილისა და დამწვრობების სამკურნალოდ.

ერთიანი ძალისხმევით, მალე გაზაფხული მოვა

24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

5 სამაგიდო თამაში, რომელიც ოჯახის ყველა წევრს გაართობს