საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძე - "თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია... ბოტებით გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია"
მამუკა ხაზარაძე - "თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია... ბოტებით გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია"

"ეს იყო იძუ­ლე­ბი­თი მი­ყიდ­ვა, ის არ იყო გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლი" - ასე პა­სუ­ხობს "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც 2018 წელს სა­სეს­ხო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბის ჩა­მო­წე­რის აქ­ცი­ას შე­ე­ხე­ბო­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა ამ პორ­ტფელს, დიახ ეს იყო იძუ­ლე­ბი­თი მი­ყიდ­ვა. ის არ იყო გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლი. იმ მი­ლი­არ­დნა­ხე­ვარ­ში, რო­მე­ლიც ე.წ. ჩა­მო­წე­რეს და ძი­რი­თა­დი, უზარ­მა­ზა­რი ნა­წი­ლი ბან­კებს "აკი­დეს", იცით, რამ­ხე­ლა პრო­ცენ­ტი იყო "თი­ბი­სი ბან­კის"? მხო­ლოდ 6 პრო­ცენ­ტი. ჩვენ ეროვ­ნულ ბან­კში წე­რი­ლიც გავ­გზავ­ნეთ, მო­ვი­თხო­ვეთ გა­ნე­მარ­ტათ, რამ­დე­ნად სწო­რია ამის გა­კე­თე­ბა და გვი­თხრეს, რომ ჩვე­ნი საქ­მე არ არი­სო. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის კა­ბი­ნეტ­ში დღეს და ღა­მეს ათე­ნებ­დნენ, ბან­კე­ბის იბა­რებ­დნენ: აბა, დრო­ზეო! რო­მე­ლი სის­ტე­მა გი­ნა­ხავთ, რო­მე­ლიც ერთ თვე­ში წა­მოხ­ტე­ბა და იტყვის, მო­დით, ეს მი­ლი­არ­დნა­ხე­ვა­რი ჩა­მოვ­წე­როთ ხუთ მი­ლი­ო­ნად.

ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი დრო, სი­მარ­თლის თქმა­საც თა­ვი­სი დრო აქვს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დღე­საც ჩუ­მად არი­ან. ყვე­ლას ვგუ­ლის­ხმობ, ყვე­ლამ თა­ვის გულ­ში ჩა­ი­ხე­დოს. არა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ცხოვ­რე­ბის თა­ვის წესი, მაგ­რამ თუ ჩვენ ამ ქვე­ყა­ნა­ზე ვფიქ­რობთ, არ შე­იძ­ლე­ბა კონ­ფორ­მის­ტე­ბად გა­და­ვიქ­ცეთ. პირ­და­პირ ვლა­პა­რა­კობ, რა­ღაც მო­მენ­ტში მეც ვიგ­რძე­ნი, რომ რა­ღაც სის­ტე­მის ნა­წი­ლი ვარ, რომ­ლის გარ­ღვე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, კი არა, რომ გე­ში­ნია. იმი­ტომ, რომ შენს თა­ნამ­შრო­მელს „და­არ­ტყა­მენ“, ასე­ვე უამ­რავ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შენს ბიზ­ნეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, იქ პრო­ექტს გა­ა­ჩე­რე­ბენ“.

მე კი არ უნდა გა­მოვ­დი­ო­დე ახლა და სა­ბან­კო სექ­ტორს კი არ უნდა ვი­ცავ­დე, უნდა გა­მო­დი­ოდ­ნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ბან­კო სექ­ტორ­ში მუ­შა­ობს. უნდა გა­მო­დი­ო­დეს სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცია და უნდა არ­ქმევ­დეს, რომ ეს არის მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო კრე­დი­ტე­ბით გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ხალ­ხი, უნდა თქვას, რომ ქარ­თუ­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მა არის ყვე­ლა­ზე და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი რე­გი­ონ­ში, უნდა თქვას, რომ "თი­ბი­სი ბანკს" მაგ შემ­თხვე­ვა­ში სტა­ტის­ტი­კუ­რად, ერთი ადა­მი­ა­ნიც კი არ გა­მო­უ­სახ­ლე­ბია, ბო­ტე­ბით რომ გა­ავ­სეს მთე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია და ამას მფარ­ვე­ლობს მმარ­თვე­ლი პარ­ტია. ახლა ხომ გა­ა­უქ­მა "ფე­ის­ბუქ­მა" არა­ერ­თი გვერ­დი" - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტის თე­მა­ზე "ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ის სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა­ში ბახ­ტა­ძემ ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის აქ­ცი­ა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ გა­მოვ­რი­ცხავს, "ხა­ზა­რა­ძემ თქვას, რომ ვა­ი­ძუ­ლე, და­ეთ­მო ის საკ­რე­დი­ტო პორ­ტფე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ "შავი სიის" პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად "ქარ­თუ ფონდმა" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თხოვ­ნით გა­მო­ის­ყი­და".

"ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე ჩემი ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ქარ­თულ სა­ბან­კო სექ­ტორ­ში ახა­ლი სა­მარ­თლი­ა­ნი თა­მა­შის წე­სე­ბი დად­გე­ნა და­ვი­წყეთ, რი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბის ძარ­ცვას და 500-600-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ჯა­რი­მა/სა­უ­რა­ვე­ბის უსა­მარ­თლო და­რი­ცხვას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მო­ე­ღო ბოლო. ხა­ზა­რა­ძის მხრი­დან, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის უსა­ფუძ­ვლო კრი­ტი­კაც მო­ვის­მი­ნეთ. რო­გორც ჩანს, მას არ ეთ­მო­ბო­და დრო, რო­დე­საც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის 500-600-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ჯა­რი­მა/სა­უ­რა­ვე­ბის უსა­მარ­თლო და­რი­ცხვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო" - ნათ­ქვა­მია ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
51

რაც გინდათ ის მიწოდეთ მაგრამ 2008-09 წლებში 800 ლარიან მაცივარში 1900ლარი კი გადამხდევინა თქვენმა ბანკმა,300 ლარს კიდევ მედავებოდა და შევპირდი თუ კიდევ მომაკითხავდენ მაცივარს მივიტანდი ბანკის ფილიალში.

 

 

 

 

 

 

გურული NEWS !
51

სამი დღეა ვწერ რომ ხაზარაძეს ზურგზე ფრთები ამოსვლია, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ!!!!!

ავტორი:

მამუკა ხაზარაძე - "თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია... ბოტებით გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია"

მამუკა ხაზარაძე - "თიბისის" ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია... ბოტებით გაავსეს სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია"

"ეს იყო იძულებითი მიყიდვა, ის არ იყო გაფუჭებული პორტფელი" - ასე პასუხობს "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" მამუკა ხაზარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას, რომელიც 2018 წელს სასესხო დავალიანებების ჩამოწერის აქციას შეეხებოდა.

"რაც შეეხება ამ პორტფელს, დიახ ეს იყო იძულებითი მიყიდვა. ის არ იყო გაფუჭებული პორტფელი. იმ მილიარდნახევარში, რომელიც ე.წ. ჩამოწერეს და ძირითადი, უზარმაზარი ნაწილი ბანკებს "აკიდეს", იცით, რამხელა პროცენტი იყო "თიბისი ბანკის"? მხოლოდ 6 პროცენტი. ჩვენ ეროვნულ ბანკში წერილიც გავგზავნეთ, მოვითხოვეთ განემარტათ, რამდენად სწორია ამის გაკეთება და გვითხრეს, რომ ჩვენი საქმე არ არისო. ეროვნული ბანკის თანამშრომლები ფინანსთა მინისტრის კაბინეტში დღეს და ღამეს ათენებდნენ, ბანკების იბარებდნენ: აბა, დროზეო! რომელი სისტემა გინახავთ, რომელიც ერთ თვეში წამოხტება და იტყვის, მოდით, ეს მილიარდნახევარი ჩამოვწეროთ ხუთ მილიონად.

ყველაფერს აქვს თავისი დრო, სიმართლის თქმასაც თავისი დრო აქვს. სამწუხაროა, რომ ადამიანები დღესაც ჩუმად არიან. ყველას ვგულისხმობ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს. არავის ვადანაშაულებ, ყველა ადამიანს აქვს ცხოვრების თავის წესი, მაგრამ თუ ჩვენ ამ ქვეყანაზე ვფიქრობთ, არ შეიძლება კონფორმისტებად გადავიქცეთ. პირდაპირ ვლაპარაკობ, რაღაც მომენტში მეც ვიგრძენი, რომ რაღაც სისტემის ნაწილი ვარ, რომლის გარღვევა არ შეიძლება, იმიტომ, კი არა, რომ გეშინია. იმიტომ, რომ შენს თანამშრომელს „დაარტყამენ“, ასევე უამრავ ადამიანს, რომელიც შენს ბიზნესზეა დამოკიდებული, იქ პროექტს გააჩერებენ“.

მე კი არ უნდა გამოვდიოდე ახლა და საბანკო სექტორს კი არ უნდა ვიცავდე, უნდა გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვინც საბანკო სექტორში მუშაობს. უნდა გამოდიოდეს საბანკო ასოციაცია და უნდა არქმევდეს, რომ ეს არის მიკროსაფინანსო კრედიტებით გაუბედურებული ხალხი, უნდა თქვას, რომ ქართული საბანკო სისტემა არის ყველაზე დაბალპროცენტიანი რეგიონში, უნდა თქვას, რომ "თიბისი ბანკს" მაგ შემთხვევაში სტატისტიკურად, ერთი ადამიანიც კი არ გამოუსახლებია, ბოტებით რომ გაავსეს მთელი სოციალური მედია და ამას მფარველობს მმართველი პარტია. ახლა ხომ გააუქმა "ფეისბუქმა" არაერთი გვერდი" - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მამუკა ბახტაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის თემაზე "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა. ამასთან, განცხადებაში ბახტაძემ ვალების განულების აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ გამოვრიცხავს, "ხაზარაძემ თქვას, რომ ვაიძულე, დაეთმო ის საკრედიტო პორტფელი, რომელიც საქართველოში ე.წ "შავი სიის" პრობლემის მოსაგვარებლად "ქართუ ფონდმა" საქართველოს მთავრობის თხოვნით გამოისყიდა".

"ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში, ქართულ საბანკო სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დადგენა დავიწყეთ, რითაც მოსახლეობის ძარცვას და 500-600-პროცენტიანი ჯარიმა/საურავების უსამართლო დარიცხვას ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო. ხაზარაძის მხრიდან, ამ ინიციატივის უსაფუძვლო კრიტიკაც მოვისმინეთ. როგორც ჩანს, მას არ ეთმობოდა დრო, როდესაც ჩვენი მოსახლეობისათვის 500-600-პროცენტიანი ჯარიმა/საურავების უსამართლო დარიცხვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო" - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში.

"ონლაინ, მაგრამ მაინც მე ვიქნები ჩემს გუნდთან ყველა მიტინგზე, ყველგან, სადაც ისინი იქნებიან" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ

"არ უნდა მოგვერიოს საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას "ქოციანობის" სახით - არსებობს ვაქცინა "ნაციონალური მოძრაობა"" - სააკაშვილი

კრემლის მიზნები შავი ზღვის რეგიონში, ჰიბრიდული ომი და საქართველოს თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან - რას წერს გიორგი გახარია პუბლიკაციაში, რომელსაც The Daily Telegraph-ი აქვეყნებს