კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ სიმღერას ყველაზე მეტად აკადემიურობა უხდება... როგორც ჩანს, ჩემში ეს მოსწონთ " - გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ორი ლაივშოუს ლიდერი
"ქართულ სიმღერას ყველაზე მეტად აკადემიურობა უხდება... როგორც ჩანს, ჩემში ეს მოსწონთ " - გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ორი ლაივშოუს ლიდერი

ამ­ბობს, რომ უფრო დრა­მა­ტუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი მოს­წონს, აი, ისე­თი პირ­ველ ტურ­ში ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ორ­კესტრთან ერ­თად რომ შე­ას­რუ­ლა. ნინი შო­ნია „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ კონ­კურ­სან­ტია, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოთხი ტუ­რი­დან, მა­ყუ­რებ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ორი ლა­ივ­შო­უს ლი­დე­რია. „პირ­ველ ტურ­ზე თით­ქოს ისე­თი ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ მქონ­და, რო­გორც ახლა“, - გვე­უბ­ნე­ბა კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­საც პირ­ველ კონ­ცერ­ტზე გია ყან­ჩე­ლის სპექ­ტაკ­ლის­თვის „მეფე ლირი“ შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა ორი­გი­ნა­ლუ­რად მო­უხ­და, - კვარ­ცხლბეკ­ზე იდგა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არც ისე კომ­ფორ­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იყო, ამას მისი ნამ­ღე­რის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია. „ფარ­თი არ მქონ­და, რომ ზედ­მე­ტად მე­მოძ­რა­ვა, თუმ­ცა, მგო­ნი, სიმ­ღე­რა გა­მო­მი­ვი­და“ - ის­ხე­ნებს ნინი და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს:

„ეს ოთხვე ლა­ი­ვი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, ზოგი სიმ­ღე­რა მო­ვირ­გე, ზოგი ჩემს სუ­ლერ გან­წყო­ბი­ლე­ბას­თან ახ­ლოს არ იყო, თუმ­ცა მა­ინც იმას ვცდი­ლობ­დი, რომ ყვე­ლა გა­მე­თა­ვი­სე­ბი­ნა და ჩე­მე­ბუ­რი ვერ­სია ისე წარ­მო­მედ­გი­ნა. ზო­გა­დად კი კონ­კურ­სის ფორ­მა­ტიც ისაა, რომ უნდა მო­ვერ­გო ყვე­ლა ჟან­რის მუ­სი­კას“.

- ყვე­ლა­ზე ახ­ლოს შენ­თან რო­მე­ლი სიმ­ღე­რა აღ­მოჩ­ნდა?

- გია ყან­ჩე­ლის ტურ­ზე, ორ­კესტრთან ერ­თად რომ ვიმ­ღე­რე, იმ სიმ­ღე­რის წარ­მოდ­გე­ნი­სას, ნამ­დვი­ლი მე ვი­ყა­ვი - ხა­სი­ა­თით, ჟან­რობ­რი­ვად, ყვე­ლა­ნა­ი­რად. თუმ­ცა და­ნარ­ჩენ სიმ­ღე­რე­ბიც ვე­ცა­დე, ჩემ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლი­ყო...

- 2 ტუ­რის ლი­დე­რი ხარ, ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მხარს გი­ჭერს, მოს­წონ­ხარ.

- დიახ, გან­სა­კუთ­რე­ბით მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. რო­გორც მე მინ­და, სა­კუ­თა­რი თავი კარ­გად წარ­მო­ვა­ჩი­ნო, ასე­თი­ვე სურ­ვი­ლი აქვთ მა­თაც, - უნ­დათ, რომ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კონ­კურ­სში მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოჩ­ნდეს. მათი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ჩემ­ზეა, მე უნდა ვიმ­ღე­რო კარ­გად და ასე­ვე წარ­მო­ვა­ჩი­ნო ჩემი თავი.

- რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან გიყ­ვარს ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა...

- ყვე­ლა, ვინც მიც­ნობს, იცის, რომ პა­ტა­რა­ო­ბი­დან ვმღე­რი. თა­ვი­დან უცხო­ურ სიმ­ღე­რებს ვმღე­რო­დი. დედა ცდი­ლობ­და, ჩემ­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი გა­ეღ­ვი­ვე­ბი­ნა. ამას ახერ­ხებ­და და სა­ბო­ლო­ოდ მო­ა­ხერ­ხა კი­დეც. მას მერე, რაც „იმე­რე­თის ხმის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გავ­ხდი, მივ­ხვდი, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ამ პრო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც 2017 წელს ქუ­თა­ი­ში ჩა­ტარ­და და რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო არა­ერ­თი კარ­გი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი მე­ტად გა­მიღ­ვი­ძა. ეს არის კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, სა­დაც გრან-პრის მფლო­ბე­ლი გავ­ხდი.

- ე.ი. იმ კონ­კურსს ამ სიყ­ვა­რუ­ლის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად დიდი როლი უთა­მა­შია.

- კი და იმის მერე უფრო დიდი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა „მხო­ლოდ ქარ­თულ­ში“ მე­ცა­და ძა­ლე­ბი...

- აბ­ში­დან ხარ, იქ და­ე­უ­ფე სიმ­ღე­რას?

- კი... და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე აბა­შა­ში, ჩემი ყო­ვე­ლი მო­გო­ნე­ბა იქა­უ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მუ­სი­კა დე­დამ 3 წლი­დან და­მა­წყე­ბი­ნა და შე­მაყ­ვა­რა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან დავ­ყავ­დი ყვე­ლა პრო­ექ­ტში, ზო­გან წარ­მა­ტე­ბას ვაღ­წევ­დი, ზო­გან - ვერა. მისი სურ­ვი­ლი იყო, რომ ყველ­გან უნდა მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სჯე­რო­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მი­მარ­თლებ­და, მთა­ვა­რი იყო, რომ დე­დას სჯე­რო­და, მერე უკვე მეც...

ხო­ნის სტუ­დი­ა­ში ძა­ლი­ან კარგ პე­და­გოგ­თან, ედუ­არდ გე­გუ­ჩა­ძეს­თან აბა­ში­დან ხონ­ში ბა­ბუს დავ­ყავ­დი, სა­დაც ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. შემ­დეგ უკვე აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ყა­ვი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოვდკი­დე სწავ­ლას ხელი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­დე, მათ შო­რის, მუ­სი­კაც. იმ პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 2 წელი აქ­ტი­უ­რად არ მიმ­ღე­რია. მერე სას­წავ­ლებ­ლად და სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, სიმ­ღე­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც გან­ვა­ახ­ლე.

- რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ?

- ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გან­თლე­ბის ფაქკულ­ტეტ­ზე, სა­დაც ცოტა ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებ­ლად გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი, ამას ახლა ვხვდე­ბი, რად­გა­ნაც რო­გორც მუ­სი­კა­ში, გული ისე არაფ­რის­კენ მი­მი­წევს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ამ პრო­ექ­ტის შემ­დეგ მუ­სი­კას უფრო ფუნ­და­მენ­ტუ­რად მოვ­კი­დებ ხელს. ალ­ბათ სად­მე მუ­სი­კა­ლურ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რებ. ასე­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბაც და ამი­თაც გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ...

- მოკ­ლედ, მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­მა „მხო­ლოდ ქარ­თულ­შიც“ მო­გიყ­ვა­ნა.

- კი, და არ ვარ უკ­მა­ყო­ფი­ლო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კონ­კურ­სან­ტო­ბა არ არის ად­ვი­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლად ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ კონ­კურ­სიც ეს არის... ახლა ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას სიმ­ღე­რე­ბის ტუ­რის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. „ჩემო მხა­რეო“ უნდა შე­ვას­რუ­ლო. ვფიქ­რობ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტური იქ­ნე­ბა, ვცდი­ლობ, ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის იმე­დე­ბი გა­ვა­მარ­თლო. პირ­ველ რიგ­ში - დე­დის იმე­დე­ბი.

- რო­გორ ფიქ­რობ, რა მოს­წონს შენ­ში მსმე­ნელს?

- ჩემი გა­მოს­ვლის შემ­დეგ ყო­ველ­თვის თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ ვი­დე­ოს ქვე­მოთ და­წე­რილ კო­მენ­ტა­რებს. ისი­ნი აქ­ცენტს იმა­ზე აკე­თე­ბენ, რომ ვმღე­რი აკა­დე­მი­უ­რად. ქარ­თულ სიმ­ღე­რას ყვე­ლა­ზე მე­ტად აკა­დე­მი­უ­რო­ბა უხ­დე­ბა... რად­გან ისი­ნი ამას უს­ვა­მენ ხაზს, რო­გორც ჩანს, ჩემ­ში ეს მოს­წონთ...

- ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა­ზე, თქვენს მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერ­ზე რას გვე­ტყვი?

- ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ძა­ლი­ან დიდი ხანი ვა­დებ­ნე­ბი­დი თვალს... კას­თინგზე რომ გა­ვე­დი, ძა­ლი­ან მო­ვე­წო­ნე და მერე თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და ისე მკაცრ შემ­ფა­სებ­ლად მას აღარ აღ­ვიქ­ვამ­დი.

ახლა ის ჩვენ­თან მუ­შა­ობს და მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს. დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად მოგ­ვარ­გოს კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, რა შეც­დო­მე­ბიც გვაქვს, აღ­მო­ფხვრას და სა­ბო­ლოო ჯამ­ში კარ­გი პრო­დუქ­ტი შექ­მნას.

- კონ­კურ­სის­გან რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- მო­ლო­დი­ნი ის იყო, რომ პრო­ექ­ტში ბევრ ადა­მი­ანს გა­ვიც­ნობ­დი და ეს მო­ლო­დი­ნი გა­მი­მარ­თლდა. სხვა რა გი­თხრათ, ის ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ წი­ნას­წარ არ ვიცი, შემ­დეგ ტურ­ში რა სიმ­ღე­რა მე­ლო­დე­ბა. თუმ­ცა ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ის სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც მომ­ცე­მენ, მო­ვირ­გო. მოკ­ლედ, ყვე­ა­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩემ­ზე და იმ სიმ­ღე­რა­ზე, რო­მელ­საც შე­მირ­ჩე­ვენ.

თუმ­ცა რაც უფრო წინ მივ­დი­ვართ, ყო­ველ ტურ­ში აზრი მეც­ვლე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ხომ შე­იძ­ლე­ბა იმის ალ­ბა­თო­ბა იყოს, რომ აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოვ­ხვდე? ამა­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ ნომ­რის მზა­დე­ბას მონ­დო­მე­ბას არ ვაკ­ლებ. ვნა­ხოთ...

ავტორი:

"ქართულ სიმღერას ყველაზე მეტად აკადემიურობა უხდება... როგორც ჩანს, ჩემში ეს მოსწონთ " - გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ორი ლაივშოუს ლიდერი

"ქართულ სიმღერას ყველაზე მეტად აკადემიურობა უხდება... როგორც ჩანს, ჩემში ეს მოსწონთ " - გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ორი ლაივშოუს ლიდერი

ამბობს, რომ უფრო დრამატული სიმღერები მოსწონს, აი, ისეთი პირველ ტურში ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად რომ შეასრულა. ნინი შონია „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტია, ჩატარებული ოთხი ტურიდან, მაყურებლის გადაწყვეტილებით, ორი ლაივშოუს ლიდერია. „პირველ ტურზე თითქოს ისეთი ნერვიულობა არ მქონდა, როგორც ახლა“, - გვეუბნება კონკურსანტი, რომელსაც პირველ კონცერტზე გია ყანჩელის სპექტაკლისთვის „მეფე ლირი“ შექმნილი სიმღერის შესრულება ორიგინალურად მოუხდა, - კვარცხლბეკზე იდგა... მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კომფორტულ სიტუაციაში იყო, ამას მისი ნამღერისთვის ხელი არ შეუშლია. „ფართი არ მქონდა, რომ ზედმეტად მემოძრავა, თუმცა, მგონი, სიმღერა გამომივიდა“ - ისხენებს ნინი და AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე განაგრძობს:

„ეს ოთხვე ლაივი განსაკუთრებული იყო, ზოგი სიმღერა მოვირგე, ზოგი ჩემს სულერ განწყობილებასთან ახლოს არ იყო, თუმცა მაინც იმას ვცდილობდი, რომ ყველა გამეთავისებინა და ჩემებური ვერსია ისე წარმომედგინა. ზოგადად კი კონკურსის ფორმატიც ისაა, რომ უნდა მოვერგო ყველა ჟანრის მუსიკას“.

- ყველაზე ახლოს შენთან რომელი სიმღერა აღმოჩნდა?

- გია ყანჩელის ტურზე, ორკესტრთან ერთად რომ ვიმღერე, იმ სიმღერის წარმოდგენისას, ნამდვილი მე ვიყავი - ხასიათით, ჟანრობრივად, ყველანაირად. თუმცა დანარჩენ სიმღერებიც ვეცადე, ჩემთან ახლოს ყოფილიყო...

- 2 ტურის ლიდერი ხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაყურებელი მხარს გიჭერს, მოსწონხარ.

- დიახ, განსაკუთრებით მგულშემატკივრობენ. როგორც მე მინდა, საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინო, ასეთივე სურვილი აქვთ მათაც, - უნდათ, რომ ჩემი შესაძლებლობები კონკურსში მაქსიმალურად გამოჩნდეს. მათი გულშემატკივრობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჩემზეა, მე უნდა ვიმღერო კარგად და ასევე წარმოვაჩინო ჩემი თავი.

- როგორც ჩანს, ძალიან გიყვარს ქართული სიმღერა...

- ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ პატარაობიდან ვმღერი. თავიდან უცხოურ სიმღერებს ვმღეროდი. დედა ცდილობდა, ჩემში ქართული სიმღერისადმი სიყვარული გაეღვივებინა. ამას ახერხებდა და საბოლოოდ მოახერხა კიდეც. მას მერე, რაც „იმერეთის ხმის“ გამარჯვებული გავხდი, მივხვდი, რომ ქართული სიმღერები კიდევ უფრო მეტად მაინტერესებდა. ამ პროექტმა, რომელიც 2017 წელს ქუთაიში ჩატარდა და რომელშიც ჩართული იყო არაერთი კარგი და ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, ქართული სიმღერის სიყვარული მეტად გამიღვიძა. ეს არის კონკურსი, რომელიც ემსახურებოდა ქართული სიმღერების პოპულარიზაციას, სადაც გრან-პრის მფლობელი გავხდი.

- ე.ი. იმ კონკურსს ამ სიყვარულის გასაძლიერებლად დიდი როლი უთამაშია.

- კი და იმის მერე უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა „მხოლოდ ქართულში“ მეცადა ძალები...

- აბშიდან ხარ, იქ დაეუფე სიმღერას?

- კი... დავიბადე და გავიზარდე აბაშაში, ჩემი ყოველი მოგონება იქაურობას უკავშირდება. მუსიკა დედამ 3 წლიდან დამაწყებინა და შემაყვარა. აბსოლუტურად ყველგან დავყავდი ყველა პროექტში, ზოგან წარმატებას ვაღწევდი, ზოგან - ვერა. მისი სურვილი იყო, რომ ყველგან უნდა მიმეღო მონაწილეობა, სჯეროდა, რომ აუცილებლად გამიმართლებდა, მთავარი იყო, რომ დედას სჯეროდა, მერე უკვე მეც...

ხონის სტუდიაში ძალიან კარგ პედაგოგთან, ედუარდ გეგუჩაძესთან აბაშიდან ხონში ბაბუს დავყავდი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ უკვე აბიტურიენტი ვიყავი და განსაკუთრებულად მოვდკიდე სწავლას ხელი. აბსოლუტურად ყველაფერი გადავდე, მათ შორის, მუსიკაც. იმ პერიოდში, დაახლოებით 2 წელი აქტიურად არ მიმღერია. მერე სასწავლებლად და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, სიმღერასთან ურთიერთობაც განვაახლე.

- რა მიმართულებით სწავლობ?

- ჯავახიშვილში, ფსიქოლოგიისა და განთლების ფაქკულტეტზე, სადაც ცოტა ჩამოუყალიბებლად გადავდგი ეს ნაბიჯი, ამას ახლა ვხვდები, რადგანაც როგორც მუსიკაში, გული ისე არაფრისკენ მიმიწევს. ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროექტის შემდეგ მუსიკას უფრო ფუნდამენტურად მოვკიდებ ხელს. ალბათ სადმე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ. ასევე ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღებაც და ამითაც გატაცებული ვარ...

- მოკლედ, მუსიკის სიყვარულმა „მხოლოდ ქართულშიც“ მოგიყვანა.

- კი, და არ ვარ უკმაყოფილო, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსანტობა არ არის ადვილი, სერიოზულად ვიღლები, მაგრამ კონკურსიც ეს არის... ახლა ინოლა გურგულიას სიმღერების ტურისთვის ვემზადები. „ჩემო მხარეო“ უნდა შევასრულო. ვფიქრობ, რომ განსხვავებული ტური იქნება, ვცდილობ, ჩემი გულშემატკივრების იმედები გავამართლო. პირველ რიგში - დედის იმედები.

- როგორ ფიქრობ, რა მოსწონს შენში მსმენელს?

- ჩემი გამოსვლის შემდეგ ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ვიდეოს ქვემოთ დაწერილ კომენტარებს. ისინი აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ვმღერი აკადემიურად. ქართულ სიმღერას ყველაზე მეტად აკადემიურობა უხდება... რადგან ისინი ამას უსვამენ ხაზს, როგორც ჩანს, ჩემში ეს მოსწონთ...

- ქალბატონ მარინაზე, თქვენს მუსიკალურ პროდიუსერზე რას გვეტყვი?

- ქალბატონ მარინა ბერიძეს ძალიან დიდი ხანი ვადებნებიდი თვალს... კასთინგზე რომ გავედი, ძალიან მოვეწონე და მერე თითქოს ყველაფერი შეიცვალა და ისე მკაცრ შემფასებლად მას აღარ აღვიქვამდი.

ახლა ის ჩვენთან მუშაობს და მასთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ცდილობს, მაქსიმალურად მოგვარგოს კომპოზიციები, რა შეცდომებიც გვაქვს, აღმოფხვრას და საბოლოო ჯამში კარგი პროდუქტი შექმნას.

- კონკურსისგან რა მოლოდინი გაქვს?

- მოლოდინი ის იყო, რომ პროექტში ბევრ ადამიანს გავიცნობდი და ეს მოლოდინი გამიმართლდა. სხვა რა გითხრათ, ის ვიცი, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ წინასწარ არ ვიცი, შემდეგ ტურში რა სიმღერა მელოდება. თუმცა ჩემი ვალდებულებაა, ის სიმღერა, რომელსაც მომცემენ, მოვირგო. მოკლედ, ყვეალაფერი დამოკიდებულია ჩემზე და იმ სიმღერაზე, რომელსაც შემირჩევენ.

თუმცა რაც უფრო წინ მივდივართ, ყოველ ტურში აზრი მეცვლება იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ შეიძლება იმის ალბათობა იყოს, რომ აუტსაიდერებში მოვხვდე? ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნომრის მზადებას მონდომებას არ ვაკლებ. ვნახოთ...

"მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები" - ჭოლას ქალიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავი

10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია