ავტორი:

"ასეთი სირცხვილი სუფევს საყვარელ კურორტზე" - უწყლოდ დარჩენილი გუდაური და ტურისტების რიგი წყალმომარაგების მანქანასთან

"ასეთი სირცხვილი სუფევს საყვარელ კურორტზე" - უწყლოდ დარჩენილი გუდაური და ტურისტების რიგი წყალმომარაგების მანქანასთან

რამდენიმე დღეა გუდაურში წყლის მიწოდების პრობლემაა. კურორტზე ჩასული დამსვენებლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებს, სადაც წყალმომარაგების მანქანები ჩანს. მანქანებთან კი ადგილზე ჩასულების რიგია.

"გაინტერესებს რა ხდება ამ ფოტოებზე: სურათზე ჩანს წყალმომარაგების მანქანა, რომელიც 2020 წლის 3 იანვარს, გუდაურის ტურისტებს წყალს ურიგებს... აი ასეთი სირცხვილი სუფევს ჩემს საყვარელ კურორტზე... რაც ქვეყანაში ის გუდაურში... მოკლედ... ტეხავს... მაგრად ტეხავს... ასეთი არაპროფრსიონალიზმი ქვეყანაში უკვე გულს მირევს...UPDATE: დეკლარირებული მიზეზებია გაზრდილი მოხმარება და უნალექობა. ის მიზეზები რისი გათვლაც (პირველის მათემატიკური გამოანგარიშება ბაჩისაც შეუძლია) ევალებათ ერთი, მათი პასუხისმგებლობაა 2 და უბრალოდ სხვა საქმე არც უნდა ქონდეთ... ყოჩაღ!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ბექა ზაქაიძე და ადგილიდან ფოტოებსაც ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტეს, რომ გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია.

"პარალელურად, „რედკოს დასახლებას“ წყალი მიეწოდება წყალმზიდების საშუალებით. დასახლებას წყალს მანამდე მიაწვდიან, სანამ დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები არ დასრულდება. გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და ,,რედკოს დასახლება"-ში წყლის მიწოდება შეფერხდა,”- აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ვინ მიიღებს "ტამიფლუს" უფასოდ? - ამირან გამყრელიძის განმარტება

"მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მომატებულია" - ამირან გამყრელიძე ვირუსების მაჩვენებლებზე

ბერა ივანიშვილი ავსტრალიის ხანძარზე - "დახმარებისთვის გზებს ვეძებ"