სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის" - როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და როგორ ვუმკურნალოთ გრიპის ვირუსს
"ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის" - როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და როგორ ვუმკურნალოთ გრიპის ვირუსს

ზამ­თრის დად­გო­მას­თან ერ­თად, რო­გორც ყო­ველ­თვის, გრი­პის ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა და წელ­საც სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა სწო­რედ ვირუ­სია. მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, პე­დი­ატ­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს გვაძ­ლევს იმის შე­სა­ხებ, რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ებს, რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ზამ­თრის კუ­რორ­ტი ბავ­შვე­ბის­თვის და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

- შე­მოდ­გო­მის დად­გო­მას­თან ერ­თად სკო­ლი­სა და ბა­ღის გაც­დე­ნის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბია. და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში "ჩა­საფ­რე­ბუ­ლი" ვირუ­სე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი და კონ­ტაქ­ტუ­რი გზით იო­ლად ვრცელ­დე­ბი­ან და ხვე­ლის, ცხვი­რის ცე­მი­ნე­ბის სე­ზო­ნიც იხ­სნე­ბა. სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ებს ვირუ­სე­ბი იწ­ვე­ვენ. მათი რი­ცხვი 300-მდეა და წლის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა გა­მომ­წვე­ვით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის შან­სი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. 300 ვირუსს 300 სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლი კი აქვს, მაგ­რამ მათ მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავს და გარ­თუ­ლე­ბე­ბიც მსგავ­სი აქვთ - ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან ინ­ფექ­ცი­ამ ხორხს ქვე­ვით თუ ჩა­ი­ნაც­ვლა, ბრონ­ქი­ტი­სა და ფილ­ტვის ან­თე­ბამ­დე შორი აღარ არის.

- რო­გორ ვლინ­დე­ბა სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბი?

- პა­ტა­რებ­ში ის ხში­რად ცხე­ლე­ბით იწყე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბის გა­რე­შეც ჩა­ი­ა­როს. უმა­დო­ბა, ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბა ყე­ლის ტკი­ვი­ლის გამო, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, ცხვი­რით სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა, ხვე­ლა - აი, ეს არის სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბის მთა­ვა­რი ნიშ­ნე­ბი. მარ­თა­ლია, ამ ინ­ფექ­ცი­ებს სა­ერ­თო ნიშ­ნე­ბი აქვთ, მაგ­რამ ზოგ­ჯერ და­ა­ვა­დე­ბის სუ­რა­თის მი­ხედ­ვით მათი გა­მოც­ნო­ბაც შეგ­ვიძ­ლია. თუ თქვენს პა­ტა­რას მყე­ფა­ვი ხვე­ლა, ხმის ტემ­ბრის შეც­ვლა უვ­ლინ­დე­ბა, დიდი ალ­ბა­თო­ბით და­ა­ვა­დე­ბა პა­რაგ­რი­პის ვირუ­სი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ბრონ­ქე­ბის სპაზ­მის გა­მომ­წვე­ვი რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სია. და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბით, სახ­სრე­ბის, თა­ვის, თვალ­ბუ­დე­ე­ბის ტკი­ვი­ლით იწყე­ბა და შემ­დგომ ხვე­ლა ვლინ­დე­ბა, შე­საძ­ლოა გრი­პის ვირუ­სით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

- რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ ასე­თი სიმპტო­მე­ბის დროს პა­ტა­რას?

- პირ­ველ რიგ­ში, შინ უნდა და­ტო­ვოთ. ბავ­შვის სა­ბავ­შვო ბაღ­სა და სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ამით მა­საც და­ი­ცავთ გარ­თუ­ლე­ბი­სა­გან, მის პა­ტა­რა მე­გობ­რებს კი - დას­ნე­ბოვ­ნე­ბი­სა­გან. მკურ­ნა­ლო­ბის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი თბი­ლი სი­თხე­ე­ბის მი­წო­დე­ბაა. შეს­თა­ვა­ზეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მას მოს­წონს: რძე, ჩაი, თბი­ლი კომ­პო­ტი, წვნი­ა­ნი კერ­ძი. თუ პა­ტა­რა ძუ­ძუ­ზე გყავთ, ძუძუ უფრო ხში­რად უნდა მის­ცეთ. გა­უ­ზო­მეთ ტემ­პე­რა­ტუ­რა და თუ ის 38,5 გრა­დუ­სი და მე­ტია, სი­ცხის და­წე­ვა­ზე იზ­რუ­ნეთ. ამის­თვის, პირ­ველ რიგ­ში, პა­რა­ცე­ტა­მო­ლი აირ­ჩი­ეთ. სწო­რედ ამ პრე­პა­რატს მი­იჩ­ნე­ვენ ექი­მე­ბი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო მე­დი­კა­მენ­ტად ცხე­ლე­ბის მარ­თვის­თვის. გახ­სოვ­დეთ, რომ პა­რა­ცე­ტა­მო­ლის ორ დო­ზას შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი შუ­ა­ლე­დი 4 სა­ა­თია. არ და­ი­ვი­წყოთ სხე­უ­ლის გაგ­რი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი მე­თო­დე­ბი - გა­ხა­დეთ ბავ­შვს სა­მო­სი, და­ზი­ლეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის წყლით, შე­ამ­შრა­ლეთ და გრი­ლად ჩა­აც­ვით. მთა­ვა­რი, რაც უნდა იცო­დეთ - სხე­უ­ლის გაგ­რი­ლე­ბა უნდა მოხ­დეს მა­შინ, როცა პა­ტა­რას მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა აქვს. როცა მას ამ­ცივ­ნებს და სი­ცხე უწევს, და­ზე­ლა არ შე­იძ­ლე­ბა. ამ დროს პი­რი­ქით, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ათ­ბუ­ნეთ.

- უნდა მივ­ცეთ თუ არა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე ხვე­ლის წამ­ლე­ბი? და კი­დევ, ინიშ­ნე­ბა თუ არა სა­სუნ­თქი გზე­ბის მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი?

- არა! ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე წამ­ლე­ბის მი­ღე­ბა უსაფრ­თხო არ არის. არც ისაა სწო­რი, ექიმს დის­ტან­ცი­უ­რად სთხო­ვოთ ხვე­ლის წამ­ლის და­ნიშ­ვნა. ხვე­ლას მი­ზე­ზი და მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი აქვს. მა­გა­ლი­თად, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პა­ტა­რას ბრონ­ქოს­პაზ­მი აღე­ნიშ­ნე­ბა, ნახ­ვე­ლის გა­მა­თხე­ვა­დე­ბე­ლი წამ­ლის და­ნიშ­ვნამ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მოს. კრუ­პის სინ­დრო­მი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხვე­ლის დროს კი წამ­ლის და­ლე­ვა უშე­დე­გო იქ­ნე­ბა, რად­გან ის ხორ­ხის შე­შუ­პე­ბა­ზე არ იმოქ­მე­დებს. ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ინიშ­ნე­ბა, თუ და­ა­ვა­დე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის დროს ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უშე­დე­გოა - ისი­ნი ვირუ­სებს ვერა, მაგ­რამ ნაწ­ლა­ვის ნორ­მა­ლურ მიკროფ­ლო­რას ანად­გუ­რე­ბენ, აქ­ვე­ი­თე­ბენ იმუ­ნი­ტეტს, რა­საც ხში­რი ავა­დო­ბა, კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყვე­ბა. მრა­ვა­ლი კვლე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ ან­ტი­ბი­ო­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა გარ­თუ­ლე­ბებს თა­ვი­დან ვერ აგ­ვა­ცი­ლებს, ამი­ტომ ისი­ნი მა­შინ უნდა და­ი­ნიშ­ნოს, როცა ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით გარ­თულ­დე­ბა.

- პა­ტა­რე­ბის სი­ჯან­სა­ღის­თვის რო­გო­რია ზამ­თრის კუ­რორ­ტე­ბის როლი, რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ და რა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- რო­დე­საც ზამ­თრის არ­და­დე­გებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ძი­რი­თა­დად, სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო მთი­ან კუ­რორ­ტს წარ­მო­ვიდ­გენთ ხოლ­მე, თუმ­ცა ზოგს ზა­ფხულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და სუ­ლაც სამ­ხრე­თის ქვეყ­ნებ­ში მზეს მი­ფი­ცხე­ბა ქვეყ­ნი­ე­რე­ბას ურ­ჩევ­ნია. ვინ თქვა, რომ არ­და­დე­გე­ბის მხი­ა­რუ­ლად გა­ტა­რე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა მხო­ლოდ ზა­ფხულ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი?! ზამ­თა­რიც მშვე­ნი­ერ შანსს გვთა­ვა­ზობს და­ვის­ვე­ნოთ და გა­ვა­კა­ჟოთ პა­ტა­რე­ბი. მით უმე­ტეს, რომ მთის კუ­რორ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად ასარ­ჩე­ვად გვაქვს. პირ­ველ რიგ­ში, უნდა შე­გახ­სე­ნოთ, კუ­რორ­ტებს რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად ვყოფთ. კლი­მა­ტურ კუ­რორ­ტებ­ზე მთა­ვა­რი სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რი ჰა­ვაა, ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორტზე - მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, კლი­მა­ტურ-ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორ­ტებ­ზე ორი­ვე ამ ფაქ­ტო­რით ზე­მოქ­მე­დე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხოლო ტა­ლა­ხის კუ­რორ­ტებ­ზე მთა­ვა­რი სამ­კურ­ნა­ლო ფაქ­ტო­რი ტა­ლა­ხია.

სა­ნამ კუ­რორ­ტს შე­არ­ჩევთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ექი­მის რჩე­ვა, რა ტი­პის ბუ­ნებ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა სჯობს თქვე­ნი პა­ტა­რის­თვის. ამ სა­კი­თხის გარ­კვე­ვის შემ­დეგ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ კუ­რორ­ტის მდე­ბა­რე­ო­ბა, რამ­დე­ნად კარ­გა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მისი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რამ­დე­ნად შორს მდე­ბა­რე­ობს უახ­ლო­ე­სი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან და რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე. გახ­სოვ­დეთ, ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე ტრავ­მე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თია, ამი­ტომ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შერ­ჩე­ულ კუ­რორ­ტს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის" - როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და როგორ ვუმკურნალოთ გრიპის ვირუსს

"ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის" - როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და როგორ ვუმკურნალოთ გრიპის ვირუსს

ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია. მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე სასარგებლო რჩევებს გვაძლევს იმის შესახებ, როგორ ვუმკურნალოთ სასუნთქი გზების ინფექციებს, როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ.

- შემოდგომის დადგომასთან ერთად სკოლისა და ბაღის გაცდენის მთავარი მიზეზი სასუნთქი გზების ინფექციებია. დახურულ სივრცეებში "ჩასაფრებული" ვირუსები აქტიურდებიან, ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით იოლად ვრცელდებიან და ხველის, ცხვირის ცემინების სეზონიც იხსნება. სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს ვირუსები იწვევენ. მათი რიცხვი 300-მდეა და წლის მანძილზე სხვადასხვა გამომწვევით დასნებოვნების შანსი საკმაოდ მაღალია. 300 ვირუსს 300 სხვადასხვა სახელი კი აქვს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და გართულებებიც მსგავსი აქვთ - ზედა სასუნთქი გზებიდან ინფექციამ ხორხს ქვევით თუ ჩაინაცვლა, ბრონქიტისა და ფილტვის ანთებამდე შორი აღარ არის.

- როგორ ვლინდება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები?

- პატარებში ის ხშირად ცხელებით იწყება, თუმცა შესაძლოა, ტემპერატურის მომატების გარეშეც ჩაიაროს. უმადობა, ჭირვეულობა, ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა - აი, ეს არის სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების მთავარი ნიშნები. მართალია, ამ ინფექციებს საერთო ნიშნები აქვთ, მაგრამ ზოგჯერ დაავადების სურათის მიხედვით მათი გამოცნობაც შეგვიძლია. თუ თქვენს პატარას მყეფავი ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა უვლინდება, დიდი ალბათობით დაავადება პარაგრიპის ვირუსითაა გამოწვეული. ბრონქების სპაზმის გამომწვევი რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია. დაავადება, რომელიც მაღალი ცხელებით, სახსრების, თავის, თვალბუდეების ტკივილით იწყება და შემდგომ ხველა ვლინდება, შესაძლოა გრიპის ვირუსით იყოს განპირობებული.

- როგორ ვუმკურნალოთ ასეთი სიმპტომების დროს პატარას?

- პირველ რიგში, შინ უნდა დატოვოთ. ბავშვის საბავშვო ბაღსა და სკოლაში გაშვება არ შეიძლება, ამით მასაც დაიცავთ გართულებისაგან, მის პატარა მეგობრებს კი - დასნებოვნებისაგან. მკურნალობის მთავარი პრინციპი თბილი სითხეების მიწოდებაა. შესთავაზეთ ყველაფერი, რაც მას მოსწონს: რძე, ჩაი, თბილი კომპოტი, წვნიანი კერძი. თუ პატარა ძუძუზე გყავთ, ძუძუ უფრო ხშირად უნდა მისცეთ. გაუზომეთ ტემპერატურა და თუ ის 38,5 გრადუსი და მეტია, სიცხის დაწევაზე იზრუნეთ. ამისთვის, პირველ რიგში, პარაცეტამოლი აირჩიეთ. სწორედ ამ პრეპარატს მიიჩნევენ ექიმები ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტად ცხელების მართვისთვის. გახსოვდეთ, რომ პარაცეტამოლის ორ დოზას შორის მინიმალური შუალედი 4 საათია. არ დაივიწყოთ სხეულის გაგრილების ფიზიკური მეთოდები - გახადეთ ბავშვს სამოსი, დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით, შეამშრალეთ და გრილად ჩააცვით. მთავარი, რაც უნდა იცოდეთ - სხეულის გაგრილება უნდა მოხდეს მაშინ, როცა პატარას მაღალი ცხელება აქვს. როცა მას ამცივნებს და სიცხე უწევს, დაზელა არ შეიძლება. ამ დროს პირიქით, აუცილებლად ჩაათბუნეთ.

- უნდა მივცეთ თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ხველის წამლები? და კიდევ, ინიშნება თუ არა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების დროს ანტიბიოტიკები?

- არა! ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღება უსაფრთხო არ არის. არც ისაა სწორი, ექიმს დისტანციურად სთხოვოთ ხველის წამლის დანიშვნა. ხველას მიზეზი და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი აქვს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პატარას ბრონქოსპაზმი აღენიშნება, ნახველის გამათხევადებელი წამლის დანიშვნამ შესაძლებელია, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. კრუპის სინდრომისათვის დამახასიათებელი ხველის დროს კი წამლის დალევა უშედეგო იქნება, რადგან ის ხორხის შეშუპებაზე არ იმოქმედებს. ანტიბიოტიკები ინიშნება, თუ დაავადება ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული. ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა აბსოლუტურად უშედეგოა - ისინი ვირუსებს ვერა, მაგრამ ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას ანადგურებენ, აქვეითებენ იმუნიტეტს, რასაც ხშირი ავადობა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები მოჰყვება. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ანტიბიოტიკის გამოყენება გართულებებს თავიდან ვერ აგვაცილებს, ამიტომ ისინი მაშინ უნდა დაინიშნოს, როცა ვირუსით გამოწვეული დაავადება ბაქტერიული ინფექციით გართულდება.

- პატარების სიჯანსაღისთვის როგორია ზამთრის კურორტების როლი, როგორ შევარჩიოთ და რა გავითვალისწინოთ?

- როდესაც ზამთრის არდადეგებზე ვსაუბრობთ, ძირითადად, სამთო-სათხილამურო მთიან კურორტს წარმოვიდგენთ ხოლმე, თუმცა ზოგს ზაფხულში დაბრუნება და სულაც სამხრეთის ქვეყნებში მზეს მიფიცხება ქვეყნიერებას ურჩევნია. ვინ თქვა, რომ არდადეგების მხიარულად გატარება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი?! ზამთარიც მშვენიერ შანსს გვთავაზობს დავისვენოთ და გავაკაჟოთ პატარები. მით უმეტეს, რომ მთის კურორტები საქართველოში ნამდვილად ასარჩევად გვაქვს. პირველ რიგში, უნდა შეგახსენოთ, კურორტებს რამდენიმე ჯგუფად ვყოფთ. კლიმატურ კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფაქტორი ჰავაა, ბალნეოლოგიურ კურორტზე - მინერალური წყალი, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტებზე ორივე ამ ფაქტორით ზემოქმედებაა შესაძლებელი, ხოლო ტალახის კურორტებზე მთავარი სამკურნალო ფაქტორი ტალახია.

სანამ კურორტს შეარჩევთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის რჩევა, რა ტიპის ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედება სჯობს თქვენი პატარისთვის. ამ საკითხის გარკვევის შემდეგ გაითვალისწინეთ კურორტის მდებარეობა, რამდენად კარგადაა განვითარებული მისი ინფრასტრუქტურა, რამდენად შორს მდებარეობს უახლოესი დასახლებული პუნქტიდან და რამდენად ხელმისაწვდომია კვალიფიციური გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე. გახსოვდეთ, ზამთრის კურორტებზე ტრავმები, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია, ამიტომ გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობა შერჩეულ კურორტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს...წაიკითხეთ სრულად

"ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, ფილტვებში გამოიწვია სისხლდენა" - ანიტა ფაცაციას მდგომარეობაზე ოჯახის ახლობლები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

დაპირისპირება ვარკეთილში, "ანას ბაღთან" - დაკავებულია 4 პირი

თელავში ფიცის დადების ცერემონიაზე წვევამდელმა შეყვარებულს ხელი სთხოვა - "იმდენად მოულოდნელი იყო ამდენ ხალხში... უზომოდ ბედნიერი ვარ"