მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ" - რაზე იქადაგა პატრიარქმა
"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ" - რაზე იქადაგა პატრიარქმა

მე გა­მი­გო­ნია, ზო­გი­ერ­თი მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან რომ "ჟამი ახ­ლოს არი­სო ამ­ბო­ბენ", მაგ­რამ მე ვი­ტყვი რომ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, საკ­ვი­რაო წირ­ვის შემ­დეგ, ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა სიმ­შვი­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია და დღეს „ჩვენ სიმ­შვი­დე“ გვაკ­ლია, რად­გან „არე­უ­ლე­ბი ვართ თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში“.

"დღეს არის სხვა წმინ­და­ნებ­თან ერ­თად ხსე­ნე­ბა წმი­დი­სა და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­სა, მე­ფი­სა. და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ასე ლო­ცუ­ლობს თა­ვის­თვის, "მო­იხ­სე­ნე უფა­ლო და­ვით და ყო­ვე­ლი სიმ­შვი­დე მისი". სიმ­შვი­დე არის ის პი­რო­ბა, რო­დე­საც სუ­ლიწ­მინ­და გად­მო­დის ადა­მი­ან­ზე. სიმ­შვი­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვენ­თვის. ჩვენ გვაკ­ლია სიმ­შვი­დე, გვაკ­ლია იმი­ტომ, რომ არე­უ­ლი ვართ თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში. ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­ღებთ ჩვენ თავ­ზე, ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს იმ მეც­ნი­ე­რე­ბი­სა, კულ­ტუ­რი­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბი­სა. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ხელ­შია. აი, ეს სის­წრა­ფე რო­მე­ლიც დღეს არის მსოფ­ლი­ო­ში, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, კულ­ტუ­რა­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ში ეს სის­წრა­ფე მე­ტყვე­ლებს იმის შე­სა­ხებ, რომ უფა­ლი ახ­ლო­საა ჩვენ­თან. მე­ო­რედ მოს­ვლა ახ­ლო­საა ჩვენ­თან და ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ მო­ვემ­ზა­დოთ მე­ო­რედ მოს­ვლი­სათ­ვის. მე გა­მი­გო­ნია, ზო­გი­ერ­თი მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან რომ "ჟამი ახ­ლოს არი­სო ამ­ბო­ბენ", მაგ­რამ მე ვი­ტყვი, რომ შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე დარ­ჩა. აი, ამი­ტომ და­ვით მე­ფის სი­ტყვე­ბი-მო­იხ­სე­ნე უფა­ლო და­ვით და ყო­ვე­ლი სიმ­შვი­დე მი­ე­ცი, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

და­ვით მეფე იყო უბ­რა­ლო მწყემ­სი და მწყემ­სო­ბი­დან ღმერ­თმა აიყ­ვა­ნა სა­მე­ფო ტახ­ტზე. და­ვითს ახა­სი­ა­თებ­და ის, რაც უნდა ახა­სი­ა­თებს ყო­ველ ადა­მი­ანს, რო­გორც წინსსვლა ისე შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ და­ვით მეფე ხე­დავ­და თა­ვის შეც­დო­მებს, და­ვით მეფე გა­ნიც­დი­და, ამი­ტომ დას­წე­რა მან შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნი ფსალ­მუ­ნე­ბის - "და­ვით­ნი". ჩვენ ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ფსალ­მუ­ნე­ბი და მისი ავ­ტო­რი და­ვი­თი. დას­წე­რა 50-ე ფსალ­მუ­ნი. და­ვით­მა დიდ­ხანს არ იცო­ცხლა. 30 წლი­სა იყო, რომ გა­მეფ­და და 40 წელი მე­ფობ­და, იცო­ცხლა 70 წელი. გი­ლო­ცავთ ამ დღე­სას­წა­ულს, და­ვით მე­ფის ლოც­ვე­ბის მად­ლი გე­წე­ო­დეთ თქვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. და­ვი­თის სიმ­შვი­დე მოგ­მად­ლოთ უფალ­მა", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

დღეს ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, მრევლს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის სა­შო­ბაო მი­ლოც­ვა გა­დას­ცეს.

მი­ლოც­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია:

"ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რე­ლო მა­მა­ნო და დე­და­ნო, ძმა­ნო და დანო, უხუ­ცეს­ნო და ყრმა­ნო, უძ­ლურ­ნო და სნე­ულ­ნო, სა­პყრო­ბი­ლე­ში შინა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყოფ­ნო, ქრის­ტე იშვა! გი­ხა­რო­დეთ! მე ვიცი, რო­გორ უჭირს ჩვენ ხალ­ხს, რამ­დე­ნი გან­საც­დე­ლი­თა და ტკი­ვი­ლი­თაა სავ­სე ეს წუ­თი­სო­ფე­ლი, მაგ­რამ, მწამს ისიც, რომ, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი დაბ­რკო­ლე­ბი­სა, ჩვე­ნი ერი ღირ­სე­უ­ლად გა­ივ­ლის გოლ­გო­თის გზას და უფალ­თან ერ­თად აღ­დგე­ბა და გა­ი­ხა­რებს.

გუ­ლი­თა­დად გი­ლო­ცავთ ქრის­ტე­შო­ბის დღე­სას­წა­ულს! ღმერ­თი წყა­ლო­ბი­სა და მო­წყა­ლე­ბი­სა, ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მშვი­დო­ბი­სა იყოს თქვენ­თან! ამინ! სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი ილია II", - ნათ­ქვა­მია კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის სა­შო­ბაო მი­ლოც­ვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თომა
200

კიდევ ერთი წყევლა-ქადაგება ვინმემ გააჩუმოს ეს ჭაღარა მოხუცი

Sandro
110

დაეწყო სტარჩესკი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ" - რაზე იქადაგა პატრიარქმა

"მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ" - რაზე იქადაგა პატრიარქმა

მე გამიგონია, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ "ჟამი ახლოს არისო ამბობენ", მაგრამ მე ვიტყვი რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა სიმშვიდე აუცილებელია და დღეს „ჩვენ სიმშვიდე“ გვაკლია, რადგან „არეულები ვართ თანამედროვე ცხოვრებაში“.

"დღეს არის სხვა წმინდანებთან ერთად ხსენება წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის, "მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი". სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ "ჟამი ახლოს არისო ამბობენ", მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები-მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მიეცი, ძალიან აქტუალურია.

დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებს ყოველ ადამიანს, როგორც წინსსვლა ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების - "დავითნი". ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი. დასწერა 50-ე ფსალმუნი. დავითმა დიდხანს არ იცოცხლა. 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა, იცოცხლა 70 წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა", - ბრძანა პატრიარქმა.

დღეს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო მილოცვა გადასცეს.

მილოცვაში აღნიშნულია:

"ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდეთ! მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან! ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II", - ნათქვამია კათოლიკოს პატრიარქის საშობაო მილოცვაში.