პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ირანელი გენერალი ემსხვერპლა - ირანი შურისძიებით იმუქრება
აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ირანელი გენერალი ემსხვერპლა - ირანი შურისძიებით იმუქრება

ამ გა­იძ­ვე­რუ­ლი ავან­ტი­უ­რიზ­მის შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აშშ-ს ეკის­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მუ­ჰა­მედ ჯა­ვად ზა­რიფ­მა აშშ-ის მიერ ბაღ­დად­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის დრო­საც ირა­ნე­ლი გე­ნე­რა­ლი ქა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი და­ი­ღუ­პა.

  • სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა ბაღ­და­დის სა­ერ­თა­შო­სო აე­რო­პორტზე - გარ­დაც­ვლი­ლია 7 ადა­მი­ა­ნი

მი­სი­ვე თქმით, სუ­ლე­ი­მა­ნის მკვლე­ლო­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის „უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო და უგუ­ნუ­რი ეს­კა­ლა­ცი­აა.“

ზა­რი­ფის თქმით, ირა­ნე­ლი გე­ნერ­ლის მკვლე­ლო­ბა რე­გი­ონ­სა და მთელ მსოფ­ლი­ო­ში აშშ-სა და ის­რა­ე­ლის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­აძ­ლი­ე­რებს. „ამე­რი­კუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის სი­სას­ტი­კე და სი­სუ­ლე­ლე, რაც მე­თა­ურ სუ­ლე­ი­მა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, უდა­ვოდ წარ­მოქ­მნის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას რე­გი­ონ­სა და მსოფ­ლი­ო­ში“, - ნათ­ქვა­მია მუ­ჰა­მედ ჯა­ვად ზა­რი­ფის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ირა­ნე­ლი გე­ნერ­ლის და­ღუპ­ვა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა „ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის“ ყო­ფილ­მა მე­თა­ურ­მა მოჰ­სენ რე­ზა­ე­ი­მაც.

„ის წა­მე­ბით მოკ­ლულ ძმებს შე­უ­ერ­თდა, მაგ­რამ ჩვენ ამე­რი­კა­ზე მძლავრ შუ­რის­ძი­ე­ბას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ,“ - წერს რე­ზა­ეი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში.“

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-მა ბაღ­და­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც, ერა­ყის გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი 5 წევ­რი­სა და 2 „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტუმ­რის“ სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. და­ღუ­პუ­ლებს შო­რის არი­ან ირა­ნუ­ლი ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფის „ქუდსის ძა­ლე­ბის“ ლი­დე­რი გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ქა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნი და ერა­ყე­ლი საბ­რძო­ლო დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რი აბუ მაჰდი ალ-მუ­ჰან­დი­სი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ირანელი გენერალი ემსხვერპლა - ირანი შურისძიებით იმუქრება

აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ირანელი გენერალი ემსხვერპლა - ირანი შურისძიებით იმუქრება

ამ გაიძვერული ავანტიურიზმის შედეგებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებული საჰაერო დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომლის დროსაც ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი დაიღუპა.

  • სარაკეტო თავდასხმა ბაღდადის საერთაშოსო აეროპორტზე - გარდაცვლილია 7 ადამიანი

მისივე თქმით, სულეიმანის მკვლელობა სიტუაციის „უკიდურესად სახიფათო და უგუნური ესკალაციაა.“

ზარიფის თქმით, ირანელი გენერლის მკვლელობა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში აშშ-სა და ისრაელის მიმართ წინააღმდეგობას გააძლიერებს. „ამერიკული ტერორისტული ძალების სისასტიკე და სისულელე, რაც მეთაურ სულეიმანის მკვლელობაში გამოიხატა, უდავოდ წარმოქმნის წინააღმდეგობას რეგიონსა და მსოფლიოში“, - ნათქვამია მუჰამედ ჯავად ზარიფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირანელი გენერლის დაღუპვაზე კომენტარი გააკეთა „ირანის რევოლუციური გვარდიის“ ყოფილმა მეთაურმა მოჰსენ რეზაეიმაც.

„ის წამებით მოკლულ ძმებს შეუერთდა, მაგრამ ჩვენ ამერიკაზე მძლავრ შურისძიებას განვახორციელებთ,“ - წერს რეზაეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

შეგახსენებთ, აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რასაც, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფებების ინფორმაციით, მათი 5 წევრისა და 2 „მნიშვნელოვანი სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი.

ვინ იყო ამერიკელების მიერ მოკლული ირანელი გენერალი და რომელი სისხლიანი თავდასხმები უკავშირდებოდა მას?

ისრაელის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია

სარაკეტო  თავდასხმა ბაღდადის საერთაშოსო აეროპორტზე - გარდაცვლილია 7 ადამიანი