მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომატებულია" - ამირან გამყრელიძე ვირუსების მაჩვენებლებზე
"მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომატებულია" - ამირან გამყრელიძე ვირუსების მაჩვენებლებზე

"ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გან­სა­ზღვრულ ეპი­დე­მი­ურ ზღვარ­თან შორს ვართ", - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­ზეც გრი­პის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ას ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის ეპიდსი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში მარ­თვა­დია და კონ­ტროლს ემორ­ჩი­ლე­ბა.

“ყო­ველ ორ­შა­ბათს ვა­ჯა­მებთ ქვე­ყა­ნა­ში ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მო­ნა­ცე­მებს და გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია 2 მთა­ვა­რი ინ­დი­კა­ტო­რის მი­ხედ­ვით. ერ­თია ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის და გრი­პის მსგავ­სი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 100 000 მო­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ჩვე­ნი საყ­რდე­ნი ბა­ზე­ბის მი­ხედ­ვით და გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ანა­ლი­ზის­თვის, თუ რო­გო­რია მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში; მე­ო­რე არის ე.წ. მძი­მე-მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. პირ­ვე­ლი ინ­დი­კა­ტო­რის მი­ხედ­ვით, აღ­ვნიშ­ნავ­დით, რომ დე­კემ­ბრის ბოლო 3 კვი­რა ხა­სი­ათ­დე­ბო­და გრი­პი­სა და გრი­პის მსგავ­სი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის და ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, იან­ვრის პირ­ვე­ლი კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ასეც ვპ­როგ­ნო­ზი­რებთ, მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა რო­გორც წესი, იკ­ლებს. დღე­ვან­დე­ლი ციფ­რი 100 ათას მო­სახ­ლე­ზე არის 191. თუ დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რა­ში გვქონ­და 312, ახლა არის - 191, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბია რო­გორც წინა კვი­რას­თან, ასე­ვე გა­სუ­ლი წლის, 2019-ის პირ­ველ კვი­რას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ასე რომ, სი­ტუ­ა­ცია უფრო სიმ­შვი­დის­კენ მი­დის. მე­ო­რე ინ­დი­კა­ტო­რი, მძი­მე-მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რას­თან შე­და­რე­ბით, არის ოდ­ნავ, და­ახ­ლო­ე­ბით 3%-ით მო­მა­ტე­ბუ­ლი. თუ დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რას გვქონ­და 19%, ახლა არის 22%. ანუ, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის წილი მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა ის ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბია გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან მი­მარ­თე­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, წინა წელ­თან შე­და­რე­ბით ოდ­ნავ მშვი­დი პრო­ცე­სია გრი­პთან მი­მარ­თე­ბა­ში. მისი თქმით, ამის ძი­რი­თა­დი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია, რომ პრე­ვა­ლი­რებს „ბ“ ტი­პის გრი­პის ვირუ­სი.

„და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს აწარ­მო­ებს, თუ რა ტი­პის ვირუ­სე­ბი ცირ­კუ­ლი­რებს, მათ შო­რის გრი­პის ვირუ­სი რო­დის გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლი ტი­პი­სა და ქვე­ტი­პის და ა.შ. ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე პრე­ვა­ლი­რებს „ბ“ ტი­პის გრი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა შე­და­რე­ბით კლი­ნი­კუ­რად უფრო მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. ამი­ტომ არის, რომ შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნაკ­ლე­ბია. შარ­შან ძი­რი­თა­დად „ა“ ტი­პის ვირუ­სი პრე­ვა­ლი­რებ­და, H1 ქვე­ტი­პით, რა­საც ღო­რის გრიპს ეძა­ხით და ის უფრო მეტი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ucnobi
0

აღარ მოგივიდა პენსიაზე გასვლის დრო? თუმცა ვინაა პატრონი!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომატებულია" - ამირან გამყრელიძე ვირუსების მაჩვენებლებზე

"მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომატებულია" - ამირან გამყრელიძე ვირუსების მაჩვენებლებზე

"ჩვენი ქვეყნისთვის განსაზღვრულ ეპიდემიურ ზღვართან შორს ვართ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მართვადია და კონტროლს ემორჩილება.

“ყოველ ორშაბათს ვაჯამებთ ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის მონაცემებს და გვაქვს ინფორმაცია 2 მთავარი ინდიკატორის მიხედვით. ერთია ქვეყანაში გრიპის და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, რომელიც განისაზღვრება ჩვენი საყრდენი ბაზების მიხედვით და გვაძლევს ინფორმაციას სიტუაციური ანალიზისთვის, თუ როგორია მიმართვიანობა ქვეყანაში; მეორე არის ე.წ. მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი. პირველი ინდიკატორის მიხედვით, აღვნიშნავდით, რომ დეკემბრის ბოლო 3 კვირა ხასიათდებოდა გრიპისა და გრიპის მსგავსი ინფექციების მიმართვიანობის და ახალი შემთხვევების მიხედვით, იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, ასეც ვპროგნოზირებთ, მიმართვიანობა როგორც წესი, იკლებს. დღევანდელი ციფრი 100 ათას მოსახლეზე არის 191. თუ დეკემბრის ბოლო კვირაში გვქონდა 312, ახლა არის - 191, რომელიც ნაკლებია როგორც წინა კვირასთან, ასევე გასული წლის, 2019-ის პირველ კვირასთან მიმართებაში. ასე რომ, სიტუაცია უფრო სიმშვიდისკენ მიდის. მეორე ინდიკატორი, მძიმე-მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, არის ოდნავ, დაახლოებით 3%-ით მომატებული. თუ დეკემბრის ბოლო კვირას გვქონდა 19%, ახლა არის 22%. ანუ, ჰოსპიტალიზაციის წილი მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით მომატებულია, თუმცა ის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში", - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წინა წელთან შედარებით ოდნავ მშვიდი პროცესია გრიპთან მიმართებაში. მისი თქმით, ამის ძირითადი განმაპირობებელია, რომ პრევალირებს „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, მათ შორის გრიპის ვირუსი როდის გამოჩნდა, რომელი ტიპისა და ქვეტიპის და ა.შ. ბოლო კვირის მონაცემებით დასტურდება, რომ წლევანდელ სეზონზე პრევალირებს „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება შედარებით კლინიკურად უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ამიტომ არის, რომ შარშანდელთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნაკლებია. შარშან ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი პრევალირებდა, H1 ქვეტიპით, რასაც ღორის გრიპს ეძახით და ის უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება", - განაცხადა გამყრელიძემ.

"ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, ფილტვებში გამოიწვია სისხლდენა" - ანიტა ფაცაციას მდგომარეობაზე ოჯახის ახლობლები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

"ცხვირ-პირის კაშნეთი აკვრა საჭირო არ არის" - როგორ შევარჩიოთ ზამთრის კურორტი ბავშვებისთვის და როგორ ვუმკურნალოთ გრიპის ვირუსს

დაპირისპირება ვარკეთილში, "ანას ბაღთან" - დაკავებულია 4 პირი