ავტორი:

ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდია ორი კვირის განმავლობაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ უნდა იყოს

ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდია ორი კვირის განმავლობაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ უნდა იყოს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია ორი კვირის განმავლობაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ უნდა იყოს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

ჯაბაურის ინფორმაციით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია ორ კვირაზე მეტია თურქეთის კლინიკაში იმყოფება. საქართველოდან გადაყვანის შემდეგ, მას საზღვარგარეთ ქირურგიული ოპერაცია აღარ ჩატარებია.

ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

თბილისის რეალური ისტორია "ხოხბის ლეგენდის" მიღმა - "რატომ ვაკლებთ ქალაქს 200 წელს?!"

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" პროდიუსერი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე