სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა - რას ამბობენ ახლობლები და კლინიკის დირექტორი
წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა - რას ამბობენ ახლობლები და კლინიკის დირექტორი

წმინ­და იო­ა­კი­მე­სა და ანას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში 34 წლის მშო­ბი­ა­რე ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით მოხ­და.

და­ღუ­პუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით, სამი შვი­ლის დე­დას თრომ­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, რის შე­დე­გა­დაც ახალ­გაზ­რდა ქალს გული გა­უ­ჩერ­და. ახ­ლობ­ლე­ბი მომ­ხდარს ექი­მე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბას უკავ­ში­რე­ბენ. ისი­ნი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას და იმ პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას მო­ი­თხო­ვენ, ვისი ბრა­ლე­უ­ლო­ბაც ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში იკ­ვე­თე­ბა.

"რე­ა­ნი­მა­ცი­ის კა­რე­ბი და­კე­ტეს... შვი­დის წუ­თე­ბი იყო, ყვე­ლა და­ი­მა­ლა აქეთ-იქეთ და ძა­ლით შე­ვე­დი... და­ღუ­პუ­ლი დამ­ხვდა ჩემი მე­უღ­ლე. უყუ­რა­დღე­ბო­ბით მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი! პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცეს ყვე­ლა, იმი­ტომ რომ აქ კი­დევ მოხ­დე­ბა ეგე­თი რამ... მე და­ვი­ღუ­პე და სხვა­საც და­ღუ­პა­ვენ ესე­ნი" - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ მა­მუ­კა ლა­ზა­რი­აშ­ვილ­მა.

და­ღუ­პუ­ლი მშო­ბი­ა­რეს ნა­თე­სა­ვე­ბის თქმით, პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროდ სხვა არის მი­თი­თე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ა­ში, რე­ა­ლუ­რად კი მშო­ბი­ა­რე ქალი უფრო ადრე გარ­და­იც­ვა­ლა.

წმინ­და იო­ა­კი­მე­სა და ანას სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვე­ფხია ოდი­შა­რი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" 34 წლის მშო­ბი­ა­რე ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და, რომ ყვე­ლა დე­ტა­ლი იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და თუ ვინ­მე დამ­ნა­შა­ვეა, ყვე­ლა პა­სუხს აგებს.

ოდი­შა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა მშო­ბი­ა­რო­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის შემ­დეგ მოხ­და, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი სტა­ბი­ლუ­რია.

"თუ რამ გა­მო­იწ­ვია 34 წლის მშო­ბი­ა­რე ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სა­ნამ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა არ და­ი­დე­ბა, დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებთ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა დე­ტა­ლი იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და გან­ხი­ლუ­ლი ისე, რო­გორც უნდა იყოს.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ 34 წლის 3 შვი­ლის დედა აღარ არის. თუ ვინ­მე დამ­ნა­შა­ვე იქ­ნე­ბა ყვე­ლა პა­სუხს აგებს“ - გა­ნა­ცხა­და ვე­ფხვია ოდი­შა­რი­ამ.

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

ამ ქვეყანაში ასეთი დაუცველი და განწირული რომ გყავთ მშობიარე ქალები და ფეხებზე რომ იკიდებთ, მაგიტომ აღაარ თხოვდება აქ არავინ და არ მშობიარობენ ერთეულთა გარდა და ყველა ქალი გაქცეულია საზღვარგარეთ!

SILENSIO
0

საცოდავი გოგო!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა - რას ამბობენ ახლობლები და კლინიკის დირექტორი

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში მშობიარე ქალი დაიღუპა - რას ამბობენ ახლობლები და კლინიკის დირექტორი

წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დაღუპული ქალის ოჯახის განცხადებით, სამი შვილის დედას თრომბი განუვითარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალს გული გაუჩერდა. ახლობლები მომხდარს ექიმების უყურადღებობას უკავშირებენ. ისინი ექსპერტიზის ჩატარებას და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ, ვისი ბრალეულობაც ქალის გარდაცვალების საქმეში იკვეთება.

"რეანიმაციის კარები დაკეტეს... შვიდის წუთები იყო, ყველა დაიმალა აქეთ-იქეთ და ძალით შევედი... დაღუპული დამხვდა ჩემი მეუღლე. უყურადღებობით მოხდა ეს ყველაფერი! პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, იმიტომ რომ აქ კიდევ მოხდება ეგეთი რამ... მე დავიღუპე და სხვასაც დაღუპავენ ესენი" - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის მეუღლემ მამუკა ლაზარიაშვილმა.

დაღუპული მშობიარეს ნათესავების თქმით, პაციენტის გარდაცვალების დროდ სხვა არის მითითებული ისტორიაში, რეალურად კი მშობიარე ქალი უფრო ადრე გარდაიცვალა.

წმინდა იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ვეფხია ოდიშარიამ "ინტერპრესნიუსს" 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და თუ ვინმე დამნაშავეა, ყველა პასუხს აგებს.

ოდიშარიას ინფორმაციით, შემთხვევა მშობიარობიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოხდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

"თუ რამ გამოიწვია 34 წლის მშობიარე ქალის გარდაცვალება, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ დაიდება, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი და განხილული ისე, როგორც უნდა იყოს.

ძალიან სამწუხაროა, რომ 34 წლის 3 შვილის დედა აღარ არის. თუ ვინმე დამნაშავე იქნება ყველა პასუხს აგებს“ - განაცხადა ვეფხვია ოდიშარიამ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ - "მაშველებმა ერთის გამოყვანა მოახერხეს, მეორე კი წყალში გაუჩინარდა"

ფონიჭალაში ავარიის შედეგად გარდაცვლილები 24 წლის ქალი და მისი 4 წლის ვაჟი არიან

2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - ფონიჭალაში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა