მოზაიკა
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?
რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?

წლი­დან წლამ­დე, სა­ხელ­მწი­ფო ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტებს ამ­კაც­რებს, თუმ­ცა რის­კე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს და ის გან­სა­კუთ­რე­ბით, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს იზ­რდე­ბა.

ცოტა ხნის წინ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ FAO-სთან ერ­თად, მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და „გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია“ (FAO) მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­წო­დე­ბენ, არ შე­ი­ძი­ნოს მა­ღა­ლი რის­კის სურ­სა­თი - ხორ­ცის, თევ­ზი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბი ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სა­ყი­დი ხორ­ცის ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: მწარ­მო­ებ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, სა­საკ­ლა­ოს აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი და სა­ა­თი; სურ­სა­თის და­სა­ხე­ლე­ბა; თუ ხორ­ცი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის­გან, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ცხო­ვე­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ყუ­რე ნიშ­ნის ნო­მე­რი, ხოლო თუ ხორ­ცი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა.

ასე­ვე, ხორ­ცი უნდა ინა­ხე­ბო­დეს სუფ­თა, და­ხუ­რულ მა­ცი­ვარ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია არა­უ­მე­ტეს +6 გრა­დუ­სი­სა, ხოლო მისი შე­ნახ­ვის ვადა არის 48 სა­ა­თი.

ამას­თან, "სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ ვებ-გვერ­დზე momxmarebeli.ge მუდ­მი­ვად თავ­სდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ან არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ხორ­ცის­გან რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს ადა­მი­ან­ზე.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, კუ­ლი­ნა­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის უსი­ა­მოვ­ნო გემო და სუნი გა­და­ი­ფა­როს ან შე­ი­ნიღ­ბოს (ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ძეხვს, სო­სის­სა და სხვა მსგავს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს ეხე­ბა), მაგ­რამ ეს არ შე­ამ­ცი­რებს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც გა­ფუ­ჭე­ბულ ხორ­ცში გროვ­დე­ბა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­მარ­ტავს, რომ გა­ფუ­ჭე­ბულ­მა ხორ­ცმა შე­იძ­ლე­ბა უძ­ლი­ე­რე­სი მო­წამ­ვლა ან თირკმე­ლე­ბი­სა და ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

გარ­და ამი­სა, სა­ქონ­ლის ხორ­ცით ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ბრუ­ცე­ლო­ზი, ციმ­ბი­რის წყლუ­ლი და სხვა, ხორ­ცის სის­ხლსა და ქსო­ვი­ლებ­ში მყო­ფი პა­რა­ზი­ტე­ბი.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში გა­სა­ყი­დად მხო­ლოდ ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლი ხორ­ცი და­იშ­ვე­ბა, თუმ­ცა თუ კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი თა­ვა­დაც არ ავა­მუ­შა­ვეთ, შე­იძ­ლე­ბა, და­ბა­ლი ხა­რის­ხის, არა­სა­თა­ნა­დოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდეთ.

სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქო­ნე­ლი უნდა იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მიერ და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი HAACP, სა­დაც ყვე­ლა ჰი­გი­ე­ნუ­რი, რაც გუ­ლის­ხმობს რომ და­ცუ­ლია და გან­სა­ზღვრუ­ლია კრი­ტი­კუ­ლი სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი და სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი რო­გორც სა­ნი­ტა­რუ­ლი ასე­ვე უვ­ნებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით.

გარ­და ამი­სა, ცხო­ვე­ლი არ უნდა იყოს დას­ტრე­სი­ლი, რად­გა­ნაც ეს ხორ­ცზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა და მის ხა­რისხზეც ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას. ამას­თან, მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დის სწო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბა ხორ­ცის ხა­რის­ხი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის­თვის, მომ­წი­ფე­ბის წინ ხდე­ბა სის­ხლის­გან დაც­ლა, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვო­ბა სწო­რედ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­ვე იგუ­ლის­ხმე­ბა მისი სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში შე­ნახ­ვა და გა­ცი­ე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დგომ ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ გა­ი­ცე­მა ფორ­მა ორი, რაც დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა პრო­ცე­სი სწო­რედ არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­დუქ­ტი მა­ღა­ზი­ებ­ში რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბა რად­გა­ნაც პრო­დუქ­ცი­ის მომ­წი­ფე­ბის და შე­ნახ­ვის პრო­ცე­სი სწო­რედ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ობი­ექ­ტებ­ში გრძელ­დე­ბა.

დღეს, ბა­ზარ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში კი იზ­რდე­ბა არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ნედ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­აც. მის­მა მოხ­მა­რე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა, ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას.

  • რო­გორ ამო­ვიც­ნოთ უვ­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი?

დღეს, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­გან სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, რჩე­ბა რის­კე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ყი­ნულ ხორცს, მას მა­ღა­ზი­ე­ბის ნა­წილ­ში აქ­ტი­უ­რად ყი­დი­ან, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მისი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ვა­დის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­დეს. ასე­ვე, ვი­ცო­დეთ, რომ გამლღვალ ხორცს ნედ­ლი ხორ­ცის სა­ხე­ლით არ ვყი­დუ­ლობთ და რე­ა­ლი­ზა­ტორს შეც­დო­მა­ში არ შევ­ყა­ვართ.

გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცი სა­ღია, თუ მისი ზე­და­პი­რი მშრა­ლია; არ არის გა­შა­ვე­ბუ­ლი; ახ­ლად­გაჭ­რი­ლი სვე­ლია, მაგ­რამ არა წებ­ვა­დი, მისი კონ­სის­ტენ­ცია დრე­კა­დი და ელას­ტი­უ­რია; სახ­სრე­ბის ზე­და­პი­რი თეთ­რი და მბზი­ნა­ვია, მყე­სე­ბი კი ელას­ტი­უ­რი და მკვრი­ვი. გა­ყი­ნულ და შემ­დეგ გამლღვალ ხორცს სის­ვე­ლე და არა­ე­ლას­ტი­უ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს. ამას­თან, თუ ხორ­ცის ქვეშ სი­თხის მო­ვარ­დის­ფრო გუ­ბუ­რაა, ეს ნიშ­ნავს, რომ გა­ალღვეს და ნედლ ხორ­ცად ასა­ღე­ბენ.

ასე­ვე, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ქათ­მის ხორ­ცის სწო­რად შერ­ჩე­ვის წე­სე­ბიც - ახალ­გაზ­რდა ფრინ­ვე­ლის კანი მკრთა­ლად გაყ­ვით­ლე­ბუ­ლია, მისი ფე­ხე­ბი და­ფა­რუ­ლია წვრი­ლი ქერცლით.

თუ ამ წე­სებს დე­ტა­ლუ­რად მიყ­ვე­ბით და გგო­ნი­ათ, რომ უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხართ, იმე­დი უნდა გა­გიც­რუ­ოთ, რად­გან მხო­ლოდ ჩა­მოთ­ვლი­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი ვერ დაგ­ვი­ცავს არა­ჯან­სა­ღი ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბის­გან.პრო­დუქ­ტის შე­ფა­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­ხმა­რებ­ლის და­ბალ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს FAO-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც სწო­რედ ორი დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

იმი­სათ­ვის, რომ ცხო­ვე­ლი ან ფრინ­ვე­ლი სწრა­ფად გა­ი­ზარ­დოს და ბა­ზარ­ზე მოხ­ვდეს, მას მთელ რიგ მე­დი­კა­მენ­ტებს, ხში­რად ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს აძ­ლე­ვენ.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი კი ხორ­ცის თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­საც უძ­ლე­ბენ და მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბი­ან. ასე­თი ხორ­ცის ხში­რად მოხ­მა­რე­ბა კი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბას იწ­ვევს, რაც თა­ვის მხრივ, ვირუ­სებ­თან და და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია.

  • ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი

სო­სი­სი, ძეხ­ვი, სარ­დე­ლი, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი - ეს იმ პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­ზეც უარს ვერ ვამ­ბობთ, თუმ­ცა ვი­ცით, რომ მათი სწო­რად შერ­ჩე­ვა რთუ­ლია.

ხორპრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ძეხ­ვე­ულ­ში პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის მი­ნა­რე­ვე­ბი და კონ­სერ­ვან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც თვა­ლით ვერ ვამ­ჩნევთ, თუმ­ცა ორ­გა­ნიზ­მზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მათი ხე­ლოვ­ნუ­რი გარ­საც­მის ფაქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც ხორპრო­დუქტს სი­ჯან­სა­ღეს უკარ­გავს და შე­დე­გად უვ­ნე­ბელ ძეხვსა თუ სო­სისს ვე­ღარ მი­ვირ­თმევთ.

მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი­სა და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, რიგ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მა­ინც მწარ­მო­ე­ბელ­თა კე­თი­ლი ნე­ბის წი­ნა­შე ვრჩე­ბით. ამ­გვა­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია „აგ­რო­ჰა­ბი“, რო­მელ­მაც ხორ­ცი­სა და რძის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ თავს იმა­ზე მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბი და­უ­წე­სა, ვიდ­რე ამას სა­ხელ­მწი­ფო ავალ­დე­ბუ­ლებ­და. რო­გორც ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი ეკა გურ­გე­ნი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა სწო­რედ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, რე­ა­ლი­ზა­ტო­რის ნდო­ბა კი უჭირს, თუ წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა პი­რო­ბა სა­თა­ნა­დოდ არ არის და­ცუ­ლი.

ეკა გურ­გე­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ამ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან ეტი­კე­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და არამ­ხო­ლოდ ხორ­ცის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, არა­მედ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კი­თხიც გა­მოკ­ვე­თა (მათ შო­რის ძეხ­ვე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც). სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, შე­ექ­მნათ თა­ვი­ან­თი ფერ­მე­ბი, სა­დაც წი­წი­ლე­ბი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­სა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­იზ­რდე­ბო­და. სტან­დარ­ტუ­ლად, „აგ­რო­ჰა­ბის“ ფერ­მა­ში წი­წი­ლა იზ­რდე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ საკ­ვე­ბად მხო­ლოდ სი­მინდსა და ხორ­ბალს იყე­ნე­ბენ.

ქა­თა­მი ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ მოწ­მდე­ბა რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ აღი­ა­რე­ბულ ობი­ექ­ტში, სა­დაც ფორ­მა ორი გა­ი­ცე­მა, ისე „აგ­რო­ჰაბ­შიც“ და ნე­ბის­მი­ე­რი წუ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­დუქ­ცია სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ აღარ ხვდე­ბა სა­ვაჭ­რო დახლზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "აგ­რო­ჰა­ბის" ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი­სა და ძეხ­ვე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ნედ­ლი ხორ­ცი, ყო­ველ­გვა­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე.

კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ერ­თა­დერ­თი და­ნა­მა­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­რი­ლი, ისიც მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით.

„ნედ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბულ ძეხ­ვე­ულს გარ­საცმსაც კი ბუ­ნებ­რივს ვუ­კე­თებთ, რაც ხე­ლოვ­ნურ­ზე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს არას­დროს ვთა­ვა­ზობთ პრო­დუქტს, რო­მელ­საც ვა­დის 70% უკვე გა­სუ­ლია აქვს, ესე­თი პრო­დუქ­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად დახ­ლი­დან იხ­სნე­ბა - პრო­დუქ­ტი გახ­სნი­დან მხო­ლოდ 48 სა­ა­თია დახლზე, რაც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს მის სი­ჯან­სა­ღეს.

კონ­სერ­ვან­ტებს ხომ სწო­რედ ვა­დი­ა­ნო­ბის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად იყე­ნე­ბენ, რაც ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლია" - გან­მა­ტავს ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი.

ეკა გურ­გე­ნი­ძის თქმით, სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას და­ნერ­გი­ლი აქვს, კერ­ძოდ ISO 22 000-ი, წარ­მო­ე­ბას აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, კომ­პა­ნია მარ­თოს უვ­ნებ­ლო­ბის ყვე­ლა პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რაც მომ­ხმა­რე­ბელ­ში უფრო მეტ სან­დო­ო­ბას იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ძე­ნად მი­სუ­ლე­ბი თუ შე­სა­ბა­მის სერ­ტი­ფი­კა­ტებ­სა, შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­სა და ვა­დებს ვხე­დავთ, შეგ­ვიძ­ლია, რე­ა­ლი­ზა­ტორს ვენ­დოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?

რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?

წლიდან წლამდე, სახელმწიფო ხორცისა და ხორცპროდუქტების უვნებლობის სტანდარტებს ამკაცრებს, თუმცა რისკები მაინც არსებობს და ის განსაკუთრებით, დღესასწაულების დროს იზრდება.

ცოტა ხნის წინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ FAO-სთან ერთად, მალფუჭებადი პროდუქციის შეძენა-რეალიზაციასთან დაკავშირებით, გამაფრთხილებელი განცხადებაც გაავრცელა.

სურსათის ეროვნული სააგენტო და „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია“ (FAO) მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი - ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

მათი ინფორმაციით, გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ნომერი, დამზადების თარიღი და საათი; სურსათის დასახელება; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი, ხოლო თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება.

ასევე, ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო მისი შენახვის ვადა არის 48 საათი.

ამასთან, "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვებ-გვერდზე momxmarebeli.ge მუდმივად თავსდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დაავადებული ცხოველის ან არასათანადო პირობებში განთავსებული ხორცისგან რა დაავადებები შეიძლება გავრცელდეს ადამიანზე.

მათი ინფორმაციით, ზოგ შემთხვევაში, კულინარული დამუშავებით შესაძლებელია, გაფუჭებული ხორცის უსიამოვნო გემო და სუნი გადაიფაროს ან შეინიღბოს (ეს განსაკუთრებით ძეხვს, სოსისსა და სხვა მსგავს ხორცპროდუქტებს ეხება), მაგრამ ეს არ შეამცირებს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას, რომელიც გაფუჭებულ ხორცში გროვდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ გაფუჭებულმა ხორცმა შეიძლება უძლიერესი მოწამვლა ან თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, საქონლის ხორცით ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, ციმბირის წყლული და სხვა, ხორცის სისხლსა და ქსოვილებში მყოფი პარაზიტები.

დღეს, საქართველოს სავაჭრო ობიექტებში გასაყიდად მხოლოდ ვეტერინარულად შემოწმებული ხორცი დაიშვება, თუმცა თუ კონტროლის მექანიზმი თავადაც არ ავამუშავეთ, შეიძლება, დაბალი ხარისხის, არასათანადოდ დამუშავებული პროდუქციის მომხმარებლები აღმოვჩნდეთ.

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების თანახმად, საქონელი უნდა იყოს აღიარებული სურსათის უვნებლობის მიერ და სერტიფიცირებული HAACP, სადაც ყველა ჰიგიენური, რაც გულისხმობს რომ დაცულია და განსაზღვრულია კრიტიკული საკონტროლო წერტილები და საკონტროლო წერტილები როგორც სანიტარული ასევე უვნებლობის მიხედვით.

გარდა ამისა, ცხოველი არ უნდა იყოს დასტრესილი, რადგანაც ეს ხორცზე უარყოფითად აისახება და მის ხარისხზეც ახდენს ზეგავლენას. ამასთან, მომწიფების პერიოდის სწორად განხორციელება უმნიშვნელოვანესი პირობა ხორცის ხარისხიანი წარმოებისთვის, მომწიფების წინ ხდება სისხლისგან დაცლა, რომელიც ხანგრძლივობა სწორედ უნდა განისაზღვროს, მომწიფების პერიოდში ასევე იგულისხმება მისი სამაცივრე მეურნეობაში შენახვა და გაციება ყოველივე ამის შემდგომ ვეტერინარის მიერ გაიცემა ფორმა ორი, რაც დასტურია იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პროცესი სწორედ არის განხორციელებული.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტი მაღაზიებში რა პირობებში ინახება რადგანაც პროდუქციის მომწიფების და შენახვის პროცესი სწორედ რეალიზაციის ობიექტებში გრძელდება.

დღეს, ბაზარზე დიდი ოდენობით გაყინული ხორცია წარმოდგენილი, წინასაახალწლო პერიოდში კი იზრდება არასათანადო პირობებში გასაყიდად გამოტანილი ნედლი პროდუქტის რეალიზაციაც. მისმა მოხმარებამ კი შეიძლება, ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

  • როგორ ამოვიცნოთ უვნებელი პროდუქტი?

დღეს, ფიზიკური პირებისგან სარეალიზაციოდ გამზადებულ პროდუქტზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს, შესაბამისად, რჩება რისკებიც. რაც შეეხება გაყინულ ხორცს, მას მაღაზიების ნაწილში აქტიურად ყიდიან, თუმცა მნიშვნელოვანია, მისი წარმომავლობისა და ვადის შესახებ დეტალური ინფორმაცია გვქონდეს. ასევე, ვიცოდეთ, რომ გამლღვალ ხორცს ნედლი ხორცის სახელით არ ვყიდულობთ და რეალიზატორს შეცდომაში არ შევყავართ.

გაუყინავი ხორცი საღია, თუ მისი ზედაპირი მშრალია; არ არის გაშავებული; ახლადგაჭრილი სველია, მაგრამ არა წებვადი, მისი კონსისტენცია დრეკადი და ელასტიურია; სახსრების ზედაპირი თეთრი და მბზინავია, მყესები კი ელასტიური და მკვრივი. გაყინულ და შემდეგ გამლღვალ ხორცს სისველე და არაელასტიურობა ახასიათებს. ამასთან, თუ ხორცის ქვეშ სითხის მოვარდისფრო გუბურაა, ეს ნიშნავს, რომ გაალღვეს და ნედლ ხორცად ასაღებენ.

ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ქათმის ხორცის სწორად შერჩევის წესებიც - ახალგაზრდა ფრინველის კანი მკრთალად გაყვითლებულია, მისი ფეხები დაფარულია წვრილი ქერცლით.

თუ ამ წესებს დეტალურად მიყვებით და გგონიათ, რომ უსაფრთხო პროდუქტის მომხმარებლები ხართ, იმედი უნდა გაგიცრუოთ, რადგან მხოლოდ ჩამოთვლილი ინსტრუქციები ვერ დაგვიცავს არაჯანსაღი ხორცის მოხმარებისგან.პროდუქტის შეფასების მიმართულებით მომხმარებლის დაბალ ინფორმირებულობაზე მეტყველებს FAO-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა, რომლის შედეგებიც სწორედ ორი დღის წინ გახდა ცნობილი.

იმისათვის, რომ ცხოველი ან ფრინველი სწრაფად გაიზარდოს და ბაზარზე მოხვდეს, მას მთელ რიგ მედიკამენტებს, ხშირად ანტიბიოტიკებს აძლევენ.

ანტიბიოტიკები კი ხორცის თერმული დამუშავების პროცესსაც უძლებენ და მისი მიღების შემდეგ, ჩვენს ორგანიზმში ხვდებიან. ასეთი ხორცის ხშირად მოხმარება კი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას იწვევს, რაც თავის მხრივ, ვირუსებთან და დაავადებებთან ბრძოლის პროცესში ხელისშემშლელი ფაქტორია.

  • ხორცპროდუქტები

სოსისი, ძეხვი, სარდელი, ნახევარფაბრიკატები - ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რომელზეც უარს ვერ ვამბობთ, თუმცა ვიცით, რომ მათი სწორად შერჩევა რთულია.

ხორპროდუქტების წარმოებაში, განსაკუთრებით კი ძეხვეულში პრობლემას წარმოადგენს ის მინარევები და კონსერვანტები, რომლებსაც თვალით ვერ ვამჩნევთ, თუმცა ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. გასათვალისწინებელია მათი ხელოვნური გარსაცმის ფაქტორიც, რომელიც ხორპროდუქტს სიჯანსაღეს უკარგავს და შედეგად უვნებელ ძეხვსა თუ სოსისს ვეღარ მივირთმევთ.

მიუხედავად სახელმწიფო კონტროლისა და ბაზარზე არსებული ვითარების გაუმჯობესებისა, რიგ შემთხვევაში მომხმარებლები მაინც მწარმოებელთა კეთილი ნების წინაშე ვრჩებით. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, ბაზარზე გამოჩნდა კომპანია „აგროჰაბი“, რომელმაც ხორცისა და რძის წარმოების მიმართულებით საკუთარ თავს იმაზე მკაცრი სტანდარტები დაუწესა, ვიდრე ამას სახელმწიფო ავალდებულებდა. როგორც ხარისხის მენეჯერი ეკა გურგენიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, მომხმარებლის ქცევა სწორედ ჯანსაღი პროდუქტის შეძენისკენ არის მიმართული, რეალიზატორის ნდობა კი უჭირს, თუ წარმოების ყველა პირობა სათანადოდ არ არის დაცული.

ეკა გურგენიძე აღნიშნავს, რომ ბოლო წლების ტენდენციამ მომხმარებლების მხრიდან ეტიკეტით დაინტერესების მაღალი მაჩვენებელი და არამხოლოდ ხორცის შენახვის პირობები, არამედ მისი წარმომავლობით დაინტერესების საკითხიც გამოკვეთა (მათ შორის ძეხვეულის შემთხვევაშიც). სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, შეექმნათ თავიანთი ფერმები, სადაც წიწილები საკვები დანამატებისა დახმარების გარეშე გაიზრდებოდა. სტანდარტულად, „აგროჰაბის“ ფერმაში წიწილა იზრდება რამდენიმე თვის განმავლობაში და მათ საკვებად მხოლოდ სიმინდსა და ხორბალს იყენებენ.

ქათამი ვეტერინარის მიერ მოწმდება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებულ ობიექტში, სადაც ფორმა ორი გაიცემა, ისე „აგროჰაბშიც“ და ნებისმიერი წუნის შემთხვევაში, პროდუქცია სარეალიზაციოდ აღარ ხვდება სავაჭრო დახლზე.

აღსანიშნავია, რომ "აგროჰაბის" ნახევარფაბრიკატებისა და ძეხვეულის წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ნედლი ხორცი, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ერთადერთი დანამატი შეიძლება იყოს მარილი, ისიც მინიმალური რაოდენობით.

„ნედლი ხორცისგან დამზადებულ ძეხვეულს გარსაცმსაც კი ბუნებრივს ვუკეთებთ, რაც ხელოვნურზე გაცილებით ძვირი ჯდება. მომხმარებელს არასდროს ვთავაზობთ პროდუქტს, რომელსაც ვადის 70% უკვე გასულია აქვს, ესეთი პროდუქცია ავტომატურად დახლიდან იხსნება - პროდუქტი გახსნიდან მხოლოდ 48 საათია დახლზე, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის სიჯანსაღეს.

კონსერვანტებს ხომ სწორედ ვადიანობის გასახანგრძლივებლად იყენებენ, რაც ჩვენ შემთხვევაში, გამორიცხულია" - განმატავს ხარისხის მენეჯერი.

ეკა გურგენიძის თქმით, სწორედ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით რომელიც კომპანიას დანერგილი აქვს, კერძოდ ISO 22 000-ი, წარმოებას აძლევს საშუალებას, კომპანია მართოს უვნებლობის ყველა პრინციპის გათვალისწინებით. რაც მომხმარებელში უფრო მეტ სანდოობას იწვევს. შესაბამისად, პროდუქციის შესაძენად მისულები თუ შესაბამის სერტიფიკატებსა, შენახვის პირობებსა და ვადებს ვხედავთ, შეგვიძლია, რეალიზატორს ვენდოთ.

ჩაიფიქრე საახალწლოდ მილიონი და აუცილებლად აგიხდება

5 რამ, რაც იპოთეკური სესხის აღებამდე უნდა იცოდეთ

რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა, თუ მზა კერძებს შეიძენთ