ავტორი:

ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა.

ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, რამაც მოქალაქეებში ეჭვი გამოიწვია, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმფრინავი, რომელიც ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბოინგ-737 კიევში მიფრინავდა.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="fa" dir="rtl">نخستین ویدئو از سقوط هواپیمای اوکراینی اطراف شهریار <a href="https://t.co/M3bZiLLryQ">pic.twitter.com/M3bZiLLryQ</a></p>&mdash; خبرگزاری ایسنا (@isna_farsi) <a href="https://twitter.com/isna_farsi/status/1214756225293979648?ref_src=twsrc%5Etfw">January 8, 2020</a></blockquote>

რომელი ქვეყნის მოქალაქეები დაიღუპნენ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად

ძრავის გაუმართაობა და არა ტერორიზმი - რას წერს BBC ირანში ავიაკატასტროფის მიზეზებზე

უკრაინის პრემიერის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა