პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს
სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სკან­დალ­მა მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. პრინ­ცი ჰარი და მე­გან მარ­კლი უარს ამ­ბო­ბენ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­ზე და ყვე­ლა­ნა­ირ პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე. წყვილს სურს იმუ­შა­ოს და ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვოს. მე­გა­ნი­სა და ჰა­რის გან­ცხა­დე­ბით, დრო­ის ნა­წილს ბრი­ტა­ნეთ­ში, ნა­წილს კი, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში გა­ა­ტა­რე­ბენ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრინ­ცი­სა და მისი ცო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა. დიდ ბრი­ტა­ნელ­თა უმე­ტე­სო­ბა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია ისე­ვე, რო­გორც გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­მე­ფო ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი. ადა­მი­ან­თა დიდი ნა­წი­ლი თვლის, რომ მე­გა­ნი ქმრით მა­ნი­პუ­ლი­რებს. BBC-ის ცნო­ბით, მა­დამ ტუსოს მუ­ზე­უმ­ში უკვე აი­ღეს მე­გა­ნი­სა და ჰა­რის ცვი­ლის ქან­და­კე­ბე­ბი.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი უარს ამ­ბო­ბენ სტა­ტუს­ზე. მი­ზე­ზი კი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სიყ­ვა­რუ­ლია. დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს კარ­გად ახ­სოვს მეფე ედ­ვარდ VIII, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის გამო მე­ფო­ბა­ზე თქვა უარი. ეს აქამ­დე ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი იყო.

Ambebi.ge მო­გიყ­ვე­ბათ სა­მე­ფო წყვი­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს, რომ­ლებ­მაც სტა­ტუ­სი სიყ­ვა­რუ­ლის გამო დათ­მეს:

ედუ­არდ VIII და უო­ლის სიმფსო­ნი

წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო, სა­მე­ფო ოჯა­ხის­თვის ედუ­არ­დის საყ­ვა­რე­ლი ქალი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. უო­ლი­სის დედა შეყ­ვა­რე­ბულ­მა ორ­სუ­ლო­ბის დროს მი­ა­ტო­ვა. ის უკა­ნო­ნო შვი­ლი იყო. გარ­და ამი­სა, უინ­ძორ­თა დი­ნას­ტი­ას არ მოს­წონ­და უო­ლის სიმფსო­ნის წარ­სუ­ლი. ამ­ბობ­დნენ, რომ მას ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და, რომ ჩი­ნეთ­ში, სა­როს­კი­პო­შიც კი მუ­შა­ობ­და.

მო­მა­ვალ­მა მე­ფემ სიმფსო­ნი 1934 წელს გა­იც­ნო. ქალს პრინ­ცის საყ­ვარ­ლო­ბა ძა­ლი­ან ხიბ­ლავ­და, თუმ­ცა მას­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას არ გეგ­მავ­და, თა­ვად ედუ­არდს კი, ქალი თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და და ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებ­და.

ედუ­არ­დი სა­მე­ფო ტახ­ტზე 42 წლის ასაკ­ში ავი­და. მა­შინ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო. სა­მე­ფო ოჯახ­მა მე­ფის სა­ცო­ლედ შე­სა­ბა­მი­სი ქა­ლის ძებ­ნა და­ი­წყო, თუმ­ცა მე­ფეს უო­ლი­სის გარ­და სხვა ქა­ლის შერ­თვა არ სურ­და. "იგი ედუ­არდს იმ სექ­სუ­ა­ლუ­რი აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბით აგი­ჟებს, რო­მე­ლიც ჩი­ნურ სა­როს­კი­პო­ში შე­ის­წავ­ლა“ - ამ­ბობ­დნენ სა­მე­ფო კა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

1936 წლის 10 დე­კემ­ბერს ედუ­არდ VIII-მ სა­მე­ფო გვირ­გვინ­ზე უარი თქვა, რის შემ­დე­გაც საყ­ვა­რელ ქალ­ზე და­ქორ­წინ­და. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ცოლ-ქმა­რი ბუ­ლო­ნის ტყეს­თან მდე­ბა­რე პა­ტა­რა ბი­ნა­ში და­სახ­ლდა, სა­დაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მშვი­დად და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­დნენ.

ტა­ი­ლან­დის პრინ­ცე­სა უბოლ­რა­ტა­ნამ უარი თქვა თა­ვის ტი­ტულ­ზე სიყ­ვა­რუ­ლის გამო

პრინ­ცე­სას შე­უყ­ვარ­და კაცი, რო­მე­ლიც არის­ტოკ­რა­ტი­ულ წრეს არ ეკუთ­ვნო­და, ამე­რი­კე­ლი პი­ტერ ჯენ­სე­ნი. მის გამო სა­მე­ფო სტა­ტუს­ზე უარი თქვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და.

სამ­წუ­ხა­როდ, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და - 2001 წელს ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და პრინ­ცე­სა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და, თუმ­ცა გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ოჯახ­მა უბოლ­რა­ტა­ნას პრინ­ცე­სას სტა­ტუ­სი აღარ და­უბ­რუ­ნა და ოჯა­ხის წევ­რებ­თან დღემ­დე და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.

ტა­ი­ლან­დში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ყო­ფილ­მა პრინ­ცე­სამ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ი­წყო. 2019 წელს პო­ლი­ტი­კო­სო­ბაც სცა­და, თუმ­ცა ოჯა­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ძმა, მეფე მაჰა ყვე­ლა­ფერ­ში ხელს უშ­ლის და მისი პო­ლი­ტი­კო­სო­ბა ამ მი­ზე­ზით წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

პრინ­ცი ფი­ლი­პი და დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი

ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­საძ­ლოა, უც­ნა­უ­რად გეჩ­ვე­ნე­ბათ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად პრინცმა ფი­ლიპ­მა დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის გამო და­ნი­ის სა­მე­ფო ოჯახ­ში თა­ვი­სი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი დათ­მო.

იმის­თვის, რომ დე­დო­ფალ ელი­სა­ბედ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი­ყო, უარი თქვა თა­ვის სა­მე­ფო სტა­ტუს­ზე, რო­მე­ლიც მას და­ნი­ის სა­მე­ფომ მი­ა­ნი­ჭა.

ფი­ლი­პი და­ნი­ის სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლდათ. ელი­სა­ბედ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი, მან და­კარ­გა ყვე­ლა­ნა­ი­რი სტა­ტუ­სი, თუმ­ცა სა­ნაც­ვლოდ ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
5

როგორც ამბობენ,მეფე ედვარდი ფაშისტების მიმართ სიმპატიას გამოხატავდა და ამიტომ ჩამოალაბორანტეს.თუმცა ოფიციალური ვერსია ორჯერ განათხოვარი სიმპსონი იყო.

მანანა
6

მონარქიამ დრო მოჭამა. ჩვენთან კი ახლა მოინდომეს აღდგენა. ლოგიკურია, რომ არაფერი გამოვიდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს

სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალმა მსოფლიო აალაპარაკა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უარს ამბობენ სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე და ყველანაირ პრივილეგიებზე. წყვილს სურს იმუშაოს და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. მეგანისა და ჰარის განცხადებით, დროის ნაწილს ბრიტანეთში, ნაწილს კი, ჩრდილოეთ ამერიკაში გაატარებენ.

საზოგადოებაში პრინცისა და მისი ცოლის გადაწყვეტილებას განხილვა მოჰყვა. დიდ ბრიტანელთა უმეტესობა განაწყენებულია ისევე, როგორც განაწყენებულები არიან სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ადამიანთა დიდი ნაწილი თვლის, რომ მეგანი ქმრით მანიპულირებს. BBC-ის ცნობით, მადამ ტუსოს მუზეუმში უკვე აიღეს მეგანისა და ჰარის ცვილის ქანდაკებები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამეფო ოჯახის წევრები უარს ამბობენ სტატუსზე. მიზეზი კი, უმეტეს შემთხვევაში სიყვარულია. დიდ ბრიტანეთსა და დანარჩენ მსოფლიოს კარგად ახსოვს მეფე ედვარდ VIII, რომელმაც საყვარელი ქალის გამო მეფობაზე თქვა უარი. ეს აქამდე ყველაზე გახმაურებული ამბავი იყო.

Ambebi.ge მოგიყვებათ სამეფო წყვილების ისტორიებს, რომლებმაც სტატუსი სიყვარულის გამო დათმეს:

ედუარდ VIII და უოლის სიმფსონი

წარმომავლობისა და ცხოვრების წესის გამო, სამეფო ოჯახისთვის ედუარდის საყვარელი ქალი მიუღებელი იყო. უოლისის დედა შეყვარებულმა ორსულობის დროს მიატოვა. ის უკანონო შვილი იყო. გარდა ამისა, უინძორთა დინასტიას არ მოსწონდა უოლის სიმფსონის წარსული. ამბობდნენ, რომ მას ბევრი საყვარელი ჰყავდა, რომ ჩინეთში, საროსკიპოშიც კი მუშაობდა.

მომავალმა მეფემ სიმფსონი 1934 წელს გაიცნო. ქალს პრინცის საყვარლობა ძალიან ხიბლავდა, თუმცა მასთან სერიოზულ ურთიერთობას არ გეგმავდა, თავად ედუარდს კი, ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა და ურთიერთობას სერიოზულად უყურებდა.

ედუარდი სამეფო ტახტზე 42 წლის ასაკში ავიდა. მაშინ დაქორწინებული არ იყო. სამეფო ოჯახმა მეფის საცოლედ შესაბამისი ქალის ძებნა დაიწყო, თუმცა მეფეს უოლისის გარდა სხვა ქალის შერთვა არ სურდა. "იგი ედუარდს იმ სექსუალური აღვირახსნილობით აგიჟებს, რომელიც ჩინურ საროსკიპოში შეისწავლა“ - ამბობდნენ სამეფო კარის წარმომადგენლები.

1936 წლის 10 დეკემბერს ედუარდ VIII-მ სამეფო გვირგვინზე უარი თქვა, რის შემდეგაც საყვარელ ქალზე დაქორწინდა. მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ბულონის ტყესთან მდებარე პატარა ბინაში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

ტაილანდის პრინცესა უბოლრატანამ უარი თქვა თავის ტიტულზე სიყვარულის გამო

პრინცესას შეუყვარდა კაცი, რომელიც არისტოკრატიულ წრეს არ ეკუთვნოდა, ამერიკელი პიტერ ჯენსენი. მის გამო სამეფო სტატუსზე უარი თქვა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

სამწუხაროდ, მათი ურთიერთობა დასრულდა - 2001 წელს ერთმანეთს დაშორდნენ და პრინცესა სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა განაწყენებულმა ოჯახმა უბოლრატანას პრინცესას სტატუსი აღარ დაუბრუნა და ოჯახის წევრებთან დღემდე დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ტაილანდში დაბრუნებულმა ყოფილმა პრინცესამ სამსახიობო კარიერა დაიწყო. 2019 წელს პოლიტიკოსობაც სცადა, თუმცა ოჯახი, განსაკუთრებით კი ძმა, მეფე მაჰა ყველაფერში ხელს უშლის და მისი პოლიტიკოსობა ამ მიზეზით წარუმატებელი აღმოჩნდა.

პრინცი ფილიპი და დედოფალი ელისაბედი

ამ ჩამონათვალში შესაძლოა, უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ რეალურად პრინცმა ფილიპმა დედოფალ ელისაბედის გამო დანიის სამეფო ოჯახში თავისი პრივილეგიები დათმო.

იმისთვის, რომ დედოფალ ელისაბედზე დაქორწინებულიყო, უარი თქვა თავის სამეფო სტატუსზე, რომელიც მას დანიის სამეფომ მიანიჭა.

ფილიპი დანიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ. ელისაბედზე დაქორწინების შემდეგ კი, მან დაკარგა ყველანაირი სტატუსი, თუმცა სანაცვლოდ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის ტიტული მიიღო.

"ისე მიყვარხარ, რომ ყველაფერი მოგეცი..." - კობი ბრაიანტის ემოციური წერილი კალათბურთს, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

მაღალ მთაში -20 გრადუსია მოსალოდნელი, გაძლიერდება ქარი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

25 იანვარს ჩინური ახალი წელი დგება - როგორ უნდა შეხვდეთ მას და რა უნდა გააკეთოთ 15 დღის განმავლობაში, რომ ბედნიერება დაიბედოთ