საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს
10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბულ მშო­ბელს არ უნდა მისი შვი­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნოს. მარ­თა­ლია, მშობ­ლე­ბი შვი­ლებს იშ­ვი­ა­თად ურ­ჩე­ვენ, რომ მის პრო­ფე­სი­ას გაჰ­ყვნენ, მაგ­რამ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბის შვი­ლი მსა­ხი­ო­ბი ხდე­ბა, მომ­ღერ­ლის-მომ­ღე­რა­ლი და ექი­მის-ექი­მი. ხში­რად შვი­ლებს უჭირთ მშობ­ლე­ბის ჩრდი­ლი­დან გა­მოს­ვლა, მაგ­რამ არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. ამ­ჯე­რად გა­გაც­ნობთ ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის შვი­ლებს, რომ­ლებ­მაც მშობ­ლებ­ზე არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე

ნა­ნუ­კას მა­რი­ამს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძი­რი­თა­დად დე­დის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან იც­ნობ­და, შემ­დეგ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" სა­კუ­თა­რი რუბ­რი­კა ჰქონ­და, სა­დაც სა­ინ­ტე­რე­სო თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბო­და. თუმ­ცა სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­მი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­ში. გიგა მა­ქა­რაშ­ვილ­თან და რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვის­ტთან ერ­თად #სირ­ცხვი­ლი­ას ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ. ყვე­ლას ახ­სოვს ცნო­ბი­ლი კად­რი, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტთან გა­მარ­თულ აქ­ცია-პერ­ფორ­მანსზე მა­რი­ა­მი ცხვრით მი­ვი­და.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და ევა ბარ­ბა­ქა­ძე

შო­რე­ნა პო­პუ­ლა­რო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ხში­რად ჩნდე­ბო­და პა­ტა­რა ევას­თან ერ­თად. შე­გახ­სე­ნებთ სკან­დალს, რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბი არას­რულ­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად იმ ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე მი­ვი­და, სა­დაც თა­ვად თა­მა­შობ­და სექ­სის სცე­ნას. თუმ­ცა ევა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ სამი წლის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც გო­გო­ნა ფან­ჯრი­დან გად­მო­ვარ­და და მძი­მე ტრავ­მე­ბით სიკ­ვდილს ებ­რძო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ ევა გა­დარ­ჩა და ამ­ჯე­რად ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა­დი "ინფლუ­ენ­სე­რია" მო­დი­სა და სი­ლა­მა­ზის ბა­ზარ­ზე. ის ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­და­ღე­ბებ­ში.

ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი - ვატო ნაც­ვლიშ­ვი­ლი და თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი

მო­დე­ლი ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი­სა და კა­ლათ­ბურ­თელ ვატო ნაც­ვლიშ­ვი­ლის წყვი­ლი ალ­ბათ მხო­ლოდ ოც­ნე­ბა­ში წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მათი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მშობ­ლებ­ზე დიდ პო­პუ­ლა­რო­ბას მი­აღ­წევ­და. მო­დელ თაკო ნაც­ვლიშ­ვილს მსოფ­ლიო მო­დის ბა­ზარ­ზე უკვე იც­ნო­ბენ. თა­კომ ითა­ნამ­შრომ­ლა ისეთ ბრენ­დებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა "დოლ­ჩე და გა­ბა­ნა", "ვერ­სა­ჩე", "ელი სა­ა­ბი...". მო­დე­ლი ორი წე­ლია რაც "ვიქ­ტო­რია სიკ­რე­ტის" ყო­ველ­წლი­ურ შე­სარ­ჩევ ქას­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ობს.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია და ნინი ქარ­სე­ლა­ძე

ხა­თუ­ნა ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი პოპ-მომ­ღერ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში იყ­ვნენ. შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო არ ხდე­ბო­და, მო­სახ­ლე­ო­ბამ ყვე­ლა მომ­ღერ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ზე­პი­რად იცო­და. ხა­თუ­ნას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა მისი პა­ტა­რა გო­გო­ნაც - ნინი ქარ­სე­ლა­ძე, რომ­ლის დუ­ე­ტიც "ქუ­ჩის ბი­ჭებ­თან" პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ნი­ნიმ სიმ­ღე­რა გა­აგ­რძე­ლა, თუმ­ცა ბოლო დროს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი სიმ­პა­ტი­ე­ბით მო­ექ­ცა და არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში.

ეკა კა­ხი­ა­ნი - ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი

ეკამ წლე­ბის წინ მა­მას აჯო­ბა პო­პუ­ლა­რო­ბით და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის იმე­და კა­ხი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილ­ზე 90-იან წლებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ალა­პა­რაკ­და. მისი გმი­რი ლელა დე­კა­ნო­სი­ძე სე­რი­ა­ლი­დან „ძი­ლის წინ“, ერთ-ერთი გა­სარ­თო­ბი იყო, მში­ე­რი და ძი­რი­თა­დად სიბ­ნე­ლე­ში მყო­ფი ქვეყ­ნის­თვის. თუმ­ცა სცე­ნა­ზე მალე გა­მოჩ­ნდა ეკას ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და მალე ეკა ნი­ნის დე­დად იქცა. მარ­თა­ლია ლელა დე­კა­ნო­სი­ძეც მხო­ლოდ 90-იანი წლე­ბის თა­ო­ბას გვახ­სოვს, მაგ­რამ ეკა კა­ხი­ანს სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა არ შე­უ­წყვე­ტია და ასე­ვე ხში­რად არის და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის პრო­ექ­ტებ­ში. თუმ­ცა ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გარ­შე­მო არ­სე­ბულ­მა სკან­და­ლებ­მა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­მა დე­დის პო­პუ­ლა­რო­ბა მა­ინც გა­და­ფა­რა.

ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე-გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი - ნა­ნუ­კა და ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლე­ბი

ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში დიდი ხნის მან­ძილ­ზე იყ­ვნენ. ბავ­შვე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი "გო­გი­ჩა" ტე­ლე­შო­უ­ე­ბის საყ­ვა­რე­ლი სტუ­მა­რი გახ­ლდათ. ამა­სო­ბა­ში შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ. ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მას იღებ­დნენ ფო­ტო­სე­სი­ებ­ში და იყო დი­ლის გა­და­ცე­მის ჟურ­ნა­ლის­ტიც. ახ­ლა­ხანს გა­თხოვ­და მი­ლი­ო­ნერ ნიკა ნა­ყო­ფი­ა­ზე და ერთ-ერთ ტე­ლე­შო­უ­ში მე­უღ­ლის ბიზ­ნე­სის სა­ხეა. მისი და ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი კი "მის სა­ქარ­თვე­ლო 2019" გახ­და და ამ სტა­ტუ­სით "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სშიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თუმ­ცა, ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე პრი­ზის გა­რე­შე დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი

რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შოკი იყო ქარ­თვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის სა­ხი­სა და იდე­ა­ლუ­რი დი­ა­სახ­ლი­სის, მომ­ღე­რალ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძი­სა და მსა­ხი­ობ გია რო­ი­ნიშ­ვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­რი­ე­რა­ში ორი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­დი­ა­ში მხო­ლოდ იმა­ზე იწე­რე­ბო­და, თუ რა­ტომ და­შორ­და წყვი­ლი. შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და დღეს მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლია, ვაჟი-კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი კი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი.

მაია ჯა­ბუა და ლიზა ყე­ნია

"მზი­უ­რის ბავ­შვე­ბის" ერთ-ერ­თმა პო­პუ­ლა­რულ­მა ბავ­შვმა ცხოვ­რე­ბა ზრდას­რულ ასაკ­შიც სიმ­ღე­რას და­უ­კავ­ში­რა. მაია ჯა­ბუა ყო­ველ­თვის სცე­ნა­ზე იდგა და აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავ­და. ერთ დღეს, ერთ-ერთ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში სცე­ნა­ზე დად­გა მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც - ლიზა ყე­ნია. ლი­ზას თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი პო­პუ­ლა­რო­ბა მხო­ლოდ მის ვო­კალს არ გა­მო­უწ­ვე­ვია, გა­რეგ­ნო­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ფო­ტო­სე­სი­ე­ბი, გა­მორ­ჩე­უ­ლი "ლავ­სთო­რე­ბი", მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა.

თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი - ნუცა და რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლე­ბი

მსა­ხი­ო­ბი თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი ენერ­გი­ას არა­სო­დეს უჩი­ო­და და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი გახ­ლდათ, სა­დაც დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ყვე­ბო­და ყო­ველ დი­ლას ცო­ცხით, რო­გორ გვი­და მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზოს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი იუ­მო­რის გრძნო­ბი­თაც გახ­და, მისი სტუმ­რო­ბა გა­და­ცე­მებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღემ­დე ძა­ლი­ან უყ­ვარს. თა­მა­რის ორი­ვე შვილ­მა დე­დის გზა აირ­ჩი­ეს და მსა­ხი­ო­ბე­ბი გახ­დნენ. რუს­კა და ნინი მა­ყაშ­ვი­ლე­ბიც არა­ერ­თხელ მო­ექ­ცნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გამო, რაც ცხა­დია ნე­ბის­მი­ე­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის პო­პუ­ლა­რო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზრდის.

ეკა მიშ­ვე­ლა­ძე და მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი

ეკა მიშ­ვე­ლა­ძე წლე­ბია, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ის ჟურ­ნა­ლის­ტია, თუმ­ცა ბოლო დროს ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რა, ამის მი­ზე­ზი კი გა­თხო­ვე­ბა გახ­და. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან" სწო­რედ იმ მი­ზე­ზით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რომ პო­ლი­ტი­კოს ბუკა პეტ­რი­აშ­ვილს გაჰ­ყვა ცო­ლად. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­მოჩ­ნდა ერთ-ერთ მუ­სი­კა­ლურ შო­უ­ში მისი ერთ-ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სიმ­ღე­რით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ხიბ­ლა. მა­კომ კა­რი­ე­რა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­აგ­რძე­ლა და "რუს­თა­ვი 2"-ზე ჯერ ღა­მის გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და და ახლა კი "დი­ლის ეთე­რის" წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტია.

!!!
6

ყალბი ადამიანები ყალბი ფასეულობებით! რატომ? თავად განსაჯეთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

ალბათ იშვიათია შემთხვევა, როდესაც წარმატებულ მშობელს არ უნდა მისი შვილიც საზოგადოებამ გაიცნოს. მართალია, მშობლები შვილებს იშვიათად ურჩევენ, რომ მის პროფესიას გაჰყვნენ, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მსახიობის შვილი მსახიობი ხდება, მომღერლის-მომღერალი და ექიმის-ექიმი. ხშირად შვილებს უჭირთ მშობლების ჩრდილიდან გამოსვლა, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. ამჯერად გაგაცნობთ ქართველი ვარსკვლავების შვილებს, რომლებმაც მშობლებზე არანაკლებ წარმატებას მიაღწიეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე

ნანუკას მარიამს საზოგადოება ძირითადად დედის ინტერვიუებიდან იცნობდა, შემდეგ "ნანუკას შოუში" საკუთარი რუბრიკა ჰქონდა, სადაც საინტერესო თინეიჯერების შესახებ გვიყვებოდა. თუმცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შემდეგ მარიამი აქტიურად ჩაერთო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. გიგა მაქარაშვილთან და რამდენიმე აქტივისტთან ერთად #სირცხვილიას ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ. ყველას ახსოვს ცნობილი კადრი, სადაც პარლამენტთან გამართულ აქცია-პერფორმანსზე მარიამი ცხვრით მივიდა.

შორენა ბეგაშვილი და ევა ბარბაქაძე

შორენა პოპულარობის პირველივე დღეებიდან ხშირად ჩნდებოდა პატარა ევასთან ერთად. შეგახსენებთ სკანდალს, როდესაც მსახიობი არასრულწლოვან შვილთან ერთად იმ ფილმის პრემიერაზე მივიდა, სადაც თავად თამაშობდა სექსის სცენას. თუმცა ევა მთელმა საქართველომ სამი წლის წინ გაიცნო, როდესაც გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდა და მძიმე ტრავმებით სიკვდილს ებრძოდა. საბედნიეროდ ევა გადარჩა და ამჯერად ერთ-ერთი მოთხოვნადი "ინფლუენსერია" მოდისა და სილამაზის ბაზარზე. ის ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის გადაღებებში.

ნინო ცქიტიშვილი - ვატო ნაცვლიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი

მოდელი ნინო ცქიტიშვილისა და კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილის წყვილი ალბათ მხოლოდ ოცნებაში წარმოიდგენდა, რომ მათი უფროსი ქალიშვილი მშობლებზე დიდ პოპულარობას მიაღწევდა. მოდელ თაკო ნაცვლიშვილს მსოფლიო მოდის ბაზარზე უკვე იცნობენ. თაკომ ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა "დოლჩე და გაბანა", "ვერსაჩე", "ელი სააბი...". მოდელი ორი წელია რაც "ვიქტორია სიკრეტის" ყოველწლიურ შესარჩევ ქასტინგში მონაწილეობს.

ხათუნა ჟორდანია და ნინი ქარსელაძე

ხათუნა ქართულ შოუ-ბიზნესში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ქართველი პოპ-მომღერლები პოპულარობის პიკში იყვნენ. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც ქვეყანაში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, მოსახლეობამ ყველა მომღერლის სახელი და გვარი ზეპირად იცოდა. ხათუნასთან ერთად გამოჩნდა მისი პატარა გოგონაც - ნინი ქარსელაძე, რომლის დუეტიც "ქუჩის ბიჭებთან" პოპულარული გახდა. ნინიმ სიმღერა გააგრძელა, თუმცა ბოლო დროს ყურადღების ცენტრში პოლიტიკური მოვლენების შეფასებითა და სხვადასხვა პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული სიმპატიებით მოექცა და არაერთხელ გაეხვა სკანდალში.

ეკა კახიანი - ნინი ბადურაშვილი

ეკამ წლების წინ მამას აჯობა პოპულარობით და ცნობილი მსახიობის იმედა კახიანის ქალიშვილზე 90-იან წლებში მთელი საქართველო ალაპარაკდა. მისი გმირი ლელა დეკანოსიძე სერიალიდან „ძილის წინ“, ერთ-ერთი გასართობი იყო, მშიერი და ძირითადად სიბნელეში მყოფი ქვეყნისთვის. თუმცა სცენაზე მალე გამოჩნდა ეკას ქალიშვილი ნინი ბადურაშვილი და მალე ეკა ნინის დედად იქცა. მართალია ლელა დეკანოსიძეც მხოლოდ 90-იანი წლების თაობას გვახსოვს, მაგრამ ეკა კახიანს სამსახიობო კარიერა არ შეუწყვეტია და ასევე ხშირად არის დაკავებული სხვადასხვა ტიპის პროექტებში. თუმცა ნინი ბადურაშვილის გარშემო არსებულმა სკანდალებმა და პირადი ცხოვრების დეტალებმა დედის პოპულარობა მაინც გადაფარა.

ნათია ბანძელაძე-გიორგი გოგიჩაიშვილი - ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები

ჟურნალისტისა და მსახიობის ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში დიდი ხნის მანძილზე იყვნენ. ბავშვებისთვის საყვარელი "გოგიჩა" ტელეშოუების საყვარელი სტუმარი გახლდათ. ამასობაში შვილები გაიზარდნენ. ნანუკა გოგიჩაიშვილი სხვადასხვა სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა, მას იღებდნენ ფოტოსესიებში და იყო დილის გადაცემის ჟურნალისტიც. ახლახანს გათხოვდა მილიონერ ნიკა ნაყოფიაზე და ერთ-ერთ ტელეშოუში მეუღლის ბიზნესის სახეა. მისი და ნინი გოგიჩაიშვილი კი "მის საქართველო 2019" გახდა და ამ სტატუსით "მის მსოფლიოს" კონკურსშიც მონაწილეობდა. თუმცა, ქართველი მონაწილე პრიზის გარეშე დაბრუნდა სამშობლოში.

თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი

რამდენიმე წლის წინ საზოგადოებისთვის შოკი იყო ქართველი წარმატებული ქალის სახისა და იდეალური დიასახლისის, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის განქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ კარიერაში ორივე წარმატებული იყო, წლების მანძილზე მედიაში მხოლოდ იმაზე იწერებოდა, თუ რატომ დაშორდა წყვილი. შვილები გაიზარდნენ და დღეს მარიამ როინიშვილი წარმატებული მომღერალია, ვაჟი-კოკო როინიშვილი კი თეატრის მსახიობი.

მაია ჯაბუა და ლიზა ყენია

"მზიურის ბავშვების" ერთ-ერთმა პოპულარულმა ბავშვმა ცხოვრება ზრდასრულ ასაკშიც სიმღერას დაუკავშირა. მაია ჯაბუა ყოველთვის სცენაზე იდგა და აქტუალურობას არ კარგავდა. ერთ დღეს, ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში სცენაზე დადგა მისი ქალიშვილიც - ლიზა ყენია. ლიზას თავბრუდამხვევი პოპულარობა მხოლოდ მის ვოკალს არ გამოუწვევია, გარეგნობა, სექსუალური ფოტოსესიები, გამორჩეული "ლავსთორები", მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

თამარ მაყაშვილი - ნუცა და რუსკა მაყაშვილები

მსახიობი თამარ მაყაშვილი ენერგიას არასოდეს უჩიოდა და სატელევიზიო გადაცემების ხშირი სტუმარი გახლდათ, სადაც დიდი ენთუზიაზმით ყვებოდა ყოველ დილას ცოცხით, როგორ გვიდა მისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს. წარმატებული მსახიობი პოპულარული გამორჩეული იუმორის გრძნობითაც გახდა, მისი სტუმრობა გადაცემებში საზოგადოებას დღემდე ძალიან უყვარს. თამარის ორივე შვილმა დედის გზა აირჩიეს და მსახიობები გახდნენ. რუსკა და ნინი მაყაშვილებიც არაერთხელ მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირადი ცხოვრების გამო, რაც ცხადია ნებისმიერი ცნობილი ადამიანის პოპულარობას განსაკუთრებულად ზრდის.

ეკა მიშველაძე და მაკო კვიტაიშვილი

ეკა მიშველაძე წლებია, რაც ტელევიზიის ჟურნალისტია, თუმცა ბოლო დროს ეკრანებიდან გაქრა, ამის მიზეზი კი გათხოვება გახდა. "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" სწორედ იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ პოლიტიკოს ბუკა პეტრიაშვილს გაჰყვა ცოლად. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში მისი ერთ-ერთი ქალიშვილი მაკო კვიტაიშვილი, რომელმაც სიმღერით უამრავი ადამიანი მოხიბლა. მაკომ კარიერა ტელევიზიაში გააგრძელა და "რუსთავი 2"-ზე ჯერ ღამის გადაცემა მიჰყავდა და ახლა კი "დილის ეთერის" წამყვანი ჟურნალისტია.

"ლილოს ჩანთების" ახალი სიცოცხლე და მაღალ მოდაში გადმოტანილი მტკივნეული წარსული - "ტვირთთან ერთად ჩვენს კულტურას და მოგონებებს ატარებს"

ბრედ პიტის ამაღელვებელი საქციელი - ჰოლივუდის ვარსკვლავმა მანქანიდან საკვებით სავსე ყუთები თავად ჩამოტვირთა და გაჭირვებულებს საკუთარი ხელით დაურიგა

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ავარიაში მოყვა