"ალილოს" მსვლელობა დასრულდა. ანგელოზებისა და მწყემსების სამოსში გამოწყობილი პატარები სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გამართეს. საზეიმო ღონისძიება სამების ტაძარში საშობაო პარაკლისით დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრამდე რამდენიმე ლოკაციაზე შეჩერდნენ, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მათ საშობაო ნობათი გადასცეს.
„ალილოს" მონაწილეები საპატრიარქოსთანაც მივიდნენ, სადაც მათ სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქი ილია მეორე დახვდა. უწმინდესმა მათ შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.
საზეიმო მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული სამების ტაძრამდე მიიტანეს, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილედება.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი