"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. "ევროვიზიაზე" საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. გამარჯვებული სულ ცოტა ხსნის წინ გამოვლინდა.
პროექტის ფინალში ერთმანეთს საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები დაუპირისპირდნენ: თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, მარიამ გოგიბერიძე და თამარ კაკალაშვილი. კონკურსანტებმა ფინალში "ევროვიზიაზე" წარსადგენი სიმღერები შეასრულეს.
"საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონი 26 ოქტომბერს დაიწყო. საერთაშორისო მუსიკალური მეგაპროექტის ჟიურის წევრები წელს თიკო ბერძენიშვილი, ნათია თოდუა, დათო ევგენიძე და დათუნა ალადაშვილი იყვნენ.