მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "შედგა ქიმია" ნიკოლოზ რაჭველსა და გია ყანჩელის მუსიკას შორის - "ამბობდა: რა ბრწყინვალე დირიჟორიც არ უნდა ასრულებდეს, შინაგანად მინდა, მის ნაცვლად შენ იდგეო"
როგორ "შედგა ქიმია" ნიკოლოზ რაჭველსა და გია ყანჩელის მუსიკას შორის - "ამბობდა: რა ბრწყინვალე დირიჟორიც არ უნდა ასრულებდეს, შინაგანად მინდა, მის ნაცვლად შენ იდგეო"

გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რის, გია ყან­ჩე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი მუ­სი­კა უკვე მე­რამ­დე­ნედ შე­ას­რუ­ლა სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად, მათ შო­რის, არა­ერთ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზეც და ყო­ველ ჯერ­ზე უდი­დე­სი ემო­ცი­ით - ისე, რო­გორც ყან­ჩელს და თა­ვად ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს შეშ­ვე­ნის...

რაჭ­ვე­ლი ყან­ჩელ­მა სი­ცო­ცხლე­ში­ვე გა­მო­არ­ჩია და მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის არან­ჟი­რე­ბის, გა­ორ­კესტრე­ბის, ახა­ლი ვერ­სი­ე­ბის შექ­მნის უფ­ლე­ბა მი­ან­დო.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს რო­გორ გაჩ­ნდა ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა მის ცხოვ­რე­ბა­ში და რას ნიშ­ნავს გე­ნი­ა­ლურ კომ­პო­ზი­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თვის:

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გია ყან­ჩე­ლის პი­როვ­ნე­ბა­სა და მუ­სი­კას, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. 5 წლის ასაკ­ში, პირ­ვე­ლი დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რაც ჩემ­ზე მუ­სი­კამ მო­ახ­დი­ნა, ის იყო, რომ და­ვეს­წა­რი მის ოპე­რას "და არს მუ­სი­კა"... მახ­სოვს, რომ მუ­სი­კაც სწო­რედ მა­შინ შე­მიყ­ვარ­და და უშუ­ა­ლოდ გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კის ჟღე­რა­დო­ბაც.

იმ პე­რი­ოდ­ში კომ­პო­ზი­ტო­რი სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ­და, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს უნ­დო­დათ, მას­თან მქო­ნო­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ ის დის­ტან­ცია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და.

ბა­ტო­ნი გია მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც 10-11 წლის გახ­ლდით და რო­დე­საც ჯან­სუღ კა­ხი­ძემ ჩემ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა აიღო. გია ყან­ჩე­ლი ჯან­სუღ კა­ხი­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­დი­ო­და, იმ პე­რი­ოდ­ში ვნა­ხუ­ლობ­დი, მაგ­რამ ახლო მე­გობ­რო­ბა ჩვენ შო­რის 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­დე­საც მა­რი­ნა ბე­რი­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და გია ყან­ჩე­ლის თან­ხმო­ბით, გა­ვა­კე­თეთ მუ­სი­კა­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლი, ნატო მე­ტო­ნი­ძის შეს­რუ­ლე­ბით.

ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, რად­გა­ნაც კომ­პო­ზი­ტო­რის მიერ კი­ნო­სა და თე­ატ­რის­თვის შექ­მნი­ლი მუ­სი­კა, მხო­ლოდ კი­ნო­სა და თე­ატ­რში ჟღერ­და და არ იყო სა­კონ­ცერ­ტო სცე­ნა­ზე გად­მო­ტა­ნი­ლი. ჩვენ მა­შინ ამას პირ­ვე­ლად ვა­კე­თებ­დით.

ამ მუ­სი­კას, გავ­ბე­დე და სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი გა­ორ­კესტრე­ბით, ჰარ­მო­ნი­უ­ლი თუ ჟღე­რა­დობ­რი­ვი ენით მი­ვუ­დე­ქი და შე­სა­ბა­მი­სად ვღე­ლავ­დი კი­დეც იმა­ზე, თუ რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და მას. ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ბუ­ნებ­რი­ვია ასე­თი მუ­სი­კო­სი სხვა­ნა­ი­რი ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, მაგ­რამ დიდი სა­ჩუ­ქა­რი იყო ჩემ­თვის მისი აღ­ტა­ცე­ბა და მას­თან მე­გობ­რო­ბა.

ეს მე­გობ­რო­ბა მისი სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე გაგ­რძელ­და. ბევ­რი რამ ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ... მისი ნა­წარ­მო­ე­ბის პრე­მი­ე­რის შემ­სრუ­ლე­ბე­ლიც ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან და­ვახ­ლოვ­დით.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი იყო გია ყან­ჩე­ლის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა და ყო­ველ­თვის, როცა მის მუ­სი­კას ვე­ხე­ბით, მას მერე, რაც ის ჩვენს გვერ­დით აღარ არის, ჩემ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რია...

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი თა­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­თან, რა დრო­საც ეს კი­ნო­სა და თე­ატ­რის მუ­სი­კა იქ­მნე­ბო­და, დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლია, ყან­ჩე­ლის მე­ლო­დია და ჰარ­მო­ნია ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. უფრო სწო­რად, ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რი გახ­და ის მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ ჭეშ­მა­რი­ტი ხე­ლოვ­ნე­ბა დროს ყო­ველ­თვის უს­წრებს, უძ­ლებს და ყო­ვე­ლი ახა­ლი თა­ო­ბა მას­ში სა­კუ­თარ თავს ხე­დავს და ამის მა­გა­ლი­თია ის, რომ ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა უს­მენს, ას­რუ­ლებს და ახ­ლო­საა ყან­ჩე­ლის ნა­წარ­მო­ებ­თან.

- უამ­რა­ვი კომ­პო­ზი­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბა გაქვს შეს­წავ­ლი­ლი, მათ შო­რის, გია ყან­ჩე­ლის. მის მუ­სი­კა­ში რა არის ისე­თი, რაც შენ ასე გი­ზი­დავს?

- ძა­ლი­ან დიდი სი­სა­და­ვე, უმაღ­ლე­სი გე­მოვ­ნე­ბა, ყან­ჩე­ლის არა სა­სიმ­ღე­რო, არა­მედ სიმ­ფო­ნი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა. მისი ის მუ­სი­კაც, რო­მე­ლიც იმ­ღე­რე­ბა, ასე­ვე ახ­ლოა სა­ორ­კესტრო ჟღე­რა­დო­ბას­თან.

ხმა, სა­სიმ­ღე­რო პარ­ტია, ისე­თი არ არის, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სუ­რი რო­მან­სის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ყო­ველ­თვის ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლია და რო­დე­საც მას მომ­ღე­რა­ლი ას­რუ­ლებს, ისე­თი მო­ნა­ცე­მე­ბის კონ­ცენ­ტრი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად გა­ა­კე­თოს. ამ ამო­ცა­ნის დაძ­ლე­ვა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ამას­თან, მის მუ­სი­კა­ში თავ­მოყ­რი­ლია დიდი სევ­და და ამ სევ­და­ში ისე­თი სი­ნათ­ლე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მო­მავ­ლის­კენ იყუ­რე­ბა.

- ნიკა, გია ყან­ჩე­ლი გენ­დო, გა­მო­გარ­ჩია - რა და­ი­ნა­ხა შენ­ში ისე­თი, რა­მაც ამის­კენ უბიძ­გა?

- ალ­ბათ ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მისი მუ­სი­კის მი­მართ, რაც ყვე­ლა კომ­პო­ზი­ტო­რის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი გრძნო­ბაა. მე­ო­რე მხრივ, ამ სიყ­ვა­რულ­მა შე­მაგ­რძნო­ბი­ნა მისი მუ­სი­კის დრო­ში გა­ნა­წი­ლე­ბა. რო­დე­საც ვდი­რი­ჟო­რობ­დი ყან­ჩე­ლის სიმ­ფო­ნი­ურ მუ­სი­კას, ყო­ველ­თვის ამ­ბობ­და, რომ ჩემი შეს­რუ­ლე­ბის დროს მუ­სი­კის ისე­თი­ვე აღ­ქმა ხდე­ბო­და, რო­გორ­საც წე­რი­სას წარ­მო­იდ­გენ­და.

სა­ერ­თოდ ნო­ტე­ბი არის პი­რო­ბი­თი რამ, იმ ნო­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­ვად ქმნის მე­ო­რე­ჯერ იმ მუ­სი­კას, რო­მე­ლიც პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ავ­ტო­რის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი. მე­ო­რე­ჯერ შექ­მნი­სას, რაც მეტი დამ­თხვე­ვაა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან გიყ­ვარს და გეს­მის ის, რა­საც უკ­რავ. ეს სიმ­ბო­ლუ­რი „ქი­მია მოხ­და“ ჩემ­სა და მის მუ­სი­კას შო­რის და ეს, რა თქმა უნდა, თა­ვი­დან­ვე იგ­რძნო­ბო­და.

17-18 წლის წინ, როცა მე და ნატო მე­ტო­ნი­ძემ პრო­ექ­ტზე ვი­მუ­შა­ვეთ, მა­ნამ­დე არ მქონ­და ნა­დი­რი­ჟო­რე­ვი ყან­ჩე­ლის სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კა, მაგ­რამ არც ისე­თი აღ­ქმა მქონ­და, რაც მერე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა ჩემ­ში, მაგ­რამ ეს და­სა­წყის­ში­ვე იგ­რძნო და მიხ­ვდა, რომ რაც უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და ჩემ მი­მართ, რაც უფრო ლი­ბე­რა­ლუ­რად შე­ხე­დავ­და იმ იდე­ებს, რო­მე­ლიც მისი მე­ლო­დი­ე­ბის არან­ჟი­რე­ბის და გა­ორ­კესტრე­ბი­სას მიჩ­ნდე­ბო­და, მით მე­ტად და­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბო­დი მის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს. ასეც მოხ­და.

იცით, რომ მისი მუ­სი­კა უცხო­ეთ­ში ხში­რად სრულ­დე­ბა, არ არ­სე­ბობს დღე, რომ ის რო­მე­ლი­მე კონ­ტი­ნენ­ტის, რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში არ შეს­რულ­დეს, რა­ზეც სულ ამ­ბობ­და - რო­დე­საც ვეს­წრე­ბი კონ­ცერტს, რო­გო­რი ბრწყინ­ვა­ლე დი­რი­ჟო­რი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ორ­კესტრი ას­რუ­ლებ­დეს, მა­ინც ში­ნა­გა­ნად, ძა­ლი­ან მინ­და, რომ მის ნაც­ვლად შენ იდ­გეო. ეს ნიშ­ნავს, რომ თა­ვის მუ­სი­კის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მა­შინ აღ­წევ­და, მოს­მე­ნი­სას აღიქ­ვამ­და, რო­დე­საც სა­დი­რი­ჟო­რო პულტთან მე ვი­ყა­ვი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ "შედგა ქიმია" ნიკოლოზ რაჭველსა და გია ყანჩელის მუსიკას შორის - "ამბობდა: რა ბრწყინვალე დირიჟორიც არ უნდა ასრულებდეს, შინაგანად მინდა, მის ნაცვლად შენ იდგეო"

როგორ "შედგა ქიმია" ნიკოლოზ რაჭველსა და გია ყანჩელის მუსიკას შორის - "ამბობდა: რა ბრწყინვალე დირიჟორიც არ უნდა ასრულებდეს, შინაგანად მინდა, მის ნაცვლად შენ იდგეო"

გენიალური კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების შემდეგ, მისი მუსიკა უკვე მერამდენედ შეასრულა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მათ შორის, არაერთ მუსიკალურ კონკურსზეც და ყოველ ჯერზე უდიდესი ემოციით - ისე, როგორც ყანჩელს და თავად ნიკოლოზ რაჭველს შეშვენის...

რაჭველი ყანჩელმა სიცოცხლეშივე გამოარჩია და მისი ნაწარმოებების არანჟირების, გაორკესტრების, ახალი ვერსიების შექმნის უფლება მიანდო.

ნიკოლოზ რაჭველი AMBEBI.GE-ს თავად უამბობს როგორ გაჩნდა ყანჩელის მუსიკა მის ცხოვრებაში და რას ნიშნავს გენიალურ კომპოზიტორთან ურთიერთობა მისთვის:

- ჩემს ცხოვრებაში გია ყანჩელის პიროვნებასა და მუსიკას, ღრმა ბავშვობიდან განსაკუთრებული ადგილი უკავია. 5 წლის ასაკში, პირველი დიდი შთაბეჭდილება, რაც ჩემზე მუსიკამ მოახდინა, ის იყო, რომ დავესწარი მის ოპერას "და არს მუსიკა"... მახსოვს, რომ მუსიკაც სწორედ მაშინ შემიყვარდა და უშუალოდ გია ყანჩელის მუსიკის ჟღერადობაც.

იმ პერიოდში კომპოზიტორი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ჩემი ოჯახის წევრებს უნდოდათ, მასთან მქონოდა განათლების მიღების საშუალება, მაგრამ ის დისტანცია ამის საშუალებას არ იძლეოდა.

ბატონი გია მოგვიანებით გავიცანი, როდესაც 10-11 წლის გახლდით და როდესაც ჯანსუღ კახიძემ ჩემზე მეურვეობა აიღო. გია ყანჩელი ჯანსუღ კახიძის უახლოესი მეგობარი იყო. საქართველოში რომ ჩამოდიოდა, იმ პერიოდში ვნახულობდი, მაგრამ ახლო მეგობრობა ჩვენ შორის 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, როდესაც მარინა ბერიძის ინიციატივით და გია ყანჩელის თანხმობით, გავაკეთეთ მუსიკალური სპექტაკლი, ნატო მეტონიძის შესრულებით.

ძალიან ვღელავდი, რადგანაც კომპოზიტორის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა, მხოლოდ კინოსა და თეატრში ჟღერდა და არ იყო საკონცერტო სცენაზე გადმოტანილი. ჩვენ მაშინ ამას პირველად ვაკეთებდით.

ამ მუსიკას, გავბედე და სრულიად ახლებური გაორკესტრებით, ჰარმონიული თუ ჟღერადობრივი ენით მივუდექი და შესაბამისად ვღელავდი კიდეც იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა მას. ძალიან პროგრესული ადამიანი იყო, ბუნებრივია ასეთი მუსიკოსი სხვანაირი ვერც წარმომედგინა, მაგრამ დიდი საჩუქარი იყო ჩემთვის მისი აღტაცება და მასთან მეგობრობა.

ეს მეგობრობა მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე გაგრძელდა. ბევრი რამ ერთად გამოვიარეთ... მისი ნაწარმოების პრემიერის შემსრულებელიც ვიყავი საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ და შესაბამისად, ძალიან დავახლოვდით.

ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო გია ყანჩელის ამ ქვეყნიდან წასვლა და ყოველთვის, როცა მის მუსიკას ვეხებით, მას მერე, რაც ის ჩვენს გვერდით აღარ არის, ჩემზე ძალიან მოქმედებს, საოცრად ემოციურია...

ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ახალი თაობისთვის, რომელიც იმ პერიოდთან, რა დროსაც ეს კინოსა და თეატრის მუსიკა იქმნებოდა, დისტანცირებულია, ყანჩელის მელოდია და ჰარმონია ახლობელი აღმოჩნდა. უფრო სწორად, ძალიან ლოგიკური გახდა ის მოცემულობა, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება დროს ყოველთვის უსწრებს, უძლებს და ყოველი ახალი თაობა მასში საკუთარ თავს ხედავს და ამის მაგალითია ის, რომ ამდენი ახალგაზრდა უსმენს, ასრულებს და ახლოსაა ყანჩელის ნაწარმოებთან.

- უამრავი კომპოზიტორის შემოქმედება გაქვს შესწავლილი, მათ შორის, გია ყანჩელის. მის მუსიკაში რა არის ისეთი, რაც შენ ასე გიზიდავს?

- ძალიან დიდი სისადავე, უმაღლესი გემოვნება, ყანჩელის არა სასიმღერო, არამედ სიმფონიური აზროვნება. მისი ის მუსიკაც, რომელიც იმღერება, ასევე ახლოა საორკესტრო ჟღერადობასთან.

ხმა, სასიმღერო პარტია, ისეთი არ არის, რაც ჩვეულებრივი თბილისური რომანსისთვისაა დამახასიათებელი, ყოველთვის ინსტრუმენტულია და როდესაც მას მომღერალი ასრულებს, ისეთი მონაცემების კონცენტრირება სჭირდება, რომ ეს ყველაფერი ზუსტად გააკეთოს. ამ ამოცანის დაძლევა ჩემთვის საინტერესო პროცესია. ამასთან, მის მუსიკაში თავმოყრილია დიდი სევდა და ამ სევდაში ისეთი სინათლე, რომელიც ყოველთვის მომავლისკენ იყურება.

- ნიკა, გია ყანჩელი გენდო, გამოგარჩია - რა დაინახა შენში ისეთი, რამაც ამისკენ უბიძგა?

- ალბათ ჩემი დიდი სიყვარული და მოკრძალებული დამოკიდებულება მისი მუსიკის მიმართ, რაც ყველა კომპოზიტორისთვის ძალიან ძვირფასი გრძნობაა. მეორე მხრივ, ამ სიყვარულმა შემაგრძნობინა მისი მუსიკის დროში განაწილება. როდესაც ვდირიჟორობდი ყანჩელის სიმფონიურ მუსიკას, ყოველთვის ამბობდა, რომ ჩემი შესრულების დროს მუსიკის ისეთივე აღქმა ხდებოდა, როგორსაც წერისას წარმოიდგენდა.

საერთოდ ნოტები არის პირობითი რამ, იმ ნოტების შესრულებისას, შემსრულებელი თავად ქმნის მეორეჯერ იმ მუსიკას, რომელიც პირველ ყოვლისა, ავტორის მიერაა შექმნილი. მეორეჯერ შექმნისას, რაც მეტი დამთხვევაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან გიყვარს და გესმის ის, რასაც უკრავ. ეს სიმბოლური „ქიმია მოხდა“ ჩემსა და მის მუსიკას შორის და ეს, რა თქმა უნდა, თავიდანვე იგრძნობოდა.

17-18 წლის წინ, როცა მე და ნატო მეტონიძემ პროექტზე ვიმუშავეთ, მანამდე არ მქონდა ნადირიჟორევი ყანჩელის სიმფონიური მუსიკა, მაგრამ არც ისეთი აღქმა მქონდა, რაც მერე მოგვიანებით გაჩნდა ჩემში, მაგრამ ეს დასაწყისშივე იგრძნო და მიხვდა, რომ რაც უფრო თავისუფალი დამოკიდებულება იქნებოდა ჩემ მიმართ, რაც უფრო ლიბერალურად შეხედავდა იმ იდეებს, რომელიც მისი მელოდიების არანჟირების და გაორკესტრებისას მიჩნდებოდა, მით მეტად დავუახლოვდებოდი მის სულიერ სამყაროს. ასეც მოხდა.

იცით, რომ მისი მუსიკა უცხოეთში ხშირად სრულდება, არ არსებობს დღე, რომ ის რომელიმე კონტინენტის, რომელიმე ქალაქში არ შესრულდეს, რაზეც სულ ამბობდა - როდესაც ვესწრები კონცერტს, როგორი ბრწყინვალე დირიჟორი და არაჩვეულებრივი ორკესტრი ასრულებდეს, მაინც შინაგანად, ძალიან მინდა, რომ მის ნაცვლად შენ იდგეო. ეს ნიშნავს, რომ თავის მუსიკის სრულყოფილებას მაშინ აღწევდა, მოსმენისას აღიქვამდა, როდესაც სადირიჟორო პულტთან მე ვიყავი...

საუკეთესოდ ჩაცმული ქალები "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე - ვინ  გახდა წითელი ხალიჩის დედოფალი?

"პროფილაქტიკაში შავ სამუშაოებს ვასრულებ..." - გაიცანით ლაშა ნანობაშვილი "მხოლოდ ქართულიდან"

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს