მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვონ ერა­ყი. ამას­თან, გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, აშშ მო­უ­წო­დებს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს თავი შე­ი­კა­ვონ ერაყ­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ას­თან მის­ვლის­გან.

„ერაყ­სა და რე­გი­ონ­ში გაზ­რდი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის გამო, მო­ვუ­წო­დებთ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს სას­წრა­ფოდ და­ტო­ვონ ერა­ყი. ირა­ნის მხარ­და­ჭე­რი­ლი მი­ლი­ცი­ის თავ­დას­ხმე­ბის გამო შე­ჩე­რე­ბუ­ლია ად­გილ­ზე ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არ უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დნენ სა­ელ­ჩოს ტე­რი­ტო­რი­ას“, - აცხა­დე­ბენ დე­პარ­ტა­მენ­ტში.

სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს საფ­რან­გე­თიც. სა­ელ­ჩოს გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ირან­ში თავი უნდა შე­ი­კა­ვონ შეკ­რე­ბის ად­გი­ლებ­ზე მის­ვლის­გან და სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბის­გან.

აშშ-მ ირა­ნე­ლი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის, „ქუდსის ძა­ლე­ბის“ მე­თა­უ­რის ეს­კორტზე ბაღ­და­დის აე­რო­პორ­ტში სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც მოკ­ლუ­ლია ქა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პენ­ტა­გო­ნი ავ­რცე­ლებს.

„დარ­ტყმის მი­ზა­ნი ირა­ნის სა­მო­მავ­ლო თავ­დას­ხმის გეგ­მე­ბის ჩაშ­ლა იყო,“ - ნათ­ქვა­მია პენ­ტა­გო­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის სიკ­ვდი­ლი „ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა გვარ­დი­ა­მაც“ და­ა­დას­ტუ­რა.

ერა­ყის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­დღა­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმის დროს ირა­ნუ­ლი ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის „ქუდსის ძა­ლე­ბის“ ლი­დე­რი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი სო­ლე­ი­მა­ნი და ერა­ყე­ლი საბ­რძო­ლო დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი აბუ მაჰდი ალ-მუ­ჰან­დი­სი და­ი­ღუპ­ნენ.

აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა, რომ­ლებ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ ისურ­ვეს, „რო­ი­ტერსთან“ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ თავ­დას­ხმის სა­მიზ­ნე ირან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორი პირი იყო.

სო­ლე­ი­მა­ნი „ქუდსის ძა­ლე­ბის“ მე­თა­უ­რი 1998 წელს გახ­და. მას ლი­ბან­ში დაჯ­გუ­ფე­ბა „ჰეზ­ბო­ლას“, სი­რი­ის პრე­ზი­დენტ ბა­შარ ასა­დის მთავ­რო­ბი­სა და ერაყ­ში ში­ი­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

ირა­ნის უმაღ­ლეს­მა ლი­დერ­მა აი­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ ირა­ნი „სას­ტი­კად იძი­ებს შურს“ იმ „კრი­მი­ნა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“, ვინც ბაღ­და­დის აერ­პორ­ტში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

„კე­თილ სურ­ვი­ლებს ვუ­სურ­ვებთ მათ, ვინც ჩვენ­თან აღარ არის, მაგ­რამ მისი გზა კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა. სას­ტი­კი შუ­რის­ძი­ე­ბა ელო­დე­ბათ იმ კრი­მი­ნა­ლებს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­სი ბინ­ძუ­რი ხე­ლე­ბი სის­ხლით და­ის­ვა­რეს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­მე­ნე­იმ.

გან­ცხა­დე­ბა ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მაც გა­ა­კე­თა. მისი გან­ცხა­დე­ბით, ირა­ნი შურს იძი­ებს ამე­რი­კა­ზე.

„ის თა­ვის წა­მე­ბულ ძმებს შე­უ­ერ­თდა, თუმ­ცა ჩვენ სას­ტი­კად ვი­ძი­ებთ შურს ამე­რი­კა­ზე“, - და­წე­რა მო­სენ რე­ზა­იმ „ტვი­ტე­რის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

ირან­სა და აშშ-ის შო­რის სამ­ხედ­რო კონფრონ­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლეთს ყუ­რა­დღე­ბა ექ­ნე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე და არა შავი ზღვის რე­გი­ონ­ზე, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო მდე­ბა­რე­ობს, - ამის შე­სა­ხებ შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ნიკა ჩი­ტა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პრო­ცე­სე­ბი სამ­ხედ­რო კონფრონ­ტა­ცი­ა­ში გა­და­იზ­რდე­ბა, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე და­სავ­ლე­თის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სეთს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ზე სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნა გა­აძ­ლი­ე­როს.

რო­გორც ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, აშშ-სა და ირანს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა რუ­სეთს არა მხო­ლოდ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით აწყობს, არა­მედ ეს ხელს აძ­ლევს მის ეკო­ნო­მი­კა­საც.

„და­ძა­ბუ­ლო­ბა აწყობს რუ­სეთს, რად­გან ბუ­ნებ­რი­ვია ირა­ნის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა ხელს შე­უ­წყობს მსოფ­ლიო ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბის ზრდას, ჩვენ ვი­ცით, რომ ირა­ნი ფლობს ნავ­თო­ბის უზარ­მა­ზარ მა­რა­გებს, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­იზ­რდე­ბა ფა­სე­ბი ნავ­თობ­ზე. თა­ვის დრო­ზე, 21-ე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ დე­კა­დაკ­ში, გახ­სოვთ, ერაყ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის და ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის გამო რო­გორ ავარ­და ფა­სე­ბი ნავ­თობ­ზე და ამის შე­დე­გად, რუ­სე­თის სა­ვა­ლუ­ტო რე­ზერ­ვებ­მა 600 მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა,“- ამ­ბობს ნიკა ჩი­ტა­ძე.

თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ აშშ ირან­ზე სახ­მე­ლე­თო შე­ტე­ვას არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ამ მო­საზ­რე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად ნიკა ჩი­ტა­ძეს რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი აქვს, მათ შო­რის ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მას­შტა­ბი და სამ­ხედ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ასე­ვე, თა­ვად აშშ-ის ის­ტრი­ო­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

„ირა­ნი ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოა, ვიდ­რე ერა­ყი, რო­მელ­ზეც აშშ-მ 2003 წელს რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ამ­ყა­რა კონ­ტრო­ლი. ირა­ნის ტე­რი­ტო­რია ორ ნა­ხე­ვარ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ას, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბიც გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რია, მას ჰყავს 1000-ზე მეტი საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვი, 1000-მდე ტან­კი, 12 მი­ლი­ო­ნამ­დე რე­ზერ­ვის­ტის მო­ბი­ლი­ზა­ცია შე­უძ­ლია. გარ­და ამი­სა, ირა­ნის ცალ­კე ჰყავს რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დია, რო­მე­ლიც 500 000 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის­გან შედ­გე­ბა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, უფრო მო­სა­ლოდ­ნე­ლი იქ­ნე­ბა სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბი სა­კუთ­რივ ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რად­გან სახ­მე­ლე­თო ტი­პის ოპე­რა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ამე­რი­კას ძა­ლი­ან დიდი ხნით მო­უ­წევს ომში ჩარ­თვა.

ამას­თან, ვი­ცით, რომ რუ­სეთ­მა, ჩი­ნეთ­მა და ირან­მა ჩა­ა­ტა­რეს ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თიც მი­აწ­ვდის შე­ი­ა­რა­ღე­ბას ირანს, ჩი­ნე­თიც ირა­ნის გვერ­დზე დად­გე­ბა (შე­იძ­ლე­ბა არა სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს).

გლო­ბა­ლურ საფრ­თხეს შე­ი­ცავს ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აშშ არ უნდა წა­ვი­დეს სახ­მე­ლე­თო და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, ალ­ბათ, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც, თუნ­დაც, ის თუ რამ­დე­ნად ძვი­რი და­უჯ­და ვი­ეტ­ნამ­ში სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბის გან­თავ­სე­ბა თა­ვის დრო­ზე, 10 წელი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ იქ აშშ-ის ჯა­რე­ბი. ასე­ვე, კო­რე­ის მა­გა­ლი­თი, სა­დაც ბო­ლომ­დე, მთელს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე ვერ მოხ­და კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა,“- აცხა­დებს ნიკა ჩი­ტა­ძე.

ნიკა ჩი­ტა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ გა­მო­სა­ვა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ირანს ისე­დაც და­წე­სე­ბუ­ლი აქვს. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი ამ­ბობს, რომ აშშ მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნავ­თო­ბის ფა­სე­ბის და­ცე­მა­ზე იმუ­შა­ვებს.

„მე მი­მაჩ­ნია, რომ თუ აშშ გა­მო­ი­ჩენს კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას, ყვე­ლა­ზე კარ­გი იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი აქვს აშშ-ს შე­მო­ღე­ბუ­ლი ირა­ნის მი­მართ, მაგ­რამ აქ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ აშშ-ს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი იმუ­შა­ოს იმა­ზე, რომ ნავ­თო­ბის ფა­სე­ბი და­ე­ცეს.

ვი­ცით, რომ აშშ-ის მო­კავ­ში­რე ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არის სა­უ­დის არა­ბე­თი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რო­გორც ეს მოხ­და, ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში, როცა აშშ გა­უ­რიგ­და სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­უ­დის არა­ბეთ­მა გა­ზარ­და ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მა­შინ ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბი და­ე­ცა, ამან კი საბ­ჭო­თა ეკო­ნო­მი­კას შე­უქ­მნა დიდი პრობ­ლე­მა, ახ­ლაც მე მგო­ნია, რომ ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აშშ-ის მხრი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბა, რათა ნავ­თობ­ზე ფა­სე­ბი და­ე­ცეს.

ეს არის ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი. ასე­ვე, შე­საძ­ლოა, სა­რა­კე­ტო დარ­ტყმებ­თან ერ­თად აა­მოქ­მე­დოს აშშ-მ ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს და­ძა­ბუ­ლო­ბა არა­ნა­ი­რად არ აწყობს, რად­გან და­სავ­ლეთს გა­უჩ­ნდე­ბა და­მა­ტე­ბით თა­ვის ტკი­ვი­ლი და ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი ირა­ნის სა­ხით. მარ­თა­ლია ირა­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის სა­ხით დიდი ხა­ნია პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ვგუ­ლის­ხმობ სამ­ხედ­რო ხა­სი­ა­თის და­პი­რის­პი­რე­ბას.

ასეთ შემ­თხვე­ვა­ში რუ­სეთს მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­აძ­ლი­ე­როს სა­კუ­თა­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ზე, რად­გან და­სავ­ლეთს არ ეც­ლე­ბა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის­თვის, მისი ყუ­რა­დღე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ზე, კერ­ძოდ ირან­ზე იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ასე რომ, ჩვენ გვა­წყობს, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა არ არ­სე­ბობ­დეს. თუმ­ცა, ამ პრო­ცე­სებ­ში, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი, არა­ვი­თა­რი გან­ცხა­დე­ბა პრო­ა­მე­რი­კუ­ლი და მით უმე­ტეს, პრო­ი­რა­ნუ­ლი არ უნდა გა­კეთ­დეს,“ - გა­ნა­ცხა­და ნიკა ჩი­ტა­ძემ.

თუ დიდი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო, ირა­ნი­დან ლტოლ­ვილ­თა დიდი მა­სე­ბის დაძ­ვრაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვე­ღარ ვიქ­ნე­ბით ვე­რა­ნა­ი­რად გან­ზე მდგო­მი, შე­იძ­ლე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დავ­დგეთ, - ამის შე­სა­ხებ რონ­დე­ლის ფონ­დის მკვლე­ვარ­მა ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ირა­ნი­სა და აშშ-ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, და­ძა­ბუ­ლე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს.

„ასე რომ, ამ პრო­ცე­სე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბა(სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში გა­დაზ­რდა), რე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა, მთა­ვა­რია გან­ზო­მი­ლე­ბა რო­გო­რი იქ­ნე­ბა, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გო­რი პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა გას­ცეს აშშ-მ. ასე­ვე, ის­რა­ე­ლის, სა­უ­დის არა­ბე­თის პო­ზი­ცია იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი, ბევ­რი ფაქ­ტო­რია, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც მოხ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა და შემ­დეგ შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

მა­გა­ლი­თად, აშშ-ის სა­ელ­ჩო­ზე შტრუ­მი რომ მსხვერ­პლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­დე­ბო­და პრო­ცე­სე­ბი, რად­გან აშშ-ის ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, უფრო მკაც­რი ზო­მე­ბი მი­ე­ღო და სამ­ხედ­რო ძა­ლაც კი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა“, - აცხა­დებს ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

რონ­დე­ლის ფონ­დის მკვლე­ვა­რის თქმით, სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო არა მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს. ზურა ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ლტოლ­ვილ­თა ნა­კად­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ.

„რა თქმა უნდა, სა­ხარ­ბი­ე­ლო არ არის, რომ ჩვენს რე­გი­ონ­ში ასე­თი დიდი და­ძა­ბუ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დიდ სამ­ხედ­რო კონფრონ­ტა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის საფრ­თხე­ე­ბი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე და ეს კარ­გია. ერთი მხრივ, აშშ ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ჩვენ ვცხოვ­რობთ რე­გი­ონ­ში, სა­დაც ირა­ნია და ჩვენს ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის სამ­ხედ­რო კონფრონ­ტა­ცი­ის და­წყე­ბა. აქ სხვა პრობ­ლე­მაა, თუ დიდი სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო, ჩვენ ამა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გან­ზო­მი­ლე­ბა გვაქვს. თუ ეს კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო, ლტოლ­ვილ­თა დიდი მა­სე­ბის დაძ­ვრაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვე­ღარ ვიქ­ნე­ბით ვე­რა­ნა­ი­რად გან­ზე მდგო­მი, ჩვე­ნი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და შე­იძ­ლე­ბა დიდი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დავ­დგეთ. თუ დიდი მა­სე­ბი და­იძ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დავ­დგეთ. ამ დიდ მა­სებს შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ის, რომ მათ შო­რის იყ­ვნენ რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თა გარ­ჩე­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლია. პა­ტა­რა ჯგუ­ფებს, ჩა­ტა­ე­ვის რაზმთან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­ხე­ლა სირ­თუ­ლე შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, ვი­ცით.

ლტოლ­ვილ­თა მი­ღე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა უა­რიც გა­ნა­ცხა­დო, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ის არის, სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს და არც ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ 100%-ით უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ზღვრის სრუ­ლი დაც­ვა. გვინ­და - არ გვინ­და, ეს პრო­ცე­სე­ბი ლტოლ­ვილ­თა დაძ­ვრის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ზე აი­სა­ხე­ბა,“- აცხა­დებს ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

ექ­სპერ­ტი აშშ-სა და ირანს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზეც სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს, რომ ამ კონფრონ­ტა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე გან­ზო­მი­ლე­ბა აქვს. მი­სი­ვე თქმით, რე­გი­ონ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის ბევ­რი პო­ტენ­ცი­უ­რი კერა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი დროს შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს.

„ირან­მა შეძ­ლო და თა­ვი­სი გავ­ლე­ნის სფე­რო­ში მო­აქ­ცია რო­გორც ერა­ყის დიდი ნა­წი­ლი, ისე სი­რია, ლი­ბა­ნი და სხვა ქვეყ­ნე­ბი, პირ­ვე­ლად გა­ვი­და რო­გორც ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე, ისე მთა­ვარ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ის­რა­ელ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამე­რი­კის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ირა­ნის შე­კა­ვე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო, რომ პრო­ი­რა­ნუ­ლი ძა­ლე­ბის 6 ბაზა და­ბომ­ბა, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ის და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც სა­ელ­ჩოს გარ­შე­მო გან­ვი­თარ­და. ეს დრო­ე­ბით კი ჩა­ა­ცხრეს, მაგ­რამ რა თქმა უნდა, და­ძა­ბუ­ლო­ბა არ­სად წა­სუ­ლა. სხვა პო­ტენ­ცი­უ­რი კე­რე­ბი ბევ­რია და იქაც შე­საძ­ლოა ეს აინ­თოს.

აშშ-ს მოკ­ვა­ში­რე­ე­ბი, ვინც რე­გი­ონ­ში არი­ან, დრო და დრო არი­ან ხოლ­მე ჩარ­თულ­ნი ამ და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლას გვახ­სოვს, რო­გო­რი ძლი­ე­რი თავ­დას­ხმა მოხ­და სა­უ­დის არა­ბე­თის ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­ზე, სა­ი­და­ნაც აშშ-ის მო­მა­რა­გე­ბა ხდე­ბა. ასე­ვე ვხე­დავთ სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­რა­ე­ლის მიერ ირა­ნუ­ლი ძა­ლე­ბის და­ბომბვის შემ­თხვე­ვებს, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­და. ასე, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა არის და უნდა ვე­ლო­დოთ, რომ კი­დევ იქ­ნე­ბა მსგავ­სი ან უფრო მე­ტად მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა 2 ქვე­ყა­ნას შო­რის. და­ძა­ბუ­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი ძა­ლი­ან დი­დია რე­გი­ონ­ში, ეს წერ­ტი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ერაყ­ში, ასე­ვე სი­რი­ა­ში, ლი­ბან­ში, სპარ­სე­თის ყუ­რე­ში, უშუ­ა­ლოდ სა­უ­დის არა­ბეთ­სა და ირანს შო­რის, ასე­ვე ის­რა­ელ­სა და ირანს შო­რის.

ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს, ირა­ნი ეკო­ნო­მი­კურ ბლო­კა­და­შია და მას უკან და­სა­ხე­ვი ბევ­რი არა­ფე­რი აქვს,“- აცხა­დებს ზუ­რაბ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-მა ბაღ­და­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც, ერა­ყის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი 5 წევ­რი­სა და 2 „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუმ­რის“ სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან ირა­ნუ­ლი ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის „ქუდსის ძა­ლე­ბის“ ლი­დე­რი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ქა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი და ერა­ყე­ლი საბ­რძო­ლო დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი აბუ მაჰდი ალ-მუ­ჰან­დი­სი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჰა
4

სამი წელია გავკიოდი ირანელებს ნუ უშვებენ საქართველოში საცხოვრებლად და საზღვრები გაამაგრეთ თურქეთის მხარეს თუნდაც სოხუმის მხარესაც და ვინ მისმენდა რამდენჯერ დაიბლოკა ჩემი კომენტარები. ზუსტად ამის გამო გამორბოდნენ ირანელები იცოდნენ რომ ასე მოხდებოდა და ვისაც შეეძლო გაიქცა ირანიდან. ვის უხარია სხვა ქვეყანაში სხვა გადაცხოვრება როცა ფულიც აქვს და თანამდებობაც?

ცოტა ხანში თურქეთსაც მოხვდება ყურის ძირში.

კობა
150

ამერიკას ძვირად დაუჯდება ეს მკლელობა ყველა დესტაბილიზაცისს წყარო ამერიკაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. ამასთან, განცხადების თანახმად, აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიასთან მისვლისგან.

„ერაყსა და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო, მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ერაყი. ირანის მხარდაჭერილი მილიციის თავდასხმების გამო შეჩერებულია ადგილზე ამერიკის საელჩოს ფუნქციონირება. ამერიკის მოქალაქეები არ უნდა მიუახლოვდნენ საელჩოს ტერიტორიას“, - აცხადებენ დეპარტამენტში.

სიფრთხილისკენ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს საფრანგეთიც. საელჩოს გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საფრანგეთის მოქალაქეებმა ირანში თავი უნდა შეიკავონ შეკრების ადგილებზე მისვლისგან და სურათების გადაღებისგან.

აშშ-მ ირანელი გენერალ-მაიორის, „ქუდსის ძალების“ მეთაურის ესკორტზე ბაღდადის აეროპორტში საჰაერო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლულია ქასემ სულეიმანი, - ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

„დარტყმის მიზანი ირანის სამომავლო თავდასხმის გეგმების ჩაშლა იყო,“ - ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყასემ სოლეიმანის სიკვდილი „ირანის რევოლუციურმა გვარდიამაც“ დაადასტურა.

ერაყის გასამხედროებული ძალების ინფორმაციით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი სოლეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს, „როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნე ირანთან დაკავშირებული ორი პირი იყო.

სოლეიმანი „ქუდსის ძალების“ მეთაური 1998 წელს გახდა. მას ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობისა და ერაყში შიიტური დაჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აითოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი „სასტიკად იძიებს შურს“ იმ „კრიმინალების წინააღმდეგ“, ვინც ბაღდადის აერპორტში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

„კეთილ სურვილებს ვუსურვებთ მათ, ვინც ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი გზა კვლავ გაგრძელდება. სასტიკი შურისძიება ელოდებათ იმ კრიმინალებს, რომლებმაც თავისი ბინძური ხელები სისხლით დაისვარეს“, - განაცხადა ხამენეიმ.

განცხადება ირანის რევოლუციური გვარდიის ყოფილმა მეთაურმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ირანი შურს იძიებს ამერიკაზე.

„ის თავის წამებულ ძმებს შეუერთდა, თუმცა ჩვენ სასტიკად ვიძიებთ შურს ამერიკაზე“, - დაწერა მოსენ რეზაიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ირანსა და აშშ-ის შორის სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში, დასავლეთს ყურადღება ექნება ახლო აღმოსავლეთზე და არა შავი ზღვის რეგიონზე, სადაც საქართველო მდებარეობს, - ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნიკა ჩიტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროცესები სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზრდება, ახლო აღმოსავლეთზე დასავლეთის ყურადღების გადატანის პარალელურად, რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა პოსტსაბჭოთა სივრცეზე საკუთარი გავლენა გააძლიეროს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა რუსეთს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარების მიზნით აწყობს, არამედ ეს ხელს აძლევს მის ეკონომიკასაც.

„დაძაბულობა აწყობს რუსეთს, რადგან ბუნებრივია ირანის გარშემო შექმნილი დაძაბულობა ხელს შეუწყობს მსოფლიო ნავთობზე ფასების ზრდას, ჩვენ ვიცით, რომ ირანი ფლობს ნავთობის უზარმაზარ მარაგებს, ბუნებრივია, გაიზრდება ფასები ნავთობზე. თავის დროზე, 21-ე საუკუნის პირველ დეკადაკში, გახსოვთ, ერაყში დაძაბულობის და ირანის ბირთვული პროგრამის გამო როგორ ავარდა ფასები ნავთობზე და ამის შედეგად, რუსეთის სავალუტო რეზერვებმა 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა,“- ამბობს ნიკა ჩიტაძე.

თუმცა, ექსპერტი ვარაუდობს, რომ აშშ ირანზე სახმელეთო შეტევას არ განახორციელებს. ამ მოსაზრების გასამყარებლად ნიკა ჩიტაძეს რამდენიმე არგუმენტი აქვს, მათ შორის ირანის ტერიტორიული მასშტაბი და სამხედრო შესაძლებლობები, ასევე, თავად აშშ-ის ისტრიოული გამოცდილება.

„ირანი ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე ერაყი, რომელზეც აშშ-მ 2003 წელს რამდენიმე თვეში დაამყარა კონტროლი. ირანის ტერიტორია ორ ნახევარჯერ აღემატება ერაყის ტერიტორიას, შეიარაღებული ძალებიც გაცილებით ძლიერია, მას ჰყავს 1000-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი, 1000-მდე ტანკი, 12 მილიონამდე რეზერვისტის მობილიზაცია შეუძლია. გარდა ამისა, ირანის ცალკე ჰყავს რევოლუციური გვარდია, რომელიც 500 000 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება.

სავარაუდოდ, უფრო მოსალოდნელი იქნება სარაკეტო დარტყმები საკუთრივ ირანის ტერიტორიაზე, რადგან სახმელეთო ტიპის ოპერაციების შემთხვევაში, ამერიკას ძალიან დიდი ხნით მოუწევს ომში ჩართვა.

ამასთან, ვიცით, რომ რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთიც მიაწვდის შეიარაღებას ირანს, ჩინეთიც ირანის გვერდზე დადგება (შეიძლება არა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ შეიძლება ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს).

გლობალურ საფრთხეს შეიცავს ეს ყველაფერი და ამის გათვალისწინებით, აშშ არ უნდა წავიდეს სახმელეთო დაპირისპირებაზე, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს ისტორიული გამოცდილებაც, თუნდაც, ის თუ რამდენად ძვირი დაუჯდა ვიეტნამში სახმელეთო ძალების განთავსება თავის დროზე, 10 წელი იმყოფებოდნენ იქ აშშ-ის ჯარები. ასევე, კორეის მაგალითი, სადაც ბოლომდე, მთელს ნახევარკუნძულზე ვერ მოხდა კონტროლის დამყარება,“- აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი ამ შემთხვევაში ეკონომიკური სანქციებია, რომელიც ირანს ისედაც დაწესებული აქვს. თუმცა, ექსპერტი ამბობს, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად, სავარაუდოდ, ნავთობის ფასების დაცემაზე იმუშავებს.

„მე მიმაჩნია, რომ თუ აშშ გამოიჩენს კეთილგონიერებას, ყველაზე კარგი იქნება ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება, რა თქმა უნდა, ეკონომიკური სანქციები აქვს აშშ-ს შემოღებული ირანის მიმართ, მაგრამ აქ ვგულისხმობ იმას, რომ აშშ-ს აქვს პოტენციალი იმუშაოს იმაზე, რომ ნავთობის ფასები დაეცეს.

ვიცით, რომ აშშ-ის მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში არის საუდის არაბეთი, აქედან გამომდინარე როგორც ეს მოხდა, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, როცა აშშ გაურიგდა საუდის არაბეთის ხელისუფლებას და საუდის არაბეთმა გაზარდა ნავთობის მოპოვება, რის შედეგადაც მაშინ ნავთობზე ფასები დაეცა, ამან კი საბჭოთა ეკონომიკას შეუქმნა დიდი პრობლემა, ახლაც მე მგონია, რომ ირანის წინააღმდეგ ყველაზე რაციონალური აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება იქნება, რათა ნავთობზე ფასები დაეცეს.

ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი. ასევე, შესაძლოა, სარაკეტო დარტყმებთან ერთად აამოქმედოს აშშ-მ ეს ეკონომიკური ბერკეტები.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს დაძაბულობა არანაირად არ აწყობს, რადგან დასავლეთს გაუჩნდება დამატებით თავის ტკივილი და ახალი პრობლემები ირანის სახით. მართალია ირანის ბირთვული პროგრამის სახით დიდი ხანია პრობლემა არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სამხედრო ხასიათის დაპირისპირებას.

ასეთ შემთხვევაში რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააძლიეროს საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რადგან დასავლეთს არ ეცლება პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მისი ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე, კერძოდ ირანზე იქნება კონცენტრირებული. ასე რომ, ჩვენ გვაწყობს, რომ დაძაბულობა არ არსებობდეს. თუმცა, ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, არავითარი განცხადება პროამერიკული და მით უმეტეს, პროირანული არ უნდა გაკეთდეს,“ - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

თუ დიდი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ირანიდან ლტოლვილთა დიდი მასების დაძვრაა მოსალოდნელი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ვეღარ ვიქნებით ვერანაირად განზე მდგომი, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დავდგეთ, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ირანისა და აშშ-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, დაძაბულება ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა წერტილში შეიძლება გამწვავდეს.

„ასე რომ, ამ პროცესების ასე განვითარება(სამხედრო კონფლიქტში გადაზრდა), რეალურია, თუმცა, მთავარია განზომილება როგორი იქნება, მსხვერპლის რაოდენობაზე და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, როგორი პასუხი შეიძლება გასცეს აშშ-მ. ასევე, ისრაელის, საუდის არაბეთის პოზიცია იქნება ძალიან მნიშნელოვანი, ბევრი ფაქტორია, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდება სიტუაციის შეფასება და შემდეგ შესაბამისი პასუხის გაცემა.

მაგალითად, აშშ-ის საელჩოზე შტრუმი რომ მსხვერპლით დასრულებულიყო, სრულიად სხვაგვარად განვითარდებოდა პროცესები, რადგან აშშ-ის ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული იქნებოდა, უფრო მკაცრი ზომები მიეღო და სამხედრო ძალაც კი გამოეყენებინა“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

რონდელის ფონდის მკვლევარის თქმით, სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, საქართველო არა მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ზურა ბატიაშვილის თქმით, საქართველოში ლტოლვილთა ნაკადთან ერთად შეიძლება რადიკალური ჯგუფებიც აღმოჩნდნენ.

„რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, რომ ჩვენს რეგიონში ასეთი დიდი დაძაბულობაა, რომელიც შეიძლება დიდ სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდოს. ამ შემთხვევაში ქვეყანაში მოსალოდნელია სხვადასხვა სახის საფრთხეები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ სამხედრო მონაწილე და ეს კარგია. ერთი მხრივ, აშშ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც ირანია და ჩვენს ინტერესებში არ შედის სამხედრო კონფრონტაციის დაწყება. აქ სხვა პრობლემაა, თუ დიდი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ამაში ჰუმანიტარული განზომილება გვაქვს. თუ ეს კონფლიქტი დაიწყო, ლტოლვილთა დიდი მასების დაძვრაა მოსალოდნელი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვეღარ ვიქნებით ვერანაირად განზე მდგომი, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით და შეიძლება დიდი პრობლემების წინაშე დავდგეთ. თუ დიდი მასები დაიძრა საქართველოს მიმართულებით, შეიძლება ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დავდგეთ. ამ დიდ მასებს შეიძლება მოჰყვეს ის, რომ მათ შორის იყვნენ რადიკალური ჯგუფები, რომელთა გარჩევა ძალიან ძნელია. პატარა ჯგუფებს, ჩატაევის რაზმთან დაკავშირებით, რამხელა სირთულე შეიძლება მოჰყვეს, ვიცით.

ლტოლვილთა მიღებაზე ოფიციალურად შეიძლება უარიც განაცხადო, მაგრამ რეალობა ის არის, საქართველოს არ აქვს და არც ძალიან განვითარებულ ქვეყნებს იმის საშუალება, რომ 100%-ით უზრუნველყონ საზღვრის სრული დაცვა. გვინდა - არ გვინდა, ეს პროცესები ლტოლვილთა დაძვრის შემთხვევაში, საქართველოზე აისახება,“- აცხადებს ბატიაშვილი.

ექსპერტი აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების მიზეზებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ამ კონფრონტაციას რამდენიმე განზომილება აქვს. მისივე თქმით, რეგიონში დაძაბულობის ბევრი პოტენციური კერა არსებობს, რომელიც ნებისმიერი დროს შეიძლება გამწვავდეს.

„ირანმა შეძლო და თავისი გავლენის სფეროში მოაქცია როგორც ერაყის დიდი ნაწილი, ისე სირია, ლიბანი და სხვა ქვეყნები, პირველად გავიდა როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ისე მთავარ მოწინააღმდეგე ისრაელზე. შესაბამისად, ამერიკის მთავარი მიზანია ირანის შეკავება და აქედან გამომდინარე იყო, რომ პროირანული ძალების 6 ბაზა დაბომბა, რასაც შედეგად მოჰყვა ის დაძაბულობა, რაც საელჩოს გარშემო განვითარდა. ეს დროებით კი ჩააცხრეს, მაგრამ რა თქმა უნდა, დაძაბულობა არსად წასულა. სხვა პოტენციური კერები ბევრია და იქაც შესაძლოა ეს აინთოს.

აშშ-ს მოკვაშირეები, ვინც რეგიონში არიან, დრო და დრო არიან ხოლმე ჩართულნი ამ დაძაბულობაში ირანის წინააღმდეგ. მაგალითად, ყველას გვახსოვს, როგორი ძლიერი თავდასხმა მოხდა საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საიდანაც აშშ-ის მომარაგება ხდება. ასევე ვხედავთ სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მიერ ირანული ძალების დაბომბვის შემთხვევებს, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირდა. ასე, რომ დაძაბულობა არის და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ იქნება მსგავსი ან უფრო მეტად მილიტარისტული დაპირისპირება 2 ქვეყანას შორის. დაძაბულობის პოტენციალი ძალიან დიდია რეგიონში, ეს წერტილები შეიძლება იყოს როგორც ერაყში, ასევე სირიაში, ლიბანში, სპარსეთის ყურეში, უშუალოდ საუდის არაბეთსა და ირანს შორის, ასევე ისრაელსა და ირანს შორის.

ეს დაძაბულობა მოიმატებს, ირანი ეკონომიკურ ბლოკადაშია და მას უკან დასახევი ბევრი არაფერი აქვს,“- აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

"ბოდიში ყველა დამსვენებელს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით" - ცქიტიშვილის განმარტება გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობაზე

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზამთრის კურორტებზე წყლის პრობლემას "წყლის საბადოების გაქრობას" უკავშირებს