ავსტრალიაში, ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენის გამო, 24 ადამიანს ბრალი წაუყენეს..
8 ნოემბრიდან ამ დრომდე ავსტრალიაში ხანძრის გაჩენის ბრალდებით საქმე 183 ადამიანზე იყო აღძრული. მათ შორის 40 არასრულწლოვანია. ბრალდებულთა უმეტესობას გაფრთხილება მისცეს.
სამხრეთ უელსის შტატის პოლიციელთა ცნობით, 183 ადამიანიდან ნაწილმა გაფრთხილება მიიღო, ნაწილის შემთხვევაში კი საქმე სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკვალიფიცირდა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ცეცხლის დანთების წესების დარღვევა ავსტრალიის სხვადასხვა მხარეში და გაუფრთხილებლობით, თამბაქოს ნამწვის ან ასანთის გადაგდებით ხანძრის გაჩენა.
ავსტრალიაში ხანძრის შედეგად ბოლო ცნობებით 24 ადამიანი გარდაიცვალა, დამწვარია 2 000-ზე მეტი სახლი, ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა. სრულადაა განადგურებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური ჯიშები.