იანვარში პლანეტები ისე განლაგდებიან, რომ ოჯახში ჰარმონია და სიყვარული დაისადგურებს. დაივიწყებთ კამათს და ურთიერთდაპირისპირებას. თვის დასაწყისში საყვარელი ადამიანი დროის ერთად გატარებას ქალაქგარეთ შემოგთავაზებთ და უარი არ თქვათ. რაც არ უნდა ძვირი ჯდებოდეს. სიამოვნებას უფრო მეტს მიიღებთ. ფინანსური კრიზისი კი არ გელით.
მარტოხელებს დაკვირვება გამრთებთ, შეიძლება გააქტიურდეს ადამიანი, რომლის ყურადღებაც ადრე გაღიზიანებდათ. მაგრამ თუ კარგად შეხედავთ, მიხვდებით, რომ არც ისეთი ცუდი ადამიანია.
მოერიდეთ შემთხვევით კავშირებს, სპონტანურ სექსს. ეცადეთ, შეისწავლოთ ადამიანი, სანამ მასთან ინტიმურ კავშირს დაამყარებდეთ. და დაფიქრებაც გმართებთ, რამდენად საჭიროა თქვენთვის ეს კავშირი.
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ ბავშვები. განსაკუთრებით, სადღესასწაულლო დღეებში, წვეულებებზე.
თვის ბოლოს მეტი დრო უნდა დაუთმოთ ნათესავებზე ზრუნვას. ეცადეთ, რომ ოჯახშიც და სანათესავოშიც სიმშვიდემ და ჰარმონიამ დაისადგუროს. ზოგიერთმა შეიძლება ისეთი საიდუმლო გაიგოთ, რასაც ადრე გიმალავდნენ და ეს დიდი სკანდალის აგორების მიზეზი გახდეს.
მამაკაცი ვერძები მეგობრებთან გართობისთვის სულ მეტ დროს გამონახავენ. გაგიძლიერდებათ ინტერესი მანდილოსნებისადმიც. უბრალო ფლირტი შეიძლება უფრო დიდ გრძნობაშიც კი გადაიზარდოს. ეს განსაკუთრებით გაგახალისებთ მარტოხელა ნიშნებს. აი, დაქორწინებულისთვის ახალი გატაცება და რომანის დაწყება საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
მარტოხელა მანდილოსნები ცეცხლოვან რომანს გააბამენ საინტერესო მამაკაცთან. პარტნიორი პირველ რიგში კარგი ჩაცმულობითა და დახვეწილი მანერებით მოგხიბლავთ.
თუ მარტოხელა ადამიანის სტატუსი გაქვთ, ირგვლი მიმოიხედეთ. კარგი ადამიანის გაცნობის შანსი გაქვთ და იყავით მეტად აქტიური, რომ დაიწყოთ სერიოზული ურთიერთობა. ნუ გგონიათ, რომ სიყვარული თავად დაგიკაკუნებთ კარზე. თუ ხვდებით, რომ ადამიანი ნამდვილად მოგწონთ და "თქვენია", უკან არ დაიხიოთ. ახალი ნაცნობობისთვის საუკეთესო ადგილებია ტრენინგები, სემინარები და ლექციები.
თუ თქვენი გული დაკავებულია, გამონახეთ დრო, რომ მაქსიმალურად მეტხანს იყოთ ერთად, თქვენ გაქვთ მისია, რომ საყვარელ ადამიანს სიახლები გააცნოთ. აგრეთვე, დაეხმაროთ მას სირთულეების დაძლევაში. ერთად გადაწყვიტეთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რომელი არჩევანია სწორი. ამასთანავე, ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ რბილი და ლმობიერი იყოთ. ნუ განსჯით, თუ რაღაცის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
შუა თვიდან მოიმატებს ვნებიანობა და გაფრთხილდით, საყვარელ ადამიანს არ უღალატოთ. წამიერად შეიძლება მოეჩვენოთ, რომ იმას მიაგენით, რასაც ეძებდით, მაგრამ ასე არაა. გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ.
დადგა ის თვე, როცა გარშემო მყოფები კარგად იგრძნობენ თქვენი ენერგიის მოზღვავებას. შეიძლება ისეთი საქმეები შეასრულოთ, რაზეც ადრე არასდროს გყოფნიდათ დრო და ენერგია. ასეთი შეიძლება იყოს სახლის დალაგება, ვარჯიში დილაობით და ა.შ.
დაქორწინებულები შეეცდებიან გადაახალისონ ურთიერთობა. მეუღლესთან კარგი დამოკიდებულებით კიდევ უფრო მეტად იგრძნობთ ენერგიის მომატებას. მარტოხელებმა მთელი დრო და ენერგია სასურველი ადამიანის მოძიებას უნდა შეალიონ. გახსოვდეთ, რომ ადამიანს პირველად მისი ჩაცმულობით აფასებენ. ამიტომ, ეცადეთ, სასურველ გარემოში შესაფერისად გეცვათ, რათა კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ გარშემო მყოფებზე. უფრო მეტიც, ეცადეთ, პირველ პაემანზეც უზადოდ გამოიყურებოდეთ. პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩაცმულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი აქსესუარებზე კეთდება.
იანვარში უამრავი ადამიანის გაცნობა გელით. სრულიად მოულოდნელ ადგილას შეიძლება მოულოდნელ ადამიანს გადააწყდეთ.
ემოციურობა მოიმატებს დაქორწინებულებისა და შეყვარებულების შემთხვევაში. ერთმანეთს შეიძლება უმნიშვნელო დეტალის გამოც კი წაეჩხუბოთ. დამნაშავე, რა თქმა უნდა, თქვენ იქნებით, კონფლიქტის პროვოცირება თქვენზე უკეთ არავის ეხერხება. გახსოვდეთ, რომ საქმეების გარჩევამ შეიძლება რომანტიკული კავშირის გაწყვეტა გამოიწვიოს.
იანვარში ვარსკვლავები ძვირფას საჩუქრებს გპირდებიან. ყველა საშუალებას უნდა მიმართოთ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. გარშემო მყოფები მეტად უნდა დააინტერესოთ თქვენი პერსონით. მზად იყავით, რომ ფლირტი შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას დაიწყოთ. მაგალითად, ავტობუსის გაჩერებაზე, სუპერმარკეტის რიგში ან მეტროში.
დაოჯახებულმა ნიშნებმა მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით, დაეხმარეთ საოჯახო საქმეების მოგვარებაში. ეცადეთ, გაანებივროთ და თავად შეგისრულებთ ყველა ახირებას.
მთელი თვის განმავლობაში ამაღლებულ განწყობაზე იქნებით. საყვარელი ადამიანი ნერვიულობისა და ეჭვიანობის მიზეზს არ მოგცემთ. ხშირად გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ გახვიდეთ გარეთ და დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს.
თვის ბოლოს თქვენმა შეყვარებულმა შეიძლება მეტად გამოავლინოს ჭირვეული ხასიათი. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, თუ ის ზოდიაქით მორიელი ან თხის რქაა.
თავისუფალმა ლომებმა მეტად გამოხატეთ აქტიურობა, თუ ვინმე ნამდვილად მოგეწონათ. მეტად გამოავლინეთ ხოლმე გრძნობები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხვდებით, რომ იმ ადამიანსაც აქვს თქვენ მიმართ სიმპათია. ეს ახალი რომანის დაწყების შესანიშნავი შანსია.
გარშემო მყოფებისთვის ამოუცნობი და ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. განსაკუთრებით უჭირს თქვენ გვერდით ყოფნა თქვენს სასიყვარულო პარტნიორს. მას ჰგონია, რომ რაღაცას უმალავთ და ამის გამო დამოკიდებულება გეძაბებათ. ეცადეთ, უსიამოვნების გარეშე აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, რატომ გაცივდით და რატომ იქცევით უცნაურად. შეიძლება მისი მხარდაჭერით პირადი სიტუაციაც გაიუმჯობესოთ.
დაქორწინებულმა ქალმა ლომებმა ნაკლები ილაპარაკეთ გარშემო მყოფებთან თქვენს პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი უსიამოვნებების შესახებ. ეცადეთ, სირთულეებში დამოუკიდებლად გაერკვეთ და მოაგვაროთ. არავის ჰკითხოთ რჩევა, ეს კიდევ უფრო მეტად დაგაბნევთ. სხვათა შორის, თუ მოინდომებთ, თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთანაც გამონახავთ საერთო ენას.
იანვარში დაუვიწყარი და საბედისწერო შეხვედრა გელით. შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს მშობლიური სახლი ან მეგობრების ბინა. შეიძლება ადამიანი სპეციალურად თქვენს გასაცნობად მოვიდეს. ეცადეთ, სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ და კარგადაც იმხიარულოთ.
თქვენთვის შესაფერის ადამიანს შეიძლება შეხვდეთ სამსახურში, ან თანამოაზრეებთან შეხვედრის დროს. შეიძლება მასაც თქვენნაირი ჰობი აქვს. ჩაეწერეთ უცხო ენების შემსწავლელ კურსებზე ან ცეკვის შემსწავლელ წრეზე. აქტიურად დაესწარით ლექციებსა და კონფერენციებს. ასე უფრო გაიზრდება თქვენს ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა.
ქალბატონმა ქალწულებმა გაიმრავალფეროვნეთ უქმეები. ნუ დაელოდებით, საყვარელი ადამიანი როდის მიგიპატიჟებთ სადმე. თავად გამოიჩინეთ ინიციატივა. ჩამოყალიბდით, სად გსურთ გაგზავრება, რისი ნახვა გსურთ და შეუთანხმდით თქვენს საყვარელ მამაკაცს. გარდა ამისა, ეცადეთ, მას არ მოაკლოთ მზრუნველობა, სიყვარული, სითბო და ყურადღება.
წლის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია რომანტიკული კავშირების გასაუმჯობესებლად. დაქორწინებულებმა ეცადეთ, საღამოები ერთად და საინტერესოდ გაატაროთ. ხშირად ესტუმრეთ ნათესავებს. მშობლებმა გამონახეთ დრო შვილებისთვის. მეტად დაინტერესდით მათი გართობითა და სწავლით. რომანტიკული მგზავრობა სასიამოვნოდ ჩაივლის თხის რქისა და მორიელის გვერდით.
პირად ცხოვრებაში გლობალური ცვლილებები გელით. შეიძლება გაიგოთ, რომ მშობელი გახდებით, ზოგიც დაოჯახებას გადაწყვეტს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იანვარი ყველასთვის სასიამოვნო არ იქნება. ზოგიერთი სამუდამოდ დაემშვიდობება თავის პარტნიორს. მარტოხელები თავისუფლად ამოისუნთქვათ. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ "ცხელ გულზე" ახალი რომანტიკული თავგადასავლების დაწყება სასიკეთო არ იქნება.
მარტოხელებს იანვარში შანსი მოგეცემათ დაუახლოვდეთ იმ ადამიანს, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ. შეიძლება ზოგიერთმა ძველი რომანტიკული კავშირი აღადგინოს და მიხვდეს, რომ განშორებამ კიდევ უფრო გააძლიერა გრძნობა. ზოგიერთს კი საყვარელი ადამიანის გულისთვის გმირობის ჩადენაც კი მოუწევს.
თუ გგრძნობთ, რომ ნამდვილი სიყვარული გეწვიათ, თუ დარწმუნებული ხართ თქვენ მიერ არჩეულ ადამიანში, ნუღაც დააყოვნებთ, გააცანით იგი თქვენს მშობლებს, ნათესავებს. ნუ შეგეშინდებათ მნიშვნელოავნი ნაბიჯის გადადგმის, ნიშნობა და ქორწინება მხიარულად და ბედნიერად დაგამახსოვრებთ თავს.
მარტოხელებს ვნებიანი რომანის დაწყება გელით უცხოელთან. ეს შეიძლება უცხო კულტურის, რელიგიის ან ეროვნების წარმომადგენელი იყოს. დაუვიწყარი შეხვედრა შეიძლება საზღვარგარეთ ყოფნის დროს გეწვიოთ. გრძნობები მოულოდნელად, ვულკანივით ამოიფრქვევა.
იანვრის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია მკითხაობისთვის. გამოიყენეთ ეს დრო, რათა გაიგოთ სიმართლე იმ ადამიანზე, ვინც თქვენ გვერდითაა. გაერკვიეთ საკუთარ თავში, გრძნობებში. აგრეთვე, დააკვირდით სიზმრებსაც.
საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად გამონახავთ დროს სასიყვარულო ცხოვრებისთვისაც. მეტად უნდა იზრუნოთ საყვარელ ადამიანზე. გაანებივრეთ რომანტიკითა და საჩუქრებით. იანვარი საუკეთესო თვეა მეგობრული წვეულებების, საოჯახო საღამოების მოსაწყობად.
მშვილდოსანმა ქალებმა შეიძლება აღადგინონ სასიყვარულო კავშირი ყოფილ პარტნიორთან. ყოფილი დაგარწმუნებთ, რომ შეიცვალა და თქვენი სიყვარული მისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, მაინც ფრთხილად იყავით, რომ ლამაზი სიტყვების უკან ტყუილი არ იმალებოდეს. თუ დარწმუნდებით, რომ ყველაფერი მართალაც კარგია და თქვენ მის გვერდით ბედნიერი იქნებით, უკან არ დაიხიოთ, რომ თავადაც შეუწყოთ ხელი თქვენი ბედნიერების შექმნას.
მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალება სექსუალური ფანტაზიების განხორციელებაა. მოუყევით მას თქვენს სურვილებზე, გაიგეთ რაზე ოცნებობს. როცა ინტიმურ სფეროს მოიწესრიგებთ, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ერთად მიხედავთ.
მამაკაც მშვილდოსანს იანვარში გართობა და მხიარულება სურს. მისმა მეუღლემ მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნას. ერთად დაესწარით შეხვედრებს, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. ზოგიერთ მამაკაცს სურვილი გაუჩნდება, რომ ახალი რომანტიკული თავგადასავალი გაიჩინოს. მაგრამ ერთდერთი, რისი სურვილიც იანვარში უნდა გქონდეთ, ეს ფულის მოპოვების სურვილია. ამასთანავე, სწორად უნდა შეძლოთ ფინანსების განაწილებაც, რათა თვის ბოლოს ვალებში არ აღმოჩნდეთ. სასურველია, საყიდლები მეუღლესთან შეათანხმოთ. ყური დაუგდეთ რას გირჩევთ თხის რქა, სასწორი, მერწყული და ტყუპი. შეიძლება გაგიჭირდეთ თევზების გაგება.
მარტოხელა მშვილდოსნების თავისუფლებით ტკბობა დიდხანს არ გასტანს. ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომლის მიმართ თავადაც გაქვთ სიმპათია.
კარგად განვითარდება ახალდაწყებული ურთიერთობა, ბედნიერებას მოგიტანთ კავშირი, რომელსაც თვის დასაწყისში შექმნით. საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზებით იქნებით განებივრებული. იყავით მისი მადლიერი. ხშირად შეაქეთ და მოუწონეთ საქციელი. ამით კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაგანებივროთ.
იანვარში საშუალება მოგეცემათ აღადგინოთ ძველი სასიყავრულო კავშირები. ახალი წლის დადგომის მილოცვა შერიგების საუკეთესო მიზეზია. ეცადეთ, ადამიანს მეორე შანსი მისცეთ. მიეცით გამოთქმის საშუალება. თავად კი მშვიდად მოუსმინეთ. ფორტუნა გაუღიმებთ მათ, ვინც მომართული იქნება ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, პოზიტივის დანახვაზე.
თვის დასაწყისი დასამახსოვრებელი მომენტებით იქნება აღსავსე. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. ეს შეიძლება ის ადამიანი იყოს, რომელსაც კორპორატივზე შეხვდით. სიმპათია შეიძლება მეგობრობაში მერე კი სიყვარულში გადაიზარდოს.
ახალი რომანტიკული კავშირის დაწყება ჰაერის ნიშნის წარმომადგენელთან ჰაეროვნად და დასამახსოვრებლად ჩაივლის. ზოგიერთებს კი მორიელები აჩუქებენ დაუვიწყარ რომანს.
თუ პარტნიორის გაოცება გსურთ, მეტად გამოავლინეთ ფანტაზია. შეგიძლიათ ერთად გაემგზავროთ სამოგზაუროთ. საყვარელი ადამიანი კმაყოფილი დაგრჩებათ, თუ საქმეების მოგვარებაში დაეხმარებით, ხანდახან კი სწორ რჩევას მისცემთ.
ქალი მერწყულები სულ უფრო მეტად დაინტერესდებიან საკუთარი თავით და შეეცდებიან, დაისვენონ, გალამაზებულები შეხვდნენ საკუთარ დაბადების დღეს. ამისთვის კი ხშირად უნდა ეწვიოთ სილამაზის სალონს, ჩაიტაროთ სპა პროცედურები. უმეტესობა რომანტიკულ განწყობაზე იქნება და საყვარელ ადამიანს დაუვიწყარ პაემანს მოუწყობს.
საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან იკონტაქტეთ თავისუფლად, ღიმილით. სიტუაციის განმუხტვისთვის ხშირად მიმართეთ იუმორს. მოერიდეთ საქმეებისა და ურთიერთობების გარკვევას. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
არაფერი შეგიშლით ხელს, რომ მყარი და რომანტიკული კავშირი შექმნათ თქვენი სიმპათიის ობიექტთან. მიხვდებით, საყვარელი ადამიანი გაფასებთ, უყვარხართ და მისთვის მნიშვნელოვანია თქვენ გვერდით ყოფნა. თუ გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ გულწრფელი გრძნობა გაკავშირებთ, დაქორწინებას ნუღარ გადადებთ.
მარტოხელა ქალი თევზები ხშირად უნდა დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს. სწორედ ასეთ ადგილას - თეატრში, გამოფენაზე და კონცერტზე - შეიძლება შეხვდეთ თქვენს ბედს. ღიმილი და ფლირტი კი შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თუ თქვენი გული დაკავებულია, გამორიცხეთ ის მომენტი, რომ გვერდზე გააბათ რომანი. ამით გულს ატკენთ თქვენს საყვარელ ადამიანს. უმჯობესია, მეუღლესთან გააუმჯობესოთ დამოკიდებულება. მას ხომ ყველაზე კარგად იცნობთ და თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა ესიამოვნება, მოუწყვეთ სიურპრიზი.
გამონახეთ დრო, რათა ხშირად შეხვდეთ ნათესავებს. განსაკუთრებით დებსა და ძმებს. კარგ შედეგს მოგიტანთ თხის რქასთან, მორიელთან და ჰაერის ნიშნის წარმომადგენლებთან დამეგობრება. ნუ დარჩებით სახლში, ხშირად დაესწარით წვეულებებს, იმხიარულეთ კოლეგებთან ერთად. ძალების აღსადგენად განმარტოვით, გაერკვიეთ საკუთარ ფიქრებში.
იანვარი საუკეთესი თვეა, რათა გახდეთ მშობელი, ან დაგეგმოთ შვილის დაბადება. ეს თვე საუკეთესოა ჩასახვისთვის.
დაოჯახებულ მერწყულებს სულ უფრო მეტი ზრუნვა გმართებთ ბინის მოსაწესრიგებლად, თუ გლობალურ საკითხებთან შეხება არ გსურთ, ავეჯი მაინც გადაადგილეთ სახლში. ეცადეთ, ბინაში მეტად დაისადგუროს სითბომ და სიმყუდროვემ.
არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან. თავი შეიკავეთ მკვეთრი კრიტიკისგან. იყავით მეტად დელიკატური მის მიმართეთ. გახსოვდეთ, რომ უმნიშვნელო გაურკვევლობამაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს რომანტიკულ კავშირს. თვის ბოლოს საყვარელი ადამიანი სასიამოვნო ამბით გაგახარებთ.