ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.
„კომისიის“ თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, გადაწყვეტილება, თითქმის, ერთსულოვნად არის მიღებული.
მისივე ცნობით, „კანონის“ თანახმად, გამეორებითი არჩევნები კენჭისყრის საშუალებას აძლევს, როგორც ყოფილ, ისე ახალ კანდიდატებსაც.
სოხუმში 9 იანვარს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს „საკასაციო სასამართლომ“ 8 სექტემბრის გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.
თქვენ არჩევნები კი არა, მამა ღმერთი ვეღარ გიშველით, ჯერ ვერ აცნობიერებთ, ვის ხელში ხართ ჩავარდნილი და რა გელოდებათ, რუსები მალე გამოგიყვანენ წირვას, მალე თქვენგან მხოლოდ სახელი აფხაზეთი დარჩება, ეგაც იმიტომ, რომ ქართულია.