პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"
ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება -  "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი, ლელა კა­კუ­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რა­დი გვრდის სა­შუ­ა­ლე­ბით ქარ­თვე­ლებს ახალ წელს ულო­ცავს და ახალ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ლელა კა­კუ­ლია წერს, "ქვე­ყა­ნა­ში აღარ იქ­ნე­ბა გა­ჭირ­ვე­ბა, უმუ­შევ­რო­ბა და შიმ­ში­ლი":

ლელა კა­კუ­ლია: "მინ­და, მი­ვუ­ლო­ცო ჩემს ერს, ჩემს საყ­ვა­რელ სამ­შობ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი 2020 წელი!

იწყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მავ­ლო­ბის, ძლი­ე­რე­ბის პე­რი­ო­დი. ვხე­დავ, რომ აღარ იქ­ნე­ბა გა­ჭირ­ვე­ბა, ვე­ღარ იხი­ლავთ ჩემს საყ­ვა­რელ ქარ­თვე­ლებს თვალ­ცრემ­ლი­ა­ნებს, ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბით მომ­ზი­რალ პა­ტა­რებს, უმუ­შევ­რო­ბა­სა და შიმ­შილს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთი ხე­ლის მოს­მით გაქ­რე­ბა თით­ქოს, წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა ცუდი სიზ­მა­რი­ვით.ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მა­ინც შევა ნა­ტო­ში და ევ­რო­პის ერთ−ერთი წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა.

და­ვე­სეს­ხო მინ­და დიდ რუს­თა­ველს: „...მაგ­რამ ღმერ­თი არ გას­წი­რავს კაც­სა შენ­გან გა­ნა­წირ­სა“. დიახ, ასე­თია წუ­თი­სო­ფე­ლი, მაგ­რამ ეს სი­ტყვე­ბი ზუს­ტად რომ დღე­ვან­დე­ლო­ბას შე­ე­ფე­რე­ბა.

დიახ, კოს­მო­სი არ და­უშ­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს და­ცე­მა­სა და რუ­კი­დან გაქ­რო­ბას. პი­რი­ქით, ბევ­რი ქვე­ყა­ნა წა­იშ­ლე­ბა, ჩემი პა­წა­წი­ნა სა­ქარ­თვე­ლო კი გა­დარ­ჩე­ბა და გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ამინ!

მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო და ჩემი ხალ­ხი. და მი­ხა­რია, რომ ვხე­დავ ჩემი ქარ­თვე­ლე­ბის გაბრ­წყი­ნე­ბულ სა­ხე­ებს. ჩვენ ვი­მარ­ჯვებთ, ვმრავ­ლდე­ბით და მალე სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მსოფ­ლიო პა­ტა­რა სა­მო­თხეს უწო­დებს.დღეს ამის და­ჯე­რე­ბა შე­საძ­ლოა ძნე­ლია, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ას­რულ­და, ისე ას­რულ­დე­ბა სი­ტყვა სი­ტყვით.

მიყ­ვარ­ხართ, ქარ­თვე­ლე­ბო! მტკი­ცედ დეგ, სა­ქარ­თვე­ლო!"

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
9

გაიხარეთ, საერთოდ ადამიანი მაშინ კვდება როცა იმედს კარგავს დღეს საქართველოში მძიმე სიტუაციაა მარა მეც მჯერა, რო გამოვალთ აქედან.

ლელა კაკულიას
44

ნეტამც, ნეტამც, ეს ასრულდეს და ქართველი ერი ძეგლს დაგიდგამთ ქ-ნო ლელა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება -  "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"

ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია "ფეისბუქის" პირადი გვრდის საშუალებით ქართველებს ახალ წელს ულოცავს და ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს. როგორც ლელა კაკულია წერს, "ქვეყანაში აღარ იქნება გაჭირვება, უმუშევრობა და შიმშილი":

ლელა კაკულია: "მინდა, მივულოცო ჩემს ერს, ჩემს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს ახალი 2020 წელი!

იწყება საქართველოს აღმავლობის, ძლიერების პერიოდი. ვხედავ, რომ აღარ იქნება გაჭირვება, ვეღარ იხილავთ ჩემს საყვარელ ქართველებს თვალცრემლიანებს, ნაღვლიანი თვალებით მომზირალ პატარებს, უმუშევრობასა და შიმშილს. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაქრება თითქოს, წარსულში დარჩება ცუდი სიზმარივით.ჩვენი ქვეყანა მაინც შევა ნატოში და ევროპის ერთ−ერთი წამყვანი ქვეყანა გახდება.

დავესესხო მინდა დიდ რუსთაველს: „...მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა“. დიახ, ასეთია წუთისოფელი, მაგრამ ეს სიტყვები ზუსტად რომ დღევანდელობას შეეფერება.

დიახ, კოსმოსი არ დაუშვებს საქართველოს დაცემასა და რუკიდან გაქრობას. პირიქით, ბევრი ქვეყანა წაიშლება, ჩემი პაწაწინა საქართველო კი გადარჩება და გაძლიერდება. ამინ!

მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი. და მიხარია, რომ ვხედავ ჩემი ქართველების გაბრწყინებულ სახეებს. ჩვენ ვიმარჯვებთ, ვმრავლდებით და მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს.დღეს ამის დაჯერება შესაძლოა ძნელია, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც სხვა მრავალი წინასწარმეტყველება ასრულდა, ისე ასრულდება სიტყვა სიტყვით.

მიყვარხართ, ქართველებო! მტკიცედ დეგ, საქართველო!"

კიდევ ერთი მატჩის მოლოდინში: ქართველი ფეხბურთელები უკვე საბერძნეთში არიან: რა ფოტოებს აქვეყნებს ფეხბურთის ფედერაცია სალონიკიდან?

"ფეხბურთელი" მიხეილ სააკაშვილი - რა ფოტოს აქვეყნებს ექსპრეზიდენტი არქივიდან: "ქართველი პოლიტიკოსები უკრაინელებზე უფრო ძლიერები აღმოჩდნენ"

"სატანის ფეხსაცმელების" კოლექცია, რომელიც ადამიანის სისხლს შეიცავს, 1 წუთში სრულად გაიყიდა