კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ" - როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის კონსორციუმის გარშემო
"...სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ" - როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის კონსორციუმის გარშემო

პრო­ცე­სე­ბი ჯან­სა­ღად რომ წარ­მარ­თუ­ლი­ყო, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი ახლა დას­რუ­ლე­ბის პი­რას უნდა იყოს, მაგ­რამ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებს შე­ე­წი­რა ყვე­ლა­ფე­რი, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას „ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უმ­თან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე. ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რი­ტო­რი­კუ­ლად პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის დეკ­ლა­რი­რე­ბას ახ­დენ­და, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად კონ­სორ­ცი­უ­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და.

პო­ლი­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტზე კონ­ტრო­ლი თა­ვად აღედ­გი­ნა, თუმ­ცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი და­ზი­ან­და.

„ის, რაც დღეს მოხ­და, ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი იყო იმ „შუ­ლე­რუ­ლი თა­მა­ში­სა“, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეწე­ო­და მთე­ლი 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც რი­ტო­რი­კუ­ლად პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის დეკ­ლა­რი­რე­ბას ახ­დენ­და, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, მე­ო­რე ხე­ლით ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და კონ­სორ­ცი­უ­მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამით პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებს აფრ­თხობ­და და ამ ვი­თა­რე­ბა­ში რო­დე­საც კონ­სორ­ცი­უ­მის მე­ნე­ჯმენტს უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში სდებ ბრალს, არც ერთი ინ­ვეს­ტო­რი რისკს არ გას­წევს და ფულს არ ჩა­დებს. ამ ყვე­ლა­ფერს ხე­ლოვ­ნუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი გას­დევ­და. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რა­ღაც ეტაპ­ზე პრო­ექ­ტის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­და­წყვი­ტა, რომ მას­ზე კონ­ტრო­ლი აღედ­გი­ნა. პრო­ექ­ტი­დან კონ­სორ­ცი­უ­მის ჩა­მო­შო­რე­ბის თა­ო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩემი აზ­რით, ჯერ კი­დევ 1 წლის წინ იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ, მთე­ლი ეს „შუ­ლე­რუ­ლი თა­მა­ში“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ლო­გი­კუ­რი ფი­ნა­ლით დას­რულ­და.

მე კონ­სორ­ცი­უ­მი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა საქ­მე იმა­ში გახ­ლავთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სი და­ზი­ან­და. ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ის შე­ძე­ნის თვალ­საზ­რი­სით, რაც ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბო­და,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი ვა­რა­უ­დით, ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მის ინ­ვეს­ტო­რე­ბი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში იდა­ვე­ბენ, რაც ქვე­ყა­ნას კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, შე­საძ­ლოა, ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი და­უჯ­დეს. ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო და­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის ბედი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგე­ბა.

„ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მი მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ში წავა. არამ­ხო­ლოდ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე იდა­ვებს, არა­მედ იქ იყ­ვნენ ამე­რი­კე­ლი და სხვა ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­რეთ­ვე და­ი­წყე­ბენ და­ვას და ეს სა­ერ­თოდ ბუნ­დო­ვანს ხდის ამ პრო­ექ­ტის მო­მა­ვალს. საკ­მა­ოდ ბევ­რი არ­გუ­მენ­ტი და­უგ­როვ­დათ იმი­სა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­და­ვო გა­ხა­დონ და ძა­ლი­ან დიდ კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე იქ­ნე­ბა ლა­პა­რა­კი, ალ­ბათ ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ­ზე.

ახლა არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამ პრო­ექ­ტზე კონ­ტრო­ლის აღე­ბის პი­რო­ბებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს, რომ რა­ღა­ცა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ვე­ბი და­ი­წყო, სა­და­ვო აქ­ტივ­ზე არც ერთი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი ინ­ვეს­ტო­რი არ გა­რის­კავს მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის ჩა­დე­ბას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერ­თა­დერ­თი გზა რჩე­ბა, რომ ისევ თვი­თონ ან მას­თან აფი­ლი­რე­ბულ­მა პირ­მა გას­წი­ოს რა­ღაც ტი­პის რის­კი, მაგ­რამ ძა­ლი­ან არა­ჯან­სა­ღი ვი­თა­რე­ბა იქ­მნე­ბა ამ პრო­ექ­ტის გარ­შე­მო, რაც მის პერ­სპექ­ტი­ვას ძა­ლი­ან ბუნ­დო­ვანს ხდის, რაც არ უნდა ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თოს დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ის, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტით დავ­კარ­გეთ საკ­მა­ოდ დიდი ინ­ვეს­ტი­ცია, პო­ლი­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და მეტი და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს ფაქ­ტია. მთავ­რო­ბამ ლან­გრით მორ­თმე­უ­ლი შან­სი გა­უშ­ვა ხე­ლი­დან, - ასე აფა­სებს აღ­ნიშ­ნულ ფაქტს ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი აკა­კი ცო­მა­ია.

ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მთავ­რო­ბის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის და თუ პორ­ტს აა­შე­ნე­ბენ, ეს რუ­სუ­ლი, ჩი­ნუ­რი ან თა­ვად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფუ­ლით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის მხრი­დან აქამ­დე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, რომ ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნია უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამე­რი­კუ­ლი, აკა­კი ცო­მა­ია ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოჩ­ნდნენ ამე­რი­კა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლის უკან დგა­ნან ინ­ვეს­ტო­რე­ბი რუ­სე­თი­დან ან ჩი­ნე­თი­დან.

„მთავ­რო­ბას რომ არ უნდა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ეს უკვე დიდი ხა­ნია გა­მოჩ­ნდა და არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ეს პრო­ექ­ტი მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი არ არის. ამ­დე­ნად, მთავ­რო­ბის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა და ის, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტით ჩვენ დავ­კარ­გეთ საკ­მა­ოდ დიდი ივეს­ტი­ცია და არა მხო­ლოდ დიდი ინ­ვეს­ტი­ცია, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სხვა­დას­ხვა გა­რან­ტი­ე­ბი და მეტი და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს ფაქ­ტია. ქვე­ყა­ნამ ის უბ­რა­ლოდ გა­უშ­ვა ხე­ლი­დან მი­უ­ხე­და­ვად ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის პირ­და­პი­რი გან­ცხა­დე­ბი­სა. ამ­დე­ნად, ამ მთავ­რო­ბამ ლან­გრით მორ­თმე­უ­ლი შან­სი გა­უშ­ვა ხე­ლი­დან.

ანაკ­ლი­ის პორ­ტის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მთავ­რო­ბამ, მაგ­რამ აქ იქ­ნე­ბა უკვე ჩი­ნუ­რი, რუ­სუ­ლი ფული, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვად ივა­ნიშ­ვი­ლის ფული და შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სი.

ინ­ვეს­ტო­რი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს, იმის უკან კვლავ შე­იძ­ლე­ბა იდ­გას ივა­ნიშ­ვი­ლი. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დეს პა­ნა­მი­დან ისე­თი სა­ხელ­მწო­დე­ბით, რო­მე­ლიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია აშშ -ში და მათ უკან დგა­ნან რუსი ან ჩი­ნე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, უამ­რა­ვი მე­თო­დი არ­სე­ბობს და მერე უნდა ამ­ტკი­ცო, რომ ეს ის არ არის და რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე მთავ­რო­ბამ ეს უნდა „გა­აპ­რა­ვოს“ - „რას ამ­ბობთ, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი არ ცვლი­ან ისევ თა­ვი­ანთ დღის წეს­რიგს და ა.შ.“ და არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პინგ-პონ­გის თა­მა­ში,“- აცხა­დებს აკა­კი ცო­მა­ია.

ექ­სპერ­ტი ანაკ­ლი­ის პორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და ამ­ბობს, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტში სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი იყ­ვნენ ამ პრო­ექ­ტით, იქ­ნე­ბო­და იმის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბო­და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვი­საც, რად­გან ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პორ­ტის აშე­ნე­ბა ნიშ­ნავს უსაფრ­თხო­ე­ბას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას ქვე­ყა­ნა­ში.

„ერთი, რა­საც ვხე­დავთ არის ის, რომ სა­ხე­ზეა და დამ­ნა­ხა­ვი კარ­გად და­ი­ნა­ხავს, თუ რო­გორ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩა­აგ­დო მთავ­რო­ბამ ანაკ­ლი­ის პორ­ტი და გა­ყა­რა ყვე­ლა ინ­ვეს­ტო­რი და თი­თო­ე­ულ ინ­ვეს­ტორს, რო­მე­ლიც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი და მზად იყო ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო, საკ­მა­ოდ დიდი ის­ტო­რია, გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნდა.

ის ინ­ვეს­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მო­დი­ოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყ­ვნენ მსხვი­ლი ცნო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი, ევ­რო­პე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ეს კი სხვა ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და სიგ­ნა­ლი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ანუ მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­ის ეფექ­ტი აქვს ამას. როცა ასე­თი ინ­ვეს­ტო­რე­ბი შე­მო­დი­ან, ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზეც, რომ ისი­ნი გრძნო­ბენ გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ გა­რან­ტი­ებ­საც, არა მხო­ლოდ ჩვე­ნი მთავ­რო­ბის, არა­მედ სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის და პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ადას­ტუ­რე­ბენ, რომ გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი აქვთ ანაკ­ლი­ის პორ­ტში და თუ ჩი­ნე­თი, ან რუ­სე­თი წა­მო­ყოფს თავს, ამე­რი­კის მთავ­რო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი არ­სე­ბობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ლო­კო­მო­ტი­ვი და შექ­მნას კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი მო­მა­ვალ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის­თვის ქვე­ყა­ნა­ში. ამის ნიშ­ნე­ბი იყო ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის სა­ხით და მთავ­რო­ბამ ის ხე­ლი­დან გა­უშ­ვა. არ ვიცი, ეს მათი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით, უტვი­ნო­ბით, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მოდა თუ ყვე­ლა­ფე­რი ეს ერ­თად აღე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ სა­ხე­ზეა, რომ ეს ასე მოხ­და. ვერ ვი­ტყვი, რომ მთავ­რო­ბა­ში გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ეს ნამ­დვი­ლად არ არის ასე, ვერ ვი­ტყვი ასე­ვე, რომ მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აინ­ტე­რე­სებთ ქვეყ­ნის ბედი და მო­მა­ვა­ლი, რად­გან ჩნდე­ბა ეჭვი, რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და იკ­ვე­თე­ბა ისიც, რომ მთავ­რო­ბა­ში არი­ან ნე­პო­ტიზ­მის ნიშ­ნით შეყ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ამოძ­რა­ვებთ და აინ­ტე­რე­სებთ კერ­ძო ინ­ტე­რე­სი,“- გა­ნა­ცხა­და აკა­კი ცო­მა­ი­ამ.

„ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეს აღ­ძრავს, დიდ თან­ხებ­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი - შე­იძ­ლე­ბა, ივა­ნიშ­ვილს ეს არ ადარ­დებს, რად­გან იცის, რომ 9-10 თვის შემ­დეგ მას ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა და ფიქ­რობს, რომ ამას ახა­ლი მთავ­რო­ბა უნდა გა­უმკლავ­დეს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ფადი ას­ლიმ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბის მიერ „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­თან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას გა­წყვე­ტა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

„ეს არ არის ისე­თი რამ, რაც სი­ურპრი­ზად მოგ­ვევ­ლი­ნა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სრუ­ლი სტრა­ტე­გია იყო აქამ­დე მიღ­წე­ვა, რათა შე­თან­ხმე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო და სა­ბო­ლო­ოდ, ამან შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რად­გან პო­ტენ­ცი­უ­რი მე­წი­ლე­ე­ბი დაფრ­თხნენ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე დის­კრე­დი­ტირ­დნენ. ასე რომ, რაც მოხ­და, სრუ­ლე­ბი­თაც არ მიკ­ვირს. მაგ­რამ ახლა, ამის შე­დე­გე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საკ­მა­ოდ ცუდი იქ­ნე­ბა, რად­გან „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი“ მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მეს აღ­ძრავს და დიდ თან­ხებ­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. შე­იძ­ლე­ბა, ივა­ნიშ­ვილს ეს არ ადარ­დებს, რად­გან იცის, რომ 9-10 თვის შემ­დეგ მას ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა და ფიქ­რობს, ამ შე­დე­გებს ახა­ლი მთავ­რო­ბა უნდა გა­უმკლავ­დეს.

რაც არ უნდა იყოს, გა­საკ­ვი­რი მომ­ხდარ­ში არა­ფე­რია და ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რად­გან ამან ძირი გა­მო­უ­თხა­რა სა­ქარ­თვე­ლოს სან­დო­ო­ბას, რო­გორც ად­გილს, სა­დაც უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის და ასე­ვე, ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სე­ბის­თვის ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა ღირს. ამას გარ­და, მომ­ხდა­რი ადას­ტუ­რებს ფაქტს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დე-ფაქ­ტო მმარ­თვე­ლია“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფადი ას­ლიმ.

მისი მო­საზ­რე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­თან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა შე­საძ­ლოა, ორი ფაქ­ტო­რის გამო სდო­მე­ბო­და.

„პირ­ველ რიგ­ში, მას სურს ეს იმი­ტომ, რომ ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­თან - მათ შავ ზღვა­ზე ისე­თი პორ­ტის არ­სე­ბო­ბა არ სურთ, რო­მე­ლიც პო­ტენ­ცი­უ­რად რუ­სეთ­ში გა­სას­ვლე­ლის შემ­ცვლე­ლი იქ­ნე­ბა და რო­მე­ლიც, შე­იძ­ლე­ბა, მათი შე­ხე­დუ­ლე­ბით, შემ­დგომ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას, რო­გორც სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის ან რა­ი­მე მსგავ­სი, არ ვიცი, მაგ­რამ ეს რუ­სეთ­თან ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტში მო­დის. მე­ო­რეა პი­რა­დი მტრო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს შო­რის და ეს შუ­რის­ძი­ე­ბის მაგ­ვა­რი ნა­ბი­ჯიც იყო“, - აღ­ნიშ­ნა ფადი ას­ლიმ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
86

ძალიანაც სწორეს გააკეთებს ხელისუფლება თუ ჩამოაშორებს საერთაშორისო აფერისტებს ამ პროექტს. ფადი ასლების განსაკითხი არ არის ჩვენი ქვეყანა!!!! ანაკლიის პორტი უნდა იყოს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი და არა კერძო პირების ინტერესების გამტარებელი პროექტი!!!! ეს პორტი არ უნდა იყოს არც ბიძინასი არც მიშასი და არც მევახშეების არამედ მთლიანათ უნდა წარმოდგენდეს სახელმწიფოს!!!

Teimurazi
77

იქნებ რომელიმე ღრმად პატივცემულმა ექსპერტმა ამ პროექტის ეკონომიკური დასაბუთება წარმოადგინოს??? სხვა დოკუმენტაციებზე არაფერს ვამბობ... რომლებიც არავის არ უნახავს... რადგან არ არსებობს.

ავტორი:

"...სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ" - როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის კონსორციუმის გარშემო

"...სხვა ინვესტორებიც საერთაშორისო სასამართლოში დავას დაიწყებენ" - როგორ განვითარდება მოვლენები ანაკლიის კონსორციუმის გარშემო

პროცესები ჯანსაღად რომ წარმართულიყო, ანაკლიის პროექტის პირველი ეტაპი ახლა დასრულების პირას უნდა იყოს, მაგრამ სახელისუფლებო პოლიტიკურ თამაშებს შეეწირა ყველაფერი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ხელისუფლების გადაწყვეტილებას „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება რიტორიკულად პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას ახდენდა, მაგრამ ამავდროულად კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებდა.

პოლიტოლოგის შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აღედგინა, თუმცა ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა.

„ის, რაც დღეს მოხდა, ლოგიკური დასასრული იყო იმ „შულერული თამაშისა“, რასაც ხელისუფლება ეწეოდა მთელი 2019 წლის განმავლობაში, როდესაც რიტორიკულად პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას ახდენდა, მაგრამ ამასთანავე, მეორე ხელით ყველაფერს აკეთებდა კონსორციუმის დისკრედიტაციისთვის. საბოლოო ჯამში, ამით პოტენციურ ინვესტორებს აფრთხობდა და ამ ვითარებაში როდესაც კონსორციუმის მენეჯმენტს უმძიმეს დანაშაულში სდებ ბრალს, არც ერთი ინვესტორი რისკს არ გასწევს და ფულს არ ჩადებს. ამ ყველაფერს ხელოვნური პოლიტიკური კონტექსტი გასდევდა. გარდა ამისა, ხელისუფლებას რაღაც ეტაპზე პროექტის მიმართ პოლიტიკური ინტერესი გაუჩნდა და მამუკა ხაზარაძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა, რომ მასზე კონტროლი აღედგინა. პროექტიდან კონსორციუმის ჩამოშორების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, ჯერ კიდევ 1 წლის წინ იქნა მიღებული. ამის შემდეგ, მთელი ეს „შულერული თამაში“ მიმდინარეობდა, რაც ლოგიკური ფინალით დასრულდა.

მე კონსორციუმი ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა საქმე იმაში გახლავთ, რომ სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა. ანაკლიის პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ფუნქციის შეძენის თვალსაზრისით, რაც ქვეყანას ძალიან წაადგებოდა,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი ვარაუდით, ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორები ამ გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო სასამართლოში იდავებენ, რაც ქვეყანას კომპენსაციის სახით, შესაძლოა, ასეულობით მილიონი დაუჯდეს. ხუხაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სასამართლო დავის შემთხვევაში, ანაკლიის პროექტის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„ანაკლიის კონსორციუმი მაღალი ალბათობით საერთაშორისო სასამართლოში წავა. არამხოლოდ მამუკა ხაზარაძე იდავებს, არამედ იქ იყვნენ ამერიკელი და სხვა ინვესტორები, რომლებიც აგრეთვე დაიწყებენ დავას და ეს საერთოდ ბუნდოვანს ხდის ამ პროექტის მომავალს. საკმაოდ ბევრი არგუმენტი დაუგროვდათ იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება სადავო გახადონ და ძალიან დიდ კომპენსაციაზე იქნება ლაპარაკი, ალბათ ასეულობით მილიონზე.

ახლა არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტზე კონტროლის აღების პირობებში ხელისუფლებას სურვილი ჰქონდეს, რომ რაღაცა გააკეთოს, მაგრამ თუ საერთაშორისო დავები დაიწყო, სადავო აქტივზე არც ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი არ გარისკავს მილიარდობით დოლარის ჩადებას. ხელისუფლებას ერთადერთი გზა რჩება, რომ ისევ თვითონ ან მასთან აფილირებულმა პირმა გასწიოს რაღაც ტიპის რისკი, მაგრამ ძალიან არაჯანსაღი ვითარება იქმნება ამ პროექტის გარშემო, რაც მის პერსპექტივას ძალიან ბუნდოვანს ხდის, რაც არ უნდა ოპტიმისტური განცხადებები აკეთოს დღეს ხელისუფლებამ,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ის, რომ ანაკლიის პორტით დავკარგეთ საკმაოდ დიდი ინვესტიცია, პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიები და მეტი დასავლეთი საქართველოში, ეს ფაქტია. მთავრობამ ლანგრით მორთმეული შანსი გაუშვა ხელიდან, - ასე აფასებს აღნიშნულ ფაქტს ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია.

ექსპერტი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის განხორციელება მთავრობის ინტერესში არ შედის და თუ პორტს ააშენებენ, ეს რუსული, ჩინური ან თავად ბიძინა ივანიშვილის ფულით განხორციელდება. რაც შეეხება მთავრობის მხრიდან აქამდე გაკეთებულ განცხადებებს, რომ ინვესტორი კომპანია უნდა ყოფილიყო ამერიკული, აკაკი ცომაია ამბობს, რომ შესაძლებელია გამოჩნდნენ ამერიკაში რეგისტრირებული კომპანიები, რომლის უკან დგანან ინვესტორები რუსეთიდან ან ჩინეთიდან.

„მთავრობას რომ არ უნდა ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს, ეს უკვე დიდი ხანია გამოჩნდა და არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეს პროექტი მათთვის სასურველი არ არის. ამდენად, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და ის, რომ ანაკლიის პორტით ჩვენ დავკარგეთ საკმაოდ დიდი ივესტიცია და არა მხოლოდ დიდი ინვესტიცია, არამედ პოლიტიკური უსაფრთხოების სხვადასხვა გარანტიები და მეტი დასავლეთი საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ფაქტია. ქვეყანამ ის უბრალოდ გაუშვა ხელიდან მიუხედავად ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირდაპირი განცხადებისა. ამდენად, ამ მთავრობამ ლანგრით მორთმეული შანსი გაუშვა ხელიდან.

ანაკლიის პორტის პორტის მშენებლობა შეიძლება განახორციელოს მთავრობამ, მაგრამ აქ იქნება უკვე ჩინური, რუსული ფული, სავარაუდოდ, თავად ივანიშვილის ფული და შესაბამისად, ნაკლები იქნება დასავლეთის ინტერესი.

ინვესტორი, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს, იმის უკან კვლავ შეიძლება იდგას ივანიშვილი. 21-ე საუკუნეში უამრავი საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ინვესტიცია განხორციელდეს პანამიდან ისეთი სახელმწოდებით, რომელიც რეგისტრირებულია აშშ -ში და მათ უკან დგანან რუსი ან ჩინელი ინვესტორები, უამრავი მეთოდი არსებობს და მერე უნდა ამტკიცო, რომ ეს ის არ არის და როგორც ხდება ხოლმე მთავრობამ ეს უნდა „გააპრავოს“ - „რას ამბობთ, პოლიტიკური პარტიები არ ცვლიან ისევ თავიანთ დღის წესრიგს და ა.შ.“ და არის ჩვეულებრივი პინგ-პონგის თამაში,“- აცხადებს აკაკი ცომაია.

ექსპერტი ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ანაკლიის პორტში სერიოზული ინვესტორების მონაწილეობა, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ამ პროექტით, იქნებოდა იმის წინაპირობა, რომ საქართველო მიმზიდველი გახდებოდა სხვა მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვისაც, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი პორტის აშენება ნიშნავს უსაფრთხოებას და სტაბილურობას ქვეყანაში.

„ერთი, რასაც ვხედავთ არის ის, რომ სახეზეა და დამნახავი კარგად დაინახავს, თუ როგორ მიზანმიმართულად ჩააგდო მთავრობამ ანაკლიის პორტი და გაყარა ყველა ინვესტორი და თითოეულ ინვესტორს, რომელიც იყო წარმოდგენილი, დასახელებული და მზად იყო ამ პროექტში მონაწილეობა მიეღო, საკმაოდ დიდი ისტორია, გამოცდილება გააჩნდა.

ის ინვესტორები, რომლებიც შემოდიოდნენ საქართველოში იყვნენ მსხვილი ცნობილი ამერიკული, ევროპელი ინვესტორები, ეს კი სხვა ინვესტორებისთვის იქნებოდა სიგნალი, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელონ ასევე საქართველოში, ანუ მულტიპლიკაციის ეფექტი აქვს ამას. როცა ასეთი ინვესტორები შემოდიან, ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ისინი გრძნობენ გარკვეულ პოლიტიკურ გარანტიებსაც, არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ სტრატეგიული მოკავშირეების და პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ასევე ადასტურებენ, რომ გარკვეული ინტერესი აქვთ ანაკლიის პორტში და თუ ჩინეთი, ან რუსეთი წამოყოფს თავს, ამერიკის მთავრობის გარანტიები არსებობს ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ლოკომოტივი და შექმნას კარგი საფუძველი მომავალში ეკონომიკური ზრდისთვის ქვეყანაში. ამის ნიშნები იყო ანაკლიის პორტის პროექტის სახით და მთავრობამ ის ხელიდან გაუშვა. არ ვიცი, ეს მათი გულუბრყვილობით, უტვინობით, მიზანმიმართულად მოდა თუ ყველაფერი ეს ერთად აღებული იყო, მაგრამ სახეზეა, რომ ეს ასე მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობაში გონიერი ადამიანები მუშაობენ, ეს ნამდვილად არ არის ასე, ვერ ვიტყვი ასევე, რომ მთავრობაში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ ქვეყნის ბედი და მომავალი, რადგან ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთანაც აქტიურად თანამშრომლობენ და იკვეთება ისიც, რომ მთავრობაში არიან ნეპოტიზმის ნიშნით შეყრილი ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ და აინტერესებთ კერძო ინტერესი,“- განაცხადა აკაკი ცომაიამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს, დიდ თანხებზე იქნება საუბარი - შეიძლება, ივანიშვილს ეს არ ადარდებს, რადგან იცის, რომ 9-10 თვის შემდეგ მას ხელში ძალაუფლება აღარ ექნება და ფიქრობს, რომ ამას ახალი მთავრობა უნდა გაუმკლავდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას გაწყვეტა მოსალოდნელი იყო.

„ეს არ არის ისეთი რამ, რაც სიურპრიზად მოგვევლინა. ბიძინა ივანიშვილის სრული სტრატეგია იყო აქამდე მიღწევა, რათა შეთანხმება გაუქმებულიყო და საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო, რადგან პოტენციური მეწილეები დაფრთხნენ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დისკრედიტირდნენ. ასე რომ, რაც მოხდა, სრულებითაც არ მიკვირს. მაგრამ ახლა, ამის შედეგები საქართველოსთვის საკმაოდ ცუდი იქნება, რადგან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეს აღძრავს და დიდ თანხებზე იქნება საუბარი. შეიძლება, ივანიშვილს ეს არ ადარდებს, რადგან იცის, რომ 9-10 თვის შემდეგ მას ხელში ძალაუფლება აღარ ექნება და ფიქრობს, ამ შედეგებს ახალი მთავრობა უნდა გაუმკლავდეს.

რაც არ უნდა იყოს, გასაკვირი მომხდარში არაფერია და ძალიან დასანანია, რადგან ამან ძირი გამოუთხარა საქართველოს სანდოობას, როგორც ადგილს, სადაც უცხოელი ინვესტორებისთვის და ასევე, ადგილობრივი ბიზნესებისთვის ბიზნესის კეთება ღირს. ამას გარდა, მომხდარი ადასტურებს ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დე-ფაქტო მმართველია“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ფადი ასლიმ.

მისი მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლოა, ორი ფაქტორის გამო სდომებოდა.

„პირველ რიგში, მას სურს ეს იმიტომ, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან - მათ შავ ზღვაზე ისეთი პორტის არსებობა არ სურთ, რომელიც პოტენციურად რუსეთში გასასვლელის შემცვლელი იქნება და რომელიც, შეიძლება, მათი შეხედულებით, შემდგომში გამოყენებულ იქნას, როგორც სამხედრო-საზღვაო ბაზად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ან რაიმე მსგავსი, არ ვიცი, მაგრამ ეს რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტში მოდის. მეორეა პირადი მტრობა ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის და ეს შურისძიების მაგვარი ნაბიჯიც იყო“, - აღნიშნა ფადი ასლიმ.

"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი

"ქალბატონი მზია ცოცხალი რომ იყოს, ალბათ, ცხრუკვეთში დააყენებდა სააკაშვილი" - რას ამბობს უგულავა ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სააკაშვილის დედამ იბრძოლოს

"ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება" - გამყრელიძის მიმართვა "დონაში", "მრავალჟამიერსა" და "ოაზისში" ნამყოფ ადამიანებს