საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეძლო ნორვეგიამ, რომ ქვეყნის დედაქალაქში ავარიით ადამიანები არ იღუპებიან - 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთადერთი ადამიანი იმსხვერპლა
როგორ შეძლო ნორვეგიამ, რომ ქვეყნის დედაქალაქში ავარიით ადამიანები არ იღუპებიან - 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთადერთი ადამიანი იმსხვერპლა

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად, 2019 წელს, ნორ­ვე­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ოს­ლო­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ამას­თან, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მთელ ნორ­ვე­გი­ა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არ გარ­დაც­ვლი­ლა არც ერთი 16 წლამ­დე მო­ზარ­დი.

თუმ­ცა, აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში 2018 წელ­თან შე­და­რე­ბით, საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი გაზ­რდი­ლია - 2018 წელს გარ­და­იც­ვა­ლა 108 ადა­მი­ა­ნი, ხოლო 2019 წელს - 110.

ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Aftenposten წერს, რომ საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2017 წელ­საც ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო. მა­შინ ოს­ლო­ში 3 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ნორ­ვე­გი­ის გზე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი ცნო­ბით, ბოლო 50 წე­ლი­წად­ში ავა­რი­ე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1975 წელს ოს­ლო­ში 41 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს და მას შემ­დეგ გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა მკვეთ­რად იკლო.

ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო, საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის კუ­თხით, ბულ­გა­რე­თი და რუ­მი­ნე­თია, სა­დაც ყო­ველ მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ში 90 ავა­რი­ებს ეწი­რე­ბა.

რო­გორ მი­აღ­წია ნორ­ვე­გი­ამ ასეთ შე­დეგს?

2002 წელს ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბამ წა­რად­გი­ნა პროგ­რა­მა Vision Zero (ნუ­ლო­ვა­ნი ხედ­ვა), რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო, საგ­ზაო ინ­ცი­დენ­ტე­ბი­სა და მათ შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბა. სწო­რედ ეს პროგ­რა­მა უდევს სა­ფუძ­ვლად გზე­ბის უსაფრ­თხოდ მო­წყო­ბას.

პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ შემ­ცირ­და სა­შუ­ა­ლო და­საშ­ვე­ბი სიჩ­ქა­რე ნორ­ვე­გი­ის გზებ­ზე და ბა­ზარ­ზე გა­ი­ზარ­და უსაფრ­თხო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

ოს­ლო­ში გზე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ავ­ტო­მო­ბი­ლით სა­ვალ ნა­წი­ლებ­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი კი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მოქ­მე­დებს. შე­ზღუდ­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ეხე­ბა სიჩ­ქა­რეს. ასე­ვე უდი­დე­სი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლო­ბას.

გზებ­ზე "2+1" გზე­ბი აშენ­და, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სათ­ვის წინ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­სას­წრე­ბად და­მა­ტე­ბი­თი შუა ზო­ლია გა­მო­ყო­ფი­ლი. მო­ე­წყო ქვე­ით­თა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი.

და­ი­წყო ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის მო­წყო­ბა, რათა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორ­ბორ­ბლი­ან ტრან­სპორტზე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. გზე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხოდ მო­წყო­ბის პრო­ცე­სი და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა შე­დე­გი უკვე სა­ხე­ზეა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tamo
5

რა ბედნიერებაა ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება! მეც მინდა ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე და არა ისეთში სადაც ადამიანები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ! საძაგელი, გაუმაძღარი და ბიუჯეტის ქურდების ხელისუფლებები იყო საქართველოში ყოველთვის! მხოლოდ თავის თავზე ორიენტირებულები!

ნია
0

ჩვენი ქვეყანა როდის მივა მაგ მაჩვენებლამდე? საოცარი შედეგია და ხალხის და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევითაა მიღწეული.

ავტორი:

როგორ შეძლო ნორვეგიამ, რომ ქვეყნის დედაქალაქში ავარიით ადამიანები არ იღუპებიან - 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთადერთი ადამიანი იმსხვერპლა

როგორ შეძლო ნორვეგიამ, რომ ქვეყნის დედაქალაქში ავარიით ადამიანები არ იღუპებიან - 2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთადერთი ადამიანი იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 2019 წელს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ისტორიაში პირველად, მთელ ნორვეგიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა არც ერთი 16 წლამდე მოზარდი.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ქვეყანაში 2018 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევათა შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაზრდილია - 2018 წელს გარდაიცვალა 108 ადამიანი, ხოლო 2019 წელს - 110.

ადგილობრივი გამოცემა Aftenposten წერს, რომ საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2017 წელსაც ძალიან დაბალი იყო. მაშინ ოსლოში 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ნორვეგიის გზების ადმინისტრაციის სამსახური ცნობით, ბოლო 50 წელიწადში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მათივე ინფორმაციით, 1975 წელს ოსლოში 41 ადამიანი ემსხვერპლა საგზაო შემთხვევებს და მას შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვმა მკვეთრად იკლო.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე სახიფათო, საგზაო შემთხვევების კუთხით, ბულგარეთი და რუმინეთია, სადაც ყოველ მილიონ ადამიანში 90 ავარიებს ეწირება.

როგორ მიაღწია ნორვეგიამ ასეთ შედეგს?

2002 წელს ნორვეგიის მთავრობამ წარადგინა პროგრამა Vision Zero (ნულოვანი ხედვა), რომლის მიზანიც იყო, საგზაო ინციდენტებისა და მათ შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება. სწორედ ეს პროგრამა უდევს საფუძვლად გზების უსაფრთხოდ მოწყობას.

პროგრამის ამოქმედების შემდეგ შემცირდა საშუალო დასაშვები სიჩქარე ნორვეგიის გზებზე და ბაზარზე გაიზარდა უსაფრთხო მახასიათებლების მქონე ავტომანქანების რაოდენობა.

ოსლოში გზების ადმინისტრაციამ ავტომობილით სავალ ნაწილებზე შეზღუდვები დააწესა, განსაკუთრებით მკაცრი შეზღუდვები კი ქალაქის ცენტრში მოქმედებს. შეზღუდვები ძირითადად ეხება სიჩქარეს. ასევე უდიდესი ყურადღება ეთმობა ავტომობილის ტექნიკურად გამართულობას.

გზებზე "2+1" გზები აშენდა, რაც გულისხმობს, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილებისათვის წინ მიმავალი ავტომობილების გადასასწრებად დამატებითი შუა ზოლია გამოყოფილი. მოეწყო ქვეითთა გადასასვლელები.

დაიწყო ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული ველობილიკების მოწყობა, რათა მოქალაქეები ორბორბლიან ტრანსპორტზე გადასულიყვნენ. გზების მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოწყობის პროცესი და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა.

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით