Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს "ბასიანთან" მომხდარი დაჭრის დეტალებზე - დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება
შსს "ბასიანთან" მომხდარი დაჭრის დეტალებზე - დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

კლუბ „ბა­სი­ან­თან“ 3 პი­რის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს 20 წლამ­დე, ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ. ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვარს, კლუბ "ბა­სი­ა­ნის" შე­სას­ვლელ­თან ცე­ცხლას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა 3 პირს - 1993 წელს და­ბა­დე­ბულ თ.ა.-ს, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ც.-ს. და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.ჩ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე, მი­სი­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტი­თა და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულს, ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა მო­უ­ვი­და „ბა­სი­ან­ში“ დი­ჯე­ის­თან, რის შემ­დე­გაც დაც­ვამ ის კლუ­ბი­დან გა­იყ­ვა­ნა. აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კვლავ კლუ­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დაბ­რუნ­და და ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა. შე­დე­გად და­იჭ­რა სამი ადა­მი­ა­ნი, ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
1

ზოგს ისე უსჯიან ზოგს ასე. უნდა გამკაცრდეს სასჯელები ისე რო გაფიქრებაც კი ვერ გაბედოს დანის ტარების ადამიანმა ან ეგდოს მთელი ცხოვრება ციხეში. ესეთი გარეწარი დავიჯერო პოლიციას კონტროლზე არ ყავდა? გამეცით პასუხი

:)))
9

20 წლამდა არა კიდე შეიწყალებენ მაქსიმუმ 2 წელი და სვაბოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

შსს "ბასიანთან" მომხდარი დაჭრის დეტალებზე - დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს "ბასიანთან" მომხდარი დაჭრის დეტალებზე - დაკავებულს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

მათივე ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს, ურთიერთდაპირისპირება მოუვიდა „ბასიანში“ დიჯეისთან, რის შემდეგაც დაცვამ ის კლუბიდან გაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ტერიტორია დატოვა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ კლუბის ტერიტორიაზე დაბრუნდა და იარაღიდან გაისროლა. შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

კლუბ "ბასიანის" საქმეზე ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა შეეფარდა

"თამარ ბაჩალიაშვილის დედის მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი ნაბიჯი, არ გამოვრიცხავ, შიმშილობა გამოაცხადოს" - მიხეილ რამიშვილი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს