საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, თუ აშშ-სა და ირანს შორის კრიზისი გამწვავდება?
რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, თუ აშშ-სა და ირანს შორის კრიზისი გამწვავდება?

უკვე არა­ვინ და­ვობს, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში "დენ­თის კას­რის" აფეთ­ქე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­ცე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გვერდს ვერ აუვ­ლის...

ტე­რაქ­ტე­ბი, ლტოლ­ვი­ლე­ბის შე­მო­დი­ნე­ბის საფრ­თხე, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი - ეს იმ საფრ­თხე­ე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ ამე­რი­კა­სა და ირანს შო­რის გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სამ­ხედ­რო და­პის­პი­რე­ბად გარ­დაქ­მნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ემუქ­რე­ბა.

AMBEBI.GE სა­კი­თხზე რამ­დე­ნი­მე ექ­სპერტს ესა­უბ­რა, რომ­ლე­ბიც ამ ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ზო­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კორ­ნე­ლი კა­კა­ჩია ამ­ბობს, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლომ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იმოქ­მე­დოს:

"ერთი მხრივ, საქ­მე გვაქვს უახ­ლო­ეს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა ირან­თან და მე­ო­რე მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­თან - ამე­რი­კას­თან. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნდა იყოს რე­გი­ონ­ში სიმ­შვი­დე შე­ნარ­ჩუნ­დეს, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა ირა­ნი და მთლი­ა­ნად ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი ჩა­ით­რი­ოს, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოდ აი­სა­ხე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ასე­ვე მთლი­ა­ნად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე.

ამას ექ­ნე­ბა, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სახე, ლტოლ­ვი­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბა და სხვა - არა­ერ­თი სა­ში­ში სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­სე­ბის თან­მდე­ვი იქ­ნე­ბა.

- ელო­დე­ბით, რომ მხა­რე­ე­ბი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე წავ­ლენ?

- სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი იქ­ნე­ბა, თუ ეს არ მოხ­და და ირან­სა და ამე­რი­კას შო­რის არ­სე­ბუ­ლი სტა­ტუსკვო შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში რომ არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ეს ნა­თე­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რია ეს­კა­ლა­ცია არ მოხ­დეს. ეს რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო უშუ­ა­ლოდ არ არის ჩარ­თუ­ლი კონ­ფლიქ­ტში, თუმ­ცა, იმის გამო რომ ეს "დენ­თის კას­რი" სა­მე­ზობ­ლო­ში გვაქვს, ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს.

თუმ­ცა, ამ ყვე­ლაფ­რის პლუ­სი ის არის, რომ არ­ცერ­თი მხა­რე ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თვას არ გვთხოვს და ჩვე­ნი პირ­და­პი­რი ჩარ­თვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს... იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ყვე­ლა­ფე­რი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და, მა­შინ ეს ყვე­ლა თან­მდე­ვი პრო­ცე­სი სა­ქარ­თვე­ლოს გვერდს ვერ აუვ­ლის...

მაგ­რამ, მას­შტა­ბუ­რი და­პის­პი­რე­ბის მო­ლო­დი­ნიც ნაკ­ლე­ბია, ვფიქ­რობ, ამე­რი­კა უფრო წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ტე­რაქ­ტე­ბის ში­შიც. არის თუ არა საფრ­თხე რე­ა­ლუ­რი?

- რა­ხან სა­ქარ­თვე­ლო ირან­თან სტა­ბი­ლურ და კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ინარ­ჩუ­ნებს, ეს საფრ­თხე­ე­ბი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მგო­ნია, თუმ­ცა, კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე მარ­თებს სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურს. ამას­თან, არც სა­ხელ­მწი­ფო უნდა იჯ­დეს გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ აქამ­დე ჩვენ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ გვქონ­და, რად­გან მეტ-ნაკ­ლე­ბად ვა­ხერ­ხებ­დით ოქ­როს შუ­ა­ლე­დის დაც­ვას ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სებ­სა და ირანს შო­რის

ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის სა­მიზ­ნე არ ვიქ­ნე­ბით. ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა და ქმე­დე­ბა კარ­გად აწონ­და­წო­ნი­ლი და ემო­ცი­ა­გა­მოც­ლი­ლი უნდა იყოს - რო­გორც არას­დროს, ახლა გვაქვს ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი ზუს­ტი უნდა იყოს, რად­გან საფრ­თხე­ე­ბი საკ­მა­ოდ რე­ა­ლუ­რია.

- ფაქ­ტია, რომ ჩვენ ახლა მსოფ­ლი­ო­ში ახალ გა­და­ნა­წი­ლე­ბას ვა­დევ­ნებთ თვალს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თურ­ქეთ­მა ლი­ბი­ა­ში მხა­რი და­უ­ჭი­რა იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­საც გა­ე­რო აღი­ა­რებს, თუმ­ცა, მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არი­ან ძა­ლე­ბი, რო­მელ­თაც რუ­სე­თი უჭერს მხარს. ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ-თურ­ქე­თის მე­გობ­რო­ბა იმა­ზე მყი­ფეა, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს?

- ეს ფაქ­ტი ჩვენ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფო ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლია. რუ­სეთ-თურ­ქე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უფრო სი­ტუ­ა­ცი­უ­რა­დაა სტრა­ტე­გი­უ­ლი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე გათ­ვლი­ლი, რად­გან მათი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­სა­გე­ბია - მას სურს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი პო­ლუ­სის და­კა­ვე­ბა. თა­ვის მხრივ, თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქეთ­საც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, რომ ერთი რი­გი­თი ქვე­ყა­ნა იყოს, მისი სურ­ვი­ლია რე­გი­ონ­ში წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო გახ­დეს... თუმ­ცა, სხვა თე­მაა, რამ­დე­ნად გა­მო­უ­ვა ეს ან ერთს ან მე­ო­რეს".

ამი­რან სა­ლუქ­ვა­ძე, ანა­ლი­ტი­კო­სი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში:

- ბოლო დროს მსოფ­ლიო მე­დი­ა­ში ატე­ხი­ლი დიდი აჟი­ო­ტა­ჟის მი­უ­ხე­და­ვად, იმის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რომ ამე­რი­კა-ირანს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მას­შტა­ბურ სა­ხეს მი­ი­ღებს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს - ამე­რი­კა არ ემ­ზა­დე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის­თვის. მას არ მო­უ­თხო­ვია და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი თავ­დაც­ვის სფე­რო­ში, რის გა­რე­შეც მას­შტა­ბურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას, პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ ჩა­ა­ტა­რებს. ვიდ­რე ასე­თი მი­მარ­თა არ იქ­ნე­ბა კონ­გრე­სი­სად­მი, ომზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია...

- თუმ­ცა, სამი ათას­ზე მეტი სამ­ხედ­რო გა­და­ის­რო­ლეს ერაყ­ში...

- გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ეს არის მი­ზე­რუ­ლი... ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში უზარ­მა­ზა­რი ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს ძა­ლე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სახ­მე­ლე­თო ან სა­ჰა­ე­რო-სახ­მე­ლე­თო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. ამას ბევ­რად დიდი დაჯ­გუ­ფე­ბა სჭირ­დე­ბა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იმა­ზე მეტი, ვიდ­რე 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ ერაყ­სა და იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ირა­ნე­ლი გე­ნერ­ლის ლიკ­ვი­და­ცია არ არის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ ღია ომი და­ი­წყოს, ასე­თი უკი­დუ­რე­სი სცე­ნა­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის

ამე­რი­კა­სა და ირანს შო­რის კარ­გა ხა­ნია ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლია, უბ­რა­ლოდ, მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი მე­დი­აც სი­რი­ა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, მა­საც ეპი­ზო­დუ­რად აშუ­ქებ­და, ისე­ვე, რო­გორც ერა­ყის ამ­ბებს. ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა ეს ამ­ბე­ბი ქარ­თუ­ლი და მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­თი სკან­და­ლუ­რი.

კი იმუქ­რე­ბა ირა­ნი, მაგ­რამ წლის მი­წუ­რულს მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და თავ­დას­ხმე­ბი ამე­რი­კის ბა­ზა­ზე, შემ­დეგ ამე­რი­კა სა­პა­სუ­ხო დარ­ტყმებს ახორ­ცი­ე­ლებ­და ერაყ­სა და სი­რი­ა­ში, რა­საც ხე­ლა­ხა­ლი შე­ტე­ვე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და... თუმ­ცა, ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი არ ამ­ტყდა­რა.

- ირა­ნი მუ­ქა­რას არ წყვეტს, ომის დრო­შა აღ­მარ­თა, გავ­რცელ­და მოკ­ლუ­ლი გე­ნერ­ლის შვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც აშშ-ს და მის მო­კავ­ში­რე ის­რა­ელს "ბნელ დღეს" დაჰ­პირ­და...

- დიახ, ომის დრო­შის აღ­მარ­თვა მარ­თლაც ახა­ლია და ამ ეტაპ­ზე, ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მი­დან გას­ვლაც, თუმ­ცა, ამა­ზე უფრო ად­რეც სა­უბ­რობ­დნენ, თან მათ იქ ყოფ­ნას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, რად­გან როცა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­წყვე­ტი­ლი იყო, მის იქ ყოფ­ნას დიდი აზრი ისე­დაც არ ჰქონ­და... თუ მათ მუ­ქა­რის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყეს, ამას აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა ამე­რი­კის მხრი­დან პა­სუ­ხი, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ამე­რი­კა ამა­ზე არ სა­უბ­რობს. შე­საძ­ლოა დროს წე­ლავს, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია.

თუ ეს მა­ინც მოხ­და, მა­შინ შეგ­ვეძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს საფრ­თხე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი. ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ჩარ­თუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს დი­ა­ლო­გი და პირ­და­პი­რი ომის და­წყე­ბის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს.

რონ­დე­ლის ფონ­დის ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი კი ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დგე­ბა და რაც უფრო მე­ტად გა­იზ­რდე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა აშშ-სა და ირანს შო­რის, უფრო მეტი სა­ნერ­ვი­უ­ლო ექ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას. ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტმა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც გო­გო­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ირა­ნი­დან ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დის საფრ­თხე ნაკ­ლე­ბად დგას, რად­გან ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, აშშ-მ ირან­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია და­ი­წყოს, თუმ­ცა, ეს­კა­ლა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა. მი­სი­ვე თქმით, იმ ფონ­ზე, როცა თურ­ქე­თი აშშ-სთვის არა­სან­დო პარტნი­ო­რია, ამის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად აშშ-მა შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოც მო­ი­აზ­როს, რაც მომ­გე­ბი­ა­ნი მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ან ვი­თა­რე­ბა­ში იქ­ნე­ბო­და.

"ირა­ნი ძა­ლი­ან ახ­ლოა ჩვენ­თან, აშშ-სთან სამ­ხედ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა, გა­აჩ­ნია, რა კონ­ტექ­სტში და რა პი­რო­ბებ­ში. თუ ჩვენ მოგ­ვი­წევს აშშ-სთან მე­ტად და­ახ­ლო­ე­ბა სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით და მათი ბა­ზე­ბის გან­თავ­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც ირან­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მა­შინ ჩვენ რა თქმა უნდა, გავ­ხდე­ბით ირა­ნის, ასე­ვე ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­მიზ­ნე, რომ­ლე­ბიც ირა­ნის მხარ­და­ჭე­რით მოქ­მე­დე­ბენ, ეს რა თქმა უნდა, სა­რის­კოა და არა­მომ­გე­ბი­ა­ნი.

სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ შე­იძ­ლე­ბა ირა­ნი­დან ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დი მო­ა­წყდეს სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მხო­ლოდ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შე­დე­გად, რაც ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ გეზს, აქ მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ვი­ცით, რომ თურ­ქეთ­მა ახალ­ხანს არ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა აშშ-ის, რომ ინ­ჯირ­ლი­კის ბაზა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის. სულ უფრო და უფრო ვხე­დავთ, რომ თურ­ქე­თი ამ თვალ­საზ­რი­სით აშშ-ის­თვის არა­სან­დო პარტნი­ო­რი გახ­და.

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია სა­ჭი­რო­ებს, რა თქმა უნდა, ტე­რი­ტო­რი­ას და სივ­რცეს, ბა­ზებს და ლო­ჯის­ტი­კურ მარ­შრუ­ტებს. ეს ლო­ჯის­ტი­კუ­რი მარ­შრუ­ტი თურ­ქე­თის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლო, რაც შე­იძ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ან ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი და კარ­გი ამ­ბა­ვი ყო­ფი­ლი­ყო იმი­ტომ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში იზ­რდე­ბა ჩვე­ნი შან­სე­ბი ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვი­საც, მაგ­რამ ომის და ასე­თი კონფრონ­ტა­ცი­ის ვი­თა­რე­ბა­ში ჩვე­ნი გა­დაქ­ცე­ვა თუ გნე­ბავთ ლო­გის­ტი­კურ კო­რი­დო­რა­დაც კი, უკვე სა­რის­კოა პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა,“- აცხა­დებს კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ირან­სა და აშშ-ის ომის ალ­ბა­თო­ბას, კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ირა­ნის მუ­ქა­რა და ქმე­დე­ბე­ბი უპა­სუ­ხოდ არ დარ­ჩე­ბა. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ აშშ სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ას არ და­ი­წყებს, რად­გან ეს ვერც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში შეც­ვლის ვი­თა­რე­ბას და ამას­თა­ნა­ვე, ტრამ­პის პო­ლი­ტი­კის მარ­ცხი იქ­ნე­ბა.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი და ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ჰა­სან რო­უ­ჰა­ნი

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
50

ღმერთმა დაგვიფაროს ამ ომისგან, თორემ რუსეთს მეტი კი არ უნდა. მაშინვე ისარგებებს ამ შემთხვევით და სულ აგვირევს სიტუაცას. ტერაქტებს სწორედ ეგენი მოგვიწყობენ.

Milani
1

Daarsebidan saqartvelos safrtxe emuqreboda sul, magram aitana gmirma chvenma xalxma yvelanairi gansacdeli

ავტორი:

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, თუ აშშ-სა და ირანს შორის კრიზისი გამწვავდება?

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, თუ აშშ-სა და ირანს შორის კრიზისი გამწვავდება?

უკვე არავინ დავობს, რომ ახლო აღმოსავლეთში "დენთის კასრის" აფეთქების შემთხვევაში, პროცესები საქართველოს გვერდს ვერ აუვლის...

ტერაქტები, ლტოლვილების შემოდინების საფრთხე, ჰუმანიტარული კრიზისი - ეს იმ საფრთხეების არასრული ჩამონათვალია, რაც ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ამერიკასა და ირანს შორის გამოწვეული კრიზისის ფართომასშტაბიან სამხედრო დაპისპირებად გარდაქმნის შემთხვევაში საქართველოს ემუქრება.

AMBEBI.GE საკითხზე რამდენიმე ექსპერტს ესაუბრა, რომლებიც ამ ვითარებაში საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ზომიერი პოლიტიკისკენ მოუწოდებენ.

პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველომ ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს:

"ერთი მხრივ, საქმე გვაქვს უახლოეს მეზობელ ქვეყანა ირანთან და მეორე მხრივ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან. ამ სიტუაციაში საქართველო დაინტერესებული უნდა იყოს რეგიონში სიმშვიდე შენარჩუნდეს, რადგან ნებისმიერი სახის დესტაბილიზაცია, რომელმაც შესაძლოა ირანი და მთლიანად ახლო აღმოსავლეთი ჩაითრიოს, ძალიან სახიფათოდ აისახება როგორც საქართველოზე, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე.

ამას ექნება, როგორც ეკონომიკური, ასევე ჰუმანიტარული სახე, ლტოლვილების მოზღვავება და სხვა - არაერთი საშიში სცენარი, რომელიც ამ პროცესების თანმდევი იქნება.

- ელოდებით, რომ მხარეები ფართომასშტაბიან დაპირისპირებაზე წავლენ?

- საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ეს არ მოხდა და ირანსა და ამერიკას შორის არსებული სტატუსკვო შენარჩუნდება. მდგომარეობა უახლოეს ხანებში რომ არ გაუმჯობესდება, ეს ნათელია, მაგრამ მთავარია ესკალაცია არ მოხდეს. ეს როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ასევე კონკრეტულად საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, საქართველო უშუალოდ არ არის ჩართული კონფლიქტში, თუმცა, იმის გამო რომ ეს "დენთის კასრი" სამეზობლოში გვაქვს, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს.

თუმცა, ამ ყველაფრის პლუსი ის არის, რომ არცერთი მხარე ამ დაპირისპირებაში ჩართვას არ გვთხოვს და ჩვენი პირდაპირი ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს... იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა, მაშინ ეს ყველა თანმდევი პროცესი საქართველოს გვერდს ვერ აუვლის...

მაგრამ, მასშტაბური დაპისპირების მოლოდინიც ნაკლებია, ვფიქრობ, ამერიკა უფრო წერტილოვანი დარტყმებით შემოიფარგლება.

- საზოგადოებაში გაჩნდა ტერაქტების შიშიც. არის თუ არა საფრთხე რეალური?

- რახან საქართველო ირანთან სტაბილურ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ინარჩუნებს, ეს საფრთხეები გადაჭარბებული მგონია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს. ამასთან, არც სახელმწიფო უნდა იჯდეს გულხელდაკრეფილი და უსაფრთხოებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქამდე ჩვენ ამის გამოცდილება არ გვქონდა, რადგან მეტ-ნაკლებად ვახერხებდით ოქროს შუალედის დაცვას ამერიკის ინტერესებსა და ირანს შორის

ამიტომ, ვფიქრობ, ტერორისტული აქტების სამიზნე არ ვიქნებით. ყველა განცხადება და ქმედება კარგად აწონდაწონილი და ემოციაგამოცლილი უნდა იყოს - როგორც არასდროს, ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც ნებისმიერი ნაბიჯი ზუსტი უნდა იყოს, რადგან საფრთხეები საკმაოდ რეალურია.

- ფაქტია, რომ ჩვენ ახლა მსოფლიოში ახალ გადანაწილებას ვადევნებთ თვალს. რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა ლიბიაში მხარი დაუჭირა იმ ხელისუფლებას, რომელსაც გაერო აღიარებს, თუმცა, მისი მოწინააღმდეგები არიან ძალები, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთ-თურქეთის მეგობრობა იმაზე მყიფეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს?

- ეს ფაქტი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ორივე სახელმწიფო ჩვენი მეზობელია. რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა უფრო სიტუაციურადაა სტრატეგიული და სტაბილურობაზე გათვლილი, რადგან მათი ეროვნული ინტერესები რადიკალურად განსხვავებულია.

რუსეთის ინტერესები გასაგებია - მას სურს მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი პოლუსის დაკავება. თავის მხრივ, თანამედროვე თურქეთსაც არ აკმაყოფილებს, რომ ერთი რიგითი ქვეყანა იყოს, მისი სურვილია რეგიონში წამყვანი სახელმწიფო გახდეს... თუმცა, სხვა თემაა, რამდენად გამოუვა ეს ან ერთს ან მეორეს".

ამირან სალუქვაძე, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში:

- ბოლო დროს მსოფლიო მედიაში ატეხილი დიდი აჟიოტაჟის მიუხედავად, იმის ინდიკატორები, რომ ამერიკა-ირანს შორის დაპირისპირება მასშტაბურ სახეს მიიღებს, ჯერჯერობით არ ჩანს - ამერიკა არ ემზადება ფართომასშტაბიანი ომისთვის. მას არ მოუთხოვია დამატებითი ძალები თავდაცვის სფეროში, რის გარეშეც მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას, პრაქტიკულად ვერ ჩაატარებს. ვიდრე ასეთი მიმართა არ იქნება კონგრესისადმი, ომზე ლაპარაკი ნაადრევია...

- თუმცა, სამი ათასზე მეტი სამხედრო გადაისროლეს ერაყში...

- გასაგებია, მაგრამ ეს არის მიზერული... ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი ამერიკული სამხედრო კონტიგენტი არსებობს, მაგრამ ეს ძალები არ არის საკმარისი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ან საჰაერო-სახმელეთო სამხედრო ოპერაციის მომზადებისა და განხორციელებისთვის. ამას ბევრად დიდი დაჯგუფება სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი, ვიდრე 90-იანი წლების შემდეგ ერაყსა და იუგოსლავიაში იყო მობილიზებული.

ირანელი გენერლის ლიკვიდაცია არ არის წინაპირობა, რომ ღია ომი დაიწყოს, ასეთი უკიდურესი სცენარი მოსალოდნელი არ არის

ამერიკასა და ირანს შორის კარგა ხანია ვითარება დაძაბულია, უბრალოდ, მსოფლიო და ქართული მედიაც სირიაზე იყო გადართული, მასაც ეპიზოდურად აშუქებდა, ისევე, როგორც ერაყის ამბებს. ამიტომაც აღმოჩნდა ეს ამბები ქართული და მსოფლიო საზოგადოებისთვის ასეთი სკანდალური.

კი იმუქრება ირანი, მაგრამ წლის მიწურულს მუდმივად ხდებოდა თავდასხმები ამერიკის ბაზაზე, შემდეგ ამერიკა საპასუხო დარტყმებს ახორციელებდა ერაყსა და სირიაში, რასაც ხელახალი შეტევები მოჰყვებოდა... თუმცა, ასეთი აჟიოტაჟი არ ამტყდარა.

- ირანი მუქარას არ წყვეტს, ომის დროშა აღმართა, გავრცელდა მოკლული გენერლის შვილის განცხადება, რომელიც აშშ-ს და მის მოკავშირე ისრაელს "ბნელ დღეს" დაჰპირდა...

- დიახ, ომის დროშის აღმართვა მართლაც ახალია და ამ ეტაპზე, ბირთვული პროგრამიდან გასვლაც, თუმცა, ამაზე უფრო ადრეც საუბრობდნენ, თან მათ იქ ყოფნას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან როცა მოლაპარაკებები შეწყვეტილი იყო, მის იქ ყოფნას დიდი აზრი ისედაც არ ჰქონდა... თუ მათ მუქარის შესრულება დაიწყეს, ამას აუცილებლად მოჰყვება ამერიკის მხრიდან პასუხი, თუმცა, ჯერჯერობით ამერიკა ამაზე არ საუბრობს. შესაძლოა დროს წელავს, ძნელი სათქმელია.

თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ შეგვეძლება, საქართველოს საფრთხეებზე საუბარი. ამ ეტაპზე მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულია, მიმდინარეობს დიალოგი და პირდაპირი ომის დაწყების საფრთხე არ არსებობს.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში დგება და რაც უფრო მეტად გაიზრდება დაპირისპირება აშშ-სა და ირანს შორის, უფრო მეტი სანერვიულო ექნება ჩვენს ქვეყანას. ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, ირანიდან ლტოლვილთა ნაკადის საფრთხე ნაკლებად დგას, რადგან ნაკლებ სავარაუდოა, აშშ-მ ირანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, თუმცა, ესკალაციის შემთხვევაში, საქართველო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა თურქეთი აშშ-სთვის არასანდო პარტნიორია, ამის ალტერნატივად აშშ-მა შესაძლოა საქართველოც მოიაზროს, რაც მომგებიანი მხოლოდ მშვიდობიან ვითარებაში იქნებოდა.

"ირანი ძალიან ახლოა ჩვენთან, აშშ-სთან სამხედრო ურთიერთობების გაძლიერება მისასალმებელია, თუმცა, გააჩნია, რა კონტექსტში და რა პირობებში. თუ ჩვენ მოგვიწევს აშშ-სთან მეტად დაახლოება სამხედრო თვალსაზრისით და მათი ბაზების განთავსება საქართველოში, რომელიც ირანთან დაპირისპირებისთვის იქნება გამოყენებული, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა, გავხდებით ირანის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების სამიზნე, რომლებიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებენ, ეს რა თქმა უნდა, სარისკოა და არამომგებიანი.

საუბრობენ იმაზეც, რომ შეიძლება ირანიდან ლტოლვილთა ნაკადი მოაწყდეს საქართველოს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის შედეგად, რაც ნაკლებ სავარაუდოა

რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ გეზს, აქ მისაღები იქნება ძალიან რთული გადაწყვეტილებები. ვიცით, რომ თურქეთმა ახალხანს არ მისცა საშუალება აშშ-ის, რომ ინჯირლიკის ბაზა გამოეყენებინა სამხედრო მიზნებისთვის. სულ უფრო და უფრო ვხედავთ, რომ თურქეთი ამ თვალსაზრისით აშშ-ისთვის არასანდო პარტნიორი გახდა.

ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია საჭიროებს, რა თქმა უნდა, ტერიტორიას და სივრცეს, ბაზებს და ლოჯისტიკურ მარშრუტებს. ეს ლოჯისტიკური მარშრუტი თურქეთის ალტერნატივად შეიძლება გახდეს საქართველო, რაც შეიძლება მშვიდობიან ვითარებაში ჩვენთვის მომგებიანი და კარგი ამბავი ყოფილიყო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იზრდება ჩვენი შანსები ნატო-ში გაწევრიანებისთვისაც, მაგრამ ომის და ასეთი კონფრონტაციის ვითარებაში ჩვენი გადაქცევა თუ გნებავთ ლოგისტიკურ კორიდორადაც კი, უკვე სარისკოა პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა,“- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

რაც შეეხება ირანსა და აშშ-ის ომის ალბათობას, კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ირანის მუქარა და ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. თუმცა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ აშშ სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს, რადგან ეს ვერც ახლო აღმოსავლეთში შეცვლის ვითარებას და ამასთანავე, ტრამპის პოლიტიკის მარცხი იქნება.

მთავარ ფოტოზე: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი

რა ხდებოდა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როცა შენობაში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ

ვითარება სოხუმში: მედიის ცნობით, ქალაქში სროლის ხმა გაისმა - რას აცხადებენ ე.წ სამინისტროები

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება