ავტორი:

"მასტერშეფის" გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გახდა – "ვამაყობ, რომ პატარა ნუცას ავუხდინე ნანატრი ოცნება!"

"მასტერშეფის" გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გახდა – "ვამაყობ, რომ პატარა ნუცას ავუხდინე ნანატრი ოცნება!"

კულინარიული მეგაშოუ "მასტერშეფის" მეორე სეზონის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე გახდა.

გრანდიოზულ ფინალში ერთმანეთს სამი ფინალისტი – გაგა ვარდანიძე, დიმუ მენაბდე და ნუცა სურგულაძე ეჯიბრებოდნენ. ჟიურისგან მონაწილეებმა საახალწლო მენიუს მომზადების დავალება მიიღეს და სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი, ახალი წლის სუფრის გათვალისწინებით მოამზადეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, "მასტერშეფის" ტიტული ნუცა სურგულაძემ დაიმსახურა.

გამარჯვებული "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციებს უზიარებს გულშემატკივრებს:

"არც კი ვიცი რითი დავიწყო. მსგავსი ემოცია არასდროს არ მქონია. ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ესეთ საოცარ პროექტში მივიღე მონაწილეობა და მეტიც, გავიმარჯვე!

"მასტერშეფი" ნიშნავს ჩემთვის ძალიან ბევრს, რადგან ამ გადაცემამ სრულიად ამოატრიალა ჩემი ცხოვრება და მაპოვნინა საყვარელი პროფესია. მახსოვს ბავშვობაში როგორი აღფრთოვანებით ვუყურებდი კულინარიულ გადაცემებს და წარმოვიდგენდი ჩემ თავს მათ ადგილას. ვოცნებობდი, რომ მეც ერთ დღეს ეს ტიტული მერგებოდა, რასაც ქვია “მასტერშეფი” და ვამაყობ რომ პატარა ნუცას ავუხდინე ეს ნანატრი ოცნება!

მინდა რომ ყველას გისურვოთ ოცნებების ახდენა! რადგან შეუძლებელი არაფერია, მთავარია მიზანი დავისახოთ და ბოლომდე მივყვეთ მას! გვჯეროდეს ჩვენი თავის და ყველაფერი გამოვა! გისურვებთ, რომ ჯადოსნური და ბედნიერი ცხოვრება გქონდეთ!

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს რომლებიც გვერდში მედგნენ და დამეხმარნენ ჩემი ოცნების ახდენაში! საუკეთესო გადამღები ჯგუფი თავიანთი საოცარი პროფესიონალიზმით "ნოვა პროდაქშენი". ყველაზე მაგარ მონაწილეებს რომლებთანაც ძალიან დავახლოვდი და ოჯახის წევრებივით შემიყვარდნენ!

"მასტეშეფი" არის ბედნიერება ჩემთვის და ყველას გისურვებთ რომ ეს ემოცია და ბედნიერება ოდესმე განიცადოთ! გილოცავთ ახალ წელს" – წერს ნუცა სურგულაძე.

ჯენიფერ ლოპესის 2020 წლის პირველი სადღესასწაულო კაბა, რომელშიც მომღერალი ზღაპრულ პრინცესას შეადარეს

ნელი აგირბა "ჩცდ"-ს მსახიობისგან შვილს ელოდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება ფეხმძიმე ტელეწამყვანი

რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა