გერმანიის ქალაქ კრეფელდის ზოოპარკში ხანძარს თითქმის ყველა ცხოველი ემსხვერპლა. ზოოპარკში ცეცხლი ახალი წლის ღამეს გაჩნდა. შედეგად დაიხოცა 30-ზე მეტი ცხოველი, მათ შორის მაიმუნები, ჰომინიდები, ჩიტები და ღამურები.
პოლიციის ცნობით, გადარჩა მხოლოდ ორი შიმპანზე.
წინასწარი გამოძიებით, ზოოპარკში ხანძრის გაჩენის მიზეზი ახლოს მდებარე ტერიტორიიდან გაშვებული ფრანი გახდა, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ზოოპარკში ჩამოვარდა. კრეფელდის ზოოპარკში იშვიათი ჯიშის შიმპანზეები, ორანგუტანები და უისტიტები ბინადრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სადღესასწაულო ფრანების ცაში გაშვება აკრძალულია, ვინაიდან ხშირია ხანძრის გაჩენის შემთხვევები.
ხანძრის შემდეგ მოქალაქეები შემთხვევის ადგილას მიდიან და სანთლებს ანთებენ. ნახეთ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები: