მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?
უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბა ბო­ინგ-737-ს კა­ტას­ტრო­ფის რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს. სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვის დროს, ზე­ლენ­სკიმ მო­სახ­ლე­ო­ბას სთხო­ვა თავი შე­ი­კა­ვონ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­გან.

„უკ­რა­ი­ნის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტია და­ად­გი­ნოს თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვად­გენთ სი­მარ­თლეს. ამ მიზ­ნით ჩა­ტარ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მი­სი­ვე თქმით, ის ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტთან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს გა­მარ­თავს, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მოხ­დეს ირა­ნულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

ირა­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნულ ავი­ა­ხო­მალდს ცე­ცხლი ეკი­და იქამ­დე, ვიდ­რე კა­ტას­ტრო­ფას გა­ნიც­დი­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე 176 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

თავ­და­პირ­ვე­ლი ან­გა­რი­ში, რო­მელ­საც ირა­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ცია ავ­რცე­ლებს, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბებს ეყ­რდნო­ბა, რომ­ლე­ბიც მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წრნენ. მათი თქმით, თვითმფრი­ნა­ვი ვიდ­რე ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და, ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი.

ან­გა­რიშ­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი ტექ­ნი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე, თუმ­ცა კა­ნა­დის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა „რო­ი­ტერსს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, თვითმფრი­ნა­ვის ერთ-ერთი ძრა­ვი გა­და­ხუ­რე­ბუ­ლი იყო.

შე­გახ­სე­ნებთ, ირან­ში „უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­ხა­ზე­ბის“ კუთ­ვნილ­მა ბო­ინგ-737-ის ტი­პის თვითმფრი­ნავ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და. ყვე­ლა - 180-მდე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბორტზე იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ი­ღუ­პა.

ავტორი:

უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?

უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მთავრობა ბოინგ-737-ს კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. სატელევიზიო მიმართვის დროს, ზელენსკიმ მოსახლეობას სთხოვა თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.

„უკრაინისთვის პრიორიტეტია დაადგინოს თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზები. ჩვენ აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს. ამ მიზნით ჩატარდება დამოუკიდებელი გამოძიება, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ის ირანის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს, რადგან გამოძიების პროცესში მოხდეს ირანულ მხარესთან თანამშრომლობა.

ირანული გამოძიების პირველადი ანგარიშის თანახმად, უკრაინულ ავიახომალდს ცეცხლი ეკიდა იქამდე, ვიდრე კატასტროფას განიცდიდა. მათივე ინფორმაციით, ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველი ანგარიში, რომელსაც ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ავრცელებს, მოწმეთა ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც მომხდარ ტრაგედიას შეესწრნენ. მათი თქმით, თვითმფრინავი ვიდრე ჩამოვარდებოდა, ცეცხლში იყო გახვეული.

ანგარიშში არაფერია ნათქვამი ტექნიკურ პრობლემებზე, თუმცა კანადის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის თანახმად, თვითმფრინავის ერთ-ერთი ძრავი გადახურებული იყო.

შეგახსენებთ, ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

"ზოგიერთი პანიკაშია... არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს ერთი საათის შემდეგ“ - რას უყვება ფერეიდნელი ქართველი AMBEBI.GE-ს

ტრამპის პასუხი ირანს - "თუ აგრესიას გააგრძელებს, აშშ მას სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს"

ავსტრალიაში ხანძრის განზრახ გაჩენისთვის 24 ადამიანს წაუყენეს ბრალი