საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა
პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე არ შე­ი­წყა­ლა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ა­კე­თა.

"გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრინ­ცი­პით ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლე, რომ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ შე­ვუ­წყო ხელი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა­ი­მე ახალ და­პი­რის­პი­რე­ბას... ვერ მოვ­ნა­ხე არ­გუ­მენ­ტი, რა­ტომ უნდა დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო გა­მო­ნაკ­ლი­სი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის საქ­მე­ზე“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

დე­კა­ნოზ მა­მა­ლა­ძეს 2017 წლის 5 სექ­ტემ­ბერს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, მო­რა­ტო­რი­უ­მის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა შე­წყა­ლე­ბის აქტი სა­შო­ბა­ოდ პირ­ვე­ლად გა­მოს­ცა. ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­შო­ბა­ოდ სულ 5 პა­ტი­მა­რი შე­ი­წყა­ლა. მან ისა­უბ­რა შე­წყა­ლე­ბის აქ­ტის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად დღეს შე­წყა­ლე­ბის აქტი იქნა მი­ღე­ბუ­ლი:

შარ­შან­დელ­მა შე­წყა­ლე­ბის აქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია, ამის შემ­დეგ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბამ­დე შე­წყა­ლე­ბის პრო­ცე­სი დრო­ე­ბით შე­ჩერ­და. კრი­ტე­რი­უ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლეთ, ერთი მხრივ, არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით, მე­ო­რე მხრივ კი, შე­სა­ბა­მის უწყე­ბებ­თან გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. შე­დე­გად, შე­მუ­შავ­და შე­წყა­ლე­ბის ახა­ლი წესი.

ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ, რო­გო­რი­ცაა: მკვლე­ლო­ბა, რე­ცი­დი­ვი, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვზე, ნარ­კო­ტი­კის შე­მო­ტა­ნა-გა­სა­ღე­ბა და ა.შ. უფრო გამ­კაც­რე­ბუ­ლია, მსუ­ბუქ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე კი პი­რი­ქით - შერ­ბი­ლე­ბუ­ლი. ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მე ჩემს თავს და­ვუ­წე­სე, რა­მე­თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენტს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბულ დის­კრე­ცი­ულ უფ­ლე­ბას სხვა ვე­რა­ვინ შე­უ­ზღუ­დავ­და.

კი­დევ ერთხელ, ხაზ­გას­მით უნდა ვთქვა, რო­გორც ერთი წლის წინ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე ჩემს პირ­ველ მოხ­სე­ნე­ბა­ში გან­ვა­ცხა­დე: შე­წყა­ლე­ბას, რო­გორც ეს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­შია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი, უნდა ჰქონ­დეს გა­მო­ნაკ­ლი­სის სახე, იგი ვერ იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი და ვერც სა­სა­მარ­თლო­ზე მაღ­ლა მდგო­მი. შე­წყა­ლე­ბის ახა­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვით და ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ შო­რის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის გან­წყო­ბე­ბის, მი­ღე­ბუ­ლია შე­წყა­ლე­ბის აქტი, იგი ით­ვა­ლის­წი­ნებს 5 ადა­მი­ა­ნის შე­წყა­ლე­ბას.

ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნო, ეს სია, ისე­ვე, რო­გორც გა­სუ­ლი წლის შემ­თხვე­ვა­ში, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩემი და მხო­ლოდ ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
155

კიდევ ერთხელ შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა.ამჯერად არ გაითვალისწინა სინოდის გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე.ამას კი სხვადახვა ინერპრეტაცია შეიძლება მოეძებნოს.

ვაშა! ვინ შეჭამა ვენახი?
84

გადამგდებობა - გადამდებია! ბიძგვინამ ხალხი გადააგდო, მადამ პრეზიდენტმა საპატრიარქო! ვინ შეჭამა ქვეყანა? მოდერატორი აგერ მპოსტავებს აგდებს. ქვეყანა სამ ვეშაპზე დგას: თვალთხარია-გახარიაზე, მადამ-პრეზიდენტზე და ბიძინა-პითონზე. სადაა გველეშაპი? აპა დააკვირდით ამ ქვეყნის ამაოხრებლების თემებზე რომელ და რამდენ პოსტს აქვეყნებებს ჩვენი სასიქადულო ამბები.გე? გაუმარჯოს ჩრდილოეთ კორეას - ხო ჩავუწუილეთ გლიჯინ-გლიჯინით - ჯერ სადა ხართ....

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

"გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას... ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

შეგახსენებთ, მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი საშობაოდ პირველად გამოსცა. ზურაბიშვილმა საშობაოდ სულ 5 პატიმარი შეიწყალა. მან ისაუბრა შეწყალების აქტის შესახებ საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ და აღნიშნა, რომ ახალი კრიტერიუმების შემუშავების შედეგად დღეს შეწყალების აქტი იქნა მიღებული:

შარშანდელმა შეწყალების აქტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია, ამის შემდეგ ჩემი ინიციატივით ახალი კრიტერიუმების შემუშავებამდე შეწყალების პროცესი დროებით შეჩერდა. კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ვიხელმძღვანელეთ, ერთი მხრივ, არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, მეორე მხრივ კი, შესაბამის უწყებებთან გვქონდა კონსულტაციები. შედეგად, შემუშავდა შეწყალების ახალი წესი.

ახალი კრიტერიუმები მძიმე დანაშაულის მიმართ, როგორიცაა: მკვლელობა, რეციდივი, ოჯახური ძალადობა, ძალადობა ბავშვზე, ნარკოტიკის შემოტანა-გასაღება და ა.შ. უფრო გამკაცრებულია, მსუბუქ დანაშაულებზე კი პირიქით - შერბილებული. ეს კრიტერიუმები მე ჩემს თავს დავუწესე, რამეთუ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს კონსტიტუციით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებას სხვა ვერავინ შეუზღუდავდა.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა ვთქვა, როგორც ერთი წლის წინ პარლამენტის წინაშე ჩემს პირველ მოხსენებაში განვაცხადე: შეწყალებას, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებშია დამკვიდრებული, უნდა ჰქონდეს გამონაკლისის სახე, იგი ვერ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსწორების მექანიზმი და ვერც სასამართლოზე მაღლა მდგომი. შეწყალების ახალი კრიტერიუმების ზედმიწევნით დაცვით და ყველა გარემოების გათვალისწინებით, მათ შორის დაზარალებულების განწყობების, მიღებულია შეწყალების აქტი, იგი ითვალისწინებს 5 ადამიანის შეწყალებას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, ეს სია, ისევე, როგორც გასული წლის შემთხვევაში, ჩამოყალიბდა ჩემი და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ივანიშვილი წკიპზე იყო..." - რა იგულისხმა სააკაშვილმა ხმაურიან განცხადებაში და რეალურად, რას შეისწავლის შსს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გურიაში ჩასულ პრეზიდენტს ლობიო და პრასი დაახვედრეს

მიხეილ სააკაშვილის რა განცხადებას შეისწავლის შსს