თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილს ელოდება. ფეხმძიმე მომღერალი ფოტოს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე აქვეყნებს, სადაც უამრავ მილოცვას იღებს.
თაკოს და ბულგარელ მუსიკალურ პროდიუსერსა და კომპოზიტორს ბორისლავ მილანოვს პირველი შვილი 2019 წლის დასაწყისში შეეძინათ. ბავშვს სახელი პატრიარქის რეკომენდაციით შეურჩიეს და გაბრიელა დაარქვეს.
შეგახსენებთ, თაკო გაჩეჩილაძემ და ბორისლავ მილანოვმა ქორწილიც პატარას დაბადების შემდეგ გადაიხადეს. წყვილმა მოკრძალებული საქორწინო ცერემონიალი თბილისში გადაიხადა.