სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომლებიც  2019 წლის დეკემბერში მნიშვნელოვნად გაძვირდა
პროდუქტები, რომლებიც  2019 წლის დეკემბერში მნიშვნელოვნად გაძვირდა

„საქსტა­ტის“ მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში ხილი 32%-ით, ბოსტნე­უ­ლი 14%-ით, რძის პრო­დუქ­ტე­ბი 13.5%-ით, ხორ­ცი 15%-ით, პურპრო­დუქ­ტე­ბი კი 6.6 %-ით გაძ­ვირ­და.

„საქსტა­ტი“ დე­კემ­ბრის თვის ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლებს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სურ­სა­თი და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი 12.3 პრო­ცენ­ტით გაძ­ვირ­და. კერ­ძოდ, ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე: ხილი და ყუ­რძე­ნი (31.9 პრო­ცენ­ტი), ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი (14.8 პრო­ცენ­ტი), თევ­ზე­უ­ლი (14.2 პრო­ცენ­ტი), ბოსტნე­უ­ლი და ბა­ღჩე­უ­ლი (14.1 პრო­ცენ­ტი), რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (13.5 პრო­ცენ­ტი), შა­ქა­რი, ჯემი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი (10.7 პრო­ცენ­ტი), მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (9.1 პრო­ცენ­ტი), პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (6.6 პრო­ცენ­ტი), ყავა, ჩაი და კა­კაო (5.0 პრო­ცენ­ტი), ასე­ვე ზეთი და ცხი­მი (4.6 პრო­ცენ­ტი).

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი, თამ­ბა­ქო, ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 15.6 პრო­ცენ­ტით. ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია რო­გორც თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე (30.8 პრო­ცენ­ტი), ასე­ვე ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე (3.1 პრო­ცენ­ტი);

ბოლო ერთ წელ­ში, დას­ვე­ნე­ბა­ზე, გარ­თო­ბა­სა და კულ­ტუ­რა­ზე ფა­სე­ბი გაზ­რდი­ლია 6.9 პრო­ცენ­ტით. ტრან­სპორ­ტის ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 2.9 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა. სას­ტუმ­რო­ე­ბის, კა­ფე­ე­ბის და რეს­ტორ­ნე­ბის ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია 7.9 პრო­ცენ­ტით.

ცნო­ბის­თვის, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში წინა თვეს­თან შე­და­რე­ბით ინფლა­ცი­ის დო­ნემ 0.4 პრო­ცენ­ტი, ხოლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 7 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პროდუქტები, რომლებიც  2019 წლის დეკემბერში მნიშვნელოვნად გაძვირდა

პროდუქტები, რომლებიც  2019 წლის დეკემბერში მნიშვნელოვნად გაძვირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში ხილი 32%-ით, ბოსტნეული 14%-ით, რძის პროდუქტები 13.5%-ით, ხორცი 15%-ით, პურპროდუქტები კი 6.6 %-ით გაძვირდა.

„საქსტატი“ დეკემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 12.3 პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.1 პროცენტი);

ბოლო ერთ წელში, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება. სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასები მომატებულია 7.9 პროცენტით.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.

"შეთანხმებას მივაღწიეთ" - კახა კალაძის კომენტარი იმის შესახებ, გაძვირდება თუ არა "მარშრუტკებით" მგზავრობა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"