პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ასლან ბჟანია, რომელსაც ხაჯიმბას შემცვლელად განიხილავენ - "ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა"
ვინ არის ასლან ბჟანია, რომელსაც ხაჯიმბას შემცვლელად განიხილავენ - "ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა"

აფხა­ზე­თის "უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ", რო­მე­ლიც არც ისე დიდი ხნის წინ, აფხა­ზე­თის ჯერ კი­დევ მოქ­მედ ე.წ. პრე­ზი­დენტს რაულ ხა­ჯიმ­ბას შავ­ბნელ საქ­მი­ა­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, გუ­შინ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ბა­თი­ლად ცნო. ხა­ჯიმ­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის აპი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს.

„სა­ჭი­როდ ვთვლით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­კეთ­და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით და შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის დარ­ბე­ვის, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შეჭ­რი­სა და სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის ფონ­ზე. ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­სა­მარ­თლოს არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო. ჩვენ მას უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს პრე­ზი­დი­უმ­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებთ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"სა­ინ­ტე­რე­სოა, რა სიგ­ნა­ლე­ბი მი­ი­ღო რუ­სე­თი­დან. უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე რა­შიდ ნურ­გა­ლი­ე­ვი იყო ჩა­მო­სუ­ლი. შე­საძ­ლოა, კრემლს სუ­ლაც არ აწყობს აწე­წი­ლი აფხა­ზე­თი და თუ ასე და­ამ­შვი­დებს სი­ტუ­ა­ცი­ას, რა­ტო­მაც არა?!" – წე­რენ აფხა­ზე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს­გან არ­ჩევ­ნე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ალ­ხას კვი­ცი­ნი­ა ითხოვ­და. ყვე­ლა­ფე­რი სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში რაულ ხა­ჯიმ­ბამ 47.39%-ით გა­ი­მარ­ჯვა, მო­სახ­ლე­ო­ბის 46,17%-მა კი ხმა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია"ამ­ცა­ხა­რას" ლი­დე­რს ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას მის­ცა. "ამ­ცა­ხა­რა" "არ­ჩევ­ნე­ბის" შე­დე­გებს მა­შინ­ვე არ აღი­ა­რებ­და და მის გა­ბა­თი­ლე­ბას ითხოვ­და.

ამ ყვე­ლა­ფერს წინ უძღო­და ის ფაქ­ტი, რომ ხა­ჯიმ­ბას ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ოპო­ნენ­ტი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელი ას­ლან ბჟა­ნია არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე სო­ხუ­მის ერთ-ერთ კა­ფე­ში დაც­ვის წევ­რებ­თან ერ­თად მო­წამ­ლეს, რის შე­დე­გა­დაც, ის ჯერ კო­მა­ში ჩა­ვარ­და, შემ­დეგ კი მე­ტყვე­ლე­ბის უნა­რი და­კარ­გა. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ ბჟა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა კვი­ცი­ნი­ათი ჩა­ა­ნაც­ვლა. სა­ბო­ლო­ოდ, ას­ლან ბჟა­ნია გა­დარ­ჩა, აფხა­ზეთ­ში ჩა­ვი­და და ხა­ჯიმ­ბას ახა­ლი ძა­ლე­ბით შე­უ­ტია... სწო­რედ მას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას.

„რე­ა­ლუ­რად, ას­ლან ბჟა­ნია იმ­თა­ვით­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და კან­დი­და­ტად, უბ­რა­ლოდ, მისი მო­წამ­ვლის გამო მოხ­და ბჟა­ნი­ას ჩა­ნაც­ვლე­ბა იმ კან­დი­და­ტით, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ იყა­რა კენ­ჭი, ანუ ალ­ხაზ კვი­ცი­ნი­ას­კენ წა­ვი­და ხმე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ცხა­დე არ გვაქვს, მაგ­რამ თუ ისევ და­ა­ყე­ნებს ბჟა­ნია თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას, სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი გა­ნი­ხი­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მე­წო­ნო­სან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რად. ზო­გა­და­დაც, ამ ფონ­ზე, რო­დე­საც ხა­ჯიმ­ბას ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბა მო­უ­წია, სა­ვა­რა­უ­დოდ, თუ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ მოხ­და ამ პე­რი­ოდ­ში, უნდა ვე­ლო­დოთ, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კან­დი­და­ტი გა­ი­მარ­ჯვებს არ­ჩევ­ნებ­ში, ახლა ხა­ჯიმ­ბას პო­ზი­ცი­ე­ბი და­სუს­ტე­ბუ­ლია. ბჟა­ნი­ას ე.წ. პრე­ზი­დენ­ტად გახ­დო­მის ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბაა“, - გა­ნუ­ცხა­და კა­ნაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს".

ვინ არის ას­ლან ბჟა­ნია

ას­ლან ბჟა­ნია ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ამ­ცა­ხა­რას" თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე და ჯერ კი­დევ ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ხა­ჯიმ­ბას ერ­თა­დერ­თი და მთა­ვა­რი მე­ტო­ქე იყო. ის ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის კად­რია – მისი "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" დროს "სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის" თავ­მჯდო­მა­რე იყო. 2014 წელს ხა­ჯიმ­ბამ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თავ­სუფ­ლა. ცნო­ბის­თვის, ბჟა­ნია ერთ-ერ­თია იმ მცი­რე გუ­დ­ნი­დან, ვინც ან­ქვაბს უერ­თგუ­ლა. რო­გორც ჩანს, "რკი­ნის ალი­კამ" (ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ალექ­სან­დრე ან­ქვაბს აფხა­ზე­ბი) რო­მე­ლიც აფხა­ზეთ­ში დღემ­დე გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა, ერ­თგუ­ლე­ბა და­უ­ფა­სა და ახლა მის გვერ­დით არის. ან­ქვა­ბი-ბჟა­ნი­ას ტან­დე­მი ბუ­მე­რან­გი­ვით მო­უბ­რუნ­და ხა­ჯიმ­ბას.

"ძნე­ლია რკი­ნის ალი­კას და­უ­პი­რის­პირ­დე, მით უფრო, რო­დე­საც მას ას­ლან ბჟა­ნი­ას­ნა­ი­რი კად­რი ჰყავს საყ­რდე­ნად, რო­მელ­საც სერ­გეი ბა­ღაფ­შიც კი ძა­ლი­ან ენ­დო­ბო­და..." – წე­რენ აფხა­ზე­ბი და 2015 წლის შემ­თხვე­ვა­საც იხ­სე­ნე­ბენ, რო­დე­საც ბჟა­ნია ფსო­უს ზაღ­ვარ­ზე ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვი­სა და ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს...

მა­შინ, ან­ქვაბ­მა მომ­ხრე­ე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და და მათ აფხა­ზე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი გზა გა­და­კე­ტეს. ხა­ჯიმ­ბას ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის შე­ე­შინ­და და რუ­სეთს ბჟა­ნი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.... თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იყო – შარ­შან, სო­ხუ­მის ერთ-ერთ კა­ფე­ში, ბჟა­ნია მო­წამ­ლეს.

"ახლა აფხა­ზეთ­ში ამო­ცა­ნა ასე დგას - წა­ვი­დეს ხა­ჯიმ­ბა, ჩა­ტარ­დეს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და შემ­დეგ უკვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი ოპო­ზი­ცია ჩა­ა­ცხრობს ვი­თა­რე­ბას, ავი­ძ­ბას­ნა­ი­რე­ბი არ დაგ­ვას­ვან თავ­ზე...” - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი დაურ გვა­ლია.

ას­ლან ბჟა­ნია აქ­ცი­ა­ზე

აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ერ­თმა კონ­კრე­ტულ­მა ფაქ­ტმა აფხა­ზი მო­სახ­ლე­ო­ბის აზრი ორად გაყო - ეს იყო ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ახრა ავი­ძ­ბას გა­მო­ჩე­ნა. იგი ფაქ­ტობ­რი­ვად შტურმს ხელ­მძვა­ნე­ლობ­და.

ახრა ავი­ძ­ბა სო­ხუ­მის აქ­ცი­ა­ზე

ვინ არის "დონ­ბა­სის გმი­რი" – ახრა ავი­ძ­ბა

ის 1986 წელს, სოჭ­ში და­ი­ბა­და. მამა წარ­მო­შო­ბით გუ­და­უ­თე­ლი ჰყავს, დედა – ლიხ­ნი­დან. ის უკვე წლე­ბია უკ­რა­ი­ნა­ში, დონ­ბა­სე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ე.წ. ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ჯგუფს მე­თა­უ­რობს და "გმი­რო­ბის ჯილ­დო­ე­ბიც" აქვს მი­ღე­ბუ­ლი... ის 2014 წელს ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხა­ჯიმ­ბას მიერ მარ­თულ მოქ­მე­დე­ბებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა ახლა თა­ვად ხა­ჯიმ­ბას მმარ­თვე­ლო­ბის და­სას­რუ­ლის­თვის იბ­რძვის.

ის აფხა­ზეთ­ში 22 ნო­ემ­ბერს სო­ხუ­მის ცენ­ტრში მოკ­ლუ­ლი გუ­და­უ­თე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ალ­ხაზ ავი­ძ­ბას ბი­ძაშ­ვი­ლია. მისი თქმით, რე­გი­ონ­ში სწო­რედ ამ ფაქ­ტის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად ჩა­მო­ვი­და. ახრა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ხა­ჯიმ­ბა აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის მფარ­ვე­ლია და ეს უნდა დას­რულ­დეს.

ახ­რას ხა­ჯიმ­ბას მი­სა­მარ­თით წა­მო­სულ ბრალ­დე­ბებს აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პა­სუ­ხო­ბენ, მით უფრო, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, თუ რო­გორ არ­ბე­ვენ ახრა და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იქა­უ­რო­ბას, დამ­სხვრე­უ­ლია შუ­ში­ა­ნი კა­რა­დე­ბი, და­ლე­წი­ლია ნივ­თე­ბი, ჩა­მოხ­სნი­ლია თით­ქმის ყვე­ლა კარი და ჩამ­ტვრე­უ­ლია ფან­ჯრე­ბი...

"შე­საძ­ლოა, რა­ღაც კავ­ში­რე­ბი მარ­თლაც ჰქონ­დეს ხა­ჯიმ­ბას ქარ­თველ ქურ­დებ­თან, მაგ­რამ შენ­ნა­ი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და მით უფრო, აქ­ტი­უ­რო­ბით რომ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, კარ­გად ვი­ცით..."

"ყვე­ლამ და­ვი­ნა­ხეთ, რო­გორ ჰქონ­და ფან­ჯა­რას­თან ავ­ტო­მა­ტი მი­ყუ­დე­ბუ­ლი... ცნო­ბი­ლია, რომ სწო­რედ ამ "მშვი­დო­ბი­ა­ნი კავ­კა­სი­ე­ლი მო­ხა­ლი­სის" ჯგუფ­მა გა­ტე­ხა შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღის სა­წყო­ბი... ვი­ღაც მიმ­ტკი­ცებს, თა­ვი­სი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი­აო, არ მჯე­რა მისი, რად­გან ის რუ­სეთ­შიც პატ­რი­ო­ტი იქ­ნე­ბა, აფხა­ზეთ­შიც და დონ­ბას­შიც, თუ ფულს გა­და­უხ­დი­ან.... ასე­თი "პატ­რი­ო­ტე­ბი" ჩვე­ნიც გვე­ყო­ფა" - წერს ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლუ­ი­ზა ლო­გუა.

ვი­დე­ო­ებ­ში ჩანს, რომ ავი­ძ­ბა და მისი გა­რე­მოც­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უკი­დუ­რეს აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს. მისი "ბექგ­რა­უნ­დის" გა­გე­ბის შემ­დეგ უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ხა­ჯიმ­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი... მას შემ­დეგ, რაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია მი­ვი­და, ვი­თა­რე­ბა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.დ
0

აბა ჰე, აბა ჰო! ვაი ამათ პატრონს, ჯერ სად არიან.

lile
2

ეტა იშიო ცვეტოჩკი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ვინ არის ასლან ბჟანია, რომელსაც ხაჯიმბას შემცვლელად განიხილავენ - "ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა"

ვინ არის ასლან ბჟანია, რომელსაც ხაჯიმბას შემცვლელად განიხილავენ - "ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა"

აფხაზეთის "უზენაესმა სასამართლომ", რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, აფხაზეთის ჯერ კიდევ მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შავბნელ საქმიანობას ემსახურებოდა, გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ის აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ეს განმარტებები გაკეთდა კანონის დარღვევით და შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

"საინტერესოა, რა სიგნალები მიიღო რუსეთიდან. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი იყო ჩამოსული. შესაძლოა, კრემლს სულაც არ აწყობს აწეწილი აფხაზეთი და თუ ასე დაამშვიდებს სიტუაციას, რატომაც არა?!" – წერენ აფხაზები ინტერნეტში.

ცნობისთვის, ე.წ. უზენაესი სასამართლოსგან არჩევნების ბათილად ცნობას საპრეზიდენტო კანდიდატი ალხას კვიცინია ითხოვდა. ყველაფერი სექტემბერში დაიწყო, როდესაც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ოპოზიციური პარტია"ამცახარას" ლიდერს ალხას კვიცინიას მისცა. "ამცახარა" "არჩევნების" შედეგებს მაშინვე არ აღიარებდა და მის გაბათილებას ითხოვდა.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ხაჯიმბას ერთადერთი რეალური ოპონენტი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ასლან ბჟანია არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სოხუმის ერთ-ერთ კაფეში დაცვის წევრებთან ერთად მოწამლეს, რის შედეგადაც, ის ჯერ კომაში ჩავარდა, შემდეგ კი მეტყველების უნარი დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბჟანიას კანდიდატურა კვიცინიათი ჩაანაცვლა. საბოლოოდ, ასლან ბჟანია გადარჩა, აფხაზეთში ჩავიდა და ხაჯიმბას ახალი ძალებით შეუტია... სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

„რეალურად, ასლან ბჟანია იმთავითვე განიხილებოდა კანდიდატად, უბრალოდ, მისი მოწამვლის გამო მოხდა ბჟანიას ჩანაცვლება იმ კანდიდატით, რომელმაც საბოლოოდ იყარა კენჭი, ანუ ალხაზ კვიცინიასკენ წავიდა ხმები. ჯერჯერობით სიცხადე არ გვაქვს, მაგრამ თუ ისევ დააყენებს ბჟანია თავის კანდიდატურას, სავარაუდოდ, იგი განიხილება ყველაზე მძიმეწონოსან ოპოზიციონერად. ზოგადადაც, ამ ფონზე, როდესაც ხაჯიმბას ფაქტობრივად, თავისი პოზიციების დათმობა მოუწია, სავარაუდოდ, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა ამ პერიოდში, უნდა ველოდოთ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში, ახლა ხაჯიმბას პოზიციები დასუსტებულია. ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტად გახდომის ყველა წინაპირობაა“, - განუცხადა კანაშვილმა "ინტერპრესნიუსს".

ვინ არის ასლან ბჟანია

ასლან ბჟანია ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "ამცახარას" თანათავმჯდომარე და ჯერ კიდევ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ხაჯიმბას ერთადერთი და მთავარი მეტოქე იყო. ის ალექსანდრე ანქვაბის კადრია – მისი "პრეზიდენტობის" დროს "სახელმწიფო უშიშროების სამსახურის" თავმჯდომარე იყო. 2014 წელს ხაჯიმბამ თანამდებობიდან გაათავსუფლა. ცნობისთვის, ბჟანია ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა. როგორც ჩანს, "რკინის ალიკამ" (ასე მოიხსენიებენ ალექსანდრე ანქვაბს აფხაზები) რომელიც აფხაზეთში დღემდე გავლენიანი ფიგურაა, ერთგულება დაუფასა და ახლა მის გვერდით არის. ანქვაბი-ბჟანიას ტანდემი ბუმერანგივით მოუბრუნდა ხაჯიმბას.

"ძნელია რკინის ალიკას დაუპირისპირდე, მით უფრო, როდესაც მას ასლან ბჟანიასნაირი კადრი ჰყავს საყრდენად, რომელსაც სერგეი ბაღაფშიც კი ძალიან ენდობოდა..." – წერენ აფხაზები და 2015 წლის შემთხვევასაც იხსენებენ, როდესაც ბჟანია ფსოუს ზაღვარზე ნარკოტიკების შენახვისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს...

მაშინ, ანქვაბმა მომხრეების მობილიზაცია გამოაცხადა და მათ აფხაზეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ხაჯიმბას ვითარების გამწვავების შეეშინდა და რუსეთს ბჟანიას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.... თუმცა ეს ყველაფერი არ იყო – შარშან, სოხუმის ერთ-ერთ კაფეში, ბჟანია მოწამლეს.

"ახლა აფხაზეთში ამოცანა ასე დგას - წავიდეს ხაჯიმბა, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და შემდეგ უკვე ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია ჩააცხრობს ვითარებას, ავიძბასნაირები არ დაგვასვან თავზე...” - წერს ადგილობრივი დაურ გვალია.

ასლან ბჟანია აქციაზე

აქციების მიმდინარეობისას ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა აფხაზი მოსახლეობის აზრი ორად გაყო - ეს იყო ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ახრა ავიძბას გამოჩენა. იგი ფაქტობრივად შტურმს ხელმძვანელობდა.

ახრა ავიძბა სოხუმის აქციაზე

ვინ არის "დონბასის გმირი" – ახრა ავიძბა

ის 1986 წელს, სოჭში დაიბადა. მამა წარმოშობით გუდაუთელი ჰყავს, დედა – ლიხნიდან. ის უკვე წლებია უკრაინაში, დონბასელი სეპარატისტების ე.წ. ინტერნაციონალურ ჯგუფს მეთაურობს და "გმირობის ჯილდოებიც" აქვს მიღებული... ის 2014 წელს ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ ხაჯიმბას მიერ მართულ მოქმედებებშიც მონაწილეობდა, თუმცა ახლა თავად ხაჯიმბას მმართველობის დასასრულისთვის იბრძვის.

ის აფხაზეთში 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მოკლული გუდაუთელი ე.წ. კანონიერი ქურდის, ალხაზ ავიძბას ბიძაშვილია. მისი თქმით, რეგიონში სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ჩამოვიდა. ახრა ირწმუნება, რომ ხაჯიმბა აფხაზეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების მფარველია და ეს უნდა დასრულდეს.

ახრას ხაჯიმბას მისამართით წამოსულ ბრალდებებს აფხაზები სოციალურ ქსელებში პასუხობენ, მით უფრო, ინტერნეტში გავრცელდა კადრები, თუ როგორ არბევენ ახრა და მისი მხარდამჭერები იქაურობას, დამსხვრეულია შუშიანი კარადები, დალეწილია ნივთები, ჩამოხსნილია თითქმის ყველა კარი და ჩამტვრეულია ფანჯრები...

"შესაძლოა, რაღაც კავშირები მართლაც ჰქონდეს ხაჯიმბას ქართველ ქურდებთან, მაგრამ შენნაირების მონაწილეობით და მით უფრო, აქტიურობით რომ არაფერი შეიცვლება, კარგად ვიცით..."

"ყველამ დავინახეთ, როგორ ჰქონდა ფანჯარასთან ავტომატი მიყუდებული... ცნობილია, რომ სწორედ ამ "მშვიდობიანი კავკასიელი მოხალისის" ჯგუფმა გატეხა შენობაში არსებული იარაღის საწყობი... ვიღაც მიმტკიცებს, თავისი ქვეყნის პატრიოტიაო, არ მჯერა მისი, რადგან ის რუსეთშიც პატრიოტი იქნება, აფხაზეთშიც და დონბასშიც, თუ ფულს გადაუხდიან.... ასეთი "პატრიოტები" ჩვენიც გვეყოფა" - წერს ერთ-ერთ ინტერნეტმომხმარებელი ლუიზა ლოგუა.

ვიდეოებში ჩანს, რომ ავიძბა და მისი გარემოცვა ადგილობრივი მოსახლეობის უკიდურეს აღშფოთებას იწვევს. მისი "ბექგრაუნდის" გაგების შემდეგ უამრავმა ადამიანმა ხაჯიმბას დაუჭირა მხარი... მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციის შენობაში, გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ასლან ბჟანია მივიდა, ვითარება შედარებით სტაბილური გახდა.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი