მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუგა ქაშიბაძე აფრთხილებს მშობლებს, რომელთაც სახლში "კარმას" გამათბობელი აქვთ - "არ შეიძლება დედა საჭმელ სოდას აყრიდეს დამწვრობაზე"
გუგა ქაშიბაძე აფრთხილებს მშობლებს, რომელთაც სახლში "კარმას" გამათბობელი აქვთ - "არ შეიძლება დედა საჭმელ სოდას აყრიდეს დამწვრობაზე"

2020 წელს, ახა­ლი წლის ღა­მეს, პი­რო­ტექ­ნი­კის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, 81 ადა­მი­ა­ნი დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა.

აქე­დან 48 შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში და­ფიქ­სირ­და, 33 - რე­გი­ო­ნებ­ში.

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­ძღვა­ნე­ლი გუგა ქა­ში­ბა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მო­ზარ­დებ­ში პი­რო­ტექ­ნი­კით მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მთე­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში გრძელ­დე­ბა. წელს ორ არას­რულ­წლო­ვანს თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცი­აც დას­ჭირ­და.

"ამ­ჟა­მად, დამ­წვრო­ბის ცენრ­ტში პი­რო­ტექ­ნი­კით და­შა­ვე­ბუ­ლი არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ წევს. ყვე­ლას ჩა­უ­ტარ­და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა. რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტი გა­და­მი­სა­მართდა ტრამ­ვა­ტო­ლო­გი­ურ­ში, რად­გან დამ­წვრო­ბის გარ­და ჰქონ­დათ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი.

ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, ეს არ მთავ­რდე­ბა 9 იან­ვარს, გრძელ­დე­ბა ძვე­ლით ახალ წელ­საც, იქამ­დე, სა­ნამ ბოლო პი­რო­ტექ­ნი­კაც არ ამო­ი­ყი­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. აქვე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ სას­კო­ლო არ­და­დე­გე­ბია და ბავ­შვებს უფრო მეტი დრო აქვთ გარ­თო­ბის­თვის.

თუმ­ცა, ისე არ მინ­და გა­ი­გოთ, რომ პი­რო­ტექ­ნი­კით მხო­ლოდ ბავ­შე­ბი ზი­ან­დე­ბი­ან. 65% ბავ­შვებ­ზე მო­დის, 35% მოზ­რდი­ლებ­ზე. ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია პი­რო­ტექ­ნი­კის გა­ყიდ­ვა. შარ­შან მა­რი­ამ ჯა­შის ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თად არას­რულ­წლო­ვა­ნებ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია მი­ყიდ­ვა, მაგ­რამ ყველ­გან იყი­დე­ბა და ყვე­ლა ყი­დუ­ლობს. ზო­გა­დად ამ დიდი შუშ­ხუ­ნე­ბის ხელ­ში და­კა­ვე­ბა და ისე ან­თე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა.

- ახალ წელს, სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, სე­რი­ო­ზულ და­ზი­ა­ნე­ბას გა­და­ურ­ჩა პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი გუგა კუ­ზა­ნო­ვიც...

- სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დარ­ჩა და მარ­თლა არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია. ჩვენ დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვართ, და­ვუ­რე­კე და პი­რა­და­დაც ვე­სა­უბ­რე, მარ­თლა ბეწ­ვზე გა­დარ­ჩა. იმ ღა­მეს, რად­გან ვი­დეო და­დეს, მივ­ხვდი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი და­შა­ვე­ბია, მაგ­რამ მა­ინც მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო.

- ყო­ველ წელს აფრ­თხი­ლებთ მო­სახ­ლე­ო­ბას, მაგ­რამ შე­დე­გი მა­ინც არ არის...

- მეს­მის, ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ა­ში გვაქვს სრო­ლა და ხმა­უ­რი, ადრე თოფს ის­როდ­ნენ ხოლ­მე, შო­ბას და ახალ წელს, ძე­ო­ბას, მაგ­რამ პი­რო­ტექ­ნი­კა არ არის სა­თა­მა­შო. შუშ­ხუ­ნა, რო­მე­ლიც 150 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლე­ზე ჰა­ერ­ში ადის, ბავ­შვის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ უნდა იყოს. გინ­და ეგ გის­ვრია და გინ­და გა­ტე­ნი­ლი ია­რა­ღი. იმ­ხე­ლა მუხტს შე­ი­ცავს რომ სე­რი­ო­ზულ და­ზი­ა­ნე­ბას აყე­ნებს ადა­მი­ანს.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ, იმე­რე­თის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში, სა­ნა­დი­რო თო­ფით 3 წლის ბავ­შვს 6 წლის ძმა შე­მო­აკ­ვდა...

- დიახ, ვიცი, მაგ შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ასე­თი სა­ში­ში საგ­ნე­ბი ბავ­შვის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ უნდა იყოს, ამას ხომ სამი წლის ბავ­შვის სი­ცელ­ქეს ვერ და­აბ­რა­ლებ?! ის შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არ არის. ყო­ველ­თვის მიკ­ვირს, რომ პი­რო­ტექ­ნი­კა სა­ჩუქ­რად მი­აქვთ დე­დებს, ბე­ბია-ბა­ბუ­ებს, რაც არ უნდა იაფი ღირ­დეს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი ჩუ­ქე­ბა?!

ნე­ბის­მი­ერ დღე­სას­წა­ულს ახ­ლავს ტრავ­მი­ა­ნო­ბა, ამ დროს ყუ­რა­დღე­ბა მო­დუ­ნე­ბუ­ლია, დი­ა­სახ­ლი­სე­ბი ამ­ზა­დე­ბენ სა­დილს, მა­მა­კა­ცე­ბი ნა­ბა­ხუ­სე­ვი არი­ან, ან ალ­კოჰო­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ბავ­შვებს არ­და­დე­გე­ბი აქვთ და უყუ­რა­დღე­ბოდ რჩე­ბი­ან, თუ ამას პი­რო­ტექ­ნი­კის ჩუ­ქე­ბას და­ვუ­მა­ტებთ, ცხა­დია, ტრავ­მე­ბი იმა­ტებს.

- კი­დევ რა ტი­პის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­მოჰ­ყავთ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში ბავ­შვე­ბი?

- სამ წლამ­დე ბავ­შვე­ბი, ძი­რი­თა­დად, იწ­ვე­ბი­ან ცხე­ლი წყლით, ყა­ვის და ჩაის გა­დას­ხმით. მოზ­რდი­ლე­ბი, გა­ზის აფეთ­ქე­ბით, ბენ­ზი­ნის აა­ლე­ბით. დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში 55% ყო­ველ­თვის ბავ­შვე­ბი წვა­ნან, და­ნარ­ჩე­ნი მოზ­რდი­ლე­ბი. ხში­რად ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბია: ბავ­შვი ჩაჯ­და ჭო­ჭი­ნა­ში, იარა ოთახ­ში, ბო­ლოს მი­ად­გა ელექტრო­მა­დუ­ღა­რას, მო­ქა­ჩა და გა­და­ის­ხა წყა­ლი ზედ.

სამ წლამ­დე ბავ­შვის­თვის ელექტრო­მა­დუ­ღა­რა­ში არ­სე­ბუ­ლი მდუ­ღა­რე წყლის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სია, რომ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მოხ­დეს. სე­რი­ო­ზულ ღრმა დამ­წვრო­ბას სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ახ­ლავს თან. სამ­წუ­ხა­როდ, წე­ლი­წად­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა გვაქვს ხოლ­მე.

- რა იწ­ვევს ამას, მშობ­ლე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბა?

- ასე­თი ტი­პის ტრავ­მე­ბი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­შია. დამ­წვრო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ხდე­ბა 80 პრო­ცენ­ტში და 20 პრო­ცენ­ტია მხო­ლოდ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. ძა­ლი­ან ელე­მენ­ტა­რუ­ლია, რომ ან­თე­ბუ­ლი ასან­თით არ უნდა ჩა­ხე­დო ბენ­ზი­ნის ავზს, დე­დამ წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ჯერ თა­ვად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოს და შემ­დეგ ჩას­ვას ბავ­შვი.

- ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დამ­წვრო­ბის შემ­დეგ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ.

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც გვაქვს. დღეს მო­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი, რო­მელ­მაც ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში მი­ი­ღო დამ­წვრო­ბა და სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის გამო მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და. არ შე­იძ­ლე­ბა დედა ამ დროს საჭ­მელ სო­დას აყ­რი­დეს ჭრი­ლო­ბა­ზე! ზო­გა­დად ყვე­ლა ოჯახ­ში უნდა იყოს დამ­წვრო­ბის სა­ა­წი­ნა­აღ­მდე­გო კრე­მი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად აფ­თი­აქ­ში უნდა შე­ი­ძი­ნოთ და თა­ვად არ უნდა და­ამ­ზა­დოთ.

კი­დევ ერთხელ მინ­და, თქვე­ნი სა­ი­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ვაფრ­თხი­ლო. ბოლო წლე­ბია ქარ­თვე­ლებს ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა გვაქვს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გებს იწ­ვევს. ოჯახ­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­მათ­ბო­ბელ­ზე, "კარ­მა­ზე" დამ­ცველს, გა­რე­შე­ფუთ­ვას ხსნი­ან, რომ თით­ქოს ამით ოთახ­ში სით­ბო უკე­თე­სად დაგ­როვ­დე­ბა.

არა­და ის დამ­ცა­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რად არის იმ ნივ­თი­ე­რე­ბით შექ­მნი­ლი, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რას გა­უძ­ლოს და ხე­ლის მი­დე­ბი­სას არ დაგ­ვეწ­ვას. დამ­ცავ ხუფ­სა და ღუ­მელს შო­რის არ­სე­ბულ ჰა­ე­რის სივ­რცე­ში, ტემ­პე­რა­ტუ­რა ტრი­ა­ლებს და ოთახ­ში ისე­დაც მაქ­სი­მა­ლურ სით­ბოს გა­მო­ყოფს და არა­ფერ შუ­ა­შია მისი მოხ­სნა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მშობ­ლე­ბი ხსნი­ან "კარ­მას" დამ­ცავ ხუფს და ამ დროს, ორი-სამი წლის ბავ­შვი დარ­ბის ოთახ­ში, ხელს წა­მოჰ­კრავს ან ფეხს მი­ა­დებს და უკვე მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვა გვქონ­და, რომ ბავ­შვე­ბი მოჰ­ყავთ სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­წვრო­ბით. გაფრ­თხი­ლებთ, ამით უკე­თე­სად ვერ გა­ათ­ბობთ სახ­ლს და სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს მი­ი­ღებთ! საკ­მა­ოდ მძი­მე დამ­წვრო­ბას იწ­ვევს.

- ამ წელს დამ­წვრო­ბის მძი­მე შემ­თხვე­ვა თუ გქონ­დათ დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში?

- ძა­ლი­ან ცუდი რამ მოხ­და ცოტა ხნის წინ კა­ხე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში. დე­დას შე­ე­შა­ლა და ღუ­მელ­ში ნავ­თის მა­გი­ერ ბენ­ზი­ნი შე­ას­ხა. ცხრა წლის ბიჭი ად­გილ­ზე და­იწ­ვა. დედა ჩვენს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­სუნ­თქი გზე­ბის 85 პრო­ცენ­ტი დამ­წვრო­ბა ჰქონ­და და ვერ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ... 6 წლის გო­გო­ნა გა­დარ­ჩა. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან დამ­წვრო­ბა ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს ძა­ლი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბავ­შვებ­ში.

დამ­წვრო­ბა გა­ივ­ლის, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა დიდ­ხანს მიჰ­ყვე­ბათ ბავ­შვებს. ორი დღე გო­გო­ნა ხმას არ იღებ­და, ფსი­ქო­ლო­გე­ბი მუ­შა­ობ­დნენ მას­თან და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შრო­მა გა­წი­ეს. ბავ­შვი მუდ­მი­ვად ხა­ტავ­და, რამ­დე­ნი­მე ნა­ხა­ტი მეც მა­ჩუ­ქა და კა­ბი­ნეტ­ში მაქვს.

ხა­ტავ­და სახ­ლს სა­ი­და­ნაც კვამ­ლი ამო­დი­ო­და, ოღონდ ეს არ იყო ხან­ძრის კვამ­ლი. უამ­რა­ვი ტრა­გე­დი­ი­ის მო­ნა­წი­ლე ვარ, მაგ­რამ ამ ბავ­შვის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ნა­ხა­ტე­ბი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
172

ააა ქილვაში, შე კაი კაცო რაა ეს? პაციენტებს (ბავშვებს) რატო აშინებ, კოსტაია.

123 321
219

არადა მინიმუმ ორჯერ უკეთესად ათბობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გუგა ქაშიბაძე აფრთხილებს მშობლებს, რომელთაც სახლში "კარმას" გამათბობელი აქვთ - "არ შეიძლება დედა საჭმელ სოდას აყრიდეს დამწვრობაზე"

გუგა ქაშიბაძე აფრთხილებს მშობლებს, რომელთაც სახლში "კარმას" გამათბობელი აქვთ - "არ შეიძლება დედა საჭმელ სოდას აყრიდეს დამწვრობაზე"

2020 წელს, ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, 81 ადამიანი დამწვრობის ცენტრში აღმოჩნდა.

აქედან 48 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, 33 - რეგიონებში.

დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელი გუგა ქაშიბაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მოზარდებში პიროტექნიკით მიღებული დაზიანებები მთელი ზამთრის პერიოდში გრძელდება. წელს ორ არასრულწლოვანს თითების ამპუტაციაც დასჭირდა.

"ამჟამად, დამწვრობის ცენრტში პიროტექნიკით დაშავებული არცერთი პაციენტი არ წევს. ყველას ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა. რამდენიმე პაციენტი გადამისამართდა ტრამვატოლოგიურში, რადგან დამწვრობის გარდა ჰქონდათ მოტეხილობები.

ჩვენი გამოცდილებით, ეს არ მთავრდება 9 იანვარს, გრძელდება ძველით ახალ წელსაც, იქამდე, სანამ ბოლო პიროტექნიკაც არ ამოიყიდება ქვეყანაში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სასკოლო არდადეგებია და ბავშვებს უფრო მეტი დრო აქვთ გართობისთვის.

თუმცა, ისე არ მინდა გაიგოთ, რომ პიროტექნიკით მხოლოდ ბავშები ზიანდებიან. 65% ბავშვებზე მოდის, 35% მოზრდილებზე. ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია პიროტექნიკის გაყიდვა. შარშან მარიამ ჯაშის ინიციატივით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითად არასრულწლოვანებზე აკრძალულია მიყიდვა, მაგრამ ყველგან იყიდება და ყველა ყიდულობს. ზოგადად ამ დიდი შუშხუნების ხელში დაკავება და ისე ანთებაც არ შეიძლება.

- ახალ წელს, სწორედ ამ მიზეზით, სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვიც...

- საბედნიეროდ გადარჩა და მართლა არანაირი დაზიანება არ მიუღია. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, დავურეკე და პირადადაც ვესაუბრე, მართლა ბეწვზე გადარჩა. იმ ღამეს, რადგან ვიდეო დადეს, მივხვდი, რომ სერიოზული არაფერი დაშავებია, მაგრამ მაინც მძიმე საყურებელი იყო.

- ყოველ წელს აფრთხილებთ მოსახლეობას, მაგრამ შედეგი მაინც არ არის...

- მესმის, ქართულ ტრადიციაში გვაქვს სროლა და ხმაური, ადრე თოფს ისროდნენ ხოლმე, შობას და ახალ წელს, ძეობას, მაგრამ პიროტექნიკა არ არის სათამაშო. შუშხუნა, რომელიც 150 მეტრამდე სიმაღლეზე ჰაერში ადის, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. გინდა ეგ გისვრია და გინდა გატენილი იარაღი. იმხელა მუხტს შეიცავს რომ სერიოზულ დაზიანებას აყენებს ადამიანს.

- რამდენიმე დღის წინ, იმერეთის ერთ-ერთ რაიონში, სანადირო თოფით 3 წლის ბავშვს 6 წლის ძმა შემოაკვდა...

- დიახ, ვიცი, მაგ შემთხვევის შესახებ. ასეთი საშიში საგნები ბავშვისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს, ამას ხომ სამი წლის ბავშვის სიცელქეს ვერ დააბრალებ?! ის შედეგებზე პასუხისმგებელი არ არის. ყოველთვის მიკვირს, რომ პიროტექნიკა საჩუქრად მიაქვთ დედებს, ბებია-ბაბუებს, რაც არ უნდა იაფი ღირდეს, როგორ შეიძლება მისი ჩუქება?!

ნებისმიერ დღესასწაულს ახლავს ტრავმიანობა, ამ დროს ყურადღება მოდუნებულია, დიასახლისები ამზადებენ სადილს, მამაკაცები ნაბახუსევი არიან, ან ალკოჰოლურ მდგომარეობაში, ბავშვებს არდადეგები აქვთ და უყურადღებოდ რჩებიან, თუ ამას პიროტექნიკის ჩუქებას დავუმატებთ, ცხადია, ტრავმები იმატებს.

- კიდევ რა ტიპის დაზიანებებით შემოჰყავთ დამწვრობის ცენტრში ბავშვები?

- სამ წლამდე ბავშვები, ძირითადად, იწვებიან ცხელი წყლით, ყავის და ჩაის გადასხმით. მოზრდილები, გაზის აფეთქებით, ბენზინის აალებით. დამწვრობის ცენტრში 55% ყოველთვის ბავშვები წვანან, დანარჩენი მოზრდილები. ხშირად ასეთი შემთხვევებია: ბავშვი ჩაჯდა ჭოჭინაში, იარა ოთახში, ბოლოს მიადგა ელექტრომადუღარას, მოქაჩა და გადაისხა წყალი ზედ.

სამ წლამდე ბავშვისთვის ელექტრომადუღარაში არსებული მდუღარე წყლის რაოდენობა საკმარისია, რომ რეანიმაციაში მოხდეს. სერიოზულ ღრმა დამწვრობას სიკვდილიანობა ახლავს თან. სამწუხაროდ, წელიწადში გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ხოლმე.

- რა იწვევს ამას, მშობლების უყურადღებობა?

- ასეთი ტიპის ტრავმები ნებისმიერ ქვეყანაშია. დამწვრობა გაუფრთხილებლობით ხდება 80 პროცენტში და 20 პროცენტია მხოლოდ უბედური შემთხვევა. ძალიან ელემენტარულია, რომ ანთებული ასანთით არ უნდა ჩახედო ბენზინის ავზს, დედამ წყლის ტემპერატურა ჯერ თავად უნდა გააკონტროლოს და შემდეგ ჩასვას ბავშვი.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც დამწვრობის შემდეგ თვითმკურნალობას მიმართავენ.

- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვაქვს. დღეს მოიყვანეს ბავშვი, რომელმაც ახალი წლის პერიოდში მიიღო დამწვრობა და სახლში ჩატარებული მკურნალობის გამო მდგომარეობა გართულებული ჰქონდა. არ შეიძლება დედა ამ დროს საჭმელ სოდას აყრიდეს ჭრილობაზე! ზოგადად ყველა ოჯახში უნდა იყოს დამწვრობის სააწინააღმდეგო კრემი, რომელიც აუცილებლად აფთიაქში უნდა შეიძინოთ და თავად არ უნდა დაამზადოთ.

კიდევ ერთხელ მინდა, თქვენი საიტის საშუალებით მოსახლეობა გავაფრთხილო. ბოლო წლებია ქართველებს ახალი გამოგონება გვაქვს, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს. ოჯახში სხვადასხვა ტიპის გამათბობელზე, "კარმაზე" დამცველს, გარეშეფუთვას ხსნიან, რომ თითქოს ამით ოთახში სითბო უკეთესად დაგროვდება.

არადა ის დამცავი სპეციალურად არის იმ ნივთიერებით შექმნილი, რომ ტემპერატურას გაუძლოს და ხელის მიდებისას არ დაგვეწვას. დამცავ ხუფსა და ღუმელს შორის არსებულ ჰაერის სივრცეში, ტემპერატურა ტრიალებს და ოთახში ისედაც მაქსიმალურ სითბოს გამოყოფს და არაფერ შუაშია მისი მოხსნა.

წარმოიდგინეთ, მშობლები ხსნიან "კარმას" დამცავ ხუფს და ამ დროს, ორი-სამი წლის ბავშვი დარბის ოთახში, ხელს წამოჰკრავს ან ფეხს მიადებს და უკვე მერამდენე შემთხვევა გვქონდა, რომ ბავშვები მოჰყავთ სერიოზული დამწვრობით. გაფრთხილებთ, ამით უკეთესად ვერ გაათბობთ სახლს და სავალალო შედეგს მიიღებთ! საკმაოდ მძიმე დამწვრობას იწვევს.

- ამ წელს დამწვრობის მძიმე შემთხვევა თუ გქონდათ დამწვრობის ცენტრში?

- ძალიან ცუდი რამ მოხდა ცოტა ხნის წინ კახეთის ერთ-ერთ სოფელში. დედას შეეშალა და ღუმელში ნავთის მაგიერ ბენზინი შეასხა. ცხრა წლის ბიჭი ადგილზე დაიწვა. დედა ჩვენს რეანიმაციაში გარდაიცვალა, სასუნთქი გზების 85 პროცენტი დამწვრობა ჰქონდა და ვერ გადავარჩინეთ... 6 წლის გოგონა გადარჩა. ძალიან რთული იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან დამწვრობა ფსიქიკაზე მოქმედებს ძალიან, განსაკუთრებულად ბავშვებში.

დამწვრობა გაივლის, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა დიდხანს მიჰყვებათ ბავშვებს. ორი დღე გოგონა ხმას არ იღებდა, ფსიქოლოგები მუშაობდნენ მასთან და წარმოუდგენელი შრომა გაწიეს. ბავშვი მუდმივად ხატავდა, რამდენიმე ნახატი მეც მაჩუქა და კაბინეტში მაქვს.

ხატავდა სახლს საიდანაც კვამლი ამოდიოდა, ოღონდ ეს არ იყო ხანძრის კვამლი. უამრავი ტრაგედიიის მონაწილე ვარ, მაგრამ ამ ბავშვის სულისშემძვრელი ნახატები არასოდეს დამავიწყდება...

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

"აბიტურიენტს პირბადის მოხსნა შეეძლება, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა" - პრემიერი