ავტორი:

5 რამ, რაც იპოთეკური სესხის აღებამდე უნდა იცოდეთ

5 რამ, რაც იპოთეკური სესხის აღებამდე უნდა იცოდეთ

იპოთეკური სესხი საქართველოს მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი ფინანსური პროდუქტია, იგი საშუალებას გაძლევთ, შეიძინოთ სახლი და სესხის აღების მომენტიდანვე დაიწყოთ საკუთარ ბინაში ცხოვრება.

იპოთეკური სესხით სარგებლობის დროს მოითხოვება შესაძენი უძრავი ქონების უზრუნველყოფა, სესხის მოცულობა საკმაოდ დიდია და დაფარვის პერიოდიც საშუალოდ 7-10 წელი გრძელდება; ცხადია, იპოთეკური სესხი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ იპოთეკური სესხის სწორად შერჩევაში.

  • სესხის უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა

ისეთი ტიპის სესხებზე, რომელთაც აქვთ წინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობა - მაგ. უძრავი ქონების შეძენა, ავტომობილის შეძენა და სხვა, აუცილებლად მოითხოვება უზრუნველყოფა - ანუ გირაოს სახით თქვენი ქონების ჩადება, რათა კრედიტორი კომპანია დაზღვეული იყოს, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში არ დაზარალდეს.

იპოთეკური სესხიც მიზნობრივი სესხების კატეგორიას ეკუთვნის, მისი აღება შესაძლებელია მხოლოდ ბინის/სახლის შეძენის დროს და იპოთეკური სესხის სახით იღებთ (იფინანსებთ) მისი ღირებულების საკმაოდ დიდ ნაწილს.

თუმცა, როგორც წესი, საკრედიტო კომპანიები ბინის ღირებულების სრულ თანხას არ გასცემენ სესხად, უმეტეს შემთხვევაში, იპოთეკური სესხი გაიცემა ბინის ღირებულების 70-80 %, გამონაკლის შემთხვევებში - 90%; გამოდის, რომ ბინის შეძენისას იპოთეკური სესხით აფინანსებთ ღირებულების დიდ ნაწილს, ხოლო დარჩენილი თანხა კი თავად უნდა დაამატოთ.

  • თითოეული კრედიტორი განსხვავებულ პირობებს გვთავაზობს

იპოთეკური სესხების ბაზარზე ბევრი ბანკი თუ საფინანსო კომპანია ოპერირებს, თითოეულს განსხვავებული პირობები და განსხვავებული მომსახურება აქვს;

თუ ბინის შეძენას იპოთეკური სესხის დახმარებით აპირებთ, გირჩევთ, იპოთეკურ სესხზე მოთხოვნა გაგზავნოთ პარალელურად რამდენიმე კრედიტორთან, რაც უფრო მეტისგან მიიღებთ სესხის შემოთავაზებას, მით უკეთეს პირობებს შეარჩევთ, რადგან შესაძლებლობა გექნებათ, შეადაროთ მათი შემოთავაზებები ერთმანეთს.

ამავე მიზნით, კარგია თუ გამოიყენებთ იპოთეკური სესხების შედარების პლატფორმას, მაგალითად, Financer.com, სადაც ერთ სივრცეში შეგილიათ, ნახოთ თითქმის ყველა კომპანიის იპოთეკური სესხი და მათი პირობები, შემდეგ თითოეული კომპანიის პირობების გათვალისწინებით შეგიძლიათ, აირჩიოთ საუკეთესო.

  • სესხის ვადა

იქიდან გამომდინარე, რომ იპოთეკური სესხის მოცულობა საკმაოდ დიდია, დაფარვის ვადაც რამდენიმე წელს გრძელდება, საშუალოდ 7-დან 10 წლამდე;

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტ პერიოდზეა გათვლილი იპოთეკური სესხი, მით მეტია დანახარჯი სესხის პროცენტში გადახდილი თანხის სახით, ამიტომ სჯობს, ნუ დაელოდებით სესხის აღებისას წინასწარ გაწერილ გრაფიკს და შესაძლებლობის შემთხვევაში, რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაფაროთ იპოთეკური სესხი.

  • დამატებითი ხარჯები

დამატებითი ხარჯები ყველა ტიპის სესხს ახლავს თან; განსაკუთრებით მძიმეა დამატებითი ხარჯების გაწევა მაშინ, როცა იპოთეკური სესხის მოცულობა ისედაც ძალიან დიდია და 100 000 ლარს უახლოვდება;

სანამ იპოთეკურ სესხს აიღებთ, ყოველთვის დააზუსტეთ დამატებითი (ე.წ. ფარული) ხარჯების შესახებ, ხშირად, ბანკები და საკრედიტო კომპანიები ითხოვენ იპოთეკური სესხის ხელშეკრულების მომსახურების საკომისიოს, ქონების შეფასების საფასურს, სანოტარო მომსახურების საფასურს, ასევე, სესხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში დამატებით საკომისიოს და ა.შ., სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს;

ეს ყველაფერი რამდენიმე ასეული ლარიც კი შეიძლება ღირდეს, ცხადია, არავის სურს სესხის აღების შემდეგ გზადაგზა გამოჩენილი ხარჯების დაფარვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, იპოთეკური სესხის აღებისას კომპანიის წარმომადგენელს ჰკითხოთ თითოეული ხარჯის შესახებ, კარგად გაერკვიოთ თითოეულ დეტალში, გქონდეთ ინფორმაცია მომავალში გადასახდელი საკომისიოების შესახებ და ხელშეკრულების დადებამდე დარწმუნდეთ, რომ მზად ხართ ამ ხარჯების გასაწევად.

  • სესხი ვალუტა

იპოთეკური სესხები უმეტესად დოლარში გაიცემა, ამიტომ, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ამ კომპონენტს, რადგან ჩვენი ვალუტა (ლარი) საკმაოდ არასტაბილურია და ბოლო 2-3 წელია სტატისტიკის მიხედვით წლიდან წლამდე იცვლება მისი კურსი დოლართან მიმართებაში; ეს ტენდენცია უკვე წლებია ახასიათებს ლარს, ამიტომ, ლარის გაუფასურების შემთხვევაში, შესაძლოა, იმაზე ბევრად მეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ, ვიდრე თავდაპირველად გქონდათ გათვლილი.

R

რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?

ჩაიფიქრე საახალწლოდ მილიონი და აუცილებლად აგიხდება

რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა, თუ მზა კერძებს შეიძენთ