სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში
გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება  ამირანში

გა­სუ­ლი წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ექ­ტი აღ­მოჩ­ნდა გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა კი­ნო­თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ახა­ლი თა­ო­ბის ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და მა­ესტროს შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის" ჩვე­ნე­ბა. კი­ნო­თე­ატრ "ამი­რა­ნის" ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და კომ­პა­ნია "გალ­ფის" წარ­დგე­ნით პრო­ექ­ტი წელს 8 იან­ვარს გან­მე­ორ­დე­ბა.

ფილ­მის ჩვე­ნე­ბამ­დე გა­მარ­თულ სა­შო­ბაო კონ­ცერ­ტში ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან და მის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: ნუცა თო­ფუ­რია, გი­ორ­გი გი­გაშ­ვი­ლი, სან­დრო ნე­ბი­ე­რი­ძე, ანნა ჭა­ნია, სან­დრო გე­გეჭ­კო­რი, ნა­ნუ­კა გო­ლი­ა­ძე, ანას­ტა­სია აღ­ლა­ძე, რეზი მარ­შა­ნია, დი­რი­ჟო­რი ვახ­ტანგ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი.

საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა­ზე მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­ესტროს შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი", რომ­ლის ავ­ტო­რია სცე­ნა­რის­ტი თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოვა­ცი­ე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, "სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბის" სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი: "„ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი მა­ყუ­რებ­ლის მხრივ ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, რა­ტომ­ღაც მი­ვიჩ­ნევ­დი, რომ ეს ფილ­მი მხო­ლოდ გარ­კვე­უ­ლი წრის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და სა­ინ­ტე­რე­სო. შე­საძ­ლოა იმი­ტომ, რომ ეს ის უიშ­ვი­ა­თე­სი შემ­თხვე­ვა იყო ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­დე­საც აუ­დი­ტო­რი­ა­ზე არ ვფიქ­რობ­დი, მი­ხა­რო­და კი­დევ მონ­ტა­ჟის დროს, რომ არა­ვის წი­ნა­შე არ ვი­ყა­ვი ან­გა­რიშ-ვალ­დე­ბუ­ლი და მხო­ლოდ მთა­ვა­რი გმი­რის აზრი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ეს პრო­ექ­ტი კი­დევ იმით მომ­წონს, რომ იმ ახალ­გაზ­რდე­ბის შეკ­რე­ბა გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, ვის­თვი­საც ბა­ტო­ნი გიას წას­ვლა შე­მოქ­მე­დე­ბით შთა­გო­ნე­ბად იქცა. თქვენ იცით, რომ პა­ტა­რა მუ­სი­კო­სებ­მა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მი­უ­ძღვნეს. ცნო­ბი­ლი პოს­ტე­რის „ის აქ არის“ ავ­ტო­რე­ბი ელე­ნე და მა­რი­ამ ღვი­ნე­ფა­ძე­ე­ბიც ვი­პოვ­ნე და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ატ­მოს­ფე­რო შე­იქ­მნა".

"სევ­დის ან­გე­ლო­ზე­ბი" გია ყან­ჩე­ლის 80 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს პა­რა­ლე­ლუ­რად რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში გა­და­ი­ღეს (ბერ­ლი­ნი, ბრუ­სე­ლი, ან­ტვერ­პე­ნი, ბაქო, თბი­ლი­სი).

ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­დროს მო­გის­მე­ნი­ათ, კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არას­დროს გი­ნა­ხავთ. ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს ხე­ლო­ვან­ზე, ვის­თვი­საც ყვე­ლა ეპო­ქა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა იყო და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლ, უკომ­პრო­მი­სო პი­როვ­ნე­ბად დარ­ჩა.

ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: გი­დონ კრე­მე­რი, რო­ბერტ სტუ­რუა, გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, გი­ორ­გი ცა­გა­რე­ლი და სხვა.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი: ხე­ლო­ვან­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა კონ­ცეპტ Art, კი­ნო­თე­ატ­რი "ამი­რა­ნი" და ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება  ამირანში

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროექტი აღმოჩნდა გია ყანჩელის მუსიკის შესრულება კინოთეატრის სცენაზე ახალი თაობის ვარსკვლავების მონაწილეობით და მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმის "სევდის ანგელოზების" ჩვენება. კინოთეატრ "ამირანის" ინიციატივითა და კომპანია "გალფის" წარდგენით პროექტი წელს 8 იანვარს განმეორდება.

ფილმის ჩვენებამდე გამართულ საშობაო კონცერტში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მის სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა თოფურია, გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭკორი, ნანუკა გოლიაძე, ანასტასია აღლაძე, რეზი მარშანია, დირიჟორი ვახტანგ ერქომაიშვილი.

საპრემიერო ჩვენებაზე მაყურებელმა მაესტროს შესახებ გადაღებული ფილმი "სევდის ანგელოზები", რომლის ავტორია სცენარისტი თეონა ჯორბენაძე განსაკუთრებული ოვაციებით დააჯილდოვა.

თეონა ჯორბენაძე, "სევდის ანგელოზების" სცენარის ავტორი და რეჟისორი: "„ნამდვილად არ ველოდი მაყურებლის მხრივ ასეთ გამოხმაურებას, რატომღაც მივიჩნევდი, რომ ეს ფილმი მხოლოდ გარკვეული წრის ადამიანებისთვის იქნებოდა საინტერესო. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო ჩემს საქმიანობაში, როდესაც აუდიტორიაზე არ ვფიქრობდი, მიხაროდა კიდევ მონტაჟის დროს, რომ არავის წინაშე არ ვიყავი ანგარიშ-ვალდებული და მხოლოდ მთავარი გმირის აზრი მაინტერესებდა. ეს პროექტი კიდევ იმით მომწონს, რომ იმ ახალგაზრდების შეკრება გახდა შესაძლებელი, ვისთვისაც ბატონი გიას წასვლა შემოქმედებით შთაგონებად იქცა. თქვენ იცით, რომ პატარა მუსიკოსებმა ნაწარმოებები მიუძღვნეს. ცნობილი პოსტერის „ის აქ არის“ ავტორები ელენე და მარიამ ღვინეფაძეებიც ვიპოვნე და ძალიან საინტერესო ატმოსფერო შეიქმნა".

"სევდის ანგელოზები" გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საკონცერტო ტურნეს პარალელურად რამდენიმე ქალაქში გადაიღეს (ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო, თბილისი).

ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგისმენიათ, კადრები, რომლებიც არასდროს გინახავთ. ფილმი მოგვითხრობს ხელოვანზე, ვისთვისაც ყველა ეპოქაში ყველაზე მთავარი ღირებულება თავისუფლება იყო და სიცოცხლის ბოლომდე თავისუფლებისთვის მებრძოლ, უკომპრომისო პიროვნებად დარჩა.

ფილმში მონაწილეობენ: გიდონ კრემერი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი და სხვა.

პროექტის ორგანიზატორები: ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტ Art, კინოთეატრი "ამირანი" და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

ვარკეთილში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 59 წლის ქალი გარდაიცვალა

"ჯერ ჩემი შესაძლებლობების მინიმუმიც არ გამომივლენია" - როგორ მოხვდა მეგობრის საგულშემატკივროდ მისული ნიკა შუბითიძე "მხოლოდ ქართულში"