სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემმა ხელი ჰკრა და შეაგინა... არ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი" - მარტვილში 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
"დედაჩემმა ხელი ჰკრა და შეაგინა... არ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი" - მარტვილში 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მარ­ტვი­ლის სო­ფელ ტა­ლერ­ში, 7 იან­ვარს 39 წლის მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ჯე­მალ მა­ლა­ნი­ას, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მის­თვის აღ­კვე­თის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას პრო­კუ­რა­ტუ­რა ითხოვ­და.

პრო­კუ­რო­რის ლე­ვან ფი­ფი­ას გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა და მის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ფი­ფი­ამ მი­მალ­ვის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ებ­ზე ისა­უბ­რა.

თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი ბრალს აღი­ა­რებს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა და ის თავს იცავ­და.

"შო­ბის ღა­მეს მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან. ორნი იყ­ვნენ. გარ­დაც­ვლილ­მა და­ლია 4-5 ჭიქა, რის შემ­დე­გაც და­ი­წყო ჩემი ოჯა­ხის საქ­მის გარ­ჩე­ვა, რა­ტომ ცხოვ­რობ სა­ზღვარ­გა­რეთ, რო­დე­საც შენი ცოლი აქ მარ­ტო წვა­ლობ­სო. ამა­ზე წავ­კინ­კლავ­დით, მერე წა­ვიდ­ნენ. ცო­ტა­ხან­ში ეს დაბ­რუნ­და მარ­ტო. დე­და­ჩემ­მა უთხრა, წადი აწი შვი­ლო სახ­ლშიო, რა დრო­საც ხელი ჰკრა და შე­ა­გი­ნა მო­ხუცს. მერე მე და­მი­ძა­ხა, მოდი აქო და მეც მა­გი­ნა. გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა რა ავი­ღე ხელ­ში, არც მახ­სოვს. შე­ში­ნე­ბა მინ­დო­და. წადი, თო­რემ მოგ­კლავ მეთ­ქი, რა დრო­საც ყელ­ში მწვდა, და­ვარ­ტყი მაგ­რამ არ მახ­სოვს რამ­დენ­ჯერ და სად", - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლი.

დაც­ვის მხა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ითხოვ­და. მარ­ტვილ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 7 იან­ვარს 1961 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ნ. და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გია
1

თუ ეს სიმართლეა სადაა აქ განზრახ მკვლელობა?

 

ავტორი:

"დედაჩემმა ხელი ჰკრა და შეაგინა... არ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი" - მარტვილში 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

"დედაჩემმა ხელი ჰკრა და შეაგინა... არ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი" - მარტვილში 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მარტვილის სოფელ ტალერში, 7 იანვარს 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ჯემალ მალანიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა.

პროკურორის ლევან ფიფიას განმარტებით, ბრალდებულმა სამზარეულოს დანის გამოყენებით განზრახ მკვლელობა ჩაიდინა და მის მიმართ პატიმრობის გამოყენება აუცილებელია. ფიფიამ მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე ისაუბრა.

თავად დაკავებული ბრალს აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ განზრახ მკვლელობა არ ყოფილა და ის თავს იცავდა.

"შობის ღამეს მოვიდნენ ჩემთან. ორნი იყვნენ. გარდაცვლილმა დალია 4-5 ჭიქა, რის შემდეგაც დაიწყო ჩემი ოჯახის საქმის გარჩევა, რატომ ცხოვრობ საზღვარგარეთ, როდესაც შენი ცოლი აქ მარტო წვალობსო. ამაზე წავკინკლავდით, მერე წავიდნენ. ცოტახანში ეს დაბრუნდა მარტო. დედაჩემმა უთხრა, წადი აწი შვილო სახლშიო, რა დროსაც ხელი ჰკრა და შეაგინა მოხუცს. მერე მე დამიძახა, მოდი აქო და მეც მაგინა. განერვიულებულმა რა ავიღე ხელში, არც მახსოვს. შეშინება მინდოდა. წადი, თორემ მოგკლავ მეთქი, რა დროსაც ყელში მწვდა, დავარტყი მაგრამ არ მახსოვს რამდენჯერ და სად", - ამბობს დაკავებული.

დაცვის მხარე, ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას 10 000 ლარის ოდენობით ითხოვდა. მარტვილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 7 იანვარს 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ. დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამიგიჟა ბავშვები, გვიყვარხარო მწერენ..." - რა თქვა პროცესზე ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა სასულიერო პირმა

სასულიერო პირი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, თავს დამნაშავედ არ სცნობს

სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა