მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს
ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

ბა­კუ­რი­ან­ში მყო­ფი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. 25-ია­ნებ­ზე, სა­ბა­გი­როს სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დი­სას, მგზავრს ჟე­ტო­ნის ან ბი­ლე­თის ნაც­ვლად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ რუბლს აძ­ლე­ვენ. დამ­სვე­ნებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შე­სა­ბა­მის ფო­ტო­ებ­საც ავ­რცე­ლე­ბენ.

"ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ნერ­ვი ამე­ტო­კე­ბი­ნა, მაგ­რამ ვინ გაც­დის. ბა­კუ­რი­ან­ში სა­ბა­გი­როს ბი­ლე­თი, თუ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც ფურ­ცლის ნაგ­ლე­ჯი იყო, ახლა მი­მოქ­ცე­ვა­ში არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი რუბ­ლი ჩა­ეშ­ვა. გა­და­იხ­დი ლარს და იყი­დი რუბლს თა­ვი­სი ნამ­გა­ლი­თა და უროთi, ზვი­ო­ზა­ჩკი­თა და სა­ი­უზ სა­ვეც­კიხ სო­ცი­ა­ლის­წი­ჩეს­კიხ რეს­ბუბ­ლი­კით.ზრდრასტვი­წე, სნო­ვიმ გო­დომ, ცე­ლუ­იუ.არ მჯე­რა

update: კა­ტასრო­ფუ­ლად ბევ­რმა მომ­წე­რა პი­რად­ში. არ ვხუმ­რობ მე­გობ­რე­ბო, სამ­წუ­ხა­როდ რე­ა­ლო­ბაა. ასე­ვე, თუ ვინ­მემ კარ­გად ვერ გა­ი­გო ვა­ზუს­ტებ, ლა­რით ყი­დუ­ლობ მგზავ­რო­ბას და ბი­ლე­თის, ჟე­ტო­ნის მა­გივ­რად გაძ­ლე­ვენ რუბლს. უწყვი­ათ კოხ­ტად, მრავ­ლად..." - წერს ერთ-ერთი დამ­სვე­ნე­ბე­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და აღ­ნიშ­ნეს, რომ მათი მე­ნე­ჯმენ­ტის ქვეშ მოქ­ცე­ულ სა­ბა­გი­რო­ებ­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დე­ლი რუბ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბა­კუ­რი­ან­ში მყო­ფი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მთის კუ­რორ­ტე­ბი კუ­რი­რებს სა­ბა­გი­რო­ებს „დიდ­ვე­ლი“, „მი­ტარ­ბი“ და „კოხ­ტა“.

„ჩვენს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ბა­გი­რო­ებ­ზე მსგავ­სი ფაქ­ტი არ ფიქ­სირ­დე­ბა. "დიდ­ვე­ლის", "მი­ტარ­ბი­სა" და "კოხ­ტას" სა­ბა­გი­რო­ებ­ზე მო­წყო­ბი­ლია ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის უკონ­ტაქ­ტო გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი" - გა­ნა­ცხა­დეს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში.

მომ­ხდარ­ზე ფაქ­ტზე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, სუს-ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით მოქ­მედ­მა კო­მი­სი­ამ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მყი­სი­ე­რად და­ი­წყო.

„აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თავ­მდჯო­მა­რე­ო­ბით მოქ­მედ­მა, „თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტია“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ­მა კო­მი­სი­ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მყი­სი­ე­რად და­ი­წყო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

„თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქარ­ტია“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ზა­ნია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის, სა­ყო­ველ­თა­ოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა და ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კო­მუ­ნის­ტუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი და ფა­შის­ტუ­რი სიმ­ბო­ლი­კის, აღ­მო­ფხვრა, აგ­რეთ­ვე კო­მუ­ნის­ტუ­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი და ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი და პრო­პა­გან­დის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის აკ­რძალ­ვა“, - აცხა­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
totoro
128

პატრიარქი რუსეთის კაცი, იმდენად რომ უკრაინის ავტოკეფალია მთელმა ცივილურმა დამყარომ აღიარა ჩვენს გარდა. ხელისუფლება პრემიერი და ბიძინა უბრალოდ ჯერ ერიდებათ და ღიად არ საუბრობენ რუსულად და ესე ნელ-ნელა ალბად თანმიმდევრულად შემოგვაპარებენ რუსულ პასპორტსაც

ზურაბ
40

სხვა გზა რომ ვერ გამონახეს საბაგიროებით მიგვაქანებენ რუსეთისკენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

ბაკურიანში ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს იყენებენ - რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო დამსვენებლებს

ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების ნაწილის ინფორმაციით, ე.წ. 25-იანებზე, საბაგიროს საფასურის გადახდისას, მგზავრს ჟეტონის ან ბილეთის ნაცვლად საბჭოთა კავშირის დროინდელ რუბლს აძლევენ. დამსვენებლები სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებენ.

"ძალიან არ მინდოდა ნერვი ამეტოკებინა, მაგრამ ვინ გაცდის. ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთi, ზვიოზაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით.ზრდრასტვიწე, სნოვიმ გოდომ, ცელუიუ.არ მჯერა

update: კატასროფულად ბევრმა მომწერა პირადში. არ ვხუმრობ მეგობრებო, სამწუხაროდ რეალობაა. ასევე, თუ ვინმემ კარგად ვერ გაიგო ვაზუსტებ, ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს. უწყვიათ კოხტად, მრავლად..." - წერს ერთ-ერთი დამსვენებელი.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მათი მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენების ფაქტი არ ფიქსირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაკურიანში მყოფი დამსვენებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას უწყებაში განუცხადეს, მთის კურორტები კურირებს საბაგიროებს „დიდველი“, „მიტარბი“ და „კოხტა“.

„ჩვენს მიერ კონტროლირებად საბაგიროებზე მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება. "დიდველის", "მიტარბისა" და "კოხტას" საბაგიროებზე მოწყობილია ავსტრიული კომპანიის უკონტაქტო გამშვები პუნქტები" - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

მომხდარზე ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ შესაბამისი პროცედურების განხორციელება მყისიერად დაიწყო.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ტემპერატურა დასავლეთში 15 გრადუსამდე მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე

"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს

ბერა ივანიშვილის ვაჟი გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან