პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდა. ოჯახურ გარემოში გადაღებულ ფოტოს "ფეისბუქზე" გვერდი Bidzina Ivanishvili for Georgia აქვეყნებს.
ფოტოზე ივანიშვილი ვაჟებთან - ბერასთან, უტასა და ცოტნესთან ერთადაა. მის გვერდითაა ასევე მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე და რძალი, ბერა ივანიშვილის ცოლი, ნანუკა გუდავაძე.
ბიძინა ივანიშვილს ხელში შვილიშვილი, პატარა ბერუკა ჰყავს.
საახალწლოდ "ინსტაგრამზე" ოჯახურ გარემოში გადაღებულ ფოტოს ბერა ივანიშვილიც აქვეყნებს. ფოტოზე ის ცოლთან და შვილთან ერთადაა. Happy New Year! - წერს ბერა "ინსტაგრამზე".