მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები უკანონოდ ცნო - რაულ ხაჯიმბა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები უკანონოდ ცნო - რაულ ხაჯიმბა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი რაულ ხა­ჯიმ­ბა, ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის შე­სა­ხებ დე ფაქ­ტო უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, ის აპი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­როს.

„სა­ჭი­როდ ვთვლით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­კეთ­და კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით და შე­საძ­ლოა, გა­მო­იწ­ვი­ოს ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქნა სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის დარ­ბე­ვის, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შეჭ­რი­სა და სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბის ალ­ყა­ში მოქ­ცე­ვის ფონ­ზე. ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­სა­მარ­თლოს არ ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო. ჩვენ მას უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს პრე­ზი­დი­უმ­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებთ“,-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

შე­გახ­სე­ნებთ, ოკუ­პი­რე­ბულ აფა­ზეთ­ში ორი დღის მან­ძილ­ზე ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფან­ჯრე­ბი ჩა­ამ­სხვრი­ეს და შე­ნო­ბა­ში შე­იჭრ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ე.წ. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს სა­კა­სა­ციო კო­ლე­გი­ამ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა "ამ­ცა­ხა­რას" ლი­დე­რის, ალ­ხას კვი­წი­ნი­ას სა­ჩი­ვა­რი "საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბის შე­სა­ხებ".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები უკანონოდ ცნო - რაულ ხაჯიმბა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები უკანონოდ ცნო - რაულ ხაჯიმბა გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ის აპირებს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ეს განმარტებები გაკეთდა კანონის დარღვევით და შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფაზეთში ორი დღის მანძილზე ოპოზიციის მხარდამჭერების აქციები იმართებოდა. მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა "ამცახარას" ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი "საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ".

ვინ არის ასლან ბჟანია, რომელსაც ხაჯიმბას შემცვლელად განიხილავენ - "ერთ-ერთია იმ მცირე გუდნიდან, ვინც ანქვაბს უერთგულა"

რა ხდებოდა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როცა შენობაში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ

ვითარება სოხუმში: მედიის ცნობით, ქალაქში სროლის ხმა გაისმა - რას აცხადებენ ე.წ სამინისტროები