პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები" - ჭოლას ქალიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავი
"მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები" - ჭოლას ქალიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავი

ისი­ნი 2019-ში და­ქორ­წინ­დნენ. ქა­ლიშ­ვი­ლი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვე და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის ქო­რე­ოგ­რა­ფია, ვაჟი - ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის სპორ­ტუ­ლი მე­ნე­ჯე­რი. ქა­ლიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად მი­თხრა, მა­მა­საც ამ­სგავ­სე­ბენ. ჰო, მარ­თლა, მის მშობ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი იც­ნობს, ნა­წი­ლი შო­რი­დან და ნა­წი­ლი პი­რა­დად, რად­გან მამა სა­ხელ­გან­თქმუ­ლი რე­ჟი­სო­რია, დედა - მსა­ხი­ო­ბი და თა­ვა­დაც რე­ჟი­სო­რის ქა­ლიშ­ვი­ლი.

2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მე­გო­ბარს ვსტუმ­რობ­დი და შე­ვეს­წა­რი, მისი ვა­ჟე­ბი რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ კვა­რი­ათ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად, რად­გან მათი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა თხოვ­დე­ბო­და და სა­მე­გობ­როს სწო­რედ იქ უნდა აღე­ნიშ­ნა ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა. ასე გა­ვარ­კვიე, რომ ლა­პა­რა­კი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის რე­ჟი­სორ ლე­ვან (ჭოლა) წუ­ლა­ძი­სა და იმა­ვე თე­ატ­რის მსა­ხი­ობ მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვას ქა­ლიშ­ვი­ლის, თი­ნა­თინ წუ­ლა­ძის თა­ვის რჩე­ულ­თან - გი­ორ­გი კო­ტე­ტიშ­ვილ­თან შე­უღ­ლე­ბა­ზე იყო. ამას მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ლა­მა­ზი ვი­დეო კვა­რი­ა­თის პლა­ჟი­დან, სა­დაც ახალ­გაზ­რდებ­მა თი­ნა­თი­ნი­სა და გი­ორ­გის შე­უღ­ლე­ბის წარ­მოდ­გე­ნა მო­ა­წყვეს... ძვე­ლი და ახა­ლი წლე­ბის გა­სა­ყარ­ზე ეს ლა­მა­ზი და ხა­ლი­სი­ა­ნი წყვი­ლი გა­მო­ვარ­ჩიე და მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს ახლა ერ­თად მო­ვის­მენთ.

თი­ნა­თი­ნი:

- აჭა­რა­ში ჩვე­ნი ქორ­წი­ლი სიმ­ბო­ლუ­რი იყო, რად­გან მე და გი­ორ­გიმ ძა­ლი­ან დიდი ხნის წინ, პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, სწო­რედ იქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი - რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად იქ ვის­ვე­ნებ­დით და ერ­თად ვთა­მა­შობ­დით. რა თქმა უნდა, მა­შინ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით, წლე­ბის შემ­დეგ ამ­გვა­რად თუ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. ბავ­შვო­ბის შემ­დეგ დიდ­ხანს აღარ შევ­ხვედ­რი­ვართ, მაგ­რამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად რომ ვემ­ზა­დე­ბო­დით, უნა­რებ­ში ერ­თსა და იმა­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თან მოვ­ხვდით. ერ­თმა­ნეთს გა­ვახ­სე­ნეთ თავი და...

გი­ორ­გი:

- თი­ნა­თინს აშ­კა­რად არ ვახ­სოვ­დი.

თი­ნა­თი­ნი:

- და­მი­ჯე­რეთ, ნამ­დვი­ლად კარ­გად მახ­სოვ­და (იცი­ნის). რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მე ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი და იქ ყოფ­ნი­სას გი­ორ­გი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­მეხ­მი­ა­ნა. ვუ­თხა­რი, ამე­რი­კა­ში რომ ვი­ყა­ვი, ხოლო რო­დე­საც დავ­ბრუნ­დი, კვლავ აღ­ვად­გი­ნეთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

- გი­ორ­გი, რად­გან თი­ნა­თი­ნის ცხოვ­რე­ბა­ში კვლავ გა­მოჩ­ნდით, ალ­ბათ სა­ა­მი­სო მი­ზე­ზიც გქონ­დათ. თი­ნა­თი­ნი ბავ­შვო­ბა­შიც ხომ არ მოგ­წონ­დათ?

- მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, თუმ­ცა ფაქ­ტია, თი­ნა­თი­ნი კარ­გად მახ­სოვ­და და ვი­ცა­ნი კი­დეც, მას­წავ­ლე­ბელ­თან რომ შევ­ხვდით. იმ პე­რი­ოდ­ში კი მას ვერ შე­ვიყ­ვა­რებ­დი და ვერც თვი­თონ შე­მიყ­ვა­რებ­და, რად­გან ორი­ვეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გვყავ­და.

თი­ნა­თი­ნი:

- ერ­თმა­ნე­თი­სად­მი აშ­კა­რად სიმ­პა­თი­ით ვი­ყა­ვით გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ზედ­მეტს არა­ფერს ვამ­ბობ­დით ან ვა­კე­თებ­დით. შემ­დეგ თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად დავ­ცილ­დით შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს...

გი­ორ­გი:

- ამის მი­ზე­ზი ჩვე­ნი ერ­თმა­ნე­თი­სად­მი სიმ­პა­თია არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბო­და. შეყ­ვა­რე­ბულს რომ დავ­ცილ­დი, თი­ნა­თინს მერე მივ­წე­რე. ძა­ლი­ან მინ­დო­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ და­დე­ბით პა­სუხს მი­ვი­ღებ­დი. ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, ამე­რი­კა­ში რომ აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მი­წერ-მო­წე­რა გა­ვაგ­რძე­ლეთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დაბ­რუნ­და, კვლავ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ვაგ­რძეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ისე, არც თი­ნა­თი­ნი იყო უკა­რე­ბა (იცი­ნის).

თი­ნა­თი­ნი:

- სი­ნამ­დვი­ლე­ში, იცით, რა მოხ­და? ასე ხომ ვურ­თი­ერ­თობ­დით, მაგ­რამ ერთ ზა­ფხულს კვლავ ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით კვა­რი­ათ­ში და იქვე გან­ვი­თარ­და ყვე­ლა­ფე­რი, გაღ­ვივ­და და იქვე დავთქვით, თუკი ოდეს­მე დავ­ქორ­წინ­დე­ბით, ჩვე­ნი ქორ­წი­ლი სწო­რედ კვა­რი­ათ­ში უნდა იყოს-თქო. ეს სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რაც კი ოდეს­მე მიგ­ვი­ღია.

- მაგ­რამ ეს ხომ მხო­ლოდ წარ­მოდ­გე­ნა იყო და არა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა?

- რა თქმა უნდა! მა­ნამ­დე ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ თბი­ლის­ში, წა­ვე­დით კავ­თის­ხევ­ში, გი­ორ­გის­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღ­ვნიშ­ნეთ ჩვე­ნი და­ქორ­წი­ნე­ბა. შემ­დეგ კი, სექ­ტემ­ბერ­ში კვა­რი­ათ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, ამ­ჯე­რად მე­გობ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად და მე­ო­რე ქორ­წი­ლი უკვე იქ გვქონ­და. ცე­რე­მო­ნია მო­ე­წყო პლაჟ­ზე, იმ ად­გი­ლას, რო­მელ­საც "რა­კუშ­კებს" უწო­დე­ბენ. მეჯ­ვა­რე­ე­ბად ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი - ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი გვყავ­დნენ. სა­ქორ­წი­ნო რი­ტუ­ა­ლი წა­იყ­ვა­ნა სა­გან­გე­ბოდ გა­მო­წყო­ბილ­მა ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ტექ­სტიც კი ჰქონ­და წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ნიშ­ნო­ბის ბეჭ­დე­ბი თბი­ლის­ში დაგ­ვრჩა და რად­გან "რა­კუშ­კებ­ში" ვი­ყა­ვით, იქვე მოვ­ძებ­ნეთ ნი­ჟა­რე­ბის ბეჭ­დე­ბი და ისი­ნი გა­ვუ­კე­თეთ ერ­თმა­ნეთს. ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი და ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და. მერე იქვე, სა­ნა­პი­რო­ზე, ქვებ­ზე მო­ვილ­ხი­ნეთ - მუ­სი­კაც გვქონ­და და ბევ­რიც ვი­ცეკ­ვეთ. კვა­რი­ათ­ში რამ­დე­ნი­მე დღით ყვე­ლა­ნი დავ­რჩით და და­ვის­ვე­ნეთ. მოკ­ლედ, სამდღი­ა­ნი ქორ­წი­ლი გვქონ­და და მერე მე­გობ­რებ­თან ერ­თად დავ­ბრუნ­დით თბი­ლის­ში.

- ახლა სად ცხოვ­რობთ?

- ხან ოქ­რო­ყა­ნა­ში ვართ, ხან - გი­ორ­გის­თან. მალე და­ვამ­თავ­რებთ ჩვე­ნი სახ­ლის რე­მონტს ვა­კე­ში.

- თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვხვდე­ბი, რომ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო უნა­რი ორი­ვეს გაქვთ. სახ­ლის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­შიც ორი­ვე ხართ ჩარ­თუ­ლი თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ერთ-ერ­თმა აი­ღეთ?

გი­ორ­გი:

- ამ კუ­თხით ყვე­ლა­ფერს თი­ნა­თი­ნი უძღვე­ბა, ეს საქ­მე მას ვან­დეთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

"მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები" - ჭოლას ქალიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავი

"მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები" - ჭოლას ქალიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავი

ისინი 2019-ში დაქორწინდნენ. ქალიშვილი "სუხიშვილების" მოცეკვავე და მარჯანიშვილის თეატრის ქორეოგრაფია, ვაჟი - ერთ-ერთი კომპანიის სპორტული მენეჯერი. ქალიშვილი ძალიან ჰგავს დედას, თუმცა, როგორც თავად მითხრა, მამასაც ამსგავსებენ. ჰო, მართლა, მის მშობლებს საქართველოში ბევრი იცნობს, ნაწილი შორიდან და ნაწილი პირადად, რადგან მამა სახელგანთქმული რეჟისორია, დედა - მსახიობი და თავადაც რეჟისორის ქალიშვილი.

2019 წლის სექტემბერში მეგობარს ვსტუმრობდი და შევესწარი, მისი ვაჟები როგორი მონდომებით ემზადებოდნენ კვარიათში გასამგზავრებლად, რადგან მათი ბავშვობის მეგობარი გოგონა თხოვდებოდა და სამეგობროს სწორედ იქ უნდა აღენიშნა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ასე გავარკვიე, რომ ლაპარაკი მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორ ლევან (ჭოლა) წულაძისა და იმავე თეატრის მსახიობ მანანა კოზაკოვას ქალიშვილის, თინათინ წულაძის თავის რჩეულთან - გიორგი კოტეტიშვილთან შეუღლებაზე იყო. ამას მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებული ლამაზი ვიდეო კვარიათის პლაჟიდან, სადაც ახალგაზრდებმა თინათინისა და გიორგის შეუღლების წარმოდგენა მოაწყვეს... ძველი და ახალი წლების გასაყარზე ეს ლამაზი და ხალისიანი წყვილი გამოვარჩიე და მათი სიყვარულის ამბავს ახლა ერთად მოვისმენთ.

თინათინი:

- აჭარაში ჩვენი ქორწილი სიმბოლური იყო, რადგან მე და გიორგიმ ძალიან დიდი ხნის წინ, პატარები რომ ვიყავით, სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი - რამდენიმე წლის განმავლობაში მშობლებთან ერთად იქ ვისვენებდით და ერთად ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები. ბავშვობის შემდეგ დიდხანს აღარ შევხვედრივართ, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდით, უნარებში ერთსა და იმავე მასწავლებელთან მოვხვდით. ერთმანეთს გავახსენეთ თავი და...

გიორგი:

- თინათინს აშკარად არ ვახსოვდი.

თინათინი:

- დამიჯერეთ, ნამდვილად კარგად მახსოვდა (იცინის). რაღაც პერიოდის შემდეგ მე ამერიკაში წავედი და იქ ყოფნისას გიორგი სოციალური ქსელით შემეხმიანა. ვუთხარი, ამერიკაში რომ ვიყავი, ხოლო როდესაც დავბრუნდი, კვლავ აღვადგინეთ ურთიერთობა.

- გიორგი, რადგან თინათინის ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდით, ალბათ საამისო მიზეზიც გქონდათ. თინათინი ბავშვობაშიც ხომ არ მოგწონდათ?

- მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, თუმცა ფაქტია, თინათინი კარგად მახსოვდა და ვიცანი კიდეც, მასწავლებელთან რომ შევხვდით. იმ პერიოდში კი მას ვერ შევიყვარებდი და ვერც თვითონ შემიყვარებდა, რადგან ორივეს შეყვარებული გვყავდა.

თინათინი:

- ერთმანეთისადმი აშკარად სიმპათიით ვიყავით განწყობილი, მაგრამ ზედმეტს არაფერს ვამბობდით ან ვაკეთებდით. შემდეგ თითქმის ერთდროულად დავცილდით შეყვარებულებს...

გიორგი:

- ამის მიზეზი ჩვენი ერთმანეთისადმი სიმპათია არ ყოფილა. ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. შეყვარებულს რომ დავცილდი, თინათინს მერე მივწერე. ძალიან მინდოდა მასთან ურთიერთობა, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დადებით პასუხს მივიღებდი. ძალიან მეწყინა, ამერიკაში რომ აღმოჩნდა, მაგრამ მიწერ-მოწერა გავაგრძელეთ. საქართველოში რომ დაბრუნდა, კვლავ ჩემი ინიციატივით განვაგრძეთ ურთიერთობა. ისე, არც თინათინი იყო უკარება (იცინის).

თინათინი:

- სინამდვილეში, იცით, რა მოხდა? ასე ხომ ვურთიერთობდით, მაგრამ ერთ ზაფხულს კვლავ ერთად აღმოვჩნდით კვარიათში და იქვე განვითარდა ყველაფერი, გაღვივდა და იქვე დავთქვით, თუკი ოდესმე დავქორწინდებით, ჩვენი ქორწილი სწორედ კვარიათში უნდა იყოს-თქო. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიგვიღია.

- მაგრამ ეს ხომ მხოლოდ წარმოდგენა იყო და არა ოფიციალური ქორწინება?

- რა თქმა უნდა! მანამდე ჯვარი დავიწერეთ თბილისში, წავედით კავთისხევში, გიორგისთან და მშობლებთან ერთად ოფიციალურად აღვნიშნეთ ჩვენი დაქორწინება. შემდეგ კი, სექტემბერში კვარიათში გავემგზავრეთ, ამჯერად მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად და მეორე ქორწილი უკვე იქ გვქონდა. ცერემონია მოეწყო პლაჟზე, იმ ადგილას, რომელსაც "რაკუშკებს" უწოდებენ. მეჯვარეებად ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები - ბავშვობის მეგობრები გვყავდნენ. საქორწინო რიტუალი წაიყვანა საგანგებოდ გამოწყობილმა ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც ძალიან ლამაზი ტექსტიც კი ჰქონდა წინასწარ დაწერილი. სამწუხაროდ, ნიშნობის ბეჭდები თბილისში დაგვრჩა და რადგან "რაკუშკებში" ვიყავით, იქვე მოვძებნეთ ნიჟარების ბეჭდები და ისინი გავუკეთეთ ერთმანეთს. ძალიან სიმბოლური და ლამაზი სანახაობა გამოგვივიდა. მერე იქვე, სანაპიროზე, ქვებზე მოვილხინეთ - მუსიკაც გვქონდა და ბევრიც ვიცეკვეთ. კვარიათში რამდენიმე დღით ყველანი დავრჩით და დავისვენეთ. მოკლედ, სამდღიანი ქორწილი გვქონდა და მერე მეგობრებთან ერთად დავბრუნდით თბილისში.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ხან ოქროყანაში ვართ, ხან - გიორგისთან. მალე დავამთავრებთ ჩვენი სახლის რემონტს ვაკეში.

- თქვენი საქმიანობებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ საორგანიზაციო უნარი ორივეს გაქვთ. სახლის სარემონტო სამუშაოებშიც ორივე ხართ ჩართული თუ პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა აიღეთ?

გიორგი:

- ამ კუთხით ყველაფერს თინათინი უძღვება, ეს საქმე მას ვანდეთ. წაიკითხეთ სრულად

10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია

ქეთა თოფურია ლევ ძენ­გო­ვთან ერთად ალპებში, "საშიშ ოთახში" ისვენებს - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"