საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე
ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ ერაყ­ში მოკ­ლუ­ლი ირა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნი, CNN-ის ცნო­ბით, ირან­ში გმი­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, ხოლო ამე­რი­კა­ში მას "ცივ­სის­ხლი­ან მკვლელს“ უწო­დე­ბენ.

გე­ნე­რა­ლი 3 იან­ვარს მოკ­ლეს, ხოლო 8 იან­ვარს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ქერ­მან­ში დაკ­რძა­ლეს.

ყა­სე­მის ოჯახ­ზე ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, რად­გა­ნაც ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, არ გა­მოჩ­დნენ კა­მე­რე­ბის წინ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ინარ­ჩუ­ნე­ბენ პი­რად სივ­რცეს. მაგ­რამ მე­დი­ა­ში მა­ინც ვრცელ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სო­ლე­ი­მა­ნის ოჯა­ხი­დან მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ზე­ი­ნა­ბია, რო­მე­ლიც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­სა და მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბას არ ერი­დე­ბა.

ზე­ი­ნებ სო­ლე­ი­მა­ნი

მან მთელს მსოფ­ლი­ოს და­ა­მახ­სოვ­რა თავი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით. "შეშ­ლი­ლო ტრამ­პო, არ იფიქ­რო, რომ მა­მა­ჩე­მის სიკ­ვდი­ლით ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა", - ცი­ტი­რებს the Sun სო­ლე­ი­მა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის სი­ტყვებს.

რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, ზე­ი­ნა­ბი ადრე რამ­დენ­ჯერ­მე შე­ნიშ­ნეს "ჰეზ­ბო­ლას“ ყო­ფი­ლი ლი­დე­რის, იმად მუღ­ნი­ეს ქა­ლიშ­ვილ­თან, ფა­ტი­მა მუღ­ნი­ეს­თან ერ­თად.

გე­ნე­რა­ლი ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნი ფერ­მე­რის შვი­ლი იყო - ის ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ხოლო შემ­დეგ, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ ტე­რო­რის­ტებ­თან კავ­შირ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სო­ლე­ი­მა­ნი, ირა­ნის პა­ტა­რა ქა­ლაქ ქერ­მა­ნი­დან იყო. ამე­რი­კის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ცნო­ბით, ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნი სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლეთ ირა­ნის მთი­ან ნა­წილ­ში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს ავ­ღა­ნე­თის სა­ზღვარ­თან. ამ მხა­რე­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ტო­მის წე­სე­ბით ცხოვ­რობ­დნენ. ყა­სე­მის მშობ­ლე­ბი ჰა­სან და ფა­ტი­მა სო­ლე­ი­მა­ნე­ბი იყ­ვნენ. დედა წლე­ბის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

ყა­სე­მი სამ­ხედ­რო საქ­მი­ა­ნო­ბით ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, 1979 წლი­დან და­კავ­და.

წე­რი­ლი და ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი ცოლს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ში“ და ასე­ვე ირა­ნულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ვრცელ­დე­ბა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც თით­ქოს ყა­სემ­მა ერთი წლის წინ და­წე­რა და ცოლს და­უ­ტო­ვა, თუმ­ცა წე­რი­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

წე­რი­ლი შემ­დე­გი ში­ნა­არ­სი­საა:

"ჩემო ცოლო, მინ­და დამ­კრძა­ლონ ქერ­მან­ში, მაჰ­მუდ­მა იცის სა­დაც. მინ­და, ჩემი საფ­ლა­ვი მე­გობ­რე­ბის გვერ­დით იყოს. საფ­ლავ­ზე და­ა­წე­რეთ - ჯა­რის­კა­ცი ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნი, სხვა ფრა­ზე­ბი სა­ჭი­რო არ არის“, - ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში.

ყა­სე­მის ცოლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე არ ჩნდე­ბა. მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნი ხუთი შვი­ლის მამა იყო - ორი ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და სამი ვა­ჟის. თუმ­ცა, მათ შე­სა­ხებ სხვა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. კა­მე­რე­ბის წინ, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, მხო­ლოდ მისი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ზე­ი­ნა­ბი აკე­თებს გან­ცხა­დე­ბებს, თუმ­ცა ირა­ნულ­მა მე­დი­ამ სო­ლე­ი­მა­ნის ვა­ჟე­ბის ფო­ტო­ე­ბიც გა­ავ­რცე­ლა, რო­მე­ლიც მა­მის გლო­ვის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის ვა­ჟე­ბი მა­მას გლო­ვო­ბენ
ყა­სიმ სო­ლე­ი­მა­ნის ოჯა­ხის წევ­რე­ბი

CNN წერს, რომ სო­ლე­ი­მან­მა დიდი როლი ითა­მა­შა ირა­ნის, რო­გორც გავ­ლე­ნი­ა­ნი ქვეყ­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი რო­ლი­სა და გავ­ლე­ნე­ბის გაზ­რდა­ში.

"ირა­ნის ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლი“ - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ გარ­დაც­ვლილ გე­ნე­რალს.

პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ლე­ი­მა­ნი და მისი ჯა­რის­კა­ცე­ბი ათა­სო­ბით ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცის სიკ­ვდილ­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი თვლი­ან, რომ ერა­ყის ომის დროს ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცი­ა­ლუ­რად დამ­ზა­დე­ბულ ბომ­ბებ­სა და სხვა საბ­რძო­ლო მა­სა­ლას ISIS-ის მებ­რძო­ლებს სო­ლე­ი­მა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აწ­ვდიდ­ნენ. სა­უ­ბა­რია ია­რაღ­ზე, რო­მელ­საც ჯავ­შნის მიღ­მა შეღ­წე­ვა შე­ეძ­ლო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ირა­ნი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

პენ­ტა­გო­ნის ცნო­ბით, ის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალეკო
14

აუ რა დანაკარგია მსოფლიო ცივილიზაციისთვის

kuxe
21

ძირს ამერიკაც რუსეთიც ირანიც ჩინეთიც თურქეთიც და ყველა მოძალდე გაუმარჯოს პატარა ქვეყნებს საქართველოს თამადობით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

ამერიკელების მიერ ერაყში მოკლული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი, CNN-ის ცნობით, ირანში გმირადაა მიჩნეული, ხოლო ამერიკაში მას "ცივსისხლიან მკვლელს“ უწოდებენ.

გენერალი 3 იანვარს მოკლეს, ხოლო 8 იანვარს მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალეს.

ყასემის ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგანაც ისინი ცდილობენ, არ გამოჩდნენ კამერების წინ და მაქსიმალურად ინარჩუნებენ პირად სივრცეს. მაგრამ მედიაში მაინც ვრცელდება ზოგიერთი საინტერესო ინფორმაცია.

ყველაზე ცნობილი სოლეიმანის ოჯახიდან მისი ქალიშვილი ზეინაბია, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ საჯარო გამოსვლებსა და მწვავე კომენტარების გაკეთებას არ ერიდება.

ზეინებ სოლეიმანი

მან მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა თავი მუქარის შემცველი განცხადებებით. "შეშლილო ტრამპო, არ იფიქრო, რომ მამაჩემის სიკვდილით ყველაფერი დამთავრდა", - ციტირებს the Sun სოლეიმანის ქალიშვილის სიტყვებს.

როგორც დასავლური მედია წერს, ზეინაბი ადრე რამდენჯერმე შენიშნეს "ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერის, იმად მუღნიეს ქალიშვილთან, ფატიმა მუღნიესთან ერთად.

გენერალი ყასემ სოლეიმანი ფერმერის შვილი იყო - ის ახალგაზრდობაში მშენებლობაზე, ხოლო შემდეგ, წყალმომარაგების სამსახურში მუშაობდა.

ამერიკელების მიერ ტერორისტებთან კავშირში ბრალდებული სოლეიმანი, ირანის პატარა ქალაქ ქერმანიდან იყო. ამერიკის კონტრტერორისტული ცენტრის ცნობით, ყასემ სოლეიმანი სამხრეთ აღმოსავლეთ ირანის მთიან ნაწილში დაიბადა, რომელიც ახლოს მდებარეობს ავღანეთის საზღვართან. ამ მხარეში დასახლებული ადამიანები ტომის წესებით ცხოვრობდნენ. ყასემის მშობლები ჰასან და ფატიმა სოლეიმანები იყვნენ. დედა წლების წინ გარდაიცვალა.

ყასემი სამხედრო საქმიანობით ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წლიდან დაკავდა.

წერილი და ინსტრუქციები ცოლს

სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ და ასევე ირანულ მედიასაშუალებებში ვრცელდება წერილი, რომელიც თითქოს ყასემმა ერთი წლის წინ დაწერა და ცოლს დაუტოვა, თუმცა წერილის ავთენტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

წერილი შემდეგი შინაარსისაა:

"ჩემო ცოლო, მინდა დამკრძალონ ქერმანში, მაჰმუდმა იცის სადაც. მინდა, ჩემი საფლავი მეგობრების გვერდით იყოს. საფლავზე დააწერეთ - ჯარისკაცი ყასემ სოლეიმანი, სხვა ფრაზები საჭირო არ არის“, - ვკითხულობთ წერილში.

"زوجتي أنا حددت مكان قبري في مزار شهداء كرمان، ومحمود يعرف، فليكن قبري بسيطًا مثل قبور اصدقائي الشهداء، واكتبوا عليه كلمة الجندي قاسم سليماني، لا أي عبارة مميزة أو مختلفة "
من وصية الشهيد القائد الفريق #قاسم_سليماني#الرد_الحتمي pic.twitter.com/CnL9I1nvAv
— Ali Mortada (@aliimortada) January 4, 2020

ყასემის ცოლი საზოგადოების წინაშე არ ჩნდება. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.

ცნობილია, რომ ყასემ სოლეიმანი ხუთი შვილის მამა იყო - ორი ქალიშვილისა და სამი ვაჟის. თუმცა, მათ შესახებ სხვა დეტალები უცნობია. კამერების წინ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ მისი უფროსი ქალიშვილი, ზეინაბი აკეთებს განცხადებებს, თუმცა ირანულმა მედიამ სოლეიმანის ვაჟების ფოტოებიც გაავრცელა, რომელიც მამის გლოვის დროსაა გადაღებული.

ყასემ სოლეიმანის ვაჟები მამას გლოვობენ
ყასიმ სოლეიმანის ოჯახის წევრები

#Iran’s Leader Ayat. Khamenei pays visit to the family of assassinated #GeneralSoleimani.#قاسم_سليماني#Soleimani#QasemSoleimani@khamenei_ir pic.twitter.com/z1mU9INuXZ
— Press TV (@PressTV) January 3, 2020

CNN წერს, რომ სოლეიმანმა დიდი როლი ითამაშა ირანის, როგორც გავლენიანი ქვეყნის ჩამოყალიბებაში და შუა აღმოსავლეთში ქვეყნის პოლიტიკური როლისა და გავლენების გაზრდაში.

"ირანის ჩრდილოვანი მმართველი“ - ასე მოიხსენიებენ გარდაცვლილ გენერალს.

პენტაგონის ინფორმაციით, სოლეიმანი და მისი ჯარისკაცები ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზე არიან პასუხისმგებელნი.

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები თვლიან, რომ ერაყის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ სპეციალურად დამზადებულ ბომბებსა და სხვა საბრძოლო მასალას ISIS-ის მებრძოლებს სოლეიმანის ხელმძღვანელობით აწვდიდნენ. საუბარია იარაღზე, რომელსაც ჯავშნის მიღმა შეღწევა შეეძლო. ოფიციალური ირანი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

პენტაგონის ცნობით, ის ტერორისტულ ორგანიზაციებს ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა.

"მიხეილ სააკაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს თანამდებობას" - რას წერს "უკრაინსკაია პრავდა"

2-თვიანი კარანტინის შემდეგ, იტალიელები სახლებიდან გამოვიდნენ - Reuters-ის ფოტოებს ემოციების გარეშე ვერ ნახავთ

ახალი ზელანდია და ავსტრალია "სამოგზაურო დერეფნის" გაკეთებას გეგმავენ - "ეს შეიძლება ტურიზმის აღსადგენად მსოფლიოსთვის მოდელად იქცეს"